banner
12 დეკემბერი 2016 | 20:03 ეკონომიკა

ინტერვიუ თეოდორ ჯონასთან

ინტერვიუ თეოდორ ჯონასთან

საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების შესასწავლად eugeorgia.info გაესაუბრა DLA Piper-ის იურიდიულ კონსულტანტს თეოდორ ჯონასს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ინვესტორებს საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებში, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

DLA Piper არის საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კომპანიის საქმიანობა საქართველოში 2005 წლიდან იწყება. DLA Piper Georgia უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს უწევს იურიდიულ მომსახურებას, ბიზნეს სამართლის, ტრანზაქციებისათვის საჭირო დოკუმენტაციების და სხვადასხვა სამართლებრივი გარემოს კვლევების სახით.

გთავაზობთ ინტერვიუს თეოდორ ჯონასთან

როგორც ვიცით, DLA Piper Georgia არის ინვესტორთა ადგილობრივი გზამკვლევი, ვინ არიან თქვენი კლიენტები, რა სექტორების კომპანიებს ემსახურებით ძირითადად? რომელი ინდუსტრიებიდან არის ყველაზე დიდი მოთხოვნა თქვენს სერვისებზე?

 ჩვენს პრაქტიკაში კლიენტთა უმრავლესობა ენერგეტიკის სექტორზე მოდის, რაც მოიცავს, ნავთობისა და გაზის წარმოებასა და ტრანსპორტირებას, მილსადენებს,  ელექტრო ენერგიის წარმოებას, განსაკუთრებით, ჰიდროელექტროსადგურებს. გარდა ამისა, დავასახელებდი უძრავი ქონების განვითარებას: სასტუმროები, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, ასევე საცალო ვაჭრობა. მესამე უმნიშვნელოვანესი სექტორი არის ტელეკომუნიკაციები.

არის თუ არა მზარდი მოთხოვნა თქვენს სერვისებზე? როგორ შეაფასებდით თქვენი საქმინაობის მთლიან პერიოდს საქართველოში? რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ძირითადად ინვესტორები?

მე ვფიქრობ, საკითხი ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ: პირველი, არის თუ არა გაზრდილი მოთხოვნა ჩვენს სერვისებზე როგორც ერთ-ერთ კონკურენტზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი იურიდიული ფირმაა ბაზარზე. მეორე საკითხია, არის თუ არა ზრდა იმიტომ, რომ გაჩნდა მეტი ახალი ბიზნესი. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვადარებთ. მაგალითად, ბოლო პერიოდში 2007 ან 2008 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა. 2007-2008 წლები იყო ჩვენს საქმიანობაში ყველაზე აქტიური პერიოდი. 2005 – 2008 წლებში  საერთაშორისო ფინანსური სერვისების სექტორში, საბანკო სექტორსა და უძრავი ქონების სექტორში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რასაც მოყვა 2008 წლის ფინანსური კრიზისი. საქართველოზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებზე, ამან იქონია გავლენა. ამგვარად,    სართაშორისო ინვესტიციების ჰიპერაქტიურობიდან გამომდინარე 2006-2008 წლებში ჩვენ გვქონდა მზარდი მოთხოვნა.
ამის შემდეგ იყო დიდი კლება, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე წელი. ხოლო, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ფინანსური კრიზისის შემდგომ, საქართველოში იყვნენ რუსი, უკრაინელი ინვესტორები ან ოლიგარქები, არ იყო გამჭირვალობა. დღეს ჩვენ ვხედავთ მეტ საერთაშორისო და ევროპულ კომპანიებს. არსებითად ახალი კომპანიები არიან ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან. ჩვენ ამჟამად ვთანამშრომლობთ ჰოლანდიურ სადაზღვევო კომპანიათან.

რა ფაქტორებს ითვალისწინებენ ინვესტორები? რა არის ძირითადი ბარიერები ინვესტორებისათვის ჩვენს ქვეყანაში?

ინვესტორები აფასებენ ეკონონომიკურ შესაძლებლობებს. ისინი მოდიან საქართველოში იმიტომ, რომ აქ ნამდვილად არის ასეთი შესაძლებლობები.
საინტერესოა ის, რომ საქართველო ადაპტირებას ახდენს ევროკავშირის რეგულაციებთან და პრაქტიკასთან, რაც ნამდვილად ქმნის ბიზნესს ქვეყანაში და აგენერირებს უცხოურ ინვესტიციებს.
მაგალითად, ჰოლანდიური კომპანია, შემოვიდა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და შეისყიდა ქართული კომპანიის 49%. თქვენი აზრით, რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება ადაპტირდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ყველა ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება დააზღვიოს საკუთარი მანქანა, როგორც ეს ევროკავშირშია. ამგვარად, ეს რეგულაცია, აფართოებს სადაღვევო ბაზარს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სადაზღვევო კომპანიებისათვის. როგორც კი მთავრობა მიიღებს ამ მოთხოვნებს, ქართული სადაზღვევო კომპანია გააფართოებს თავის ბიზნესს ჰოლანიურ კომპანიასთან ერთად. მეორე მაგალითია ავტომობილების ტექნიკური შემოწმება. ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულია ინსტიტუტის შექმნა, რომელიც გაუწევს ინსპექციას ავტომობილებს, რათა შეამცირონ დაბინძურება. მოგეხსენებათ, ეს დიდი პრობლემაა თბილისისთვის. მსოფლიოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც აკონტროლებენ ავტომობილების გამართულობას სხვადასხვა ქვეყნებში. ამგვარად, ისინიც დაინტერესდებიან ქვეყნით. ეს არის მაგალითი იმისა,  თუ როგორ მოქმედებს ინვესტიციებზე რეგულაციების ცვლილება. ამგვარი პოზიტიური ცვლილებები ქმნიან ბიზნესის კეთების დამატებით შესაძლებლობებს.
რაც შეეხება ბარიერებს, ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ბარიერი და დაბრკოლება იმისათვის, რომ ჩამოხვიდე და ინვესტირება გააკეთო.  ადვილია კომპანიის დაფუძნება, მიწის შეძენა და ტრანზაქციების განხორციელება უკრაინისგან, რუსეთისგან, უზბეკეთისგან, აზერბაიჯანისგან ან სომხეთისგან განსხვავებით. მაგალითად, კონტრაქტების კანონი და რეკლამის კანონი არის საკმაოდ მოქნილი. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს აქვთ ყველანაირი სახის ბარიერი ინვესტიციების შემოსვლისას.
ის, თუ რა დაბრკოლებებია იმისათვის, რომ გააკეთო მომგებიანი ბიზნესი საქართველოში, არის ამბის მეორე ნაწილი. ამაზე ყველა ინვესტორი იტყოდა, რომ უდიდესი პრობლემა არაპროფესიონალი და პარანოიდული საგადასახადო ადმინისტრაციაა. საგადასახადო დარღვევები არის გადამეტებულად აგრესიული.  საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა არის რეალური შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც საშუალებას არ აძლევს ინვესტორს გააკეთოს საიმედო ბიზნესი.
ინვესტორებისთვის უდიდესი პრობლემაა ასევე კვალიფიციური მუშახელის სიმცირე. სამუშაო ძალა არ არის საკმარისად კარგად მომზადებული, რაც განათლების დაბალ ხარისხზე მიუთითებს.

ჩვენ შევხვდით რამდენიმე ინვესტორს და მათ დაასახელეს მნიშვნელოვანი პრობლემები და დაბრკოლებები მათი ბიზნესისათვის: სამთავრობო რეგულაციები, საკანონმდებლო საკითხები, სასამართლო სისტემა, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რომელთა ნაწილიც თქვენ უკვე ახსენეთ. ნაცნობია თუ არა ეს პრობლემები თქვენს პრაქტიკაში? თუ დაამატებდით რაიმეს ამ ჩამონათვალს?

დიახ ვეთანხმები, სასამართლო სისტემა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ნამდვილად არის ორი უდიდესი შემაფერხებელი ფაქტორი. ფინანსების სიმცირე და ხელმისაწვდომობა უფრო მეტად პრობლემურია ქართული კომპანიებისთვის. უცხოური ბიზნესების უმრავლესობა ფინანსებს მოიზიდავს საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან ან საკუთარი წყაროებიდან. თუმცა, შიდა კაპიტალის ბაზრები უნდა განვითარდეს და უნდა შემუშავდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამოიწვევს ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ეს პოლიტიკა შეიძლება იყო "სტაფილოს და ჯოხის" მექანიზმზე აგებული, რაც ნიშნავს ერთდროულად ძლიერ ზეწოლას (ჯოხი) და წამახალისებელ ჯილდოს (სტაფილო). ამგვარი პოლიტიკა ბანკებს საპროცენტო განაკვეთების შემცირების სტიმულს მისცემს.

რას იტყოდით ბიუროკრატიასთან დაკავშირებით? როგორც ვიცით, ჩვენ გვაქვს 18 სამინისტრო მაშინ, როცა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 4 ათასი დოლარია. ხოლო, მაგალითად, ესტონეთს აქვს 12 სამინისტრო და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 17 ათას დოლარზე მეტი. არის თუ არა ბიუროკრატია შემაფერხებელი ინვესტორებისთვის?

ეს არ არის ძირითადი ბარიერი რა თქმა უნდა. ლტოლვილთა სამინისტროს ან კულტურის სამინისტროს არ აქვს გავლენა ბიზნესზე. ხოლო თუ მთავრობის ხარჯები არარაციონალურად არის გაზრდილი ეს უკვე პრობლემაა.
ბიუროკრატიასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც იგი ხელს უშლის ბიზნესს და არის არაკომპეტენტური. სახეზე გვაქვს ამის რამდენიმე მაგალითი შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიების აუდიტორული შემოწმებისას დამატებით გადასახადებს აკისრებს მათ. არასწორი საგადასახადო შემოწმების გასწორება მოითხოვს დამატებით ხარჯებს და სირთულეებს. ეს პროცესი შეიძლება თვეობით და წლობით გაგრძელდეს. მეორე მაგალითია, თბილისის მერია, რომელიც არის გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და პატარა ბიზნესებზე არ გასცემენ ისტორიული ნაგებობების აღდგენისა და განახლებისთვის საჭირო ნებართვებს. მათ ვერ შეძლეს კანონის აღსრულება მაშინ, როცა ირღვეოდა მშენებლობის კოდექსი (საინტერესოა ზედამხედველობის ბიურო რას აკეთებს ამ დროს) და ისინი იძლევიან ნებართვას ნებისმიერ მსხვილ დეველოპერზე, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე, ააშენონ ნებისმიერი რამ, რაც მათ მოესურვებათ ისტორიულ უბანსა თუ დაცულ ტერიტორიებზე, არ აქვს მნიშვნელობა კულტურულად და ისტორიულად რამდენად შეუსაბამოა იგი. კანონის ასეთი უთანასწორო აღსრულება არ არის კარგი ბიზნესისათვის.

დედოლარიზაციის გეგმის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით ყველა საქონლისა და მომსახურების ფასი უნდა გამოცხადდეს ლარში. უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული ინვესტორისთვის რამდენად დამაიმედებელია ეს სიახლე?

ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სხვა ქვეყნებში. ამერიკაში უძრავი ქონების ფასები დოლარში არის გამოცხადებული, ისრაელში - შეკელში და თურქეთში - ლირაში. ფასები ეროვნულ ვალუტაში უნდა გამოცხადდეს და უცხოელ ინვესტორებს მოუწევთ ამასთან შეგუება. ეს, რა თქმა უნდა,  შექმნის განხვავებულ სავალუტო რისკებს, რაც გავლენას მოახდენს ხალხის ქცევაზე.
არ ვთვლი, რომ ამას ექნება შესამჩნევი უარყოფითი ეფექტი ინვესტორებზე, იმიტომ რომ არ იცვლება მათი უფლება თავისუფლად შემოიტანონ ვალუტა, თავისუფლად მოხადინონ დოლარის ლარში კონვერტაცია. ვალუტის კონვერტაცია არის თავისუფალი და მე ვერ ვხედავ დიდ პრობლემას დედოლარიზაციაში.


ქეთევან მელქაძე

წაკითხულია
4736
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

გაერთიანებული სამეფოდან FDI ძირითადად საფინანსო სექტორზე მოდის

გაერთიანებული სამეფოდან FDI ძირითადად საფინანსო სექტორზე მოდის

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით 2016 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან მიღებული FDI 69% შემცირდა.

22 მარტი 2017 | 21:11 ვრცლად
რა შანსები აქვს საქართველოს Tesla-ს დასაინტერესებლად? ვინ როგორ მუშაობს საქართველოში მსხვილი ინვესტორების მოსაზიდად

რა შანსები აქვს საქართველოს Tesla-ს დასაინტერესებლად? ვინ როგორ მუშაობს საქართველოში მსხვილი ინვესტორების მოსაზიდად

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის - Tesla-ს პირველი ქარხანა საზეიმოდ 2016 წლის 29 ივლისს ნევადაში გაიხსნა. შტატის გუბერნატორმა მაშინ განაცხადა, რომ ეს პროექტი ნევადას მომდევნო ორი ათეული წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ სა

26 დეკემბერი 2016 | 16:31 ეკონომიკა ვრცლად
სასტუმრო და პომიდორი vs თანამედროვე ტექნოლოგიები- სახელმწიფო პროგრამები სერვისებს არ აფინანსებენ

სასტუმრო და პომიდორი vs თანამედროვე ტექნოლოგიები- სახელმწიფო პროგრამები სერვისებს არ აფინანსებენ

სულხან მეტრეველი უკვე 15 წელია, შვეიცარიაში ცხოვრობს, თავისი პატარა “fintech” კომპანია სამი წლის წინ დააფუძნა., აქვს ოფისები ციურიხსა და ლონდონში და ე.წ. “ბექ-ოფისი”ინდოეთში, რომლის გადმოტანა სამშობლოში სურს

23 ნოემბერი 2016 | 13:26 ფინანსები ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner