banner
17 იანვარი 2017 | 17:05 ეკონომიკა

ესტონური მოდელის გამოწვევები - გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

ესტონური მოდელის გამოწვევები - გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე

   2017 წელი ბიზნეს სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო, კერძოდ, ძალაში შევიდა მოგების გადასახადის რეფორმა ე.წ. ესტონური მოდელი. მოდელის დანერგვას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილების, პოლიტიკოსების, ეკონომისტების, ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან. ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ მოდელის ამოქმედებას მართლაც დადებითი გავლენა ექნება ბიზნესზე და განსაკუთრებით ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს. თუმცა, საინტერესოა გავაანალიზოთ რა ხარვეზები აქვს მოდელს და რა დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული მისი ამუშავება, ასევე, რამდენად მომზადებული შეხვდნენ ამ ცვლილებას ბიზნესის წარმომადგენლები.
   ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ USAID -ის პროექტის “მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) გრანტის ფარგლებში 2015 წლის შემოდგომაზე განახორციელა ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვის რეგულირების გავლენის შეფასება (RIA), რომლის საბოლოო პრეზენტაცია 2015 წლის დეკემბრის თვეში მოხდა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ავტორებმა შეაფასეს ესტონური მოდელის ამოქმედების პოტენციური ეკონომიკური ეფექტები. ამ მიზნით, მათ განიხილეს ეკონომიკური ზრდის ზოგადი წონასწორობის ნეო-კლასიკური მოდელი. საბაზისო სცენარში, რომელიც სადაგასახადო ცვლილებამდე არსებულ მდომარეობას აღწერს, მოხდა მოდელის კალიბრაცია იმისათვის, რომ საქართველოს რეალურ მდგომრეობასთან მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო. კალიბრაცია გულისხმობს მოდელში არსებული პარამეტრების მნიშვნელობების შერჩევას რეალური მაჩვენებლებიდან გამომდინარე და მის შედარებას მოდელის საპროგნოზო მაჩვენებლებთან. მეორე ეტაპზე საბაზისო სცენარის მოდელში შემოვიდა ახალი საგადასახადო რეგულირება. მოცემული ანალიზი აჩვენებს ერთჯერად ეფექტს, რომელიც დადგება მოდელის დანერგვიდან 1,5 წლის შემდგომ. შეფასების მიხედვით რეფორმას ექნება დადებითი ეფექტი ინვესტიციებზე. სააქციო კაპიტალი გაიზრდება 3,23%-ით, რაც ნიშნავს რომ ეკონომიკური აგენტები განახორციელებენ მეტ ინვესტიციებს. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება დაახლოებით 1,44%-ით. მთლიანი კერძო მოხმარება გაიზრდება დაახლოებით 0,85%-ით. რეფორმის შედეგად გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი არაუმეტეს 3%-ისა. გარდა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითი გავლენისა, მოდელის დანერგვას თან ახლავს საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის რისკები. საგადასახადო ექსპერტის ვაჟა პეტრიაშვილის მიერ შეფასებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები. ეს რისკები ძირითადად დაკავშირებულია ორმაგ დაბეგვრასთან და მოდელის სხვა ხარვეზებთან. ასევე ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობა და მოგების გადასახადის სისტემა ძირთადად ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე განახორციელოს ცვლილებები. შემოთავაზებული მოდელი მხოლოდ ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და გაამართლებს თუ არა იგი საქართველოში გარკვეული რისკის ქვეშ დგას, რადგან მოდელის დანეგვასთან დაკავშირებული გამოწვევების და რეფორმის შემდგომი მდგომარეობის შეფასება შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნის გამოცდილებით.
   ესტონეთში მოგების გადასახადის რეფორმა 2000 წელს განხორციელდა და წლების განმავლობაში გაგრძელდა. ჯაან მასოს, ჯაანიკა მერკულისა და პრიიტ ვაჰტერის 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით (მთლიანი მოგების გადასახადიდან განაწილებული მოგების გადასახადზე გადასვლა: არის თუ არა ეფექტები ფირმებზე?), მოხდა ესტონური საგადასახადო სისტემის რეფორმის შეფასება, სადაც გამოყენებულ იქნა 1996-2008 წლების პანელური მონაცემები ფირმების დონეზე, რათა შეესწავლათ მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტები კაპიტალის სტრუქტურაზე, რომელიც განისაზღვრება ფირმის დაფინასების წყაროებით, ესენია: ვალი და საწესდებო კაპიტალი. მათ ასევე შეაფასეს გავლენა რეფორმის ინვესტიციებზე, ლიკვიდურობასა და წარმოების პროდუქტიულობაზე. იმისათვის, რომ შედარება მომხდარიყო ფირმების მონაცემებთან რეფორმის არ განხორციელების შეთხვევაში, საკონტროლო ჯგუფად ავტორებმა გამოიყენეს ლატვიური და ლიტვური კომპანიები ესტონეთთან მათი ეკონომიკური და პოლიტიკური მსგავსებიდან გამომდინარე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოგების გადასახადის რეფორმის შემდგომ აქტივების ლიკვიდურობა გაიზარდა განსაკუთრებით მცირე ზომის ფირმებისათვის, ინვესტიციებიდან უკუგება გაიზარდა 17%-ით, მთლიანი ფაქტორული პროდუქტიულობა(TFP) გაიზარდა 8%-ით და რეზერვებისა და გაუნაწილებელი მოგების წილი მთლიან კაპიტალში გაიზარდა 8.1%-ით.
   როგორც ვხედავთ, ესტონეთში მოგების გადასახადის რეფორმამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ფირმების მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ესტონეთის შემთხვევაში რეფორმის გავლენის მასშტაბები განსხვავებულია. რეფორმის ეფექტი ესტონეთში იყო უფრო მაღალი, ვიდრე ველოდებით საქართველოში, რაც შესაძლოა აიხსნას 2000 წლამდე ესტონეთში არსებული საგადასახადო წნეხით, რომლის შერბილებამ უდიდესი შესაძლებლობები მისცა ესტონურ კომპანიებს მოეხდინათ მოგების რეინვესტირება. გარდა ამისა, რეფორმის გაზრდილი ეფექტი დიდწილად განაპირობა ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანმა შემცირებამ. ჩვენთან კი საგადასახადო სისტემა უფრო ლიბერალურია დღეს ვიდრე ეს იყო ესტონეთში 2000 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფორმის სასტარტო პოზიცია ჩვენთან არის უკეთესი, და შესაბამისად, ესტონეთთან შედარებით ნაკლებ ეფექტს მივიღებთ რეფორმის შედეგად.
   რეგულირების გავლენის შეფასების კვლევაში შემუშავებული მოდელის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო ქმედებების მასშტაბების გამოთვლა, რაც გულისხმობს რომ აღნიშნული დეფიციტის შევსება შესაძლებელია საშემოსავლო გადასახადის ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდის ან მოხმარების გადასახადის (გადასახადები საქონლისა და მომსახურების შეძენაზე, რომლის გადამხდელი არის მომხმარებელი, მაგალითად, როგორიცაა დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზი) 1.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის ხარჯზე. მათივე რეკომენდაციით ახალ წონასწორობაში გადასვლის პროცესში მთავრობამ არ უნდა გაზარდოს ადმინისტრაციული ხარჯები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
   ვიდრე მოდელის პრობლემებსა და რისკებზე ვისაუბრებდეთ, განვიხილოთ თუ რა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს ესტონური მოდელი. უმთავრესი ცვლილება საგადასახადო კოდექსში არის ის, რომ მოგების გადასახადი უქმდება და შემოდის განაწილებული მოგების გადასახადი. ახალი მოდელის მიხედვით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ასევე დაბეგვრას ექვემდებარება გაწეული ხარჯი ან გადახდა, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა და წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება კოდექსით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, თუ რა ტიპის კომპანიებზე ვრცელდება ესტონური მოდელი. ესტონური მოდელი საქართველოში არ შემოდის ისე, რომ უქმდება წინა მოდელი. არიან სუბიექტები, რომლებზეც ძველი მოდელი კვლავ რჩება ძალაში, ესენია ინდ. მეწარმეები, ორგანიზაციები, არაკომერციული იურიდიული პირები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ისეთი სუბიექტების მიმართ, როგორიცაა მიკრომეწარმე, მცირემეწრმე, ფიქსირებული გადასახადის მქონე სუბიექტები, ესტონური მოდელი არ იმოქმედებს, რადგან მათ აქვთ გარკვეული შეღავათები, მაგალითად მიკრომეწარმეები საერთოდ არ იხდიან მოგების გადასახადს.
   საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე ჩვენთან საუბარში აფასებს ესტონურ მოდელს, და მის გავლენას მცირე და საშუალო ბიზნესზე. მისი მოსაზრებით ესტონური მოდელის ამოქმედება ცალსახად დადებითად აისახება მცირე და საშუალო ბიზნესზე, რადგან თუ კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას არ გაანაწილოს მოგება, დაზოგილი თანხა რჩება ბიზნესში.
“ამ მოდელის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტს მოგების გადასახადის სახით 500 მლნ ლარი დააკლდება, რაც ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან 500 მილიონიან ინვესტიციას ბიზნესში. ამ 500 მილიონიან დეფიციტს როგორ ავსებს სახელმწიფო კიდევ მეორე საკითხია, მაგრამ ყოველშემთხვევაში ბიზნესის განვითარებას ეს მოდელი ნამდვილად შეუწყობს ხელს”- ამბობს მიხეილ ჭელიძე.
  ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი eugeorgia.info-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ესტონური მოდელის დანერგვა მცირე და საშუალო ბიზნესზე ცალსახად დადებითად იმოქმედებს, რადგან ამ მოდელის ამოქმედებამდე ასეთი კომპანიები ისედაც ახორციელებდნენ რეინვესტირებას და ფინანსებს კომპანიის განვითარებაში დებდნენ.
“ამ კომპანიების ქცევა არ შეიცვლება და ამ თანხას ისევე ჩადებენ რეინვესტირებაში, უბრალოდ დამატებით 15% დარჩებათ, ამიტომაც მგონია, რომ მცირე და საშუალო ფირმებისთვის მოდელს ექნება პოზიტიური გავლენა. რაც შეეხება თავად რეფორმას, ჩემი აზრით ძალიან ცუდად განახორციელეს”- ამბობს ირაკლი ყიფიანი.
    ყიფიანი იშველიებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ მოზადებულ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ესტონური მოდელის რეფორმასთან ერთად მთავრობას უნდა განეხორციელებინა მთელი რიგი რეფორმები, რომ მოდელის დანერგვას დადებითი შედეგი მოჰყოლოდა. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმას აქვს ინვესტიციების ზრდაზე ძლიერმოქმედი ეფექტი, სხვა მოვლენებმა მაგალითად როგორიცაა, ინსტიტუციურმა არასტაბილურობამ, რაც გულისხმობს ფორმალური ინსტიტუციების სტაბილურობის რღვევას გამოწვეულს სხვადასხვა პოლიტიკური ცვლილებებით, შესაძლოა გადაფაროს რეფორმის დადებითი ეფექტი. გაფრთხილების სახით დოკუმენტში ნახსენებია, რომ თუკი მთავრობა განახორციელებს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, მნიშვნელოვანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაზარდოს საბიუჯეტო ხარჯები.
“ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ მთავრობას მაქსიმალურად უნდა შეემცირებინა ბიუროკრატიული ხარჯები, იმაზე მეტად ვიდრე ესტონური მოდელით დააკლდებოდა. ბოლოს მივიღეთ ის, რომ მთავრობამ აქციზის გადასახადები გაზარდა, ბიუროკრატია მნიშვნელოვნად არ შეამცირა და შესაბამისად რა შედეგიც ჩვენ უნდა მოგვცეს ესტონურმა მოდელმა დღეს იმ შედეგს ვეღარ გვაძლევს. კვლევის მიხედვით, დაახლოებით 500-600 მლნ ლარი უნდა დარჩენოდა კერძო სექტორს ამ მოდელით, დღეს უკვე 2017 წლის მესამე მოსმენის შედეგად დამტკიცებულ ბიუჯეტში, ბიზნესს რჩება მხოლოდ 300 მლნ ლარი ანუ 2- ჯერ განიცადა ესტონურმა მოდელმა “ინფლაცია”, სწორედ იმ სხვა, არასწორი რეფორმების გამო, რასაც აკეთებენ ამ რეფორმასთან ერთად” - აღნიშნა ირაკლი ყიფიანმა.
   საკონსულტაციო კომპანია BLH (Business & Legal Hub)-ის წარმომადგენელი ვახტანგ შენგელია საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ახალი მოდელის დანერგვასთან არის დაკავშირებული, რაც ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიებზე აისახება:
“ყოველთვიური დეკლარაციის ჩაბარება საკმაოდ შრომატევადი იქნება პატარა კომპანიებისთვის იმიტომ, რომ ერთი დეკლარაციის ნაცვლად მოუწევთ 12 დეკლარაციის წარდგენა. პატარა კომპანიებს გარკვეულწილად ურთულდებათ საქმიანობა, რადგან მოუწევთ ბუღალტრის დაქირავება, რომელსაც უფრო მეტი საქმე დაეკისრება. ისედაც შეზღუდული ხარჯების პირობებში მათ მეტი თანხის გამოყოფა მოუწევთ კვალიფიციური ბუღალტერისთვის”- ამბობს ვახტანგ შენგელია.
   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერის შოთა კომლაძის მოსაზრებით მოდელი მართლაც იძლევა დადებით შედეგს განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესზე. თუმცა შოთა კომლაძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც კომპანიების ფინანსურმა მენეჯერებმა დეტალურად გაარჩიეს მოდელის ნიუანსები, ზოგიერთი გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს ზოგადად მოდელს.
“ახალი მოდელით წინასწარ ხდება მაგალითად სესხებისა და ოფშორულ კომპანებთან ურთიერთობის დაბეგვრა. კომპანიებს წინასწარ უძვირდება სესხიც და ოფშორთან ურთიერთობაც, რაც ბიზნესს ცალსახად არ მოსწონს, მაგრამ ამ დაბეგვრით ფულის გათეთრების რისკებია აღმოფხვრილი”- ამბობს შოთა კომლაძე.
   მოდელის დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრისას მიხეილ ჭელიძე აღნიშნავს, რომ რადგან ახალი მოდელი თვისებრივად მნიშვნელოვნად განხსვავდება ძველი მოდელისგან სანამ ბიზნესის წარმომადგენლები სწორ ნავიგაციას მოახდენენ საჭიროა გარკვეული დრო.
“ამისთვის 6 თვე იყო მოცემული, მაგრამ ჩვენ რამდენიმე საჯარო ლექცია ჩავატარეთ და გამოიკვეთა, რომ ცნობადობის ძალიან დაბალი დონეა და აქედან გამომდინარე ჩვენმა ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია “ფინანსური ოფისის” მხარდაჭერით გავაკეთოთ უფასო საჯარო ლექციები როგორც თბილისში, ისე რეგიონების დიდ ქალაქებში”- განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.
   რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მოდელის კალიბრაციამ და მყარი მდგომარეობის (steady state) მნიშვნელობების გამოთვლებმა რეფორმამდე და რეფორმის შემდგომ აჩვენა, რომ სახელმწიფო საგადასახადო შემოსავლები შემცირდება 2.71%-ით ჩაკეტილი ეკონომიკის შემთხვევაში და 2.52%-ით ღია ეკონომიკის შემთხვევაში. უარყოფითი ფისკალური ეფექტის საკომპენსაციოდ ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადი 1 პროცენტული პუნქტით. ამ შემთხვევაში ის უარყოფითი საგადასახადო ეფექტი ახალ წონასწორობებში რაც მიიღწევა, რეფორმის შემდგომ სრულიად იქნება დაკომპენსირებული. მეორე შესაძლებლობა უარყოფითი ფისკალური ეფექტის გადასაფარად არის დღგ-ს ზრდა ან ზოგადად სამომხმარებლო გადასახადის ზრდა 1.25 %-ული პუნქტით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის ცვლილებები დიდად არ დააზარალებს ეკონომიკურ ზრდას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთის შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლები ამოღებულ იქნა სამწლიან პერიოდში. საგადასახადო სისტემის ცვლილებით გამოწვეული გარღვევა საგადასახადო შემოსავლებში ნაწილობრივ დაფარულ იქნა აქციზის განაკვეთის ზრდით. იმის გათვალისწინებით, რომ მოდელში ახალ წონასწორობასთან დაახლოება სწრაფად მიმდინარეობს ასევე თუ გავითვალისწინებთ დაშვებას, რომ ახალი წონასწორობის შემდეგ ეკონომიკა განაგრძობს გრძელვადიან სტაბილურ ზრდას, გადასახადების ცვლილების გარეშე, საგადასახადო შემოსავლები 4 წლიან პერიოდში თავისთავად აღდგება. ამგვარად, როგორც კვლევიდან ჩანს, აღნიშნული შედეგი დადგება გარკვეული დაშვებების პირობებში, რეალური შედეგი კი თუ ეს დაშვებები არ გამართლდა, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება და ამას დავინახავთ რამდენიმე წლის შემდგომ, როდესაც რეალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეფასდება მოდელის ეფექტები.
   მეორე და უმნიშვნელოვანისი საკითხია რამდენად მომზადებული შეხვდა ბიზნესი მიმდინარე ცვლილებას. როგორც ვიცით, 2016 წლის დასაწყისისთვის დასრულდა ესტონურ მოდელზე მუშაობა. გაზაფხულზე ცნობილი გახდა რომ კანონი 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდოდა ძალაში. ბიზნესებს ჰქონდათ ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომ გადაყწობილიყვნენ ახალ სისტემაზე და მომზადებული დახვედროდნენ ცვლილებებს. თუმცა, ესტონური მოდელი განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისი ამოქმედების თარიღი მოახლოვდა. საინტერესო საკითხია რამდენად მომზადებული შეხვდა მოდელს მცირე და საშუალო ბიზნესი და მთავრობას ჰქონდა თუ არა მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვიდრე განახორციელებდა საკანონმდებლო ცვლილებებს. ირაკლი ყიფიანის შეფასებით მთავრობას ბიზნესთან კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად აქვს:
“აქციზის გადასახადების შემოღებამდე მთავრობას რეალურად არ უსაუბრია არც ერთ ავტო იმპორტიორ კომპანიასთან, პოსტ-ფაქტუმ დააყენა ფაქტის წინაშე და უთხრა რომ 1 იანვრიდან ისინი თავიანთ საქმიანობას ძველებურად ვეღარ გააგრძელებდნენ. ვფიქრობ, რომ მთავრობამ არ იცის, რას ნიშნავს ბიზნესთან ურთიერთობა. ნებისმიერი რეფორმა უნდა მოდიოდეს ჯერ ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგადად, ის რეფორმები რასაც დღეს ღებულობენ არის ერთი ადამიანის თავში მოსული ინიციატივები და არა ქვეყნის გამოწვევა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით”- ამბობს ირაკლი ყიფიანი.
   მთვარობასთან ბიზნესის კომუნიკაციას ესტონური მოდელის ფარგლებში დადებითად აფასებს შოთა კომლაძე. მისი განცხადებით მთავრობა თანამშრომლობს ბიზნესთან და ხარვეზის შემთხვევაში ბიზნესთან კონსულტაციების გზით მუშაობენ მის აღმოფხვრაზე:
“მთავრობა გვისმენს, ჯანსაღი კამათი გვაქვს და მზადყოფნას გამოთქვამს ცვლილებებზე. ცალსახად რაღაცაზე გვეუბნება არას, თუმცა რაც მისაღებია ერთად ვმუშაობთ გაუმჯობესებაზე. ბოლო დღესაც ჩვენი თხოვნით შეიტანეს ცვლილება. კერძოდ ის, რომ არიან გარკვეული კომპანიები, რომლებიც მოგების გადასახადის ძველ რეჟიმში რჩებიან: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, მიკროსაფინანსოები და ა.შ. ეს კომპანიები გარკვეულ შემთხვევაში საერთოდ არ იბეგრებოდნენ და გარკვეულ შემთხვევაში ორმაგად იბეგრებოდნენ და ეს ხარვეზი გაასწორეს დეკემბერის შუა რიცხვებში”- ამბობს შოთა კომლაძე.
   რეფორმამდელი საგადასახადო კანონმდებლობა კაპიტალური აქტივების ანუ ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაგროვებას ასტიმულირებდა, რადგან საშუალებას იძლეოდა სრული ამორტიზაციით მთლიანად მომხდარიყო შეძენილი ფიქსირებული აქტივების ღირებულების (უძრავი და მოძრავი ქონება) გამოქვითვა შესყიდვის წელს. მაგალითად თუ კომპანია 2016 წელს შეიძენდა მანქანა-დანადგარებს ამორტიზაციას დაარიცხავდა ამავე წელს და ხარჯებში გაატარებდა, რითიც თავის მხრივ შეიმცირებდა ძველი სისტემის განსაზღვრულ მოგებას და შესაბამისად მოგების გადასახადის ხარჯებს. შედეგად, გადასახადის გადამხდელთა უმეტესობას ჰქონდა შესაძლებლობა გადაევადებინა მოგების გადასახადი 100%-იანი ამორტიზაციის სისტემით. გადასახადის გადამხდელები შეჩვეული არიან ძველ სისტემას, ამიტომ ახალმა მოდელმა, რომელიც ასევე ხელს უწყობს კაპიტალის დაგროვებას, შესაძლოა გამოიწვიოს განსხვავებები გადასახადის გადამხდელთა გადაწყვეტილებებში და ახალ სისტემაზე გადასვლას დასჭირდება გარკვეული დრო. მათივე რეკომენდაციით სისტემასთან ადაპტაციას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. გარდამავალი პერიოდი საჭირო იქნება იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილებები განსაზღვრებებში, სახელმძღვანელოებსა და საკანონმდებლო აქტებში. უფრო მეტიც, პრობლემების თავიდან ასაცილებლად ინტენსიური ტრენინგების ჩატარება არის აუცილებელი.
ვახტანგ შენგელია ასევე გვიხსნის მოდელის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემას ინფორმაციული თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ბუღალტრები ან კომპანიების ფინანსური მენეჯერები საჭიროებენ ტრეინინგს, რადგან ახლანდელი მოდელი ძველისგან თვისებრივად განსხვავდება:
“როცა საქმე ეხება მცირებიუჯეტიან კომპანიებს, მათთვის მაღალი კომპეტენციის მქონე ბუღალტრის დაქირავება უფრო ძვირი ჯდება. შესაბამისად, ამ კუთხით ვფიქრობ, რომ რაღაც სიძნელეები ექნებათ, მცირე კომპანიებს. თუმცა, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში მიმაჩნია, რომ ახალი მოდელი მცირე და საშუალო ბიზნესზე უფრო პოზიტიურად აისახება”- ამბობს ვახტანგ შენგელია.
   შოთა კომლაძის განმარტებით სხვაობა ესტონეთთან მიმართებაში არის ის, რომ საქართველოში მოგების გადასახადით განაწილებული მოგება იბეგრება სულ ბოლოს, ხოლო ესტონეთში თავშივე ხდება დაბეგვრა. მისი ინიციატივით ბოლოს ვისაც გააქვს დივიდენდი უნდა გაუმარტივდეს დეკლარაციის ფორმა. როდესაც სახეზეა ჰოლდინგური კომპანია გარკვეული რისკები იჩენს თავს დეკლარაციის შევსებისას. ამანაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თითქოს მთავრობამ გაამარტივა კანონი, თუმცა ადმინისტრირება ურთულდებათ კომპანიებს. მისივე ინფორმაციით მოდელს სრულყოფილი სახე ჯერ არ აქვს და მთავრობა ამ მიმართულებით ისევ მუშაობს.
“ველოდებით თავისთავად ცვლილებებს, რამდენიმე მათგანი ჩვენ გვაქვს შეთავაზებული. ერთი ის, რომ შარშან ვინც მოგების გადასახადი ჩვეულ რეჟიმში გადაიხადა, ანუ მოგება დაბეგრა და აჩვენა ბიუჯეტში გადასახდელი 15%, შარშანდელის ჩათვლით მიღებულ მოგებებს თუ გაანაწილებს 2017-ში, 2018-ში ან შემდეგ წლებში, დაბეგრილის ხელახლა დაბეგვრა უწევს დივიდენდის ნაწილში. მთავრობა გვეთანხმება ამ კუთხით, კანონმდებლობაში ცვლილების შეტანაზეც თანახმანი არიან, მაგრამ იდეალური მოდელი ჯერჯერობით არ ჩანს. არ არის მარტივი სამუშაო რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს” -ამბობს შოთა კომლაძე.
   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მთავრობისთვის ასევე შეთავაზებულ იქნა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთში ბირჟებზე თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების შეძენისას არ მოხდეს დაბეგვრა, რადგან ასეთ შემთხვევაში ბირჟაზე ვაჭრობა კომპანიებს 15%-ით უძვირდებათ. მთავრობამ თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების შეძენა დაბეგრა 15%-ით, რითიც შეზღუდა კომპანიების მხრიდან თავიანთ კომპანიებშივე წილის ყიდვა-გაყიდვები და ამ საშუალებით ფულის გათეთრება. შოთა კომლაძის აზრით, ეს ცვლილება არ უნდა ეხებოდეს თავისუფლად მიმქოცევადი ფასიანი ქაღალდების შეძენას, რადგან ბირჟებზე ვაჭრობის პროცესი გამჭირვალედ მიმდინარეობს და ფულის გათეთრების რისკებიც ანულირებულია.
“ჩვენ ვთავაზობთ, რომ ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ ნებისმიერი უცხოური კომპანიის თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ყიდვა შეძლოს და არ გადაიხადოს ამისთვის დამატებით 15%. ასევე ვთავაზობთ, რომ საინვესტიციო და საბროკერო კომპანიებს, საპენსიო ფონდებს გაუთავისუფლოს უცხოეთში სხვა ნებისმიერ არამარტო ბირჟაზე, არამედ სხვა კომპანიაში წილების ყიდვა-გაყიდვა. მათ 15%-ით უძვირდებათ ეს საქმიანობა. ამიტომ შეთავაზება გვაქვს, რომ ასეთი კომპანიები მაინც გაათავისუფლონ ამ ტიპის დაბეგვრისგან”- აცხადებს შოთა კომლაძე.
  ესტონური მოდელის უცხოურ ინვესტიციებზე გავლენის შეფასებისას შოთა კომლაძე მიიჩნევს, რომ ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის 100%-იანი გამოქვითვით მიღებული სარგებლის დაკარგვა, იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში ელოდებიან მოგებაზე გასვლას, იქნება შემზღუდველი, თუმცა გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის მოდელი ნამდვილად იქნება მასტიმულირებელი. რაც შეეხება კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ სირთულეებს,  მისი მოსაზრებით, ადაპტაციის პერიოდი ცალსახად იქნება და ასევე ძნელი სათქმელია მცირე და საშუალო ბიზნესითვის ადმინისტრაციული თვალსაზრისით იქნება თუ არა ახალი მოდელი უფრო მარტივი.
“ჩვენ თხოვნაც გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან, რომ პირველივე თვეებში ნუ გამოიყენებენ მკაცრ დამოკიდებულებას ბიზნეს სუბიექტების მიმართ იმიტომ, რომ ბევრს თვითონ კანონში არსებული ფორმულის გათავისებაც უჭირს დროიდან ან რესურსიდან გამომდინარე. რამდენიმეთვიან გარდამავალ პერიოდს გადაივლიან და ადვილად აუღებენ ალღოს. ადმინისტრირება არამგონია გაიოლდეს წელიწადში ერთხელ დეკლარაციას აბარებდნენ და ახლა თვეში ერთხელ უწევთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცირე კომპანიებს უფრო ადვილი ოპერაციები აქვთ”- ამბობს შოთა კომლაძე.
   შეჯამების სახით, შეიძლება ითაქვს, რომ ესტონური მოდელის დანერგვა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით. ყველა თანხმდება რომ მოდელი განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოგების გადასახადის რეფორმით მიღებული ეფექტები ესტონეთში გაცილებით თვალშისაცემია ვიდრე ეს იქნება საქართველოში, რაც აიხსნება ქვეყნებს შორის საგადასახადო გარემოს განსხვავებიდან გამომდინარე. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ესტონური მოდელის დანერგვით მიღებული ეფექტები საქართველოში უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული და გარკვეულ დაშვებებს ეფუძნება. როგორც ეკონომისტები და ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ მნიშვნელოვან დადებით შედეგებს მოდელი საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში გამოიღებს, იქამდე კი მთვარობამ არ უნდა გაზარდოს მნიშვნელოვნად ადმინისტრაციული ხარჯები და ამგვარად იზრუნოს საბიუჯეტო დეფიციტის შევსებაზე და არა გაზრდილი აქციზის გადასახადებით, რომლის ცვლილებაც სპონტანურად, ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე განხორციელდა. მეორე უმთავრესი საკითხი არის ხარვეზები მოდელში და ბიზნესის მხრიდან მზაობა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლოა გაუმარტივდეთ დეკლარაციის შევსების პროცედურები, თუმცა თვისებრივად ახალ მოდელზე გადასვლა მათი მხრიდან დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და სანამ კომპანიის ფინანსური მენეჯერები გაერკვევიან ახალ სისტემაში გარკვეული ადაპტაციის პერიოდი არის საჭირო. როგორც ირკვევა, მოდელის დანერგვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და მნიშვნელოვანია მთავრობის სწორი კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან. ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება რასაც მთავრობა გეგმავს, რომ განახორციელოს უნდა იყოს თანხვედრაში ბიზნეს სუბიექტების ინტერესებთან და უნდა მიიღებოდეს ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად. 


ავტორი: ქეთევან მელქაძე

წაკითხულია
5830
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

მცირე ბიზნესს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოსავლების სამსახური განსხვავებულად განსაზღვრავენ. საქსტატის მიერ განხორციელებული ცვლილება ბიზნესის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში  თავსებადია ევროკავშირის მეთოდოლოგიასთან. თუმცა, შემოსავლების სამ

16 ივნისი 2017 | 17:48 ბიზნესი ვრცლად
„ესტონური მოდელის“ ქართული პერსპექტივები

„ესტონური მოდელის“ ქართული პერსპექტივები

მთავარი რამ, რასაც „ესტონური მოდელის“ დანერგვა ითვალისწინებს - გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებაა საგადასახადო ტვირთისგან.„ესტონური მოდელის“ დანერგვის შემდეგ საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი ნაწილობრივ გათავისუფლდებიან მოგების გადასახა

04 იანვარი 2017 | 14:55 ეკონომიკა ვრცლად
ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეების დასახმარებლად EBRD -სა და EIB-თან  მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს

ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეების დასახმარებლად EBRD -სა და EIB-თან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ახალ რეგულაციებზე ადაპტაციას ბევრ შემთხვევაში საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ. რამდენიმე საჯარო უწყება ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მეწარმეებისთვის ახალი ფინანსური დახმარების იდეას ამუშავებს.

28 მარტი 2015 | 19:10 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner