banner
15 სექტემბერი 2015 | 15:37 სოფლის მეურნეობა

ქართული თევზის წარმოება, ექსპორტი და დამაბრკოლებელი ფაქტორები

ქართული თევზის  წარმოება, ექსპორტი  და დამაბრკოლებელი ფაქტორები

 

საქართველოში თევზის მოხმარება არა მარტო საერთაშორისო, არამედ ჩვენივე ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტებსაც კი რამდენიმეჯერ ჩამორჩება: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, საქართველოში ერთი ადამიანი საშუალოდ  წელიწადში 8,2  კგ თევზის პროდუქტს მიირთმევს, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ეს მაჩვენებელი 23 კგ-ს უნდა შეადგენდეს, ქვეყნის  ოფიციალურ საარსებო მინიმუმში კი 14,4 კგ-ია გათვალისწინებული. თევზეულის ჩანაცვლება სხვა ცხოველური ცილებით რეკომენდებული არ არის, რადგან აუცილებელ მჟავას - ომეგა 3-ს - შეიცავს. მისი ნაკლებობა კი ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ დარღვევებს იწვევს.

კვების რაციონში თევზეულის სიმწირეს მისი სიძვირე და მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა განაპირობებს. eugeorgia.info დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია თევზის გაიაფება  მასობრივი წარმოების დასაწყებად და  რამდენად განვითარებულია სექტორი, იმისთვის, რომ არა მარტო ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა  დააკმაყოფილოს, არამედ ექსპორტზეც გავიდეს.

ბუნებრივი პირობები და არსებული მდგომარეობა:

ზღვის გარეშეც, წყლის რესურსებით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, ქვეყანაში 25 ათასზე მეტი მდინარე და წყაროა, საერთო სიგრძით- 55 ათასი კმ, ასევე 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა ფართობი 277 კვ კმ-ს აჭარბებს. თუმცა, თევზის ფერმებში მოშენების, ანუ, აკვაკულტურის  განვითარების დონის მიხედვით, ექსპერტების მოსაზრებით, არათუ ევროპასა და მსოფლიოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებს (მაგ., სომხეთს, თურქეთს)  მკვეთრად ჩამორჩება.

ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა, ექსპერტების გათვლებით, დღეისათვის საქართველოში 350 -მდე თევზსაშენია, მათი წარმოებული პროდუქციის საერთო რაოდენობა კი წელიწადში, დაახლოებით, 3 ათას ტონას შეადგენს. მაშინ, როცა ქვეყანა 21 ათასი  ტონის იმპორტს ახორციელებს. 2014 წელს თევზის პროდუქტების შესაძენად საქართველოდან 36,7 მილიონი დოლარი გავიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, მისი მოცულობა შარშან მხოლოდ 4,3 მილიონი დოლარით განისაზღვრა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შავ ზღვაში დაჭერილი და გადამუშავებული თევზპროდუქტების  ხარჯზე განხორციელდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსი არჩილ ფარცვანია აცხადებს, არცერთ მთავრობას აქამდე აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიული ხედვა არ გააჩნდა და არც შესაბამის ღონისძიებებს  ატარებდა, ამავე დროს, გამოწვევებს ფეხს ვერც კერძო სექტორი უწყობდა. იგივე დასკვნას გამოთქვამს FAO ჯერ კიდევ 2004 წელს მომზადებულ მიმოხილვაში საქართველოს თევზის სექტორის პოტენციალის  შესახებ.

ექსპეტრების აზრით,  მტკნარი  წყლების თევზსაშენების სიმრავლის მიუხედავად, უდიდეს  ნაწილს ჩამოყალიბებული ბიზნესის სახე არ აქვს, დარგი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ქაოტურად ვითარდება, ბაზარზე მოთამაშეების რაოდენობა ხშირად იცვლება, ბევრი აკვა-ფერმა პერმანენტულად იხსნება და იხურება.

„ყველას სოფელში, ვისაც ღელე ჩამოუდის, ფიქრობს, რომ შეუძლია პატარა აუზის გაკეთება და კალმახის მოყვანა, არც კი ითვლიან, რა დაუჯდებათ თევზის გამოზრდა, არ ითვლიან არც თვითღირებულებას, არ იციან, როგორ მოუარონ, არ იციან, რამდენად კონკურენტული ბაზარია, არ აქვთ ჩამოყალიბებული ბიზნეს ხედვა, მარკეტინგული სტრატეგია, სად გაყიდიან პროდუქციას.  თუ ნახავენ, რომ მეზობელმა მეურნეობა ააწყო, ჰგონიათ, რომ თავად შეძლებემ, შესაბამისად,  მძიმე შედეგებსაც იღებენ“, - აცხადებს ფარცვანია.

პრობლემა 1. : არასტაბილური ფასები და საკვების სიძვირე

მეურნეობების მდგრად განვითარებას ხელს ბაზრის არასტაბილურობა უშლის: ძირითადად, მტკნარ წყლებში კალმახის მოშენებას მისდევენ (შედარებით ნაკლებად ლოქოს, სქელშუბლას, კობრსა და ტბორის სხვა თევზებს, ბოლო დროს პოპულარული გახდა ზუთხის წარმოებაც), 1 კგ კალმახის საბითუმო ფასი 6,5-11 ლარის ფარგლებში მერყეობს, ანუ, ფასების ცვალებადობა საკმაოდ მაღალია.

ზოგადად, 1 კგ კალმახის გამოზრდა  5,4-5,6 ლარი ჯდება, აქედან 60-65% საკვების ხარჯებზე მოდის. თევზის საკვები, ძირითადად, იმპორტირებულია და საკმაოდ ძვირიც. ბოლო დროს თევზსაშენებს პრობლემა ლარის გაუფასურებამ  შეუქმნა, რომლის გამო საკვების ღირებულებამ 25%-ით მოიმატა. მეწარმეების ნაწილი იძულებული გახდა, მოგების მარჟები შეემცირებინა, ან თვითღირებულების ფასად გაეყიდა, რადგან მოსახლეობას ძვირი პროდუქტის შეძენა ისედაც უჭირს.

"თვითღირებულების შემცირება,  ძირითადად, იაფი საკვების მოძიებით, ანუ, ადგილობრივად  წარმოებული ნედლეულის ხარჯზე შეიძლება" - აღნიშნულია  FAO-ს  ანგარიშში.  „მოთხოვნა შედარებით იაფფასიან თევზპროდუქტებზე სოფლად და მცირე ქალაქებში საკმაოდ მაღალია...კალმახის აკვაკულტურის განვითარებას ხელს უშლის ძვირი იმპორტირებული საკვები...  საქართველოს  ფლოტი ახორციელებს ქაფშიასა და სხვა ზღვის სახეობების რეწვას, რომლის გამოყენება შესაძლებელია საკვების მოსამზადებლად, თუმცა " ვალუტის გამო უცხოეთში გადის. სწორედ, ამიტომ  ქართველი  ფერმერები ვერ სარგებლობენ  ქვეყანაში  დამზადებული ნედლეულით’ , - წერდნენ  FAO-ს ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ  2004 წელს მარნეულში ცხოველთა საკვების საწარმო „დოგანი“ დაფუძნდა, თურქულ-გერმანული ინვესტიციით და დიდი გეგმებით, თუმცა, ვერ იმუშავა.  2013 წელს კომპანიამ  გაკოტრების შესახებ განცხადება სასამართლოში შეიტანა 2 მილიონამდე ლარის დავალიანების გამო.

როგორც მეკალმახეები, ასევე ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ მართალია, „დოგანის“ პროდუქცია, დაახლოებით, 10%-ით იაფი ღირდა, სამაგიეროდ, დაბალხარისხიანი იყო, რაც საერთო ჯამში, თევზის ზრდას ანელებდა და მეწარმეებს შორის ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.

ექსპერტი და საკვების იმპორტიორი, ივერი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის კომპანიას დიდი წარმადობა უნდა ჰქონოდა, სულ მცირე, 15 ათასი ტონა წელიწადში, თუმცა, თევზის საკვების ბაზარი მხოლოდ 3 ათას ტონას აღწევს. არჩილ ფარცვანია კი ფიქრობს, რომ ამ პრობლემის გადალახვა ადვილია, თუ საწარმო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზეც იქნება ორიენტირებული.

პრობლემა 2: სეზონურობა

ფასების რყევებს თევზზე მისი სეზონურობაც განაპირობებს, ძირითადად, ყველა მეწარმე  ლიფსიტების „ჩასხმას“ წყალში ერთდროულად იწყებს, ბუნებრივი ციკლის გათვალისწინებით (7 თვე, დაახლოებით), პროდუქციას ყველა ერთდროულად იღებს. თუმცა, არჩილ ფარცვანიას განცხადებით, არსებობს ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებით შესაძლოა აღნიშნული პერიოდის ხელოვნური გაზრდა,  მიუხედავად იმისა, რომ თევზსაშენები ღია აუზებშია მოთავსებული, კალმახს კი გარანტირებული ტემპერატურა (12-15 გრადუსი) სჭირდება. მისი აზრით, შესაძლოა, ლიფსიტები არა ერთად, არამედ ოთხ ეტაპად გადაანაწილონ და პროდუქციაც სხვადასხვა დროს მიიღონ, თუმცა, შესაბამის  ცოდნას ვერ ფლობენ.

პრობლემა 3: თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა.

როგორც მეწარმეები, ასევე ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ საკუთარ საქმიანობაში სიღრმისეულად მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მეთევზეები ერკვევიან. არაპროფესიონალიზმი კი დაბალპროდუქტიულობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ნარიმან ალიევს, რომელმაც კალმახის მოშენება დმანისში ორი წლის წინ დაიწყო, აცხადებს, რომ გამოუცდელობის გამო პირველ ჯერზე 80 ათასი ლარის ღირებულების თევზი დაეხოცა.

„სატრენინგო ცენტრი არ არსებობს, სადაც თევზის მოშენებასა და დაავადებებზე კვალიფიციურ ინფორმაციას მივიღებთ. როცა ამ ბიზნესით დავინტერესდი, კონსულტაციები ძველ მეთევზეებთან გავიარე და საჭირო მასალა ინტერნეტით მოვიძიე“.

დარგში არ მიმდინარეობს სელექცია, უფრო მეტიც, განაყოფიერებული ქვირითი და ხშირად, ლიფსიტებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან, შემოაქვთ, სომხეთიდან დანიამდე, მაღალხარისხიანის ღირებულება 1,5 ლარამდეც კი აღწევს (საშუალოდ, ერთად 10 ათას ლიფსიტას უშვებენ).

„წარმოიდგინეთ, ჩვენთან ქვირითიდან მხოლოდ 10% ლიფსიტა გამოჰყავთ, მაშინ როცა ევროპაში ეს მაჩვენებლი 90%-ია, ცხადია, ეს ყველაფერი ხარჯებს ემატება, რადგან  ფულს ვიხდით. მე პირადად, პირდაპირ 15-20 გრამიან ლიფსიტებს ვყიდულობ, რადგან ვერ ვფლობ შესაბამის ტექნოლოგიებს მის გამოსაყვანად, ფულის დაბანდებაც ამ ეტაპზე არ მიღირს“, - აცხადებს ალიევი.

FAO-ს ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ აკვაკულტურის შესახებ ცოდნის ამაღლება იყო, რომელსაც „დაინტერესებული ადამიანი ვერცერთ სკოლაში,  უნივერსიტეტსა და ტრენინგ-ცენტრში ვერ იღებს“  - აღნიშნულია კვლევაში.  

პრობლემა 4:  პროდუქციის ერთფეროვნება, აუწყობელი დისტრიბუცია

საქართველოში უმეტესად, 200-250-გრამიანი კალმახი იწარმოება, რომელიც სავაჭრო ქსელებში ცოცხლად იყიდება. ფერმერები ნაკლებად ფიქრობენ  ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასა და დამატებითი ღირებულების ჯაჭვის შექმნაზე, მათ შორის, ფილეს წარმოებაზე,  ვაკუუმ-შეფუთვასა და ქილებში დაფასოებაზე. ამავე დროს ეს პროდუქციის სეზონურობის პრობლემას მოუხსნიდა. გარდა ამისა, ძალიან ხშირად, პრობლემები რეალიზაციასთან დაკავშირებითაც ექმნებათ - არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, სად გაყიდიან საკუთარ პროდუქტს. მაგალითად, გორის რაიონში საკალმახეების მომრავლებამ შედარებით დაბალი ფასისა და დედაქალაქთან სიახლოვის (ტრანსპორტირების ხარჯების ეკონომიის) გამო პრობლემები შეუქმნა აჭარელ მეთევზეებს. ბოლო პერიოდში რეგიონში ბევრი საკალმახე  დაიხურა, რადგან კონკურენციას ვეღარ გაუძლო. შედარებით ადვილად ახერხებენ  სიტუაციიდან თავის დაღწევას ის მეურნეობები, ვისაც საკუთარი საზოგადოებრივი კვების ობიექტები აქვთ, მათ შორისაა, ნარიმან ალიევიც, რომელიც რამდენიმე რესტორანსა და სასტუმროს ფლობს.

პრობლემა 5: კაპიტალის სიმცირე

საბრუნავი თუ ძირითადი კაპიტალის სიმცირე თევზსაშენებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, საბანკო სესხები კი ბიზნესის არასტაბილურობიდან გამომდინარე, საკმაოდ ძვირი და, ხშირად, ხელმიუწვდომელია. „ბანკებში საკრედიტო ოფიცერებიც კი არ ჰყავთ, ვისაც ამ ბიზნესის შეფასება შეუძლიათ“, - აღნიშნავს არჩილ ფარცვანია.

ზურაბ მაისურაძე იმ იშვიათ მეთევზეებს წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც, მისი ოჯახი რამდენიმე ათეული წელია, თელავში ტბორის თევზის, ძირითადად, ლოქოს, კობრისა და სქელშუბლას მოშენებითაა დაკავებული.  წელიწადში, დაახლოებით, 30 ტონა პროდუქტს აწარმოებს და მხოლოდ თელავში ყიდის. აცხადებს, რომ რეალიზაციით კმაყოფილია, თუმცა, გაფართოებისა და შემდგომი განვითარებისთვის, სულ მცირე, 400-450 ათასი ლარის ინვესტიცია ესაჭიროება -  ლიფსიტები ქვირითიდან თავად გამოჰყავს, როგორც ყველას, ღია ცისქვეშ აუზებში, ანუ, ველურ პირობებში.

‘წარმოიდგინეთ, ერთი მილიონი ლიფსიტას რომ გამოვიყვან ქვირითიდან- 5 დღის შემდეგ აუზებში უნდა გადავსხა, წერტილებივით არიან, თევზის ფორმაც არ აქვთ და ყველა მათ ემტერება და ჭამს, დაფნიასა და ერთუჯრედიანი ქალამანადან დაწყებული, ბაყაყით, ფრინველითა და გველით დამთავრებული. ამ მილიონიდან 10% თუ გადარჩება, კარგი მაჩვენებელია, მე რომ მქონდეს დახურული აუზი, გამოსავლიანობას 80%-მდე გავზრდიდი,  1 მილიონის ნაცვლად 10 მილიონიდან გამოვიყვანდი და ზედმეტ ლიფსიტას გავყიდდი.   მოთხოვნაც არის შესაბამისი - ერთი ბრტყელშუბლას ლიფსიტა - 2,5 თეთრი ღირს, 1 კობრი - 1 თეთრი, ლოქო კი 20-გრამიანი - 3 ლარად იყიდება“, - აცხადებს ბიზნესმენი,

თუმცა,  ზურა მაისურაძე რისკის გაწევისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.  „პატარა თანხა არ არის, ბოლო-ბოლო ნახევარი მილიონია, თუნდაც „შეღავათიანი  კრედიტი“ მომცენ.. მირჩევნია, ჯერ მოვძლიერდე და ბიზნესის განვითარებაზე შემდეგ ვიფიქრო, თან სულ 21 ჰა მიწა მაქვს, აქედან 13 ჰა ტბისთვის უკვე ავითვისე, დანარჩენზე თევზის საკვები  მარცვლეული მომყავს.  დამატებით მიწის ნაკვეთის მოძიება არ მინდა, ჯერჯერობით, არსებული მდგომარეობა მაკმაყოფილებს“, - აცხადებს ზურა მაისურაძე.

თელაველი ბიზნესმენისგან განსხვავებით, სამეწარმეო რისკის გაწევის არ ეშინია ნუგზარ დუმბაძეს, კომპანია „იხტიოსის“ დამფუძნებელს, რომელმაც ზუთხის სადედე გუნდი საქართველოში 2010 წელს შემოიყვანა და წელიწადში უკვე 50 ტონა ცოცხალ თევზს აწარმოებს. 1 კგ-ის საბითუმო ფასი 16 ლარია, თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე იმპორტირებული, რის გამოც, დამფუძნებლის განცხადებით, უცხოური ზუთხის რეალიზაცია თითქმის მთლიანად გააჩერა და საქართველოს სავაჭრო ქსელი მთლიანად აითვისა. კომპანიას სურს, 30-სულიანი სადედე გუნდი 200-მდე გაზარდოს და სხვა პროდუქციის წარმოება დაიწყოს, თუმცა,  ფინანსური სახსრები  ვერ მოიძია.

„გაფართოებისთვის საჭიროა თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რათა  არა მარტო ცოცხალი თევზის რეალიზაცია, არამედ  ხიზილალის  წარმოება და დაფასოება შევძლოთ, სულ ნახევარი მილიონი დოლარი გვესაჭიროება. ერთი წელია,  ბიზნესპროექტი შეღავათიანი კრედიტის მისაღებად პროექტ „აწარმოე საქართველოში“  შეტანილი გვაქვს, მაგრამ არ გვაძლევენ. ასე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება“, - განაცხადეს „იხტიოსში“.

ნუზარ დუმბაძე აცხადებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში უკვე ჩადებული აქვს მილიონ-ნახევრი დოლარის ინვესტიცია. მსხვილი ინვესტორი უარის თქმის სავარაუდო მიზეზად პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს. „ჩემი ძმა მურმან დუმბაძეა და, ალბათ, ამიტომ არ მაძლევენ სესხს“, - აცხადებს მეწარმე.

მისი თქმით, კომპანიას შეუძლია, წელიწადში 2-3 ტონა შავი ხიზილალა აწარმოოს, რომლის  ფასი 1 კგ-ზე 1000 დოლარსაც აღწევს,  გასაღების ბაზარი კი არა მარტო საქართველო, არამედ ისრაელი, სინგაპური და ევროკავშირი იქნება. „უკვე მაქვს „სიტესის“ სერთიფიკატი, რაც ლეგალურად გაყიდვის საშუალებას მაძლევს. როგორც მოგეხსენებათ, ზუთხი გადაშენების პირას მყოფი თევზია, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და, შესაბამისად, ხიზილალის წარმოებაც მკაცრად არის რეგულირებული და მხოლოდ სპეციალურ ფერმებში შეიძლება“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

თევზის ექსპორტის პერსპექტივები:

ექსპორტი ის მიმართულებაა, რომელიც, როგორც წესი, არა მარტო შიდა ბაზრის რყევებს  არეგულირებს, არამედ  ქვეყანას დამატებით სავალუტო შემოსავლების მოზიდვას ხელს უწყობს.

FAO-ს ბოლო კვლევის მიხედვით, თევზის წარმოება-მიწოდება მსოფლიოში ბოლო 50 წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება:  თუ 60-იან წლებში საშუალო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 9,9 კგ იყო, 2012 წელს ის 19,2 კგ-მდე გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, თევზეულზე მოთხოვნა-მიწოდება 2022 წლამდე,  დაახლოებით, ორჯერ მოიმატებს.  მისი  ყველაზე დიდი მომხმარებლები და იმპორტიორები  ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ და იაპონიაა. ამ მხრივ გამოირჩევა ევროკავშირი, სადაც 2012 წელს თევზპროდუქტების  იმპორტმა 47 მილიარდ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქართულ პროდუქციას უზარმაზარ ბაზართან წვდომის საშუალება მიეცა. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ თევზეულის ექსპორტში განვითარებადი ქვეყნების წილი შესამჩნევად იზრდება და უკვე ნახევარს აჭარბებს. მათი დაწინაურება პროდუქციაზე დაბალმა ფასებმა და განვითარებულ სახელმწიფოებში საბაჟო ტარიფების შემცირებამ განაპირობა. ძვირმა სამუშაო ძალამ და გარემოსდაცვაზე არსებულმა მკაცრმა რეგულაციებმა  ევროკავშირში თევზის წარმოება არაკონკურენტუნარიანი გახადა და დარგის სტაგნაცია გამოიწვია.

მართალია, განვითარებულ ქვეყნებში მეტი პოპულარობით ზღვებისა, თუ ოკეანის თევზეული სარგებლობს, მაგრამ განვითარების პოტენციალი აკვაკულტურას აქვს, ღია წყლებში თევზეულის შეზღუდული რესურსების გამო. აკვაკულტურის წილი საერთო რეწვაში სულ უფრო იზრდება და 42%-ს შეადგენს.  აქედან ნახევარი  -54% -მოდის აზიაზე და მხოლოდ 18% -ევროპაზე.  

თევზის საერთაშორისო ვაჭრობაში დიდი წილი, როგორც მაღალფასიან სახეობებს, მაგალითად, ორაგულს, სიბასს, კრევეტებსა და სხვა მოლუსკებს, ასევე შედარებით იაფფასიანს, ტილაპიას, სომს, პანგასიუსსა და კობრს უკავია. ამ უკანასკნელზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მისი ძირითადი მწარმოებლები აზია და სამხრეთ ამერიკაა.

არჩილ ფარცვანია საეჭვოდ მიიჩნევს, აკვაკულტურის მასობრივი წარმოებით საქართველომ  დანარჩენ განვითარებად ქვეყნებს კონკურენცია გაუწიოს. „ტაილანდში, შესაძლოა, 10 დოლარად ადამიანმა ერთ თვეს იმუშავოს, გარდა ამისა, რომ თევზის წარმოებაში ისინი საკმაოდ დაწინაურდნენ, კლიმატური პირობების გამო იქ თბილი წყალია და თევზიც სწრაფად იზრდება“, - ფიქრობს ფარცვანია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ კალმახ „ცისარტყელას“ საცალო ფასი, ევროპაში, მაგ., საფრანგეთში  „კარფურის“ ქსელში 16 ევროს აღემატება (გასუფთავებულის და დაფასოებულის).

ფარცვანიას აზრით, უკეთესი იქნება, თუ საქართველო ნიშურ პროდუქტს, ბიო-თევზს აწარმოებს, რომლის ფასი გაცილებით მაღალია და, შესაბამისად, რენტაბელურიც არის.

„ევროპასა და განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით კვებას, ეს ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი ბუნებრივი რესურსები, მაგალითად, მთის მდინარეები,  წარმოების სიმცირის გამო, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ნაკლებად დაბინძურებულია, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მხრივ, დიდი პერსპექტივა გვაქვს. ბიო-თევზის ფასი კი, თითქმის,  ორმაგია ჩვეულებრივთან შედარებით“, - აღნიშნავს ფარცვანია.

თუმცა,  ბიოპროდუქციის წარმოების პერსექტივებს ექსპერტი ივერი ფუტკარაძე საეჭვოდ მიიჩნევს. „ერთი კილოგრამი ბიო-კალმახი 30 და 50 დოლარიც კი ღირს, მაგრამ მისი წარმოება საკმაოდ რთულია, მეურნეობაში მკაცრი სტანდარტების დაცვაა საჭირო,  სპეციალური სამკურნალო და დეზინფექციური საშუალებების, ფილტრების, ასევე საკვების გამოყენება, რომელიც საკმაოდ ძვირია. მეთევზეები ჩვეულებრივ ნედლეულზე სწევენ ეკონომიას და ვინ დახარჯავს ამხელა ფულს?!“, - აცხადებს ივერი ფუტკარაძე.

არჩილ ფარცვანიას აზრით,  ძვირადღირებული საკვების ნაწილობრივ ჩასანაცვლებლად არსებობს მთელი რიგი მეთოდები, რომლებსაც ფერმერები უცოდინრობის გამო უგულებელყოფენ: „მათ შეუძლიათ, ჩამოკიდონ დაბალვატიანი ნათურები აუზებზე, რომელიც ღამე მწერებს მოიზიდავს, ასევე ძალიან მარტივი გამოსაზრდელია ცხენის ნაკელზე ჭიაყელები, თუ სურვილი იქნება, ვფიქრობ, ალტერნატიულ გზებსაც გამონახავენ“, - აღნიშნავს იგი.

არჩილ ფარცვანია მიიჩნევს, რომ მეურნეობების მიერ არ არის ჯეროვნად ათვისებული თერმული წყლები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოთხოვნადი თბილი წყლების თევზების მოშენება, თუნდაც, მოლუსკების და შედარებით სწრაფად გამოზრდაც.

„ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებში დავიწყებდი მუშაობას, ძველი ხელისუფლების დროს გეიზერით სარგებლობისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართე. ლიცენზიაზე აუქციონი გამოაცხადეს და საწყის  ფასად 2 მილიონი ლარი დაასახელეს, რაც აბსურდია. რა თქმა უნდა, მონაწილეობა აღარ მიმიღია. ეს წყალი მაინც იღვრება, მისი მარაგიც ამოწურვადია, ამიტომ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბიზნესისთვის“ - აღნიშნავს სპეციალისტი.

მისი თქმით, დღეს თერმულ წლებს ძირითადად, მეწარმეები სათბურებისთვის იყენებენ და  აკვაკულტურაზე ნაკლებად ფიქრობენ. უფრო მეტიც, შეუძლიათ, თევზიცა და მცენარეებიც ერთდროულად მოაშენონ და ეკოსისტემა შექმნან, რომელიც უცხოეთში კარგად არის აპრობირებული - თევზი საკვებად მცენარეების ნარჩენებს იყენებს, თან წყალს წმენდს, მცენარეები კი მათ მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს შთანთქავენ.  „უბრალოდ, მესათბურეები თევზის წარმოებას არ იცნობენ, მეთევზეები კი მესათბურეობას, არადა, ეს ხარჯების დაზოგვის და დამატებითი ღირებულების შექმნის საუკეთესო საშუალებაა“, - აღნიშნავს სპეციალისტი.

არჩილ ფარცვანია და  FAO - ს ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ  აუცილებლად ასათვისებელია პალიასტომის ტბა, რომლის ბიოქიმიური შემადგენლობა საშუალებას იძლევა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარული სახეობების, მათ შორის, ფარგასა და კობრის მოსაშენებლად. თუმცა, ნაკლებად პერსპექტიულად მიაჩნია ხიზილალის და ზუთხის წარმოება-ექსპორტი.

„ხიზილალის ბაზარი, რომელიც ფუფუნების საგანია, საკმაოდ მცირე და ლიმიტირებულია - წელიწადში  მხოლოდ 10 ათას ტონას აღწევს. ძირითადი მწარმოებელი ირანია, ასევე კომპანიები, რომლებსაც მყარად აქვთ ათვისებული ბაზარი და ახალ  წევრს არ შეუშვებენ. ეს რომ კარგი ბიზნესი იყოს, ევროპელებს ხელს რა შეუშლის, რომ მსგავსი ფერმები შექმნან? ფულიც აქვთ და ტექნოლოგიებიც“, - მიიჩნევს ფარცვანია.

მისი თქმით, ზუთხის ხორცი თავად ევროპაში პოპულარობით არ სარგებლობს, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე თუ გაიყიდება, რაც შეეხება ხიზილალას, მის მისაღებად თევზის გამოზრდას 7-8 წელი სჭირდება. „ხიზილალას მხოლოდ მდედრები იძლევიან, თან ამდენ წელს რომელი ქართველი ბიზნესმენი შეძლებს ფულის გაჩერებას და ლოდინს?!“, - აღნიშნავს ფარცვანია.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტის ეჭვების მიუხედავად, ზუთხის წარმოების პოტენციალში დარწმუნებულია კომპანია „უნიფიშის“ მენეჯმენტი. საწარმო გასული წლის ბოლოს აჭარაში სომხური კომპანია „უნიფიშის“ ინვესტიციით ამოქმედდა. ეს უკანასკნელი მეზობელ ქვეყანაში ზუთხის დიდ და თანამედროვე მეურნეობას ფლობს. ქართული კომპანიის  დირექტორი, მამუკა სხვიტორიძე აცხადებს, რომ  ევროპულ კომპანიასთან 3 ტონა ხიზილალის შეტანაზე წინასწარი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, სადედე გუნდი  სომხეთიდან შემოიყვანეს და წარმოების დასაწყებადაც მზად არიან, თუმცა, ექსპორტირებისთვის ხელს შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის უქონლობა უშლით.

„მართალია,  წელს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია გაიხსნა, მაგრამ  აკრედიტებული არ არის, შესაბამისად, ვერც საჭირო სერთიფიკატს გასცემს. მპირდებიან, რომ შემოდგომისთვის ეს პროცესი დასრულდება“,- განუცხადა სხვიტორიძემ eugeorgia.info-ს.

აღსანიშნავია, რომ თავად ევროკავშირიდან ქართულ პროდუქტებს შორის ამ ეტაპზე დაინტერესება,  თაფლთან ერთად,  ზღვის ქაფშიაზე გამოთქვეს, შესაბამისად, ლაბორატორიაში ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობენ.  

„თევზის მიკრობიოლოგიურ მონაცემებზე ანალიზებს აქამდეც ვიღებდით, ახლა ვმუშაობთ დანარჩენ პარამეტრებზე -  წარმოიდგინეთ, 250 ანტიბიოტიკის, ასევე ნარჩენების შემოწმების მეთოდები უნდა მივიღოთ და დავნერგოთ, შემდეგ ევროპიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელიც შეგვამოწმებს, საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა, რამდენიმე თვეში ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ აკრედიტაციას მივიღებთ“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.  

თავად სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ლაბორატორიით უზრუნველყოფა ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისთვის ჩასატარებელი სამუშაოების მხოლოდ  მცირე ნაწილია.  იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, მაკა შუბლაძის თქმით, პირველ რიგში, საჭიროა  საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულთან მიახლოება, ასევე  მაკონტროლებელი სისტემის რეგულირება და მზადყოფნა  ბიზნესის შესამოწმებლად, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს შეყვანაზე იმ მესამე ქვეყნების სიაში, ვისაც თევზეულის ექსპორტის უფლება ენიჭებათ.

„კანონმდებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე გამოიცემა ნორმატიული აქტები, რომლის მიხედვით, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, მისი ჰიგიენის წესების, მიკრობიოლოგიური პარამენტრების, ნარჩენების მართვის რეგულირება მოხდება. პარალელურ რეჟიშმი მაკონტროლებელი ორგანოების მონიტორინგის გეგმაზეც ვმუშაობთ. თუმცა, თავად ბიზნესიც მზად უნდა იყოს, რომ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია აწარმოოს“, - აღნიშნავს მაკა შუბლაძე.


სურსათის უვნებლობა თევზსაშენებში - უმართავი მდგომარეობა

როგორც   სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე FAO-სა და ადგილობრივი ექსპერტებიც აცხადებენ, რომ დღეს თევზსაშენებში სურსათის უვნებლობის კუთხით უკონტროლო და სავალალო მდგომარეობაა.

„დარღვეულია მეურნეობებს შორის განთავსების პირობები: მაგალითად, ერთ მდინარეზე რამდენიმე თევზსაშენია. საკმაოდ გავრცელებულია დაავადებები, შესაბამისად, თუ ერთგან დაფიქსირდა, ავტომატურად სხვებსაც გადაედებათ.  მეურნეობებს შორის არ არის დაცული სავალდებულო დისტანცია,  5-7 კმ, არ არიან აღჭურვილნი ფილტრაციის სისტემებით, არ კონტროლდება სანიტარული პირობები. ჭარბად იყენებენ ანტიბიოტიკებს, რაც შეზღუდულია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში“,  - აცხადებს არჩილ ფარცვანია.

ივერი ფუტკარაძე, რომელმაც იტალიაში გაიარა ტრენინგები, ყურადღებას ამახვილებს იმ პრეპარატებზე, რომელსაც მეწარმეები დეზინფექციისთვის იყენებენ და, რომლებიც ევროპასა და აშშ-ში სასტიკად აკრძალულია. „მალაქიტის მწვანის ნარჩენები და მისი მეტაბოლიტების კვალი  სამუდამოდ რჩება ქსოვილებში. თაგვებზე და ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იწვევს კანცეროგენურ და მუტაგენურ ეფექტს, ფილტვის ადენომის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, ღვიძლისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებს“,- აცხადებს ფუტკარაძე.

მისი განცხადებით, კიბოსა და სკლეროზს იწვევს ნივთიერება „ფორმალდეჰიდიც“, თუმცა, ამის შესახებ ქართველ მეწარმეებს წარმოდგენაც არ აქვთ.

თვითდინებაზე მიშვებული დარგის რეგულაცია, ნაწილობრივ, მომავალი წლიდან დაიწყება, თუმცა, ის ჯერ ექსპორტიორ კომპანიებს შეეხებათ, 2017 წლისთვის კი სავალდებულო ყველა მწარმოებლისთვის გახდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა ფორსირებული წესით ისედაც მყიფე დარგის კოლაფსს გამოიწვევს.



ბელა ნოზაძე




წაკითხულია
20606
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

მომდევნო ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს, აკვაკულტურა იქნება

მომდევნო ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს, აკვაკულტურა იქნება

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ცხოველური წარმოშობის რიგით მეხუთე პროდუქტი, რომლის ევროკავშირის ბაზარზე შეტანის უფლებას საქართველო მოიპოვებს, აკვაკულტურა იქნება.

21 დეკემბერი 2017 | 11:54 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია- ქაფშიის მწარმოებლები ევროკავშირისგან კონტროლის სისტემის აღიარებას ელოდებიან

ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია- ქაფშიის მწარმოებლები ევროკავშირისგან კონტროლის სისტემის აღიარებას ელოდებიან

შავ ზღვაში თევზმჭერ კომპანიებს ლიცენზიის გაგრძლების სანაცვლოდ მთავრობის განკარგულებით 20 მილიონი ლარის გადახდა და გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაევალათ, მათ შორის, 2 ქარხნის მშენებლობა, საკუთარი გემების შეძენა და საბოლოო პროდუქტის ევროსტანდარტების შ

03 ივნისი 2016 | 16:28 სოფლის მეურნეობა ვრცლად
მეთევზეებმა წელს ქაფშიის მარაგების მხოლოდ 60% აითვისეს

მეთევზეებმა წელს ქაფშიის მარაგების მხოლოდ 60% აითვისეს

კომპანია „ცისკარა 2001”-მა, რომელიც თევზის გადამუშავებას 90-იანი წლებიდან ახორციელებს, 2015-2016 წლების სეზონზე თევზის რეწვის ლიცენზიით გათვალისწინებული ქვოტა საერთოდ ვერ აითვისა.

18 მარტი 2016 | 17:16 ბიზნესი ვრცლად
საგრანტო პროგრამების ბენეფიციართა პრობლემა - ქვეყნის ეკონომიკაში კომპლექსური ხედვის დეფიციტი

საგრანტო პროგრამების ბენეფიციართა პრობლემა - ქვეყნის ეკონომიკაში კომპლექსური ხედვის დეფიციტი

ბოლო წლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეკონომიკის განვითარებისთვის არაერთი გრანტი გაიცა. ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებთან, თუ რეფორმებთან ერთად, ამ გრანტებს აგროინდუსტრიისა და ეკონომიკის სფეროების განვითარებისთვის ბიძგი უნდა მიეცა. ჩვენ შევისწავ

17 თებერვალი 2016 | 18:49 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner