banner

Sunday, 22 December
13 April 2017 | 12:22 მიხეილ კუკავა

14 აპრილი ქართული ენის დღეა

https://eugeorgia.info/uploads/blog/14 აპრილი ქართული ენის დღეა

სულ ვცდილობ, საკუთარი ტყავიდან გამოვძვრე და ქართულს გარედან შევხედო და მოვუსმინო. იმის უკეთ აღსაქმელად, რაც ძალიან გიყვარს, დისტანცირება, ჩემი აზრით, კარგი საშუალებაა. მოკლედ, ამ დისტანცირების მრავალი მცდელობის შემდეგაც ვფიქრობ, რომ ქართული სრულიად უნიკალური და ძლიერი ენაა (არ ვეთანხმები მათ, ვინც ფიქრობს, რომ ყველა ენა უნიკალურია).

1. ენობრივი უპასუხისმგებლობა და პურიტანები

ენობრივ ფაშისტებს და ე.წ. გრამატიკის ნაცებს (grammar nazis)სერიოზულად არ ვუყურებ, რადგან ენის დამახინჯება ხშირ შემთხვევაში ძალიან სადავო მოვლენაა და რაც ენის დამახინჯებად აღიქმება ხოლმე, შეიძლება სულაც არ იყოს დამახინჯება. შესაბამისად, ხშირად სასაცილოა დამახინჯებაზე ლაპარაკი და ადმინისტრირების ნებისმიერი მცდელობა (ენის პალატა და მისთ).

თუმცა ჩემთვის ნაცნობ ენებზე მოლაპარაკე ხალხების მეტყველებაზე (ქართველები, ამერიკელები, ბრიტანელები, რუსები) მრავალწლიანმა დაკვირვებამ დამანახა, რომ ენობრივი უპასუხისმგებლობა, რაზეც ეს პურიტანები ხშირად სასაცილოდ და ზოგჯერ გროტესკულად რეაგირებენ, შეიძლება მართლაც პრობლემა იყოს. როგორც ინგლისურად იტყოდნენ, ამ პურიტანებს შეიძლება ჰქონდეთ a point J.

1.1. ბარბარიზმები: „ბარბაროსული“ ენობრივი უპასუხისმგებლობა

დღეს ქართულმეტყველებაში, სამეცნიერო და ტექნიკური სიტყვათხმარების გარეშე, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება (ქართული ენის ლექსიკური ფონდი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდია), ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა. მაშასადამე, ქართული მეტყველების, დაახლოებით, მეოთხედს - ბარბარიზმები შეადგენს.

ბარბარიზმი არის საჭიროების გარეშე ნახმარი უცხო სიტყვა,  რასაც ქართულში სრულფასოვანი შესატყვისი აქვს (მაგ., „იმპლემენტაცია“, „დისკრეცია“, „სენსიტიური“, „დრაფტი“და ა.შ.).

აქ ენის დამახინჯება კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ ეს ბარბარიზმები სარეველასავით იკავებენ მათი შესატყვისების ადგილს და ამით სიტყვებს აქრობენ. რომელიმე ენაზე, მათ შორის, ქართულად მოლაპარაკეთა მსოფლგანცდას კი, ძირითადად, სწორედ სიტყვები გამოხატავენ (ამ მსოფლგანცდას დაწვრილებით ქვემოთ ვეხებით).


ბარბარიზმები არ არის:

  • უცხო სიტყვები (მაგ.,„დისტანცირება“, „სენტენცია“, „თერმოდინამიკა“ და ა.შ.);
  • სლენგი (მაგ., „გაუტყდა“, „გაწეწა“ დაა.შ.)’
  • ანგლიციზმები (მაგ., ჰეპი ენდი და ა.შ.), რომანიზმები (ა ლა კარტ) , რუსიციზმები (მაგ., „ზაუმური“, „პოგრომი“, „ჩუდაკი“და ა.შ.).

ქართულის, ან ნებისმიერი სხვა ენისთვის სრულიად მისაღებია ის სიტყვები, რომლებსაც ქართულში სინთეზური (ანუ, მოკლე და არააღწერითი) შესატყვისები არ აქვს, მაგ., ჩეკლისტი, კვანტიფიცირება და ა.შ. კვანტიფიცირების ქართული შესატყვისია „რაოდენობრივ გამოსახულებაში გამოხატვა“, მაგრამ ენა ეკონომიურობისკენ ისწრაფვის და ამხელა შესატყვისს, აშკარად, ვერ აიტანს.„კვანტიფიცირების“ შესატყვისად ზოგჯერ ვიყენებ ხოლმე

„გარიცხოვნებას“, მაგრამ ეს სიტყვა ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულა, ამიტომ მისი გამოყენებისას სულ მისი მნიშვნელობის ახსნა მიწევს.

ამდენად, ბარბარიზმი, უცხო სიტყვა და სლენგი - აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია.უცხო სიტყვები და სლენგი ენას არაფერს უშავებს, ბარბარიზმები -- ახრჩობს.

ამ ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობას ვერ გაუგია, რომ უცხო სიტყვების ენაში შემოსვლას კი არ უნდა შეეწინააღმდეგონ, არამედ -- საჭიროების გარეშე შემოტანილი უცხო სიტყვების, ანუ, ბარბარიზმების შემოსვლას.  უცხო სიტყვების გამოყენება იქ, სადაც სრულფასოვანი ქართული შესატყვისი გვაქვს, განათლების დეფიციტზე მიუთითებს (აქ, რასაკვირველია, „შორსმხედი“ -  „ტელევიზორის“, ან „ყელფანდურა“ - „ვიოლინოს“ ნაცვლად არ იგულისხმება). არ მავიწყდება, როგორ მირჩია ერთმა პროფესორმა შთაბეჭდილების მოსახდენად ერთ-ერთ ჩემს ნაშრომში ქართული სამეცნიერო ტერმინების ნაცვლად უცხო ტერმინების გამოყენება.  

როცა ამრეზით და დაცინვით ვუყურებთ ჩვენი „საყვარელი“ ბარბარიზმების ქართულ შესატყვისებს, გაიხსენეთ ჩვენი გენიალური წინაპარი, ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც დასცინოდნენ, როცა ქართულში „შვებულება“ შემოიტანა „ოტპუსკის“ ნაცვლად და „ასანთი“ – „სპიჩკის“ ნაცვლად.

სხვათაშორის, სიტყვა “ბარბარიზმი”  “ბარბაროსიდან” მოდის, რაც, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ველურ ადამიანს, კულტურის მტერს, მოძალადეს ნიშნავს. ამ ლექსიკონის მიხედვით, ჩვენი უმეტესობა, ჩემი ჩათვლით, კულტურის მტერი და მოძალადეა (სამართლიანობა ითხოვს ითქვას, რომ ზოგიერთს გვაქვს მცდელობა არ ვიყოთ ბარბაროსები).თუ  (უკეთ) დავფიქრდებით ჩვენს ამ მოძალადეობაზე, იქნებ მოვახერხოთ, რომ აღარ ვიყოთ კულტურის მტრები.

დაკვირვებამ ისიც დამანახა, რომ ხალხები, ვისაც საკუთარი ეროვნული ვინაობის შენარჩუნება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა, საკუთარ ენას ბარბარიზმებისთვის არ იმეტებს. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, საფრანგეთი, უნგრეთი, ესტონეთი (ესტონური და უნგრული ენები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან). ესტონელები და უნგრელები ისეთ საერთაშორისო სიტყვებსაც კი უძებნიან შესატყვისებს, როგორიცაა, მაგალითად,ინტეგრაცია (ფრანგებზე აღარაფერს ვამბობ),რაც, ჩემი მოკლე ჭკუით, საკუთარი ენისა და ქვეყნის უნიკალურობის გაცნობიერებას, ამ უნიკალურობის შენარჩუნების სურვილს და შემდეგ ამ სურვილის განხორციელებას მოაქვს. სურვილის განხორციელებამდე სურვილი უნდა გაჩნდეს, ამ ქვეყანაში ეს სურვილიც არ ჩანს.

მაგალითად,

რატომ უნდა ვთქვათ დისკრეცია, როცა შეიძლება ვთქვათ მიხედულობა?
რატომ უნდა ვთქვათ სენსიტიური, როცა შეიძლება ვთქვათ მგრძნობიარე?
რატომ უნდა ვთქვათ აუთლაიერი, როცა შეიძლება ვთქვათ მეგანე?
რატომ უნდა ვთქვათ კონექშენი, როცა შეიძლება ვთქვათ კავშირი?
რატომ უნდა ვთქვათ ოვერტაიმი, როცა შეიძლება ვთქვათ ზეგანაკვეთური?
რატომ უნდა ვთქვათ ატაპლენიე, როცა შეიძლება ვთქვათ გათბობა?
რატომ უნდა ვთქვათ ვიკლუჩატელი, როცა შეიძლება ვთქვათ ამომრთველი?
რატომ უნდა ვთქვათ იმპლემენტაცია, როცა შეიძლება ვთქვათ განხორციელება?
რატომ უნდა ვთქვათ კაკ მინიმუმ, როცა შეიძლება ვთქვათ სულ მცირე?
რატომ უნდა ვთქვათ კალბასი, როცა შეიძლება ვთქვათ ძეხვი?
რატომ უნდა ვთქვათ კატლავანი, როცა შეიძლება ვთქვათ ქვაბული?
რატომ უნდა ვთქვათ კაროჩე, როცა შეიძლება ვთქვათ მოკლედ?
რატომ უნდა ვთქვათ კრანი, როცა შეიძლება ვთქვათ ონკანი?
რატომ უნდა ვთქვათ პადვალი, როცა შეიძლება ვთქვათ სარდაფი?
რატომ უნდა ვთქვათ პადნოჟკა, როცა შეიძლება ვთქვათ ფეხის/სარმის დადება?
რატომ უნდა ვთქვათ პადსებია, როცა შეიძლება ვთქვათ მოქესტვა?
რატომ უნდა ვთქვათ პირატული, როცა შეიძლება ვთქვათ მეკობრული?
რატომ უნდა ვთქვათ პლასკაგუბცი, როცა შეიძლება ვთქვათ  ბრტყელტუჩა?
რატომ უნდა ვთქვათ პლატოკი, როცა შეიძლება ვთქვათ ცხვირსახოცი?
რატომ უნდა ვთქვათ პლოსკი, როცა შეიძლება ვთქვათ ბრტყელი?
რატომ უნდა ვთქვათ პრუჟინა, როცა შეიძლება ვთქვათ ზამბარა?
რატომ უნდა ვთქვათ ჟოსტკი, როცა შეიძლება ვთქვათ ხისტი?
რატომ უნდა ვთქვათ რეშოტკა, როცა შეიძლება ვთქვათ გისოსები?
რატომ უნდა ვთქვათ დირკა, როცა შეიძლება ვთქვათ ნახვრეტი?
რატომ უნდა ვთქვათ დროჟი, როცა შეიძლება ვთქვათ საფუარი?
რატომ უნდა ვთქვათ ევალიუეიშენი, როცა შეიძლება ვთქვათ  შეფასება?
რატომ უნდა ვთქვათ ეთეჩმენტი, როცა შეიძლება ვთქვათ დანართი?
რატომ უნდა ვთქვათ ზაპრავკა, როცა შეიძლება ვთქვათ გამართვა ან გაწყობა? ათასობით სხვა ბარბარიზმი?

1.2. „არაბარბაროსული“ ენობრივი უპასუხისმგებლობა

ჩემი დაკვირვებით, ენობრივი და სოციალური პასუხისმგებლობა ერთმანეთთან აშკარად დაკავშირებულია. თუ ენობრივი პასუხისმგებლობა არ გაქვს, ნაკლებად სავარაუდოა, სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩეოდე. ეს „ამბავი”ამიტომაც მაწუხებს.

ენობრივი უპასუხისმგებლობა მხოლოდ ბარბარიზმების გამოყენებით არ გამოიხატება.როგორც ვთქვი, სულ სამი ხალხის ენობრივ პასუხისმგებლობას  შემიძლია შევადარო ქართველების ენობრივი პასუხისმგებლობა: ბრიტანელების, ამერიკელების და რუსების. ქართველები, ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებით, ენობრივი უპასუხისმგებლობის რეკორდსმენები არიან. რამდენიმე „მარგალიტი“:

    • 2017 წლის 5 იანვრის 8 საათიან “მოამბეში” “საქართველოს  გაზის ტრანსპორტის კომპანიის” წარმომადგენელი ბუნებრივი აირის გაზრდილ ხარჯებთან დაკავშირებით ამბობს, რომ „მოხმარება, ბუნებრივია, ყოველ ზამთარში ხდება ისე, რომ ხარჯი არის მეტი და მოხმარებაც არის განპიროვნებული იგივე ტემპერატურებიდან გამომდინარე  და ა.შ.” (განპირობებულს და გაპიროვნებულს შორის რა დიდი განსხვავებაა, თუ შარზე არ ხარ კაცი);

    • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე 2016 წლის 26 მაისს, რუსთავი2-ის საინფორმაციო გამოშვებაში ამბობს: „ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე დიდი დღესასწაული, დღესასწაული და კარგი ლამაზი დღეა დღეს, მარა ეს ლამაზი ცხოვრებითა და ალუბალში ცხოვრებით არ მოსულა ეს დღე. ამ გმირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმაზე, რომ ქვეყნის ერთიანობისათვის თავი დასდეს”;

    • 2017 წლის 31 მარტის ცხრასაათიან “კურიერში” (“რუსთავი 2”) ერთი პოლიტიკოსი ამბობს: „მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც არ დააზარალებს პირადი უსაფრთხოების თემას”. თემა როგორ უნდა დაზარალდეს არ ვიცი;

    • მავანი ლეილა ხაჟომიას აზრით, ძველი დრო სჯობდა, რადგან მაშინ მეტი პატივმოყვარეობა იყო (პატივისცემა უნდოდა ეთქვა). “კვირის ქრონიკა” (#5, 2010წ. 1-7 თებერვალი);

    • Facebook–ით “რუსთაველის თეატრი” ავრცელებს განცხადებას, რომელიც მთავრდება მინაწერით: “მადლობთ ყურადღებისთვის, “რუსთაველის თეატრის გუნდი”;

    • აღარაფერს ვამბობ ანსამბლეაზე, პრეცენდენტზე, რეამინაციაზე, ანტრაქციონზე, ნერვოლოგზე, სკურპულოზურზე (ამას, თითქმის, ყველა შეცდომით ამბობს), პერეტრუბაციაზე, აბსოლიტურზე, შიკოლადზე, მათმატიკაზე და ა.შ (ვფიქრობდი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში განათლებაა პრობლემა, მაგრამ გაუნათლებელი ბრიტანელების/ამერიკელების ან რუსების მეტყველებაში რატომ არ ხდება იგივე ამავე მასშტაბით ამას ვეღარ ვხსნი).

 

2. უნიკალური ქართული ენა

ქვემოთ არის ჩემი რამდენიმე დაკვირვება, რაც, რა თქმა უნდა, ქართული ენის უნიკალურობის და სიძლიერის მხოლოდ ერთ მცირე ნაწილს ასახავს:

ჩემთვის ნაცნობ არცერთ ენაში (ინგლისური, რუსული) არ არის:

1. „გახსნილის” და „ღიას” ისეთი მოქნილი ცნებები, როგორიც ქართულში: ინგლისურს, მაგალითად, აქვს ერთი open (ფილოსოფიაში, ჩემი აზრით, განსაკუთრებით საჭიროა ამ ცნებების განსხვავება);
2. ქართული ზღაპრების „იყო და არა იყო რა”;
3. „უჟამო ჟამი”. დრო, რომ ფარდობითი ცნებაა, რასაკვირველია, მაშინ, როცა ეს თქვეს,  საქართველოში ვერ ეცოდინებოდათ, მაგრამ აშკარად ხვდებოდნენ, რომ ადამიანების დროის გარდა, რომელიც წარსულად, აწმყოდ და მომავლად იყოფა, არსებობს სხვა დროც. ეს წარმოდგენა ენამ შემოგვინახა. ქართული ენის გაქრობით ეს და მასთან ერთად სხვა უამრავი ხატი გაქრება;
4. „ამოფრთხობა”, რა ცვინმესთვის რაიმეს დავიწყებინებას ნიშნავს (მაგ.: რაიმე წარმოდგენის ამოფრთხობა ადამიანის გონებიდან);
5. „განმსგავსება”;
6. „დამგზავრება”;
7. „გადაკისრება”;
8.  „თავშემახსენე” (ითქმის ადამიანზე, რომელიც სხვებს თავისი პრობლემებით აწუხებს);
9. „გულნამცეცობა”, რაც, რაიმე მცირე მიზეზის გამო, დაბოღმვისკენ მიდრეკილებას აღნიშნავს;
10. „ვირეშმაკობა” რაც, მოტყუების იმ აქტს აღნიშნავს, როცა იცი, რომ გიგებენ ტყუილს, მაგრამ მაინც იტყუები;
11. „არ მიმესვლება”;
12. „გადაკოცნა”;
13. ზმნის შუალობითი კონტაქტი, რაც ზრდის ქართული ზმნის მოქნილობას, სინთეზურობას და სილამაზეს, მაგ., დავიწყებინება, გადაფიქრებინება და სხვ.

ქართულში ჯერ კიდევ 30 წლის 60,000 მხოლოდ ტექნიკური ტერმინი იყო. ტექნიკური და სხვადასხვა დარგობრივი ტერმინოლოგიის სიმდიდრით კი ქართული არაერთ ევროპულ ენას უსწრებს.

ქართული ენა განარჩევს:

1. უთანაბრობას,  უთანასწორობას და უტოლობას (მათემატიკური ტერმინი), მაშინ როცა ინგლისურს ამ სამივე სიტყვისთვის ერთი inequality აქვს;
2. საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების ისეთ მნიშვნელოვან ცნებებს, როგორიცაა,დადებითი და უარყოფითი კორელაცია, ისეთი მოქნილი და სინთეზური (ერთსიტყვიანი) შესატყვისებით განარჩევს, როგორიცაა, პირდაპირპორციული და უკუპროპორციული;
3. საკლებს, რაც არის რიცხვი, რომელსაც მეორე რიცხვი უნდა გამოაკლდეს და მაკლებს, რაც არის რიცხვი, რომელიც პირველ რიცხვს უნდა გამოაკლდეს. არითმეტიკის ეს ტერმინები არც ინგლისურს გააჩნია და არც -- რუსულს
4. ვალაუვალს გაკოტრებულისგან.

ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი უნიკალური სიტყვა არ მახსენდება...

ქართულად ძალიან მარტივად და ბუნებრივად შეიძლება ვთქვათ ის, რასაც ასევე მარტივად და ბუნებრივად ვერ ვიტყვით ინგლისურად, მაგალითად:

1. ჩაკბეჩილი ვაშლი-- an apple missing a bite. უცნაურია, რომ ისეთ მდიდარ ენას, როგორიც ინგლისურია არ შეუძლია სიტყვების ისეთი მარტივი კომბინაციის მარტივად გადმოცემა, როგორიც ჩაკბეჩილი ვაშლია. მოკლე შესატყვისი - a bitten apple - არაბუნებრივადჟ ღერს. მაგალითად, ცნობილი კომპანიის „ეფლის“ სიმბოლო ინგლისურად არის apple missing a bite on one side/an apple with a bite out of it;
2. გადაჯდომა -- change your seat to the other end of the sofa/ switch to the other side/switch seats (ვინმეს ადგილი გაუცვალო);
3. ყელი -- გარედან და არა შიგნიდან. შიგნიდან ყელი არის throat, მაგრამ ის, რაც გარედან არის ყელი,ინგლისურად ხუთელემენტიანი ფრაზით ითქმის: the front of one’s neck;
4. თავს ამეტებდე (ვინმეს) -- offend by superiority. ინგლისურს მხოლოდ ეს ანალიტიკური (აღწერითი) შესატყვისი აქვს;
5. გაუყიდო (ვინმეს რამე) --sell out from under smb.

კიდევ რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რასაც მე არ გადავწყდომივარ.

საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებში მნიშვნელოვანია, მაგალითად, უთანაბრობის და უთანასწორობის, პირდაპირპორციულის და უკუპროპორციულის, ვალაუვალის და გაკოტრებულის სინთეზური შესატყვისებით განსხვავება. ამისთვის ინგლისურში ანალიტიკური, ანუ აღწერითი, შესატყვისებია საჭირო. რა თქმა უნდა, არის უამრავი ცნება, სადაც სხვა ენები, მაგ., ინგლისური, ქართულზე გაცილებით მოქნილია, მაგრამ არის საკმაოდ ბევრი შემთხვევა, როცა პირიქითაა და არ ვიცით. ამასთანავე, არსებობს სიტყვები, რომელთა შესატყვისები ინგლისურს კი აქვს, მაგრამ არ აქვს ბევრ განვითარებულ ევროპულ ენას, მაგ, სტატისტიკის ისეთი საკვანძო ტერმინი, როგორიცაა, აუთლაიერი, რაც ქართულად არის მეგანე.

მოკლედ, ვფიქრობ, რომ ქართული სრულიად უნიკალური და ძლიერი ენაა და თავისი უამრავი აბსოლუტურად უთარგმნელი სიტყვით, შესიტყვებით, ფრაზით, ანდაზით, თუ სენტენციით ამ სამყაროში ერთადერთ და განუმეორებელ ფერს წარმოადგენს, ისევე როგორც ქართული კულტურა. ძალიან არ მინდა, რომ ეს ფერი წავშალოთ. ამ არწაშლისთვის რომ ხელი შემეწყო უკვე რამდენიმე წელია ვაგროვებ ბარბარიზმებს ქართული შესატყვისებით და იმ სიტყვებს, რაც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში არ შესულა. ერთსაც და მეორესაც, იმედია, მალე, გავავრცელებ.

ჩვენი უპასუხისმგებლობაც რომ არ იყოს, ქართული ენა ისედაც უკიდურესად დაჩაგრულია. ამ უპასუხისმგებლობას, რასაც ზემოთ შევეხეთ,ისიც ემატება, რომ საქართველოს გარეთ ქართულს, ფაქტობრივად, არავინ სწავლობს. ქართული ენის კათედრა დღეს მსოფლიოს რამდენიმე  უნივერსიტეტში თუ არსებობს, სამი-ოთხი სტუდენტითა და თითო-ოროლა პროფესორით, განსხვავებით, ვთქვათ, სომხური ენის (არმენოლოგიის) კათედრებისგან, რომლებიც მსოფლიოს უამრავ უნივერსიტეტში მოქმედებს, რაც, რა თქმაუნდა, ძალიან კარგია.

იმაზე, რომ ენობრივ ფაშისტებს შეიძლება ჰქონდეთ a point პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა  მივხვდი, რომ რაოდენობრივი ანალიზის მეთოდებით შესაძლებელია ჯერ იმის გამოთვლა, თუ რა ზიანს აყენებს თითოეული ადამიანის უპასუხისმგებლობა ქართულ ენას ჩვენი ფიზიკური არსებობის დროში და შემდეგ იმის განსაზღვრა, რამდენ ხანში შეწყვეტს ეს ენა არსებობას, თუ ამავე ტემპით გაგრძელდა ბარბარიზმებით ენიდან სიტყვების დევნა და, საზოგადოდ, ენის უპასუხისმგებლო მოხმარება (ეს ბლოგია და არა აკადემიური ნაშრომი და ამ  რაოდენობრივი ანალიზის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ).

თავი არ უნდა დავიმშვიდოთ იმით, რომ ქართული ენა ჩვენს სიცოცხლეში მაინც არგ აქრება. ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაქრება, მათ შორის ქართული ენა, მაგრამ დღეს საკუთარი უპასუხისმგებლობით ამ ერთი. სრულიად უნიკალური ენის გაქრობას დროზე ადრე  თუ არ შევუწყობთ ხელს ძალიან კარგი იქნება. რას იტყვით?

Read
15923
Send mail

BLOGS BY SAME AUTHOR

04 January 2017 | 15:28 მიხეილ კუკავა

რატომ დავცინით „თვითმიზნურ” მოდერნულ და თანამედროვე ხელოვნებას

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

Detailed
07 December 2016 | 16:53 მიხეილ კუკავა

(როგორი) იქნება გერმანული რაციონალიზმი 30 წლის შემდეგ?

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

Detailed
26 September 2016 | 08:54 მიხეილ კუკავა

კიდევ ერთხელ სადღეგრძელოებზე: როცა ვნებები დუღს

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

Detailed
19 September 2016 | 08:20 მიხეილ კუკავა

რას ვერჩი ქართულ სადღეგრძელოებს

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

Detailed

BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner