სასაკლაოებზე HACCP-ის დანერგვის ვადამ 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიწია
HACCP-ის სტანდარტით აღჭურვილი 2 მსხვილი სასაკლაო კი ისევ გაჩერებულია
სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული სასაკლაო, სადაც ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა N2 გაიცემა, ბევრი რაიონის მსგავსად არც მესტიაშია. ადგილობრივმა ფერმერმა სავაჭრო ობიექტში საკუთარ ფერმაში გაზრდილი საქონლის ხორცი რომ შეიტანოს, ამისთვის ზემო სვანეთიდან ძროხა უახლოეს სასაკლაოზე - 150 კმ-ის მოშორებით, ზუგდიდში უნდა ჩაიყვანოს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხოველთა დაკვლის მომსახურების ბაზარზე ასეთი ჩავარდნა დროებითია და როგორც კი ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდება, გაჩნდება მიწოდებაც. ზემო სვანეთში ერთი ასეთი მიმწოდებელი უკვე გამოჩნდა.
"სასაკლაოს მშენებლობა უკვე დაწყებული გვაქვს და 1 თვეში დასრულდება. აქ დიდი მოთხოვნა არ არის, ამიტომ დიდი სასაკლაოს გაკეთებას არ ვაპირებთ. თვეში, სავარაუდოდ, 30 ძროხა დაიკვლება და სასაკლაოც კვირის განმავლობაში 1 ან 2 დღის განმავლობაში იმუშავებს," - ამბობს თორნიკე ნაკანი, რომელიც სასაკლაოს მესტიაში აშენებს. მშენებლობაზე დააახლოებით 40 000 ლარი დაიხარჯა. სასაკლაოზე HACCP-ის სისტემაც უნდა დაინერგოს, რისთვისაც დამატებითი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. მეწარმე ამბობს, რომ ხარჯი ჯერ ზუსტად არა აქვს დათვლილი და არც ის იცის, რომელიმე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი სესხის აღება თუ შეუძლია. სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რომ ბანკიდან კრედიტის აღება აუცილებლად მოუწევს.
სამტრედია-აბაშის საზღვარზე, ცხენისწყლის ხიდთან, სასაკლაოს აშენებას აპირებს ოლეგ გაბრიჭიძეც. მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის დაახლოებით 2 თვეში დასრულდება. მეწარმის გათვლით, სასაკლაოს მოწყობას დაახლოებით 300 000 ლარი დასჭირდება. სახელმწიფო პროგრამისთვის არც მას მიუმართავს. “სახელმწიფო პროგრამებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება არ მაქვს. “დანერგე მომავალს” მივმართე და ამ პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული ნერგის ფასი ჩემთვის ძალიან ძვირი იყო. სასაკლაოსთვის გარკვეული ტექნიკა უკვე ვიყიდეთ. HACCP-ის სისტემაც უნდა დავნერგოთ. როცა გვითხრეს, რომ ამ სისტემის დანერგვა სავალდებულოა, ვიფიქრეთ, რომ ეს ზედმეტი და არასაჭირო თავისტკივილი იყო. ახლა საქმის არსში კარგად გავერკვიეთ და HACCP-ის დანერგვა ნამდვილად საჭირო და აუცილებელია. მე და ჩემს პარტნიორს სესხის აღება გვინდა. მქონდა იმედი, რომ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ფარგლებში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხით ან გრანტით ვისარგებლებდით, მაგრამ ამაოდ. სახელმწიფო პროგრამები ჩვენთვის ძვირია,” - ამბობს ოლეგ გაბრიჭიძე.
სასაკლაოების მოწყობას აფინანსებს პროგრამა “აწარმოესაქართველოში”. თუმცა, ამშემთხვევაში, ერთისესხისმოცულობა $600 000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
HACCP-ის დანერგვის საკონსულტაციო ფასი 5 000-50 000ლარის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია საწარმოს ზომას და წარმოების პროცესის სირთულეს. ამ სტანდარტის დანერგვის დაწყებამდე აუციელებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.
სოფლი სმეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოებისთვის HACCP-ის სტანდარტების დანერგვი სთანადაფინანსებას ითვალისწინებს “შეღავათიან იაგროკრედიტის” პროგრამა. სააგენტო აფინანსებს საკონსულტაციო მომსახურების საერთო ღირებულების 30%-ს, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა. საერთო ღირებულების 20%-ს აფინანსებს თავად ბენეფიციარი. ამასთან, სააგენტოს თანადაფინანსების გამოყოფი სწინაპირობაა ბენეფიციარის მიერ HACCP-ის სტანდარტების დანერგვის საერთო ღირებულების არანაკლებ 70%-ის მოძიების დადასტურება.
ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა მტკივნეული, კარგად იცის ევროკავშირმაც და აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტზე დახმარების ახალი პროგრამის -DCFTA Facility შესახებ გამოაცხადა. პროგრამა წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მანქანა-დანადგარების შესაძენად საჭირო თანხების ბანკებიდან გამარტივებული პირობებით მიღებასა და გრანტებს ითვალისწინებს. პროგრამას ევროკავშირი საინვესტიციო ბანკსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად განახორციელებს. როგორც EBRD-სწარმომადგენლობაში eugeorgia.info-სგანუცხადეს, 2016 წლის მაისისბოლოსთვისსაერთაშორისოინსტიტუტიგეგმავსთბილისშიდიდიფორუმისგამართვას, სადაცმოწვეულადგილობრივმეწარმეებსპროგრამისპირობებსგააცნობენ. ივნისშიკიგანაცხადებისმიღებადაიწყება.
რა არის HACCP
სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ცხოველთა/ფრინველთა სასაკლაოებს HACCP-ის ( Hazard Analysis Critical Control Point) - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას ავალდებულებს. სახელმწიფომ HACCP-ის სისტემის დანერგვის ბოლო ვადად თავდაპირველად 2015 წლის 1 იანვარი განსაზღვრა, შემდეგ 2016 წლის 1 იანვარი, ახლა კი ეს ვადა 2017 წლის 1 იანვრამდე გადაწია.
HACCP -ი მეცნიერულად დასაბუთებული მართვის ორგანიზებული სისტემაა, რომელიც საფრთხეების დადგენას და მათი კონტროლის შედეგად უვნებელი სურსათის წარმოებასითვალისწინებს. ყოველი კონკრეტული საწარმოო ხაზის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მასში იმ „წერტილების“ გამოვლენახდება, რომელზეც რაიმე შეცდომამ, მოუფრთხილებლობამ, შემთხვევითობამ, უნიათობამ ან სხვა გარემოებამ შეიძლება საბოლოო პროდუქტის დაბინძურება ან გაფუჭებაგამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი საბოლოო პროდუქტის უვნებლობისთვის „კრიტიკულიწერტილია“ და მასზემუდმივი კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს.
საქართველოში ცხოველთა 90 ლიცენზირებული სასაკლაოა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, HACCP-ის სისტემა მათგან სრულყოფილად მხოლოდ 3 სასაკლაოს აქვს დანერგილი - "იბერმითჯორჯიას", შპს "ლაშარელას" და ინდმეწარმე ნაზი გაბრიჭიძეს. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა საერთოდ არ აქვს დანერგილი 15 სასაკლაოს. დანარჩენ სასაკლაოებზე კი სისტემის დანერგვა დაწყებულია, თუმცა, ჯერ დასრულებული არ არის.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს სასაკლაოები HACCP-ის არქონის გამო დააჯარიმა და ამ სისტემის დანერგვისთვის გარკვეული ვადაც მისცა. "2016 წლის დასაწყისში საწარმოები ისევ შევამოწმეთ. მათ უმრავლესობას HACCP-ის დანერგვა დაწყებული აქვთ, მაგრამ პროცესი ჯერ კიდევ არ აქვთ დამთავრებული. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ ეს პროცესი დაასრულონ. ამ სისტემის დანერგვა 1 დღეში არ ხდება, მას დრო სჭირდება. სასაკლაოების ნაწილს 2016 წლის იანვარში ნახევარი წლით პირობითი აღიარება მიენიჭათ. ივლისში მათ ისევ შევამოწმებთ და თუ მათი მუშაობა სურსათის უვნებლობასთან შეუთავსებელი არ იქნება, პირობითი აღიარება კიდევ ნახევარი წლით გაუგრძელდებათ. ამ ვადას ადგენს კანონი და ჩვენ ვალდებული ვართ, ის დავიცვათ. ის სასაკლაო, რომელსაც 2017 წლისთვის HACCP სრულფასოვნად არ ექნება დანერგილი, ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს,"- აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანა გემაზაშვილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "მესხეთ პროდაქტი" იმ სასაკლაოების ჩამონათვალშია, რომელმაც HACCP-ის სისტემა სასაკლაოზე უკვე დანერგა, მაგრამ სისტემა ჯერ სრულყოფილი არ არის. "მესხეთ პროდაქტის" სასაკლაო ასპინძაში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მის მშენებლობასა და იქ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვაში 1 მილიონამდე ლარის ინვესტიციაა ჩადებული. სასაკლაო დღე-ღამეში 60-80 სული მსხვილფეხა საქონლის, 100-120 ღორის და 200-250 ცხვრის დაკვლაზეა გათვლილი. ერთი ძროხის დაკვლა 35 ლარი ღირს, ღორის და ცხვრის კი - 10 ლარი. "კვირაში მხოლოდ 2 დღეს ვისვენებთ. ჩვენ საკუთარი ფერმა გვაქვს და ახალი ხორცით ვამარაგებთ მაღაზიათა ქსელ "სმარტს", ჰიპერმარკეტ “გუდვილს”, რესტორან "თაღლაურას". საქონლის დაკვლის მსურველ მომხმარებელსაც ვემსახურებით. მას შემდეგ, რაც ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2 და HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა, მომხმარებელთა რაოდენობაც იზრდება," - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში შპს "მესხეთ პროდაქტის" მენეჯერი, ტრისტან ციხელაშვილი.
მომხმარებელთა სიმცირეს არ უჩივის არც შპს "ქართული ხორცის პროდუქტები", რომელსაც სასაკლაო თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში აქვს მოწყობილი. სასაკლაო 2008 წელს, 300 000-ლარიანი ინვესტიციით და USAID-ის ტექნიკური დახმარებით აშენდა. აქ 8 სთ-ის განმავლობაში 30 ძროხის დაკვლა შეიძლება. "HACCP-ის სისტემას ახლა ვნერგავთ და მალე ის სრულყოფილად ამოქმედდება. იმისთვის, რომ სისტემა დაგვენერგა, რეკონსტრუქციის ჩატარება, გასახდელების მოწყობა და 4000-მდე ლარი დაგვჭირდა. ჩვენს სასაკლაოზე მხოლოდ ძროხა იკვლება, თვეში 10 000-მდე სული. ერთი ძროხის დაკვლის საფასური ზომის მიხედვით, 10-15 ლარია. აქ ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ამიტომ საქონლის ხორცზე მაღალი მოთხოვნაა. მომხმარებელი ახმეტიდან და გურჯაანიდანაც მოდის," - აცხადებს "ქართული ხორცის პროდუქტების" წარმომადგენელი, ელდარ მილდიანი.
წვრილი და საშუალო ზომის კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებსაც HACCP-ის დანერგვა, მისთვის საჭირო თანხის მოძიება და უკვე აშენებული საწარმოების გადაკეთება უწევთ, სრულიად განსხვავებული პრობლემა აქვთ დიდ სასაკლაოებს: ამ დროისთვის გაჩერებულია ქვეყნის 2 უდიდესი სასაკლაო - "ახალციხე აგროფუდი" და "იბერმითი". ორივე მათგანს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასაკლაო აქვს და HACCP-იც სრულყოფილად აქვს დანერგილი.
"ახალციხე აგროფუდი" ახალციხის რაიონის სოფელ სხვილისში, 2012 წელს აშენდა. ერთობლივი ქართულ-დანიურ-აზერბაიჯანული ინვესტიციის სახით საწარმოში 6 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული. საწარმოს მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ დღემდე ის ვერ ფუნქციონირებს. "საწარმოს მუშაობა წამგებიანი რომ არ იყოს,დღეში 200 სული საქონელი უნდა დაიკლას.სასაკლაოექსპორტზეა გათვლილი, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის მუშაობა საწარმოსთვის წამგებიანია. თურქეთი და ზოგადად, ისლამური ქვეყნები, სადაც საქონლის ხორცი კარგად იყიდება, ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია. თურქეთში ხორცის შეტანაზე გვქონდა კვოტა - 5000 ტონა. ის გაუქმდა და ველოდებოდით ახალი კვოტის შემოღებას. რამდენიმე თვის წინ თურქეთმა მის ბაზარზე ხორცის შეტანის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებისთვის ახალი კვოტები განსაზღვრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანის უყურადღებობის გამო საქართველო ამ სიაში ვერ მოხვდა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და 10 მაისისთვის სასაკლაოც ამოქმედდება,“ - აცხადებს "ახალციხე აგროფუდის" დირექტორი, ნუგზარ სარჯველაძე.
"ახალციხე აგროფუდი" პარალელურად კიდევ რამდენიმე ბაზარს სწავლობს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანთან და ერაყთან. ერაყში, ქალაქ ერბილში საცდელი პარტიის სახით 2 ტ ხორცი გაიტანეს. კომპანიას იმედი აქვს, რომ ერაყში ხორცის შეტანაზე საქართველოსთვის კვოტის გამოყოფის შემდეგ იქ ფეხს წარმატებით მოიკიდებს.
კვოტების გამოყოფას ელოდება კიდევ ერთი დიდი სასაკლაო - "იბერმითიც". საწარმო მთლიანად ქართული ინვესტიციითაა აშენებული, მასში დაახლოებით 8 მლნ ლარამდე თანხა ჩაიდო. "იბერმითი" მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში 2010 წელს გაიხსნა, 2013 წლის დასაწყისში კი გაჩერდა. "სასაკლაოს მუშაობა რენტაბელური რომ იყოს, დღეღამეში 100-150 სული საქონელი უნდა დაიკლას. ხორცი ექსპორტზე თუ არ გავა, საწარმოს ამუშავებას აზრი არა აქვს. ამიტომ "იბერმითი" ისევ გაჩერებულია. ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზრები ირანი, ყატარი და ერაყია. "იბერმითის" მენეჯმენტი ახლა ამ ქვეყნების მხრიდან კვოტის დადგენას ელოდება," - აცხადებს "იბერმითის" ტექნიკური დირექტორი, ირაკლი ადეიშვილი.
"ჩემთვის გაურკვეველია, რა ტიპის კვოტაზეა საუბარი. თურქეთში საქონლის ხორცის შეტანაზე კვოტა არასოდეს გვქონია. ამ ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, მაგრამ ამ შეთანხმებიდან საქონლის ხორცი ამოღებულია: თურქეთს ეს ბაზარი ჩვენთვის არ გაუხსნია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ხორცის შეტანის უფლება არ გვაქვს. ხორცის შეტანა შეგვიძლია, მაგრამ ის საბაჟო შეღავათით ვერ ისარგებლებს. თურქეთთან ასეთი ტიპის კვოტა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რეჟიმით უნდა დარეგულირდეს. ამ საკითხზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. ირანთან, ერაყთან და ყატართან კი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საერთოდ არ გვაქვს," - ამბობს მარიამ გაბუნია, ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, - "არსებობს კვოტის კიდევ ერთი სახე. ზოგიერთ ქვეყანას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში გარკვეული ტიპის პროდუქცია კვოტირებული აქვს. შესაძლოა, ამ კვოტაზე იყოს საუბარი. ჩვენთვის არავის მოუმართავს და უთქვამს, რომ რომელიმე ქვეყანაში ხორცის შეტანისას პრობლემა ექმნებათ. ეს ახლა პირველად თქვენგან მესმის. არ ვიცი, რა ტიპის პრობლემაა და ვის კომპეტენციას განეკუთვნება ის. ამაზე რეაგირება ახლა არ შემიძლია".
ციფრები
2014 წელს საქართველოში ცხოველთა/ფრინველთა 77 სასაკლაო ფუნქციონირებდა
სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 12 192 პირუტყვის დაკვლა იყო შესაძლებელი.
2014 წელს სასაკლაოებში 24 0438 სული პირუტყვი დაიკლა, მათი 77% მსხვილფეხა საქონელი იყო, ხოლო 23% - წვრილფეხა.
სასაკლაოებმა 2014 წელს 28 792 პირს მოემსახურნენდა 15 990 ტონა ხორცი აწარმოეს.
ამ სფეროში დასაქმებული იყო 513 ადამიანი.