Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

banner
01 ივლისი 2014 | 11:21 სოფლის მეურნეობა

გლეხი თავად უნდა მივიდეს ლაბორატორიაში და არა ლაბორატორია გლეხთან - ასეთია სურსათის უვნებლობის სააგენტოს პოზიცია

გლეხი თავად უნდა მივიდეს ლაბორატორიაში და არა ლაბორატორია გლეხთან - ასეთია სურსათის უვნებლობის სააგენტოს პოზიცია

 
სურსათის უვნებლობის  ქართული კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნებსა და ევროკავშირის სტანდარტებით სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზე სურსათის უვნებლობის სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, კახა სოხაძეს ვესაუბრეთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
 
"უნდა მივეჩვიოთ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ცხოვრების სტილს და მოთხოვნებს. განვიხილოთ გლეხის ოჯახი:  ვთქვათ, მან დაამზადა რაღაც რადენობის ყველი, რომელიც გამზადებულია ბაზარზე გასატანად. მას შეუძლია ამ რაოდენობიდან ლაბორატორიაში წესის დაცვით გამოიკვლიოს ეს ყველი. თუ შედეგები მისაღებია და შესაბამისობაშია, შემდგომში ნებისმიერი მარკეტი მას მიიღებს". 
 
 
- რა გზა უნდა გაიაროს გლეხმა და მეწარმემ  დღეს, ახალ რეალობაში, მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, იმისთვის, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტი  სუპერმარკეტმა მიიღოს? სად და ვის უნდა შეამოწმებინოს უვნებლობის პარამეტრებზე მწარმოებელმა მაგალითად, ყველი?
 
- სურსათის უვნებლობის კანონით, იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დაცული იყოს, სურსათის უვნებლობის ადეკვატური კონტროლი უნდა არსებობდეს.  ნებისმიერი სახის სურსათი, რომელიც ხვდება ბაზარზე და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, სახელმწიფო  კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო  კონტროლი სხვადასხვა მექანიზმებით ხორციელდება. 
არსებობს სურსათის წარმოების ჰიგიენის წესი, რომელსაც ყველა მეწარმე  უნდა აკმაყოფილებდეს. კანონი მარკეტს ავალდებულებს, რომ დახლებზე მხოლოდ და მხოლოდ უვნებელი სურსათი განათავსოს. 
 
- თუ გლეხი, ან ფერმერი არაორგანიზებულად აწვდის მარკეტს პროდუქციას და არ არის სტაბილური მიმწოდებელი, პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება და ჰიგიენის მოთხოვნების შესრულება მასაც მოეთხოვება?
 
- თუ მეწარმე მარკეტს სტაბილურად აწვდის პროდუქციას, მაშინ ეს არის წარმოება და მასზე პირდაპირ ვრცელდება ჰიგიენის მოთხოვნები. ეს ეხება შენობას, სადაც ხდება სურსათის წარმოება, მის ტექნიკურ აღჭურვას, ტექნოლოგიურ პროცესებს, პერსონალს, მის ჰიგიენას და საწარმოში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის საკითხებს, ნედლეულს და მის კონტროლს, მზა პროდუქციის კონტროლს, ეტიკეტირებას, დაფასოების და ტრანსპორტირების საკითხებს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას სჭირდება ტრანსპორტირება,  დაცული უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი. ამ ყველაფრის დაცვით უნდა მოხდეს სურსათის წარმოება. შეიძლება მცირე მეწარმეც სისტემატურად ოპერირებდეს ბაზარზე.
თუ გლეხი გარკვეული ინტერვალებით აწვდის საკუთარ პროდუქციას ბაზარს, მას შეუძლია მის მიერ ნაწარმოები სურსათი ლაბორატორიულად შეამოწმოს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი აკმაყოფილებს ქვეყანაში არსებულ მოთხოვნებს, მას ექნება უფლება, რომ პროდუქცია სამომხმარებლო ბაზარზე განათავსოს.
 
- სად არის განთავსებული საქართველოს რეგიონებში ისეთი ლაბორატორიები, რომელიც იკვლევს რძის და ყველის ხარისხს, ზოგადად რძის პროდუქტებს მიკრობიოლოგიურ დონეზე?
 
- აქ ხარისხზე არ არის საუბარი. აქ საუბარია პროდუქტის უვნებლობაზე. ეს პარამეტრები რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ესენია: მიკრობიოლოგიური პარამეტრები, სანიტარული მაჩვენებლები და პათოგენური მიკროორგანიზმების შემცველობა, რომელიც შემდგომ ადამიანის ჯანმრთელობაზე არსახარბიელოდ  აისახება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ლაბორატორია, რომლის ცენტრალური ოფისი ვაშლიჯვარში მდებარეობს. მას ასევე აქვს აღჭურვილი ფილიალები ყველა რეგიონულ ცენტრში: ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, ამბროლაურში და ა. შ. ჩვენი ლაბორატორია ახლაც გადის გადაიარაღების პროცესს იმისთვის, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღოს. გარდა ამისა,  ქვეყანაში ოპერირებს სხვადასხვა კერძო ლაბორატორიები. ასეთი ლაბორატორიები არის აჭარაში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და თბილისში.
 
- იქნებ აგვიხსნათ, შემოწმების რამდენი საფეხური უნდა გაიაროს მაგალითად, ყველის მწარმოებელმა? ვიცით, რომ ფერმერები საკმაოდ დაბნეულები არიან, რადგან გახშირდა შემთხვევები, როდესაც მაღაზიები უვნებლობის დამადასტურებელ ცნობებს სთხოვენ ფერმერებს, მათ კი არ იციან, ზუსტად სად და როგორ უნდა გაიარონ ასეთი შემოწმება და რამდენმა უწყებამ უნდა მისცეს მათ უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
- უნდა მივეჩვიოთ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ცხოვრების სტილს და მოთხოვნებს. განვიხილოთ გლეხის ოჯახი:  ვთქვათ, მან დაამზადა რაღაც რაოდენობის ყველი, რომელი გამზადებულია ბაზარზე გასატანად.  მას შეუძლია ამ რაოდენობიდან ლაბორატორიაში წესის დაცვით გამოიკვლიოს ეს ყველი. თუ შედეგები მისაღებია და შესაბამისობაშია, შემდგომში ნებისმიერი მარკეტი მას მიიღებს. 
 
- სხვა ცნობა არ სჭირდება? 
 
- არა, სხვა ცნობა არ სჭირდება. თუმცა, მთელი პარტია უნა იყოს გამოკვლეული შერჩევითი პრინციპით.
 
- რა ფასები აქვთ ლაბორატორიებს? 
 
- ფასები  სხვადასხვაა. თუმცა, შემიძლია დარწმუინებით გითხრათ, რომ კატასტროფული ფასები არ არის. სახელმწიფო ლაბორატორიების მომსახურება კერძო ლაბორატორიების მომსახურებასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია.
 
- რაც შეეხება, მაგალითად ხორცის პროდუქტების კვლევას?
 
- ჩვენს ქვეყანაში არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებს ყველა სახის სურსათისათვის. ეს გახლავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის N301 ნ ბრძანება,  სადაც ეს მაჩვენებლები არის გაწერილი. ამის შესაბამისად დგინდება სხვადასხვა სურსათის შესაბამისობა ამ მოთხოვნებთან. ამ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს სურსათის მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები. 
 
- ევროკავშირის მოთხოვნებთან როგორ შესაბამისობაში მოდის ეს ჩვენი ადგილობრივი სტანდარტი, ანუ ამ ბრძანების მოთხოვნები?      
 
- რაიმე დიდი განსხვავება ევროპულ მოთხოვნებსა და ჩვენთან არსებულ მოთხოვნებს შორის არ არის. უბრალოდ, ევროპულ მოთხოვნებში არის ის ახალი მიკრობიოლოგიური საფრთხეები, რომლებიც ჩვენს ნორმალტიულ დოკუმენტში არ ნორმირდება. ცვლილებები მზადდება და ეს პარამეტრები ქართული კანონმდებლობითაც იქნება რეგულირებული.   
 
- როდის აისახება ქართულ კანონმდებლობაში ევროპული რეგულაციები კონკრეტულად ცხოველურ საკვებთან მიმართებაში?
 
- სურსათის უვნებლობის სტრატეგიის ამოქმედების ვადა არის 2020 წელი. ანუ ამ დრომდე უნდა მოხდეს კანონმდებლობის დაახლოება სხვადასხვა მიმართულებით. 
 
-ცხოველურ საკვებთან მიმართებაში როდის უნდა მოხდეს კანონმდებლობის დაახლოება, ანუ ევრორეგულაციების ასახვა ჩვენს კანონმდებლობაში?                       
 
- ეს უნდა მოხდეს 2014 – 2015 წლებში. თუმცა, შემდგომ წლებშიც გაგრძელდება ეს პროცესი. ჩვენ რატომღაც შიშით ვუყურებთ ამ პროცესს. მართალია, ეს პროცესი გარკვეულ ცვლილებებს, გარკვეულ შრომას, გარკვეულ დანახარჯებს და გარკვეული რესურსების ჩადებას მოითხოვს, მაგრამ ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი მომხმარებლის ჯანმრთელობა, ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობა იქნება დაცული.          
 
- აკეთებენ თუ არა ჩვენი ლაბორატორიები ჰისტამინის კვლევას თევზის პროდუქტებში?            
 
- საქართველოში ჰისტამინის კვლევა მინიმუმ, 2 წელია მიმდინარეობს. ასეთი ლაბორატორიები არის ფოთში და ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. 
 
- ითხოვს თუ არა ევროპა მაგალითად, ატმის შიგთავსის შემოწმებას?  
 
- ითხოვს და ძალიან მაღალ დონეზე. მათ აქვთ ჩვენი სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამსახურის მსგავსი ევროკავშირის კომპეტენტური სამსახურები და ისინი ახორციელებენ  კონტროლს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე. ევროკავშირში რეგულაციების სახით არის დამტკიცებული მარკეტინგული სტანდარტები სხვადასხვა პროდუქტების მიმართ, სადაც რეგულირდება მაგალითად ნაყოფის ზომა და კალიბრი. მათ აქვთ ამის შესამოწმებელი სპეციალური აღჭურვილობა. ეს ეხება ხარისხობრივ მოთხოვნას, ეს არ ეხება უვნებლობის მოთხოვნას. უვნებლობის მოთხოვნები ცალკეა. ოფიციალური კონტროლისას ამოწმებენ პროდუქტში პესტიციდების შემცველობასაც. 
 
- სად ხდება კონტროლი, საბაჟოზე, როდესაც პროდუქტი ქვეყანაში შედის, თუ იმ ქვეყანაში,  საიდანაც ხდება მისი ექსპორტი?
 
- იქ შემუშავებულია სასაზღვრო და ქვეყნის შიდა კონტროლის ჯერადობები. შესაძლებელია, კონტროლი განხორციელდეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ან თუ გაიარა ეს ერთი შემოწმება, შემდგომში პროდუქტი შემოწმდეს ქვეყნის შიგნით, ბაზარზე განთავსებისას. რაც შეეხება უვნებლობის მოთხოვნებს, ისინი იღებენ ნიმუშებს  და მას ლაბორატორიულად იკვლევენ.
 
- როგორ უნდა დაუმტკიცოს ქართველმა გლეხმა  ან პლანტატორმა, რომ მის მიერ მოყვანილი ატმის ან პომიდვრის მოსავალი არის უვნებელი, რომ ის შეიცავს პესტიციდების ევროკავშირის სტანდარტით დასაშვებ ნორმებს?
 
- ამის დამტკიცება  შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით. ამისთვის გადიან  ჩვენი ლაბორატორიები საერთაშორისო აკრედიტაციის პროცედურებს. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიამ მიიღო ანსის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი.   
 
 
ესაუბრა ლიკა ბასილაია
 

წაკითხულია
2801
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

იანვრიდან ევროპაში ქართული თაფლის  ექსპორტი შესაძლებელი გახდება

იანვრიდან ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლებელი გახდება

FAO-ს ექსპერტებთან ბოლო შეხვედრის დროს ყველა მაჩვენებლის (ანტიბიოტიკების, პესტიციდებისა და მძიმე მეტალების) კვლევის მეთოდების ვალიდაციის პროცესი დასრულდა.

23 დეკემბერი 2015 | 17:39 სოფლის მეურნეობა ვრცლად
კერძო ლაბორატორიები სახელმწიფო ლაბორატორიას მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებენ

კერძო ლაბორატორიები სახელმწიფო ლაბორატორიას მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებენ

"ძალიან დიდი ზარალი მოგვადგა: დაგვაჯარიმეს 1000 ლარით, 32 ნიმუში ავიღე ლაბორატორიული კვლევისთვის, თითოეულში დაახლოებით 70 ლარი გადავიხადე. ამას დაუმატეთ პროდუქციის საწყობში შენახვის ხარჯი და ისიც, რომ 19 ტონამდე ფარში დღემდე ისევ დალუქულია. კომპანია, ფაქ

05 ივნისი 2015 | 20:26 ბიზნესი ვრცლად
ინოვაციური წარმოების მხარდასაჭერად სამრეწველო ლაბორატორიების გარდა წელს ტექნო პარკიც შეიქმნება

ინოვაციური წარმოების მხარდასაჭერად სამრეწველო ლაბორატორიების გარდა წელს ტექნო პარკიც შეიქმნება

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების Fab Lab-ის (fabrication laboratory) დაფუძნებას მოითხოვს. ინივაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში უახლესი დანადგარებით აღჭურვილი სამრეწველო

10 აპრილი 2015 | 15:59 ეკონომიკა ვრცლად
 „ევროპული სტანდარტების დანერგვა პროდუქციას გააიაფებს“

„ევროპული სტანდარტების დანერგვა პროდუქციას გააიაფებს“

2015 წლის 1 იანვრიდან რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა საწარმოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემა უნდა დანერგონ.

23 დეკემბერი 2014 | 19:00 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

ის blackhat hacker-ი იყო, ე. წ. შავი ქუდი - ის, ვინც კომპიუტერებს და ვებგვერდებს ტეხავს. სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრშიც სწორედ თავისი ნიჭის წყალობით მოხვდა. 16 წლის ასაკში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაღალჩინოსანი იყო. მიხვდით ალ

banner
banner
banner
banner