banner

Sunday, 22 December
30 April 2017 | 12:09 ნოდარ ტანგიაშვილი

ნაციონალისტების ამბოხი -კრემლის რეალური გეგმა საქართველოში?

https://eugeorgia.info/uploads/blog/ნაციონალისტების ამბოხი -კრემლის რეალური გეგმა საქართველოში?

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, განაცხადა, რომ ამ კრიზისისმიზეზი ევროკავშირის და ამერიკის მიერბალკანეთში „დიდი ალბანეთის“ შექმნის ფარული გეგმა იყო. გამოდის, მაკედონიის პარლამენტში ნაციონალისტების შეჭრა რუსეთის მიერ მართული თუ არა, სულ მცირე წახალისებული იყო.

მაკედონიამდე იყო მონტენეგრო, სადაცსახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალი ისევ რუსეთამდე მივიდა. ანალიტიკოსების დაკვირვებით, მონტენეგროს მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების პრევენციას რუსეთი ასეთივე სისხლიანი გზით გეგმავდა.

ერთი კვირის წინ ჩემი ამერიკელი თანამშრომელი, რომელიც ახლახანს მაკედონიაში იმყოფებოდა, გაოცებული მიყვებოდა, როგორი გააქტიურებული იყო ამ პროევროპულ ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა. მართლაც, ბოლო წლებში მთლიანადევროპაში რუსეთის საინფორმაციო ომის მიზანი ნაციონალისტური ძალების დახმარებაა - ზოგან ძალადობის (როგორც ბალკანეთში), ზოგან არჩევნების გზით ისინი სულ უფრო მეტად უქმნიან საფრთხესპროევროპულ მთავრობებს და დემოკრატიას, და ამით კრემლის წისქვილზე ასხავენ წყალს.

23 აპრილს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო მარი ლე პენი, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირიდან საფრანგეთის გამოსვლაზე რეფერუნდის ჩატარებას აპირებდა. ლე პენი არც მალავდა პუტინთან კავშირებს, იღებდა რუსულ დაფინანსებას, იწონებდა მოსკოვის ქმედებებს უკრაინაში, და სათავისოდ იყენებდა მიგრანტების საწინააღმდეგო განწყობებს, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული „მედია“ საშუალებები- Russia Today და Sputnik - და სოციალურ მედიაში გავრცლეებული ყალბი საიტებიაქტიურადაღვივევდა ფრანგულ საზოგადოებაში.ლე პენის კონკურენტის მაკრონის საზიანოდ საფრანგეთში გაავრცელეს ქართველებისთვისკარგად ნაცნობითემა, მითი იმაზე, რომ თითქოს ეს უკანასკნელიარატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაიყო. კრემლმა კინაღამ მიაღწია მიზანს. რომ არა 2%-იანი სხვაობით პირველ ტურში გამარჯვებული მაკრონის - ამ ერთი შეხედვით გამოუცდელი პოლიტიკოსის წარმატებული საარჩევნო კონტრ-სტრატეგია, - ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა - საფრანგეთი - ახლა უკვე კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი ევროკავშირის მოწინააღმდეგე პრეზიდენტის ხელში იქნებოდა.საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევამ მანამდე უკვე შეაშფოთა ამერიკელები.

ანალოგიურად, გერმანიაში, სადაც ასევე არჩევნები ახლოვდება,დასავლურ ლიბერალიზმთან და მიგრანტებთან დაკავშირებული კრემლისდეზინფორმაციის სტრატეგია აქტიურად მუშაობს კანცლერ ანგელა მერკელის წინააღმდეგ - ბოლო პერიოდში ხანვითომ ტერორისტსირიელ მიგრანტთან გადაღებული ქალბატონი მერკელისსელფი გავრცელდა,ხანაც სირიელი მიგრანტების მიერ „ასობით“ გერმანელი ქალის თუ 13 წლის გოგოს გაუპატიურების შესახებ ვრცელდებოდა ცრუ ცნობები.კრემლის „სიცრუის მანქანის“ მიზანი ყველგან ერთია - ევროპულ ქვეყნებში და ამერიკაში ევროკავშირის და ნატოს მომხრე მმართველების ნაცვლად ნაციონალისტური ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რათა შემდგომმათ უარი თქვან ან დაასუსტონ ეს ინსტიტუტები - ეს დღემდე ყველაზე წარმატებული სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტები - დაამით რუსულ ელიტას ყირიმის ანექსიის გამო დაწასებული დასავლეთის სანქციები მოეხსნას,პუტინს კიუკრაინაში,საქართველოშიდა მთელ რეგიონში თავისუფალი ქმედებისთვისხელ-ფეხი გაეხსნას.

საქართველოში ბოლო არჩევნებმა თითქოსდა დამშვიდების საშუალება მოგვცა - ერთბაშად ამოვისუნთქეთ, როდესაც ღიად პრორუსული პარტია - ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ - პარლამენტს მიღმა დარჩა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენ ქვეყანაში ჩრდილოელი მეზობლის მიმართ სიმპათია საკმაოდ დაბალია. კონტრასტი კიდევ უფრო დიდია, თუ ჩვენ ქვეყანას შევადარებთასევე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, მოლდოვას, სადაც ახლახანს პრორუსი პრემიერიც კი აირჩიეს. უფრო მეტიც, NDI-ის ბოლო გამოკითხვამ, რომელშიც ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის 90%-იანი, ხოლო ნატოს მიმართ 80%-იანი მხარდაჭერა დაფიქსირდა, ჩვენ ხელისუფლებას თვითკმაყოფილებისკენაც კი უბიძგა. მაგრამ კრემლის რეალური გეგმები სიმშვიდის საშუალებას როდი იძლევა.

როგორც ჩანს, მოსკოვში კარგად ხვდებიან, რამდენად დაბალი და უპერსპექტივოა პრორუსული პარტიების მიმართ მხარდაჭერა საქართველოში.ბურჯანაძის პარტიის მარცხი,ისევე როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და, განსაკუთრებით, უვიზო მიმოსვლის შემოღების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილგანწყობამიუთითებს, რომ ქართველებში ევროკავშირის პოპულარობა მაღალია, რუსეთის მიმართ უნდობლობა კი - ღრმა. ქართველების გულისმოგება ალბათ მაინც შეიძლება, მაგრამ ის კრემლისგან აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის საკითხშიუფრო დამთმობი პოლიტიკის გატარებასმოითხოვს, რაც, როგორც ჩანს, არ შედის მოსკოვის გეგმებში (საკმარისია გავიხსენოთ ახლახანს სოხუმში ლავროვის ვიზიტი და საოკუპაციო ხაზის მუდმივი გადმოწევა). „ქართული ოცნების“ მთავრობის რუსეთისადმი მოზომილი რიტორიკა და პრაგმატული მაგრამ მაინც პროდასავლური კურსი კრემლისთვის ბოლომდე მისაღები არაა (გავიხსენოთ, რამდენად მიუღებელი იყო მისთვის უკრაინის და სომხეთის შემთხვევაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება). ამასთან, კრემლი ხვდება, რომ დასავლეთთან დაპირიპისირებაში და აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მოულოდნელად გაუარესებულ ურთიერთობებში მისი ყოველი მცირე წარუმატებლობით საქართველოს პროდასავლური კურსის შეცვლის იმედი სულ უფრო იწურება დ უფრო მეტიც,აუცილებლად აისახება თბილისის მეტ ნაბიჯებში დასავლეთისკენ. ამ მიზეზთა გამო, როგორც ჩანს, რუსეთს დაწყებული აქვს მუშაობა ალტერნატიულ გეგმებზე, რომ ამ პროცესს პრობლემები შეუქმნას.

სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთი არც არასოდეს აკეთებდა გათვლასსაკუთარი თავის როგორც დასავლეთის ალტერნატიული განვითარების კურსის თუ მიმზიდველი იდეოლოგიის შეთავაზებაზე (გარდა მართლმადიდებლობის და მორალური ფასეულობების დაცვისა). მისი ამოცანა იყო უფრო დესტრუქციულ-დივერსიული, უფრო ნეგატიური, ვიდრე პოზიტიური - სამიზნე ქვეყნებში ქაოსის შეტანა, ლეგიტიმური მთავრობების, ლიბერალური ფასეულობების, ნატო-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროინტეგრაციის მიმართ საზოგადოებებში უნდობლობის, სიძულვილის, ეჭვის და გაურკვევლობის შეტანა, მათ დასასუსტებლად. ოკუპირებულ საქართველოშიც მიზანი სწორედ ესაა, იმ სხვაობით, რომ ჩვენთვის ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

ნაცვლად პრორუსული თუ ევრაზიული კავშირისმხარდამჭერი პლტაფორმების პოპულარიზაციის წარუმატებლობისათვის განწირული მცდელობისა,კრემლს ურჩევნია ნიადაგი შეამზადოს „მართვადი ქაოსის“ პოლიტიკის გატარებისთვის. ამ მიზნისთვის საკმარისია ნაციონალისტური განწყობების და პლატფორმების მხარდაჭერა. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი წინააღმდეგობის ცენტრი, მით უკეთესი კრემლის მიზნებისთვის.ამიტომაა, რომ საქართველოში კრემლი ახალისებს ნაციონალისტურ (ე.წ. „პროქართულ“), ანტითურქულ, ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ („დასავლეთი გვრყვნის“ გზავნილის პრიმატით)განწყობებსსხვადასხვა პოლიტიკოსის პირითდა მედიასაშუალებით.

დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევდა, ბოლო წლებში როგორ სოკოებივით იზრდება ჩვენ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკოსები (მაგ. სანდრო ბრეგვაძე), საზოგადოებრივი მოძრაობებიდა მედიასაშუალებები, რომლებიც მიზანმიმართულად და უწყეტად ტირაჟირებენ ინფორმაციას დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ხშირად ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებიანან სულაც არ არიან პოლიტიკოსები, და ბევრი მათგანი შეიძლება სულაც არ იყვნენ პირდაპირ მართული კრემლიდან, მაგრამ ეს განა რამეს ცვლის?! საჭირო მომენტში კრემლიიმედოვნებსყველა მისთვის მისაღები ძალის მობილიზებასდა გაერთიანებას. ეს კრიტიკული მომენტი შეიძლება იყოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები (ლევან ვასაძე „შესანიშნავი“კანდიდატი იქნებოდა ამ მიზნისთვის) ან სპონტანურად, უფრო ადრეც კი - ის თუ, როდის დადგება ეს დრო, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალურად და მათ შორის საქართველოსა და ჩვენ რეგიონში.

შემთხვევითი არაა, რომ მედიის განვითარების ფონდის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი (32,7%) იდენტობასთან, ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთანაა დაკავშირებული. მოქალაქეებს მუდმივად ეუბნებიან, რომდასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, ინცესტს, პედოფილიას, ზოოფილიას, გარყვნილი ცხოვრების წესს, ებრძვის ეროვნულ თვიმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობასა და ოჯახის ინსტიტუტს.

პრობლემის მასშტაბებზე კარგად მეტყველებს მხოლოდ ბოლო ერთ თვეში გავრცელებული ინფორმაცია: უვიზო მიმოსვლის სანაცვლო სირიელი მიგრანტების ჩამოყვანაზე, თურქებისმიერ აჭარაში გოგოსგაუპატიურებაზე, კახეთში არაბული სოფლების დაარსებაზე, ქისტების მიერ ქართული ქრისტიანული სამლოცველოს დანგრევაზე, თურქეთისთვის ქართული მიწების გადაცემაზე, ანკარაში პრემიერის დამამცირებელმიღებაზე და თურქეთის მიერ ეროვნულ დღესასწაულად დიდგორობის გამოცხადების დაბლოკვაზე.ასევე ბოლო დროს კვლავაც უამრავი იყო ლგბტ თემებზე გაკეთებული სკანდალური განცხადებები. სამწუხაროდ, მსგავს განცხადებებს და „ამბებს“ ბევრი სააგენტო და საიტი , ასევე ტელევიზია, აქტიურად ავრცელებს.

სატელევიზიო არხის „ობიექტივის“ ეთერით მუდმივ რეჟიმში გადაცემული ნაცონალისტური გზავნილების დამსახურებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო ხმების 5% და მოიპოვა საპარლამენტო მანდატები და შესაბამისად, ტრიბუნა. მაგრამ განა ეს ერთადერთი ნაციონალისტური ძალაა?

ნაციონალისტური თემებით მანიპულირება აქვს მთავარ სტრატეგიად არჩეული ასევე ახლადშექმნილ მოძრაობა „ქართული იდეას“, რომელიც სოციალურ ქსელებში რაზმავს თანამოაზრეებს და თბილისის ქუჩებში ხშირად აწყობს აქციებს ლიბერალებისა და მიგრანტების წინააღმდეგ. ნაციონალისტური პლატფორმები ასევე გააქტიურებულია სოციალურ ქსელში: მაგალითად, ფეისბუქ-ჯგუფები „ეროვნული ძალა“, „ანტილიბერალური კლუბი“ და „ანტი-პარადოქსი“ ათობით ათას მომხმარებელს აერთიანებს და მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას და გზავნილებს (ხშირად ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილად), თუ როგორი გარყვნილია დასავლეთი და როგორ ემუქრება საფრთხე ჩვენ იდენტობას.„ქართული იდეის“ მსგავსი პატრიოტული ლოზუნგების მქონე ძალების გარშემო ხშირად იკვეთება კავშირები რუსეთში მოღვაწე პოლიტიკოსებთან თუ ბიზნესმენებთან.

„ქართული იდეის“ მხრიდან ხშირია განცხადებები, რომ ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და მოვიდეს „ჭეშმარიტად პატრიოტი“ ძალა. სწორედ ამ შინაარსის წერილი გაუგზავნა თბილისში სტუმრად მყოფ უნგრეთის ნაციონალისტ პრემიერს ვიქტორ ორბანს. რას უნდა ნიშნავდეს ასეთი განცხადებები, თუ არა მათ შესაძლო მზადებას შესაბამისი მომენტისთვის?!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების 90%-იანი მაჩვენებელი სულაც არ გამორიცხავს მოსახლეობის ამ ნაწილში ძლიერ ნაციონალსტურ (პატრიოტულ) ფასეულობებს. ყველა კვლევაში გამოკითხულთა მესამედი ევროკავშირში ქართული იდენტობის მიმართ საფრთხეებს ხედვას, მათ შორის პოლიტიკურად ყველაზე აქტიურიახალგაზრდები. „ქართველობას გვართმევენ“ცნობებით გაღიზიანებულ ჯგუფებში ბრბოს (ფსიქოლოგიის) ფორმირება სწრაფად შეიძლება მოხდეს შესაბამისი თრიგერის (საბაბის) გაჩენისას და მათი ორგანიზებისას.2013 წლის 17 მაისს თბილისშილგბტ აქტივისტების მიმართ ძალადობის და 2017 წლის 11 მარტს ეთნიკური მოტივებით ბათუმის არეულობის შემთხვევები გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს განწყობები და აღქმები კონკრეტულ ქმედებებში - არა მხოლოდ საარჩევნო ჯიხურში, არამედ ქუჩაშიც.

ის, რაც ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად მაკედონიაში მოხდა სულაც არაა გამორციხული საქართველოშიც. ნაციონალისტური ამბოხი საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას და საზოგადოების ყველა ჯანსაღ ნაწილს. ის მხოლოდ კრემლის ინტერესებშია...

Read
27125
Send mail

Other articles of the same author aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner