banner
02 ნოემბერი 2015 | 17:19 ეკონომიკა

„თუ ღორი მე უნდა ვიყიდო, 5 000 ლარი რად მინდა?“

„თუ ღორი მე უნდა ვიყიდო, 5 000  ლარი რად მინდა?“

4 ნოემბერს მეწარმეობის განვითარების სააგენტო გამარჯვებულ ქალ მეწარმეებს დაასახელებს.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ქალი მეწარმეები პირველად დაფინანსდებიან. ბიზნესში ქალის როლის გაძლიერება  -  ეს ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა" ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას რეგიონებში.  საქართველოს მთავრობამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდან   20 მილიონი ლარი  გამოყო.  თითოეული ბენეფიციარი 5000 ლარით უნდა დაფინანსდეს, მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში კი 15 000 ლარი გამოიყოფა. დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პირობაა მეწარმეთა თანამონაწილეობა. თანამონაწილეობის წილი განსაზღვრულია დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-ით.  პროექტის თანახმად,  პროგრამაში მონაწილეობა  შეუძლიათ, როგორც  გამოცდილ, ისე დამწყებ მეწარმეებს.  დუშეთის რაიონის ფერმერთა კლუბის ხელმძღვანელი ნუნუ ხეთაგური eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი იდეა დაიწუნეს, რადგან ახალი ბიზნესის დაწყებას ითვალისწინებდა.  

„ჩემი მეუღლის მშობლებს ტყეში საღორეები ჰქონდათ და ამ საქმიანობას მისდევდნენ წლების განმავლობაში, შემდეგ ჩვენც მოვამრავლეთ, მაგრამ ჭირის შედეგად დაგვეხოცა. 165 ღორი  2 კვირაში გაგვიწყდა. მინდოდა, 5 000 ლარით სწორედ ღორები მომემრავლებინა, წავედი პროგრამის პრეზენტაციაზე,  ამბობდნენ,  ვისაც ბიზნესის დაწყება და სოფლის მეურნეობის აღორძინება გინდათ, მობრძანდითო. როდესაც პრეზენტაციაზე შეკითხვა დავსვი,  მომმართეს, რისთვის მჭირდებოდა ეს თანხა, ავუხსენი, მათ კი შემაჩერეს და მითხრეს, ამ პროგრამის ფარგლებში თქვენ არ გექნებათ უფლება, რომ ღორები შეისყიდოთ,  თქვენ უკვე უნდა გყავდეთ ღორები, ასევე უნდა იქონიოთ 1000 ლარი. თუ  ღორი მე უნდა ვიყიდო,  5 000 რად მინდა? დარბაზი დავტოვე. ეს რეალური დახმარება არ იყო. შემდეგ მაინც ვთხოვე ჩემს ქალიშვილს განცხადების შეტანა, თუმცა არავინ გამომხმაურებია“, - აცხადებს  ნუნუ ხეთაგური.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის განხორციელებისას სახელმწიფოს რისკები მინიმუმადე დაჰყავს, სწორედ ამიტომ პრიორიტეტი არა საბრუნავ, არამედ ძირითად საშუალებებს ენიჭება.

„ახალი ბიზნესის წამოწყება ჩვენი პროგრამის პრიორიტეტი იყო, მაგრამ ღორების შესყიდვა - ეს საბრუნავი საშუალებაა, რაც ჩვენი პროგრამით აკრძალული იყო. საბრუნავ საშუალებებზე თანხებს ვერ გავცემთ, ვერიდებით ასეთი ბიზნესის დაფინანსებას. მაქსიმალურად არის რისკები გათვლილი, მაგალითად, ამ ადამიანმა, შესაძლოა, ღორები შემდეგ  გაყიდოს, ამიტომ თავს ვიკავებდით ამ კუთხით ფინანსების გამოყოფაზე“, - აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნესგანვითარების მრჩეველი ირინა გიორგიძე.

პროგრამაში მონაწილეობა სურდა, თუმცა, განაცხადი არ შეუვსია დუშეთის რაიონის ფერმერთა კლუბის ხელმძღვანელის მოადგილეს ბელა წვერაძესაც, რომელიც მეფუტკრეობას მისდევს.

„მთავარი დაბრკოლება ის იყო, რომ სოფლის მოსახლეობამ არ იცის ბიზნესგეგმების წერა, როდესაც მივედით კონსულტაციისთვის, მიპასუხეს, რომ უნდა გვქონოდა უკვე ფეხზე დამდგარი მეურნეობა და 1000 ლარი,  რომ ვუთხარი, ფუტკრების გადასაყვანი ტრანსპორტი მინდა შევიძინო,  3 კაცი რომ გავერთიანდეთ, 15 000 საკმარისი იქნება-მეთქი, მიპასუხეს,  რომ ეს არ შეიძლებოდა. უნდა შევსულიყავით მათ საიტზე, დავრეგისტრირებულიყავით, უნდა გვქონოდა ბიზნესგეგმა, შემდეგ ტრენინგებზე გორში  გევლო, ეს კი რთული იყო ჩვენთვის“, - აცხადებს ბელა წვერაძე.

პროექტის თანახმად, „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველებს პირველ ეტაპზე მხოლოდ იდეა უნდა წარედგინათ, მოგვიანებით  სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ იყო სავალდებულო ვრცელი ბიზნესგეგმის დაწერა. რატომ  გახდა დამაბრკოლებელი ფაქტორი განაცხადის შევსება დუშეთის მცხოვრებლების ნაწილისთვის? მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ ამ თემაზე ყველა რეგიონში ვრცელი პრეზენტაცია ჩატარდა.

„ამის შესახებ ყველას ჰქონდა ინფორმაცია, გვყავს რამდენიმე კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომლებიც რეგიონებში ადგილობრივ დონეზე ახორციელებენ ჩვენს პროგრამას. ამ თემაზე ტარდებოდა პრეზენტაციები,  შესაბამის ფორმას აჩვენებდნენ, რომელიც უნდა შეევსოთ, დეტალურად უხსნიდნენ ყველაფერს, უამრავი განაცხადი შემოვიდა და შეუძლებელია, რომ ერთს გაეგო და სხვას ვერა. არ იყო აუცილებელი არანაირი ბიზნესგეგმის დაწერა და თანხობრივი დაანგარაშება, პირველ ეტაპზე მარტივი და გასაგები ენით უნდა ყოფილიყო გადმოცემული მხოლოდ ბიზნესიდეა.“- აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნესგანვითარების მრჩეველი ირინა გიორგიძე

„პროგრამის ფარგლებში სპეციალური ტრენინგი უტარდება 6 000-მდე ადამიანს, მათ უნდა მიიღონ შესაბამისი ცოდნა, რათა  ამ და სხვა პროგრამების ფარგლებში შეძლონ ფინანსური რესურსის მოძიება საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად.  ჩვენი მიზანი არ არის, რომ ერთჯერადად დავაფინანსოთ პროექტები.  ჩვენი მიზანია, ბენეფიციარებმა მიიღონ ცოდნა, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ოპერირება. პროგრამა ითვალისწინებს 2 ტიპის მხარდაჭერას - პირველი, ეს არის ფინანსური რესურსი არსებული ბიზნესის განვითარებისა ან ახლის დასაწყებად, მეორე ტიპის მხარდაჭერა - თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის შესახებ ცოდნის მიწოდება ტრენინგების, სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების გზით.“ - აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია.

ხელისუფლების ინიციატივით, ბიზნესში ქალების  როლის გასააქტიურებლად 2015 წელს „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის” ბენეფიციარების არანაკლებ 30% ქალი უნდა იყოს, მომდევნო  წელს კი ეს მაჩვენებელი  40% იქნება.  რამდენად შეუწყობს ხელს მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ქალის როლის გაძლიერებას ბიზნესში, ამ შეკითხვით ჩვენ ექსპერტებს ეკონომიკის საკითხებში მივმართეთ. ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ამ გზით ქალი მეწარმეები არ ვლინდებიან.

 „აღნიშნული პროექტი ქალების როლის გაზრდას ხელს  ვერ შეუწყობს. ქალი მეწარმეები ასე არ ვლინდებიან. ეს შეიძლება, იყოს კარგი ინიციატივა, მაგრამ საერთო ჯამში 5 000 ლარი წყალში იყრება. ეს არის რესურსების განიავება. ამ შემთხვევაში ქალი მეწარმეები მამაკაცებთან ერთად მონაწილეობენ კონკურსში,  ვინ იმსახურებს თანხის მიღებას, ეს უნდა გამოავლინოს კონკურენციამ და არა რაიმე სახის კვოტამ. მეორე, როდესაც სახელმწიფოს ხელშეწყობით ხდება თანხის გაცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მსურველი იქნება, სახელმწიფოს, რომელიც უფრო მხარჯველია და არ ასრულებს ბანკისა ან ინვესტორის ფუნქციას, არა აქვს კვალიფიკაცია და მოტივაცია, რომ თანხა მისცეს იმ სუბიექტს, რომელიც ყველაზე კარგად გამოიყენებს ამ ფულს, შესაბამისად, როგორც წესი, ბენეფიციარები ხდებიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი ალბათობით ვერ იწყებენ ბიზნესს ან ხარჯავვენ  მიღებულ თანხას და შედეგად ვერაფერს იღებენ,“ - ამბობს აკაკი ცომაია.

 ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი კი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სწორად განხორციელდება, ქალი მეწარმეების როლი ბიზნესში, შესაძლოა, გაძლიერდეს.

„ზოგადად, პროექტს სოციალური ელფერი დაჰკრავს, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული განმახორციელებელ ორგანიზაციებზე, მნიშვნელოვანია ყველა რგოლში დაეხმარონ მათ, დაწყებული დოკუმენტაციიდან დასრულებული ბიზნესის მართვით, რისკებით. რაც მთავარია,  ძალიან მნიშვნელოვანია შექმნილი პროდუქციის გაყიდვა, რომ მდგრადობას მიაღწიონ და რაიმე ეკონომიკურ შედეგზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში იქნება სოციალური და გამოვა, რომ წყალში გადაიყრება ფული. თუმცა ზოგ შემთხევაში შესაძლებელია, დაეხმაროს მდგრად მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით ქალების ჩართულობის შემთხვევაში, რომელთაც დამატებითი შემოსავლის მოტანა შეუძლია ოჯახებისათვის საოჯახო საქმიანობის პარალელურად“,- ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლიდერი ქალების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობაში დღემდე უგულებელყოფილია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრთა მხოლოდ ერთი მეოთხედია ქალი. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევენ, რომ ბიზნესში ქალის როლის გასააქტიურებლად  ხელისუფლებას ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო სხვა კუთხით აქვს ჩასატარებელი.

„ამ შემთხვევაში მთავარია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, თუ ქალს  საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო თვითრეალიზაციის საშუალება არა აქვს და ვერ იწყებს ბიზნესს,  ასეთი პროექტებით კი არ უნდა გავაძლიეროთ ქალი, არამედ უფრო საგანანმანათლებლო კუთხით უნდა ვიზრუნოთ მათზე და უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ სტერეოტიპების დანგრევაზე, არ ვეთანხმები კვოტირებისა და პროპორციების წესების შემოღებას“, - ამბობს აკაკი ცომაია.

„ყურადსაღებია ასევე რეგულაციების ისე მოწესრიგება, რომ ქალებს თანაბარი უფლება  ჰქონდეთ სამსახურის დაწყებისას. დღეს სამწუხაროდ არსებობს შემთხვევები, როდესაც ქალები სამსახურში არ აჰყავთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი შემცვლელის პოვნა დასჭირდებათ, რამდენადაც  ქალს დეკრეტში გასვლა შეიძლება, მოუწიოს ორსულობის გამო. უკვე დასაქმებულებს ეშინიათ ორსულად დარჩენის, რომ შესაძლოა,  სამსახური დაკარგონ. ეს მახინჯი სისტემაა და საჭიროა ამის გამოსწორება“, - აცხადებს რატი კოჭლამაზიშვილი.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ პროგრამის ფარგლებში 7800-მდე განაცხადი შევიდა, აქედან 34%  ქალია. ექსპერტების აზრით, პროგრამის შედეგების გაზომვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი სტატისტიკური მონაცემები იქნება,  რამდენად გაიზრდება რეგისტრირებული ქალი მეწარმეების რაოდენობა საქართველოში მომავალ წელს.

 


ხატია შამანაური

წაკითხულია
3567
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მეწარმეთა და ექსპორტიორთა ახალ ხელშემწყობ პროგრამებსა და პროექტებს იწყებს. ოქტომბრიდან სააგენტოში ექსპორტის განვითარების დეპარტამენტი ამოქმედდება, რომელსაც მრავალი სხვა ამოცანის გადაჭრასთან ერთად პლატფორმის Trade with Geo

28 სექტემბერი 2017 | 18:21 ბიზნესი ვრცლად
რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

მცირე ბიზნესს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოსავლების სამსახური განსხვავებულად განსაზღვრავენ. საქსტატის მიერ განხორციელებული ცვლილება ბიზნესის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში  თავსებადია ევროკავშირის მეთოდოლოგიასთან. თუმცა, შემოსავლების სამ

16 ივნისი 2017 | 17:48 ბიზნესი ვრცლად
ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.

ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.

ქალაქ თბილისის მერიის მიერ სამშენებლო ნებართვის გაცემის გაჭიანურებული პროცესი და კომუნალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები საფრთხეს უქმნის "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ეფექტიან განხორციელებას.

27 თებერვალი 2017 | 19:58 ვრცლად
Eugeorgia.info-ს ოფისში ქალ მეწარმეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა

Eugeorgia.info-ს ოფისში ქალ მეწარმეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ფინანსების მოძიება, ბიზნესის გაფართოება, პროდუქტის რეალიზაცია - ამ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ eugeorgia.info-ხ ხშირად უკავშირდებიან. სწორედ მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით ჩვენმა ორგანიზაციამ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

12 მარტი 2016 | 13:24 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner