banner
04 აპრილი 2016 | 22:47 ეკონომიკა

მოლდოვაში ვიზალიბერალიზაციის დადებითი ეფექტი მთავრობის კორუფციულმა სკანდალმა გადაფარა

მოლდოვაში ვიზალიბერალიზაციის დადებითი ეფექტი მთავრობის კორუფციულმა სკანდალმა გადაფარა

ევროპის “შენგენის ზონის” ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლამ მოლდოვა ევროკავშირს ერთი ნაბიჯით დაახლოვა, თუმცა, პარალელურად იზრდება ქვეყანაში პრორუსული განწყობები. ევროპული იდეებით მოსულმა მთავრობამ ხალხს მთავარი დაპირება ვერ შეუსრულა - კორუფცია ისევ ნომერ პირველი პრობლემაა. მოსკოვი არსებულ კრიზისს ტრადიციულად იყენებს და საკუთარ გავლენებს ზრდის პრო-რუსული პარტიების მხარდაჭერით. უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესისთვის ხელი შეშლას კრემლი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ცდილობდა.

რუმინეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ევროპარლამენტის წევრი მონიკა მაკოვეი იხსენებს, როგორ გადაიდო ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2014 წლის 25 თებერვალს მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხის განხილვა. მიზეზი ვიზალიბერალიზაციის ტექსტის თარგმანში შეცდომა გახდა, რომლის გამოსწორებასაც რამდენიმე დღე დასჭირდებოდა, პლენარული სესიები კი 27 თებერვალს უნდა დამთავრებულიყო- “სოციალისტები, რომელთა უკანაც რუსები იდგნენ, ცდილობდნენ შეეფერხებინათ მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის დამტკიცების პროცესი, სამშაბათს უნდა გვეყარა კენჭი, ორშაბათს ჩავედი სტრასბურგში, სლოვენიელმა ქალმა, რომელიც სოციალისტური პარტიიდან იყო, მითხრა, რომ ხუთშაბათამდე გადაიდო განხილვა და, რომ თარგმანთან დაკავშირებით იყო მცირე პრობლემა. თარგმანში შეცდომა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენი ხმის ანულირება მოხდებოდა, მერე არის სპეციალური პროცედურა და ხმის მიცემას მხოლოდ აპრილის ბოლოს, პარლამენტის ბოლო სესიაზე შევძლებდით. ჩვენ დავწერეთ, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და არა შეცდომა თარგმანში და ხმა მივეცით თებერვალშივე“,-ამბობს მაკოვეი.

რუსეთის “უხილავი ხელი” იგრძნობოდა ქვეყნის შიგნითაც. საგარეო ფაქტორების გავლენით პოლარიზებული საზოგადოების გამო, მოლდოვას დიდი ძალისხმევა დასჭირდა ევროკავშირთან ჰარმონიზებული კანონების მისაღებად. ანტი-დისკრიმინაციული კანონის დამტკიცებას წინ უძღოდა საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი. აქტიურობდა რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელმაც კიშინიოვს ოფიციალური წერილიც კი მისწერა, რომ კანონის მიღებაზე უარი ეთქვათ. ანტიევროპულად განწყობილი ძალების ერთ-ერთი არგუმენტი იყო ისიც, რომ გაიზრდებოდა მიგრაციული ნაკადები მოლდოვიდან ევროკავშირის ქვეყნებში.

“ტყუილია, რომ ვიზის ლიბერალიზაციამ შექმნა საფრთხე, რომ მოლდოვა დაიცლებოდა და ყველა წავიდოდა ევროპაში, პირველი- იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილს ისედაც ჰქონდა რუმინეთის პასპორტი და შეეძლო თავისუფლად გადასვლა და მეორე- უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს მოკლევადიან ვიზიტებს,რაც ამ შემთხვევაში ევროპაში დასარჩენად არ გამოდგება. საქართველოსგან განსხვავებული ვითარება იყო, დააახლოებით, 300 ათას მოქალაქეს ჰქონდა რუმინეთის მოქალაქეობა და თავისუფლად გადაადგილდებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, უვიზო რეჟიმის მიღება დადებითი მოვლენა იყო”,- ამბობს მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ალექსეი კრესნიოვი.

რუმინული პასპორტის მისაღებად მოქალაქეებს უნდა დაედასტურებინათ, რომ მათი წინაპრები რუმინული წარმოშობის იყვნენ ან ცხოვრობდნენ ტერიტორიებზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე რუმინეთს ეკუთვნოდა. რუმინული პასპორტის მიღებაზე უარს არც პრო-რუსული ხედვების მქონე მოქალაქეები ამბობდნენ. ეს პრივილეგია არ ჰქონია ჟურნალისტ სვეტლანა ტატარუს, მისთვის 2014 წლის აპრილში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დიდი ზეიმი იყო.

არ მაქვს რუმინული პასპორტი, შესაბამისად, ვიზის გარეშე ვერ გადავიდოდი, ახლა, როგორც ჟურნალისტს, შემიძლია თავისუფლად ვიმოძრაო, არ მიწევს საელჩოსთან დგომა, ათასი დოკუმენტის მიტანა იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჟურნალისტი ვარ და მივდივარ საქმიანი ვიზიტით ან ტრენინგზე. მეორე შეღავათია ის, რომ თუ ევროპაში მოგზაურობა მინდა, მაქვს შესაძლებლობა ჩემს შვილებთან ერთად წავიდე ზღვაზე ან მთაში, ვინაიდან მოლდოვას არც ზღვა აქვს და არც მთა, ასევე, თუ დამჭირდა სამკურნალოდ წასვლა სხვა ქვეყანაში, ხელოვნური ბარიერი ვიზის სახით აღარ არსებობს”,- ამბობს სვეტლანა ტატარუ.

მართალია, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის სარგებელი მთელ მოსახლეობას შეეხო, თუმცა საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პრო-ევროპულად განწყობილი მოსახლოების რაოდენობა უცვლელია (39-41%) და ჩამორჩება ევრაზიული კავშირის მომხრეებს (40-42%). მოლდოველი ექსპერტები და ანალიტიკოსები რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.

“პრორუსული განწყობის ზრდა განაპირობა კორუმპირებულმა, ეგრედ წოდებულმა, პრო-ევროპულმა პარტიებმა; პერმანენტულმა კრიზისმა; პრო-რუსული პარტიების წარმოქმნამ და პრალელურად, ე.წ. პრო-ევროპული პარტიების შემცირებამ; რუსულმა პროპაგანდამ და კიშინიოვთან ურთიერთობაში ევროპული მხარის მიამიტობამ”- ამბობს მოლდოვის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ანალიტიკოსი დენის ჩენუშა.

პრორუსული განწყობების ზრდა მოლდოვაში ჯერ კიდევ 2009 წელს, ახალი ხელისუფლების ძალაში მოსვლიდან მალევე დაიწყო. ვლადიმერ ვორონინის კომუნისტური მთავრობა პროევროპულმა ხელისუფლებამ შეცვალა. შეიქმნა ალიანსი ევროინტეგრაციისთვის, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (LDP), დემოკრატიული პარტია (PDM), ლიბერალური პარტია (PL) და ალიანსი "ჩვენი მოლდოვა".

ეს პარტიები მხოლოდ იწოდებოდნენ პროევროპულად, სინამდვილეში მათ მართავდნენ კორუმპირებული ადამიანები, რეფორმების იმიტაცია მოახდინეს, ვითარება უცვლელი დარჩა, სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფცია გაიზარდა. ე.წ. პროევროპულმა ხელისუფლებამ იმედი გაუცრუა თავის ამომრჩეველს, რომელსაც უნდოდა რეალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები და დაამტკიცა უუნარობა მიეღწია რეალური ცვლილებებისთვის”,- ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი ვლად გიცუ.

ვიზალიბერალიზაცია 2014 წლის ნოემბრის არჩევნებში ხელისუფლებამ პიარკამპანიისთვისაც კარგად გამოიყენა, თუმცა დადებითი ეფექტი მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გადაფარა, მალე დაიწყო გამოსვლები მაღალჩინოსნების გადაყენებისა და კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნით. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა “საუკუნის ქურდობამ”, როგორც ამას მოლდოვაში უწოდებენ- ბანკებიდან მოულოდნელად, $1 მილიარდი დაიკარგა, ფული 3 კომერციული ბანკიდან ოფშორში გადაირიცხა. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი. აქციები იმართებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის (დემოკრატიული პარტიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი) შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგაც, პლახოტნიუკს “თოჯინების ოსტატს” უწოდებენ, რომელიც ბიზნესსა და მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტებს კულისებიდან აკონტროლებს. ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური აქცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, კიშინიოვში იანვარში ჩატარდა. მთავრობას აკრიტიკებდა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, შექმნილი ვითარება ტრადიციულად თავის სასარგებლოდ გამოიყენეს პრორუსულმა ძალებმა.

“აქციებში პრო-ევროპული ძალებიც მონაწილეობდნენ, ეს იყო პროტესტი   არსებული კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. უბრალოდ, პრორუსმა ძალებმა კარგად გამოიყენეს ეს რიტორიკა, რომ არსებული კორუმპირებული ხელისუფლება არის “პროევროპული” და ფინანსდება ევროკავშირის მხრიდან”,- ამბობს ალექსეი კრესნიოვი.

რუსეთი ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა მოლდოვაში სოციალური და პოლიტიკური კონტროლი, დნეტსრისპირეთის სეპარატისტიული რეჟიმის მეშვეობით, რომელიც თავად შექმნა 1992 წელს. ეკონომიკური ზეწოლის ბეკრეტებიც გამოიყენა- ემბარგო სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. დღეს მოსკოვი ეკონომიკური ინსტრუმენტებით ეხმარება ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელთა გავლენაც იზრდება, ესენია: სოციალისტური პარტია და “ჩვენი პარტია”, ეს პოლიტიკური ძალები კარგად იყენებენ იმ გარემოებას, რომ ცენტრალური საჯარო ადმინისტრაციის (პარლამენტი და მთავრობა) მენეჯმენტის ხარისხი დაბალია, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მთავრობას არ აქვს უნარი გაატაროს რეფორმები და ცხოვრების სტანდარტი დაბალია”,- ამბობს ვლად გიცუ.

$1 მილიარდის გაუჩინარება ქვეყანაში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 240$-ია, ერთ-ერთი ბოლო მაგალითი იყო იმ პარტიებისა და ლიდერების კორუფციული ქმედებების, რომლებიც თავს პროევროპულად აცხადებენ. ამ ფონზე, იზრდება პრო-რუსული პარტიების მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა სოციალისტური პარტია, რომლის ლიდერი იგორ დოდონი ცნობილია ანტიამერიკული განცხადებებითა და მოლდოვის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების მოწოდებებით გამოდის. ამას თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი, პროევროპული პარტიებისადმი უნდობლობა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სამჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი. ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ, რომ არ ყოფილიყო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, შესაძლოა, დღეს მოლოდვა ევრაზიულ კავშირშიც ყოფილიყო.

“..ვიზალიბერალიზაციის დადებითი ეფექტი მთავრობის მასშტაბურმა კორუფციულმა სკანდალმა გადაფარა, ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა ევროკავშირის გავლენა რუსულმა მძლავრმა პროპაგანდამ და მძიმე სოციალურმა ფონმა, პრო-ევროპული მთავრობის პირობებში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო რეჟიმს არ მიიღებდა, მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე არ იქნებოდა. მგონია, რომ ასეთ ვითარებაში, შესაძლოა მოლდოვა საერთოდ ევრაზიულ კავშირში გვეხილა. უვიზო რეჟიმი ბოლო წლებში დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებმაც მიიღეს. იქ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერა. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ იქ რუსეთს უკვე ნაკლებად მიუწვდება ხელი, და, ასევე იმიტომ, რომ მეტმა ნახა, რომ ევროპული ინტეგრაცია რეალურია და ვირტუალური ზღაპარი არა არის”,- ამბობს გოგოლაშვილი.

დღეს მოლდოვის მოსახლეობა რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: პრორუსული-რომელთაც უნდათ ხელისუფლების გადაყენება და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება; პრო-რუმინული-რომელთაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება რუმინეთთან შეერთების გზით და ხელისუფლების მხარდამჭერები და ის ნაწილი, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ოღონდ არა რუმინეთთან გაერთიანებით. ექსპერტები ეჭვობენ, რომ თუ ასეთ მოცემულობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა და მისი პოლიტიკა შესუსტდა, ეს გამოიწვევს რუსეთის მხრიდან მოლდოვის სრულ დესტაბილიზაციასა და მთელ საბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარებას.

“ერთადერთი გამოსავალია ახალი პოლიტიკური კლასის შექმნა, დიასპორის როლის გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება. ქვეყანაში ევროპული წარმომადგენლობის არყოფნა ავტომატურად ნიშნავს რუსეთის მიერ მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცეზე სრულ კონტროლს. ევროინტეგრაციის პროცესის გამო, რუსული განვითარების მოდელს (თუ საერთოდ არსებობს ასეთი) სერიოზულ კონკურენციას უწევს  განვითარების ევროპული მოდელი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში აგრეთვე გულისხმობს განვითარების ევროატლანტიკურ მოდელს”,- ამბობს დენის ჩენუშა.


მაიკო გაბულდანი

 

წაკითხულია
3214
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადავადება ევროპის წინააღმდეგ პუტინის არგუმენტი გახდება

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადავადება ევროპის წინააღმდეგ პუტინის არგუმენტი გახდება

რუსული პროპაგანდის გავლენას არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ შუაგულ ევროპაშიც განიცდიან და არანაკლებ ცუდად არიან ინფორმირებული ევროკავშირის შესახებ. Russia Today-ისა და სხვა რუსული თუ ადგილობრივი მედიასაშუალებების დახმარებით კრემლი წარმატებით ახერხებს შეცვალ

08 აპრილი 2016 | 19:28 ინტერვიუ ვრცლად
მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გადაწყვეტილებას რუსეთი აბრკოლებდა

მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გადაწყვეტილებას რუსეთი აბრკოლებდა

“სოციალისტები, რომელთა უკანაც რუსები იდგნენ, ცდილობდნენ შეეფერხებინათ მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის დამტკიცების პროცესი”- აცხადებს რუმინეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ევროპის პარლამენტის წევრი მონიკა მაკოვეი. მაკოვეი იხსენებს, როგორ გადაიდო 2014 წლის თებე

30 მარტი 2016 | 16:59 კანონმდებლობა ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის შედეგად დნესტრისპირეთის ათასობით მოსახლემ მოლდოვის პასპორტი მიიღო

ვიზალიბერალიზაციის შედეგად დნესტრისპირეთის ათასობით მოსახლემ მოლდოვის პასპორტი მიიღო

საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე კვირაში გაიგებენ, იმოგზაურებენ თუ არა 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მორიგ შეფასებამდე 1 თვეზე ნაკლები დარჩა. კომისიის მესამე ანგარიშიდან ზუსტად 6 თვეში ხელისუფლებაც და ექსპერტებიც

26 ნოემბერი 2015 | 22:03 კანონმდებლობა ვრცლად
ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები: მოლდოვას ექსპორტი საქართველოსას ორჯერ აჭარბებს

ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები: მოლდოვას ექსპორტი საქართველოსას ორჯერ აჭარბებს

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა მოლდოვადან ევროკავშირში 2014 წელს წინა წელთან შედარებით 31%-ით მოიმატა და 375 მილიონ ევროს მიაღწია, რაც შეეხება საქართველოს, მისი ექსპორტი მხოლოდ 155 მილიონი ევროთი განისაზღვრა, თუმცა, წინა წელთან შედარებით 26%-იან

02 ოქტომბერი 2015 | 14:12 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner