banner
08 ივნისი 2015 | 17:17 სოფლის მეურნეობა

ორ თვეში რძის წარმოებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ფერმებისა და საწარმოების დიდი ნაწილი კი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

ორ თვეში რძის წარმოებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ფერმებისა და საწარმოების დიდი ნაწილი კი  სტანდარტებს  ვერ  აკმაყოფილებს

პირველი აგვისტოდან რძის მწარმოებლებისა და გადამამუშავებლებისთვის თამაშის ახალი წესები ამოქმედდება. რას ითვალისწინებს რძის ტექნიკური რეგლამენტი, რომელზე მუშაობაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენად მზად არის ინდუსტრია რეგულაციებისთვის, ამის თაობაზე eugeorgia-მ  მცირე კვლევა ჩაატარა.

რეგლამენტი რძის სექტორს, პრაქტიკულად, ორი მიმართულებით არეგულირებს  - რძის, რძის ნაწარმისა და მისი შემცველი პროდუქტების შემცველობისა და ეტიკეტირების წესებს  განსაზღვრავს და  ბიზნესოპერატორის მიერ პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის სავალდებულო პირობებს აწესებს.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიები თუ პროდუქციას არარძისმიერი წარმოშობის ნედლეულით აწარმოებენ, მას რძის ნაწარმის (არაჟნის, ხაჭოს, ყველის, იოგურტისა თუ კეფირის, ჩამონათვალში სულ ასამდე სახეობის პროდუქტია მითითებული) სახელწოდებებით ვეღარ გაყიდიან. მართალია, რეგლამენტი ითვალისწინებს აუცილებელი დანამატების გამოყენებას, თუმცა, მან რძის კომპონენტი არ უნდა ჩაანაცვლოს. საუბარია მცენარეულ ცხიმებზე, რომელიც საქართველოს რძის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება.  

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე  თენგიზ კალანდაძე: „აქამდე საქართველოში მოქმედებდა რამდენიმე სტანდარტი, საბჭოთა „გოსტიდან“- მეწარმის შიდა სტანდარტამდე. ბიზნესოპერატორს ჰქონდა უფლება, აერჩია ის ფორმულა, რომელიც მას აწყობდა და, იმავდროულად, არ ეწინააღდეგებოდა მოქმედ კანონდემბლობას, მაგალითად, რძის  პროდუქცია დაემზადებინა მცენარეული ცხიმებისგან, რაც კლასიკური გაგებით და მთელი მსოფლიო მასშტაბით არასწორია. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ საკითხის ტექნიკური რეგულირების შესახებ“.

რეგლამენტი არ კრძალავს მცენარეული ცხიმებისგან  პროდუქციის დამზადებას, თუმცა, ამ შემთხვევაში, ის რძის შემცველი პროდუქტების კატეგორიაში გადავა და ბიზნესოპერატორებს მოუწევთ შესაბამისი სახელწოდება მოიფიქრონ.

„ეტიკეტზე იქნება აღნიშნული, რომ ეს რძის შემცველი პროდუქტია, მაგალითად, ხაჭოს დესერტი, ან ხაჭოსებრი მასა. მომხმარებელი ზუსტად უნდა იყოს ინფორმირებული, რას ყიდულობს, მას არ დასჭირდება წვრილი შრიფტით შემადგენლობების კითხვა, ექნება არჩევანი, შეიძინოს  ნამდვილი რძის ნაწარმი, ან პროდუქტი, რომელიც დამზადებულია მცენარეული ცხიმის ბაზაზე, შესაბამისად, შედარებით იაფიც გადაიხადოს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.  

                                               
                                 რეგულაციების გამო პროდუქცია საგრძნობლად გაძვირდება


მთავრობა ვარაუდობს, რომ დასაწყისში, რეგულაციების წყალობით, რძის პროდუქტები, დაახლოებით, 10%-ით გაძვირდება, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ფასები დასტაბილურდება. საფასო პოლიტიკის  გადახედვას უკვე გეგმავენ უმსხვილესი მწარმოებლები - „ჯორჯიან ეკო“ („მილკო“) და  „სანტე ჯი-ემ თი პროდუქტი“, მაგრამ ზუსტი ციფრების დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.  თუმცა, როგორც „ჯორჯიან ეკოს“  ხარისხის მართვის მენეჯერმა, თამაზ მახარაშვილმა, eugeorgia-ს განუცხადა, მცენარეულსა და რძის ცხიმის ფასებს შორის დიდი სხვაობაა:

„არის პროდუქტები, რომლებიც განსკუთრებულად დიდი რაოდენობის ცხოველურ ცხიმს მოითხოვს, მაგალითად, არაჟანი, კარაქი... ცხოველური ცხიმი კი მცენარეულზე უფრო ძვირია. შედარებისთვის - 1 კგ მცენარეული ცხიმი  4 ლარი ღირს, ხოლო  კარაქი - 11 ლარი“, აცხადებს თამაზ მახარაშვილი.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი მეცხოველეობისა და რძის წარმოების დარგში, გიორგი ხატიაშვილი აცხადებს, რომ მაღალკონცენტრირებული ცხიმის შემცველი პროდუქტების 90% საქართველოში სპრედია, ანუ, მცენარეული ცხიმებისგან დამზადებული. შესაბამისად, ამ კატეგორიის პროდუქტების უდიდეს ნაწილზე ფასები გადაიხედება.  

                                                              გაიზრდება თუ არა რძეზე მოთხოვნა?

რეგლამენტის ავტორები მომხმარებლის უფლებების დაცვის გარდა, საკანონმდებლო ინიციატივიდან კიდევ ერთი დადებითი ეფექტის მიღებას ელიან: ისინი ვარაუდობენ, რომ  გადამამუშავებლებს  მცენარეული ცხიმების ჩასანაცვლებლად ნატურალური რძის მასობრივი შესყიდვა მოუწვთ, რაც ნედლეულზე მოთხოვნის გაზრდას და მეცხოველეობის სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. „საქართველოში რძის დეფიციტია, გაფართოვდება მერძევული მიმართულების ფერმები, შესაბამისად, მეტი სამუშაო ადგილიც შეიქმნება“, - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.

საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანამ 2014 წელს 633,3 ათასი  ტონა რძე (1 დღეში საშუალოდ 1 723 ტონა) აწარმოა. თუმცა, ეს მაჩვენებელი, ალბათ, რეალობას ნაკლებად ასახავს. გაეროს ექსპერტი გიორგი ხატიაშვილი აცხადებს, რომ დღე-ღამეში საქართველო, დაახლოებით, 200 ტონა რძეს მოიხმარს, რომლის მხოლოდ 70%-ს აკმაყოფილებს ადგილობრივი წარმოება, ისიც აქტიურ სეზონზე (გაზაფხულსა და ზაფხულში). ზამთარში კი, თითქმის, არ იწარმოება.  მართალია, რძე მართლაც დეფიციტური პროდუქტია, მაგრამ მთავრობის მოლოდინი ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის ნაწილობრივ გადაჭარბებულად აღიქმება: უკვე თითქმის ათეული წელია, რაც ქართველი ფერმერებისთვის დაუმარცხებელ კონკურენტად იმპორტირებული რძის ფხვნილი იქცა, რომელსაც გადამამუშავებელი  კომპანიები აშკარა უპირატესობას ანიჭებენ. რეგლამენტი კი რძის ფხვნილის, როგორც ნედლეულის ალტერნატივად გამოყენების უფლებას იძლევა. როგორც თენგიზ კალანდაძე აცხადებს, მშრალი რძე ნედლისგან  შემადგენლობით არაფრით განსხვავდება. „ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს მხოლოდ, რომ მასში არ უნდა იყოს უცხო ცხიმები და ცილები“, - აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე.

გადამამუშავებლები  ფხვნილის გამოყენებას ორი ფაქტორის გამო ამჯობინებენ: სტაბილური ხარისხი  და სტაბილური ფასი.

                                             
                                                 დილემა N1 - რძის ხარისხი


როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე  გადამამუშავებელი კომპანიები ერთხმად  აცხადებენ, რომ საქართველოში წარმოებული რძე უმეტეს შემთხვევაში უვნებლობის აღიარებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„რძის ხარისხი ძალიან დაბალია, ფერმერებს ხშირად დასნებოვანებული ნედლეული მოაქვთ, ამასთანავე, ძალიან რთულია მისი შეგროვება, რძემჟავა პროდუქტია და სწრაფად ფუჭდება -  რძე 2 სათის განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხობრივ მაჩვენებლებს, შემდეგ სჭირდება გაციება შესაბამის ტემპერატურამდე. მაშინ თბილისთან ახლომდებარე ფერმებიდან უნდა უზრუნველვყოთ მომარაგება, ანუ, ჩვენი მოქმედების არეალი მხოლოდ 100-120 კმ-ია. ასეთი ფერმები კი ახლომახლო ბევრი არ არის“, - აცხადებს თამაზ მახარაშვილი. პრობლემების თავიდან ასაცილებლად  „ჯორჯიან ეკომ“ რამდენიმე წელია, თავისი წარმოება მთლიანად ფხვნილზე გადაიყვანა, თუმცა, წელს აპირებს, ნატურალურ რძეზეც იმუშაოს, 15 ტონა ნედლეულის  მიღებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდიანრეობს, - აღნიშნავენ „ჯორჯიან ეკოში“.

იმავე პრობლემებს აწყდებიან კომპანია  „სანტეშიც“, მაგრამ „ჯორჯიან ეკოსგან“ განსხვავებით, ნედლი რძის ხაზი „სანტინო“ წლების განმავლობაში მაინც შეინარჩუნეს. ნედლ რძეს იბარებს კიდევ ერთი კომპანია „სოფლის ნობათი“, თუმცა, გადამამუშავებლების ძირითადი სამიზნე მსხვილი, თანამედროვე ფერმები გახდა, სადაც სტაბილური მიწოდების მეტი გარანტია აქვთ.

                                         
                                ახალი რეგულაციები უვნებლობის მიმართულებით 


ტექნიკური რეგლამენტის მეორე ნაწილი სწორედ ნედლეულის - რძის - წარმოებისა და გადამუშავების სტანდარტებს აერთიანებს.  

რეგლამენტის მიხედვით, მეწარმე, რომელიც ახორციელებს ნედლი რძის თერმულ  დამუშავებას, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები სისტემა (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points), რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს რძის წარმოების ყველა ეტაპზე მის მიკვლევადობას. შესაბამისად, ყოველი გადამამუშავებელი კომპანია უმცირესი ყველის ქარხნების ჩათვლით, ვალდებულები იქნება, მკაცრად აღნუსხოს რძის ყველა მომწოდებელზე ინფორმაცია, მიღებული ნედლეულის ხარისხი და წარმოებაში უვნელობის სტანდარტები დაიცვას.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ნედლი რძის სიმკვრივე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1027 კგ/მ3-ს, სომატური (მიკრობებით დაბინძურებული) უჯრედების რაოდენობა 1 მლ-ში არ უნდა აღემატებოდეს 500 000-ს, აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მისი მაქსიმალური ზღვარი მხოლოდ 100 000-ია.

“ჯერჯერობით, ვერ დავწერეთ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული პარამეტრები, იქ სომატური უჯრედების რაოდენობა 100 ათასი ერთეულით არის განსაზღვრული, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული მდგომარეობა და რეგლამენტში 500 ათასი ჩავწერეთ... ასე დაიწყეს ვეროპაში  და უცხოელმა ექსპერტებმაც გვირჩიეს. თუმცა, ყოველწლიურად  ნელ-ნელა დავაკლებთ  და 5 წლის შემდეგ ევროპულს დავუახლოვებთ“, - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.  

ფერმერმა, რომელიც  რძის პირველად წარმოებას ეწევა, ისეთი ცხოველისგან უნდა მიიღოს ნედლი რძე, რომელსაც არ აღენიშნება ადამიანისათვის რძის მეშვეობით გადამდები ინფექციური დაავადებების სიმპტომები;  რეგლამენტი ითვალისწინებს საქონლის სადგომების კონტროლსაც. თუ იქ დაფიქსირდა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ბრუცელოზი და ტუბერკულოზი, მეწარმემ დაავადებული პირუტყვი იზოლირებულად უნდა გადაიყვანოს, ხოლო რძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა გამოყენება, თუ სადგომში განთავსებული ყველა ცხოველს სათითაოდ გამოიკვლევს.  დოკუმენტის მიხედვით, წარმოების ადგილი, სადაც ხდება რძის შენახვა, დამუშავება ან გაგრილება, ცხოველის სადგომისაგან გამოცალკევებული უნდა იყოს, აღჭურვილი შესაბამისი რძის გასაცივებელი საშუალებებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები 2020 წლამდე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო კონტროლისგან, არაპირდაპირ მაინც მოუწევთ უვნებლობისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნედლეულს ქარხნები ვეღარ ჩაიბარებენ - აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში. თუმცა, გლეხებისთვის მოქმედების არეალი რჩება აგრარულ ბაზრებსა და საზკვების ობიექტებში.

საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე, მიესალმება მთავრობის საკანონდებლო ინიცატივას და აცხადებს, რომ როგორც ფერმების, ასევე ყველის ქარხნების უდიდეს ნაწილში უვნებლობის კუთხით, სავალალო მდგომარეობაა; მოხმარებელი მთლიანად მეწარმის „შინაგან  მოწესრიგებულობაზეა“  მინდობილი  და თუ რძის ინდუსტრიაში დასაქმებულებს „სახელმწიფომ ენა მოუჩლიქა, არაფერი გამოვა“.

„საქართველოში  ამ მხრივ ნამდვილად უკონტროლო სიტუაციაა - წარმოიდგინეთ, გუშინ ყველში ფუნა და თმა აღმოვაჩინე, ასე აღარ შეიძლება. თუმცა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ  თავისი ბრჭყალები გამოაჩინა, არაერთმა  სავაჭრო ცენტრმა თავი მოიქაჩლა. ყველა, ვინც კი ყველს გომურში, ბოსელსა თუ ავტოფარეხში ამზადებდნენ, ცდილობენ, რომ შეაკეთონ, გაარემონტონ და ასე შემდეგ...“, - აცხადებს ანა მიქაძე.

ყველის გილდიის თავმჯდომარე  ვარაუდობს, რომ რეგულაციების სიმძიმეს ყველაზე მეტად საშუალო ზომის მეურნეობები იგრძნობენ: „დაკვირვებული ვარ, რომ გლეხებს, ვისაც ათამდე ძროხა ჰყავთ, მათ საქონელი უფრო მოვლილია, დაბანილი....  კარგი სანიტარული პირობებია დიდ თანამედროვე ფერმებში, სადაც მილიონობით ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა, მათი რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა საშუალო ზომის ძველ ფერმებშია, სადაც, ძირითადად, დაქირავებული პერსონალი მუშაობს და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საქონლის ჰიგიენასა და მოვლას“, - აღნიშნავს იგი.

ექსპერტი გიორგი ხატიაშვილი კი ფერმერთა უდიდესი ნაწილისთვის უფრო მძიმე მომავალს პროგნოზირებს.

„100-სულიანი ფერმის მოდიფიკაციას, იმ დონეზე, რომ მინიმალური სტანდარტები  დააკმაყოფილოს და საწველი სისტემებითაც აღიჭურვოს, სულ მცირე, 150 ათასი დოლარი სჭირდება. ახალი ფერმის მშენებლობა კი,  სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი დოლარი მაინც ჯდება. ვის აქვს ამხელა თანხა?! საკუთარი რესურსებით, ვეჭვობ, ფერმების უმეტესობამ შეძლოს თავის გადარჩენა. სხვათა შორის, ბევრი ფერმა დაიხურა უკვე“, - აცხადებს გიორგი ხატიაშვილი.

მისი თქმით, მხოლოდ რეგულაციების დაწესება იმ ფონზე, როცა სახელმწიფო არაფერს გასცემს, გაუმართლებელია: „ევროპაში თითო სულ საქონელზე 800-1200 ევროს მოცულობის სუბსიდია გაიცემა. მხოლოდ კონტოლი არ არის გამოსავალი, საჭიროა, შეიქმნას სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები“, -აცხადებს  გაეროს  ექსპერტი.

ევროსტატის ინფორმაციით, 2009 წელს ევროპაში ერთი 150-სულიანი ფერმის წმინდა დამატებით ღირებულებაში (FNWA), რომლის მოცულობა 26 600 ევროთი განისაზღვრა, სუბსიდიებისა და გადასახადების  საშუალო ნაშთი 16 000 ევროს აჭარბებდა, ანუ,დაახლოებით, 60%-ს.

ჯერჯერობით, სუბსიდიებზე საუბარიც ზედმეტია, მით უფრო,  სოციალური სახელმწიფო ბიუჯეტისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ერთი, რაც ხელისუფლებამ შეძლო, პირუტყვის მასობრივი ვაქცინაცია წამოიწყო, რაც წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ  ვაქცინაცია   ექვს სხვადასხვა დაავადებაზე - ჯილეხზე, თურქულზე, ცოფზე, ყვავილზე, ტუბერკულოზსა და ბრუცელოზზე - ტარდება და ამ ეტაპზე  გლეხებისთვის უფასოა. რაც შეეხება სხვა დაავადებებს, რომლებიც საშიშ  გადამდებ ინფექციებს არ მეიკურთვნება, მათი მკურნალობა ფერმერებმა თავად უნდა უზრუნველყონ. ერთი აცრა, დაახლოებით, 15 ლარამდე ჯდება. მთლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო, ჩართულები არიან დონორებიც. თუმცა, ვაქცინაცია, ისევე როგორც პირუტყვების პასპორტიზაცია გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, გლეხების დიდი ნაწილი სახელმწიფოდან სოციალურ დახმარებას იღებს და მისი დაკარგვის შიშით, პირუტყვს არ აჩენს. შედარებით მოზრდილ  ფერმერებს კი საშემოსავლო სამსახურების ეშინიათ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორში“, რომელიც წლებია, საქართველოში მეცხოველეობის განვითარების პროგრამას ახორციელებს, აცხადებენ, რომ სრული ვაქცინაციის ხელისშემშლელი კიდევ ერთი პირობა  ინფორმაციის ნაკლებობაა. მისი წარმომადგენლის, გიორგი სადუნიშვილის თქმით,  ფერმერები მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ისევე როგორც უვნებლობის სტანდარტებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე ინფორმირებულები თითქმის არ არიან. ამიტომ ეს  მისია საკუთარ თავზე რეგიონებში მოქმედმა სერვის-ცენტრებმა უნდა აიღონ თავზე.

რამდენად ჩაანაცვლებს  ვაქცინაციით მიღებული სარგებელი, უფრო რთულ გამოწვევების წინაშე მდგარ ფერმერებს, ძნელი სათქმელია. კომპანია „კოთელიას“ დამფუძნებელი ხვიჩა ხმალაძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთში 120 სულან ფერმას ფლობს, აცხადებს, რომ სექტორი მძიმე მდგომარეობაშია.

„დაავადებებზე მკურნალობა კარგია, რა თქმა უნდა, აქამდეც არ ვაკლებდი და წელიწადში ერთ ძროხაზე 100 ლარამდე  მიჯდებოდა, მაგრამ მას მარტო აცრა ხომ არ სჭირდება, კარგი საკვები უნდა.  რძე კი რა ღირს? ლიტრი - 65 თეთრი... ზამთარში როცა საქონლის შენახვა კიდევ უფრო ძვირი გვიჯდება - 90 თეთრამდე იზრდება, თუმცა, ეს თითქმის თვითიღირებულების ფასია. დიდი კომპანიები არ შემოდიან რძის ჩასაბარებლად - „პარაშოკი“ შემოდის, შენი რძე აღარავის აინტერესებს. იძულებულნი ვართ, პროდუქცია ყველის ქარხნებს ჩავაბაროთ, რომლებსაც რძე ნისიად მიაქვთ, თანხას მხოლოდ 5-6 თვის შემდეგ გიბრუნებენ, ხარჯებს ვეღარ ვაბალანსებთ. ჩვენს რაიონში შვიდი-რვა ფერმა იყო, სამი ფერმა დაიხურა, ხუთი-ძლივს ფართხალებს... 18 წელიწადი გადავყვეი ამ საქმეს, მენანება, რომ მეც დავხურო, თუმცა, აღარაფერი რჩება ამ საქმიანობიდან“, - აცხადებს ფერმერი.

ხმალაძის თქმით, ხელსაყრელი ფინანსური მდგომარეობა არც ყველის საწარმოებს აქვთ, რადგან მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და პროდუქციის მოხმარება შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მალე დიდი გამოწვევების გამო ყველის ინდუსტრიაც დადგება. ბაზარზე უკვე გაჩნდა თითო-ოროლა ქარხანა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, პროდუქციას თითქმის მთლიანად რძის ფხვნილით აწარმოებს და სტაბილური ხარისხის გამო საკუთარ თავზე აიღო მსხვილი სუპერმარკეტების მომარაგება. ახალ მოთამაშეთა გამოჩენის გარდა, მცირე  ყველის ქარხნებს პრობლემები სავალდებულო გადაირაღების გამოც შეექმნებათ- მათი დიდი ნაწილი კუსტარულია და მოუწევთ რეგლამენტის დაწესებულ სტანდარტებს მოერგონ. თუმცა, რამდენს ექნება ფინანსების ხელმისაწვდომობა ამ კუთხით, რთული საპროგნოზოა. „მერსი ქორის“  მიხედვით, რომელიც ყველის ქარხნებზე გრანტებსაც გასცემს, არსებული საშუალო ზომის ყველის საწარმოების  გადაირაღებისთვის, დაახლოებით,  130-140 ათასი ლარია საჭირო.

                                             
                                                     დილემა N2  - რძის ფასი


რძის ფასი საქართველოში ტრადიციული კონფლიქტის საბაბია მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს შორის. მთავარი პრობლემა სეზონურობა და   დაბალი მწარმოებლურობაა.  ამის ნათელ მაგალითად წლევანდელი წელიც შეიძლება მოვიყვანოთ: წვიმიანი გაზაფხულის გამო ერთი თვეა, რძის სიჭარბე დაფიქსირდა, გარდა ამისა, ფერმერები კონკურენციას ვეღარ უწევენ  უკრაინდაინ შემოტანილ რძის ფხვნილს, რომელიც გრივნის დევალვაციის გამო საკმაოდ გაიაფდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკრანული ვალუტა დოლართან მიმართებაში ორჯერ გაუფასურდა). შესაბამისად, ნედლი რძის ფასი შარშანდელთან შედარებით, თითქმის, 25%-ით შემცირდა. თუმცა, როგორც ჩანს, არასაკმარისად.

„რძის ფხვნილის ფასი ნატურალურ რძესთან შედარებით გაცილებით იაფია. აღდგენილი რძე ლიტრი 50 თეთრი ჯდება, აქ კი  65 თეთრი ღირს, ზამთარში საერთოდ, ქართული რძის ფასი ხანდახან  ლარსაც კი აჭარბებს. მაშინ როცა უკრაინაში კრიზისის გამო რძის ფხვნილი სულ უფრო იაფდება“, - აცხადებენ  „ჯორჯიან ეკოში“.

გაეროს ექსპერტის ინფორმაციით, საქართველოში რძეზე ყველაზე მაღალი ფასებია რეგიონში, მაგ, მეზობელ სომხეთში 1 ლიტრის ფასი 35 თეთრამდე ჯდება, უკრაინაში კი -  29-41 თეთრის ფარგლებში. (შედარებისთვის: ევროკავშირის წამყვან 15 ქვეყანაში 1 ლიტრი რძის ფასი 31,8 ევროცენტია, დიდ ბრიტანეთში - 33,6  ევროცენტი,  აშშ-ში - 36,5 ევროცენტი, ახალი ზელანდიაში - 24,9 ევროცენტი).


                         ქართული საქონლის  წველადობა კატასტროფულად დაბალია


ძვირი ნედლეულის ძირითადი გამომწვევი მიზეზი საქონლის დაბალი პროდუქტიულობაა. საქართველოში საშუალო წველადობა წელიწადში ერთ ძროხაზე, ძირითადად, 1 200-2 000 ლიტრს აღწევს, იშვიათად 3-4 000 ლიტრს (შედარებისთვის: ევროკავშირის წამყვან 15 ქვეყანაში ერთი სული საქონლის წველადობა წელიწადში 7 000 ლიტრია, დიდ ბრიტანეთში - 7 300 ლიტრი, აშშ-ში კი -  9 500 ლიტრი).  

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის აზრით, დაბალი პროდუქტიულობის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ წლების განმავლობაში ჯიშების გაუმჯობესებაზე არ უზრუნიათ, ასევე არასრულაფასოვანი კვება, რომელიც 2-3 ჯერ ამცირებს წველადობას.

საკვები ბაზის უქონლობა კომპლექსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფერმერთა დაბალი კვალიფიკაცია. ალბათ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა თუ იცის, რომ საქონლის სადგომში საჭიროა ოპტიმალური მიკროკლიმატის დაცვა (მაგ., ჰაერის ტემპარატურა 5-10 გრადუსი უნდა იყოს, შეფარდებითი ტენიანობა -75 %   და ა. შ.). პროფესიონალები კი ვინც ამ ტიპის ინფორმაციას დაინტერესებულ მეწარმეებს მიაწვდიან, ძალიან ცოტაა. ვეტერინარების სერიოზულ დეფიციზე დონორ ორგანიზაციებში აქტიურად საუბრობენ. როგორც „მერსი ქორის“ ექსპერტი  აღნიშნავს, ყველა მოქმედი ვეტერინარი სურსათის უვნებლობის  სააგენტოს დასაქმებული ჰყავს, თუმცა, მათი რაოდენობა და კომპეტენცია დამაკმაყოფილებელი არ არის. მის მოსაზრებას იზიარებს გაეროს წარმომადგენელიც:

„ახალგაზრდა თაობა საერთოდ არ ინტერესდება ამ პროფესიით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გადამზადებული კადრები მუშაობენ ვეტერინარებად, ათ წელიწადში სპეციალისტი, ალბათ, სანთლით საძებარი იქნება, მთავრობამ უნდა იფიქროს ამ მიმართულებით“ - აღნიშნავს ექსპერტი.


ბელა ნოზაძე

წაკითხულია
10468
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

უკონტროლო პესტიციდები

უკონტროლო პესტიციდები

საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენებული პესტიციდები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ამიტომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაცია 396/2005 სურსათში პესტიციდების ნარჩენების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს.

27 ივლისი 2016 | 17:22 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ქართული რძე - ერთ-ერთი ყველაზე ძვირი რძე მსოფლიოში

ქართული რძე - ერთ-ერთი ყველაზე ძვირი რძე მსოფლიოში

"საქართველოში განათლებული ვეტექიმების და წარმოების ტექნოლოგების დეფიციტია. არ ხდება საქონლის ჯიშების განახლება და თანამადროვე ჯიშების შემოყვანა. არ არსებობს თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია, ცოდნა და სასწავლო მასალა. არ არის ინფორ

06 აპრილი 2016 | 15:46 სოფლის მეურნეობა ვრცლად
2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველომ უნდა აკრძალოს 10 მილიგრამი გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება

2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველომ უნდა აკრძალოს 10 მილიგრამი გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება

ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია, თუმცა დააკისრა მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის პარამენტრების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მომდევნო წლებში საქართველომ ევროკავშირის დირექ

21 სექტემბერი 2015 | 15:34 გარემოს დაცვა ვრცლად
1 აგვისტოდან რძის ნაწარმზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება

1 აგვისტოდან რძის ნაწარმზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება

რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს 1 აგვისტოს შემდეგ არარძისმიერი პროდუქტების „რძის ნაწარმი“-ს დასახელებით რეალიზაცია აეკრძალებათ. საქართველოს მთავრობის №152 დადგენილებით რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც ადგენს

07 მაისი 2015 | 14:02 კანონმდებლობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner