banner

Wednesday, 18 December
12 July 2016 | 17:56 მაია ჩიტაია

ანტიაბორტული კანონი: დემოგრაფიული ზრდის პრობლემის გადაწყვეტა თუ სახელმწიფოს ტრაგედია

https://eugeorgia.info/uploads/blog/ანტიაბორტული კანონი: დემოგრაფიული ზრდის პრობლემის გადაწყვეტა თუ სახელმწიფოს ტრაგედია

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“. გაეროს ქალთა უფლებების დეკლარაციაში სიტყვა „აბორტი“ ნახსენები არ არის, თუმცა „ოჯახის დაგეგმარებაში“ სწორედ აბორტის უფლება მოიაზრება. აბორტის თემაზე დისკუსია დღესაც აქტუალურია გაეროს წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ფემინისტური მოძრაობების არგუმენტი CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციას ემთხვევა - აბორტი არის ქალის არჩევანის უფლება, ყავდეს ან არ ყავდეს შვილი. ამავდროულად აბორტის უფლება ქალის ავტონომიურობას უსვამს ხაზს და ათავისუფლებს მას რეპროდუქციული კონტროლისა და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით თვალთვალისგან. პრო-ნატალისტების, ანუ იმ მოძრაობების არგუმენტები, ვინც აბორტის მოწინააღმდეგეა, ნაყოფის უფლებებზე საუბრობს და ძირითადად რელიგიური და ეთიკური მოტივებით აკრიტიკებს აბორტის უფლებას. ჩემი ესეს მიზანია, ფემინისტური თეორიებისა და რელიგიური სენტიმენტების გვერდით ავლით, გავაკრიტიკო ანტიაბორტული კანონი და ამისათვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკებს მიმოვიხილავ და რაციონალურ არგუმენტებს დავეყრდნობი.

პრონატალისტური (აბორტის მოწინააღმდეგე) და ანტინატალისტური (აბორტის მომხრე) კანონონები დემოგრაფიის პოლიტიკების სფეროს განეკუთხვნება და მათ ამოქმედებას სახლემწიფოები სხვადასხვა დემოგრაფიული მდგომარეობის დროს მიმართავენ.

ანტინატალისტური კანონის არსებობა თავისთავად არ მიუთითებს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხზე. რიგ შემთხვევებში (ჩინეთი)ანტინატალისიტური კანონი გულისხმობს ადამიანური რეპროდუქციის შეჩერებას ჭარბმოსახლეობის, შიმშილისა და ბუნებრივი რესურსების გამოლევის დროს. კანონს საფუძვლად უდევს 1958 წელს შექმნილი თეორია, რომლის ავტორები არიან ენსლი კოალი და ედგარ ჰუვერი. აღნიშნული თეორიის მიხედვით, მოსახლეობის სიჭარბე, რომელიც არ არის თანაფარდი ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ რესურსებთან, საფრთხეს უქმნის ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას. (ორალ ჯონსონი „მოსახლეობის პოლიტიკები“ ). თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აბორტის უფლება სწორედ ქალის უფლებით არის განპირობებული და ასევე კანონმდებელების ისტორიული მეხსიერებითა და ცოდნით, რაც ანტიაბორტული კანონების დრაკონულ გვერდით მოვლენებს გულისხმობს.

დემოგრაფიის ზრდის ტემპის შეჩერება სახელმწიფოს თავსატკივარია. ნაციონალური ნარატივი მეტწილად ქალის რეპროდუქციულ ფუქციაზე გადის, რაც ფაქტობრივად ქმნის ნაციონალიზმის გენდერულ დისკურსს. როდესაც რეპროდუქცია წყვეტს თავის ინტენსივობას, დისკურსულად ერი ითვლება მომაკვდავად, რომელიც სუსტია შიდა თუ გარე მტრების თავდასხმის წინაშე. რეპროდუქტიულობის სესიტიზაცია ამ დისკურსში არა ბიოლოგიური გადარჩენის მიზნებისთვისაა, არამედ ერთგვარი იდეოლოგიური იარაღია, რომელსაც მთავრობები პოლიტიკური მიზნებითვის და პროპაგანდისტული იდეებისთვის იყენებენ. თავის სტატიაში „გენდერის ჭრილში დანახული დემოგრაგფიული ნაციონალიზმი“ რადა დრეზგიჩს მოყავს სერბეთისა და ალბანეთის დემოგრაფიული მდგომარეობები, სტატისტიკა, ასევე ის პოლიტიკური წუხილები, რის წინაშეც აღმოჩნდენ მთავრობები და გარკვეული პოლიტიკური ცვლილებებიც გაატარეს. საქმე იმაშია, რომ ალბანელების დემოგრაფიული ზრდა და სერბების დემოგრაფიული სტაგნაცია, 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, სერბეთის მთავობამ გამოიყენა მტრის ხატის იმიჯის გასაძლიერებლად. ეს იყო არა მარტო დემოგრაფიული ზრდის მცდელობა, არამედ ნაციონალისტური გრძნობების სენსიტიზაციის მაგალითი: ალბანელები ანუ „სხვები“ მრავლდებოდნენ და ამით სერბებს შევიწროების საფრთხე ემუქრებოდათ. სერბების დემოგრაფიული პრობლემების ცენტრში მაშინდელმა დისკურსმა ქალი დააყენა, რომელსაც პასუხისმგებლობა დააკისრა „თეთრი ჭირის“ გავრცელებისთვის.

არანაკლები როლი აკისრია რელიგიას ანტიაბორტული კანონების ლობირებაში. პოლონეთი, რუმინეთი, ირლანდია - სწორედ რელიგიის უშუალო ჩარევით გახდა იმ ქვეყნის მოდელები, სადაც ანტიაბორტული კანონები მოქმედებდა ან მოქმედებს და საკმაოდ წარუმატებლად. ანტიაბორტული კანონების დამღუპველ შედეგებზე ქვევით ვისაუბრებ, მანამდე კი დემოგრაფიის ზრდის შესუსტების შედეგების ეკონომიკურ არგუმენტებზე მოგახსენებთ.

თანამედროვე კაპიტალისტურ სახელმწიფოში, დემოგრაფებს არგუმენტებად მოყავთ ის გვერდითი მოვლენები, რაც დემოგრაფიის შემცირებას ახლავს თან. არგუმენტები საკმაოდ პრაგმატურლია და ის ეკონომიკის საფუძვლებს ემყარება. დემოგრაფიული ზრდის შემცირება იწვევს:

-       მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას;

-       სამუშაო ძალის შემცირებას;

-       საგადასახადო შემოსავლების შემცირებას;

-       პენსიებისა და მოსახლეობის ასაკთან ერთად ჯანდაცვის ხარჯების ზრდას.

ყოველივე ზმოთქმულის გათვალისწინებით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დემოგრაფიული ზრდის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ნაცვლად, ე.წ. ქირურგიულ მეთოდებს მიმართავენ და ძალაში შემოაქვთ აბორტის აკრძალვა.

რა შედეგი მოაქვს აბორტის აკრძალვას?

ფრანგი აქტივისტი, ფემინისტი სიმონ დე ბოვუარი მეორე ტალღის ფემინისტური მოძრაობის ლიდერი, საფრანგეთში აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნის მანიფესტში წერდა: „საფრანგეთში ყოველწლიურად 1 მილიონი ქალი იკეთებს აბორტს. ანტიაბორტული კანონის „წყალობით“, იატაკქვეშეთის აბორტის პროცედურით ეს ქალები საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. არადა სამედიცინო სტანდარტების დაცვით აბორტი ერთ-ერთი უმარტივესი პროცედურაა. ჩვენ ვახშობთ ამ მილიონი ქალის ხმას. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ მეც იმათთაგანი ვარ. მე ვაცხადებ, რომ მეც გამიკეთებია აბორტი. ისევე როგორც ჩვენ ვითხოვთ უფასო კონტრაცეფციას, ჩვენ ვითოვთ აბორტის ლეგალიზაციას“ (Weekipedia, `Manifesto of the 343`). ბოვუარის აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნის მანიფესტი ანტიაბორტული კანონის არაეფექტურობასა და საფრთხეებზე მიუთითებს.

გეილ კლიგმანის სტატიაში „ანტიაბორტული კანონი ჩაუშესკუს რუმინეთში“ საუბრობს კომუნისტური რუმინეთის პრონატალისტურ პოლიტიკაზე და იმ დრამატულ შედეგებზე, რაც ამ კანონმა გამოიწვია. სტატია საინტერესოა იმ კუთხით, რომ ეს არის არა მარტო სოციალისტური ქვეყნების ან ჩაუშესკუს რეჟიმის კრახი, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ- ეკონომიკური სისტემის საბოლოო „დანიშნულება“, რომელიც ანტიაბორტულ პრაქტიკას გაიზიარებს. კლიგმანიც სწორად ამას უსვამს ხაზს კვლევის ბოლოს, რომ ანტიაბორტული კანონების შედეგები სიმპტომურია და კარგი იქნება თუ სახელმწიფოები წინასწარ იფიქრებენ მოსალოდნელ შედეგებზე, სანამ ასეთი კანონების შესახებ დებატებს გამართავენ.

ანტიაბორტული კანონი რუმინეთში, მთელი თავისი სიმკაცრით შევიდა ძალაში 1980-იან წლებში.

რას გულისხმობდა ეს კანონი? ქალებს რეპროდუქციის ასაკში ევალებოდათ მინიმუმ 5 შვილის გაჩენა და მათი გაზრდა. მხოლოდ ამ მოვალეობის შესრულების შემდეგ, ისიც 45 წლის ასაკში ეძლეოდათ აბორტის გაკეთების უფლება. კანონი კიდევ უფრო დამძიმდა მომდევნო წლებში, როდესაც სოციალისტურმა მთავრობამ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ქალების სავალდებულო გინეკოლოგიური შემოწმება. ამ შემოწმების მიზანი იყო ერთის მხირვ შეემოწმებინათ ქალების რეპროდუქციული ორგანოების სიჯანსაღე და მეორეს მხრივ გამოემჟღავნებინათ და გაეკონტროლებინათ ფარული ორსულობები. შედეგად მოხდა ის, რომ ბევრმა ქალმა სახელწიფო სამხსახურს თავი დაანება. ასევე 25 წლიდან დაუქორწინებელ კაცებსა და ქალებს რესპუბლიკა ბეგრავდა და ამით ზეწოლას ახდენდა დაქორწინების გადაწყვეტილებებზე.

პაციენტები და ექიმები, რომლებიც კანონს დაარღვევდნენ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდნენ. თუმცა კანონის დარღვევა გარკვეულ ფენებში მაინც ხდებოდა, განსაკუთრებით, როდესაც იმ დროისთვის გავლენიან ოჯახებს ეხებოდა საქმე.

ასევე გახშირდა დაბეზღების შემთხვევებიც. თუმცა ყველაზე სავალალო მაინც ქალების მდგომარეობა იყო: ფსიკიქურ ტრავმასთან ერთად, ქალების ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემები შეექმნათ. არალეგალური, არასტერილურ გარემოში სეფსისის რისკი მაღალი იყო და ხშირად ლეტალურად სრულდებოდა.

ბევრი ქალი საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავდა, ოღონდ ბავშვის გაჩენის საშუალება არ მისცემოდა. ხშირი იყო ექიმების მხრიდან ასეთი ქალების პროტექცია და გარკვეული მანევრების მეშვეობით, ლეგალურად აბორტების გაკეთების საშუალების მიცემა. (ყალბი მიმართვები გამოწერა.) ანტიაბორტული კანონის კიდევ ერთი შედეგი იყო ბავშვების გახშირებული მიტოვება და ბავშვებით ვაჭრობა.

ჩაუშესკუს დროინდელი რუმინიეთის ანტიაბორტული შედეგებისგან არ განსხვადება თანამედროვე ევროპის ქვეყნები, სადაც ანტიაბორტული კანონი მოქმედებს - პოლონეთი და ირლანდია. სხვათა შორის ორივე ქვეყანაში კანონის მიღებას სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ შეუწყო ხელი. ორივე ქვეყანაში აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული თუ ნაყოფს თანდაყოლილი პათოლოგიები აღენიშნება ან ორსულობა დედის ჯანმრთელობასა ან სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნების ანგარიშებში (Ford Foundation, 2000)საუბარია თანამედროვე პოლონეთისა და ირლანდიის ანტიაბორტული კანონების შედეგებზე: გაზრდილი ე.წ. აბორტის ტურიზმი, რაც გულისხმობს მეზობელ ქვეყნებში (სლოვაკეთი, ინგლისი) გადასვლას და აბორტის გაკეთებას. ასეთი პრაქტიკები ჯერ ერთი ეკონომიკური ტვირთია ქალებისთვის და მათ გაღარიბებას უწყობს ხელს (აბორტის ფასი 350-600 ევრომდე მერყეობს), მეორეც არაერთი ქალი სამშობლოში დაბრუნებისთანავე პოსტაბორტული გართულებებით დაღუპულა. ასეთი გართულებების შესახებ შეტყობინებას ქალები ყოველთვის თავს არიდებენ. ანგარიშში ასევე საუბარია თვითაბორტის შემთხვებზე, რაც ასევე ლეტალურია ქალებისთვის. პოლონეთში ბავშვების მიტოვების რიცხვი ბოლო 10 წლის განმავლობაში 252 დან 737-მდე გაიზარდა.

როგორც დავინახეთ, აბორტის კრიმინალიზაცია ე.წ. “შორთქათია” კანონმდებლებისთვის დემოგრაფიული პრობლემის ილუზორული გადაწყვეტილებისკენ. ილუზორული იმიტომ ვუწოდებ, რომ პრაქტიკულად დემოგრაფიული ზრდა არც პოლონეთსა და არც ირლანდიაში არ შეინიშნება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უჯდება ასეთი გადაწყვეტილებები.

 

რა არის ანტიაბორტული კანონების ალტერნატივა?

საფრანგეთი ანტიაბორტული კანონის ალტერნატიული წარმატებული პოლიტიკის მაგალითია. სიმონ დე ბოვუარის ბრძოლა წარმატებით დასრულდა და საფრანგეთიც მთელს ევროპაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვებელი აქვს. აქ შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 1.9-ია. როგორია საფრანგეთის შობადობის წახალისების პოლიტიკა? მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

-       მშობელი, რომელიც ბავშვს გააჩენს ენიშნება ყოველთვიური სუბსიდია 1,000 ევროს ოდენობით 1 წლის განმავლობაში;

-       ორივე მშობელი მეორე და მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში იღებს 512 ევროს ოდენობის ყოველთვიურ გრანტს ასევე 1 წლის განმავლობაში;

-       ფასიანი დეკრეტული შვებულება 20 კვირიდან 40 კვირამდე გრძელდება;

-       სახელმწიფს აქვს ბავშვის მოვლის იაფიანი სერვისი დედებისთვის, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს. ასეთი სერვისი, რაც ინდივიდუალური ძიძის ყოლის საშუალებას იძლება, მშობელს 500 ევრომდე უჯდება;

-       ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები 8:30 დან 4:30-მდე;

-       ის მოქალაქეები, ვისაც ყავს 18 წლამდე ბავშვები, სრულად თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, ასევე სარგებლობენ სხვა გადასახადებზე შეღავათებით;

-       სახელმწიფო წელიწადში 40 მილიარდ ევროს ხარჯავს ოჯახების წახალისებაში. წამახალისებელი შეთავაზებები შვილიანი წყვილებისა ან მარტოხელა დედებისთვის გულისხმობს 30%-იან შეღავათებს ტრანსპორტზე, როგორც ადგილობრივ ასევე რეგიონალურზე, წვდომას უფასო საცურაო აუზებსა და სხვა სპორტულ თუ გასართობ ცენტრებზე.

შედეგად საფრანგეთში დასაქმებული ქალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელს ევროპაში. დასაქმებული ქალების 81% 25-49 წლის ასაკის ქალებზე მოდის, აქედან 75%-ს ორი შვილი ყავს, 51%-ს ორზე მეტი. დემოგრაფიული ზრდა ხელშესახებია: დემოგრაფების გათვლებით, არსებული დინამიკის შენარჩუნებით 2050 წლისთვის საფრანგეთის მოსახლეობა 62 მილიონიდან 75 მილიონამდე გაიზრდება.

 

დემოგრაფიული ზრდის ალტერატიული პოლიტიკები მოქმედენს ევროკავშირის რიგ ქვეყნებში:

-       იტალიაში მოქმედებს ერთჯერადი ფინანსური წახალისებები პირველ და მესამე შვილზე, თუმცა ერთჯერადი წამახალისებელი ღონისძიებები არც თუ ისე ეფექტურია: დემოგრაფების გათვლით, იტალიის მოსახლეობა 2050 წლისთვის 56 მილინოდან 41 მილიონამდე შემცირდება.

-       გერმანიაში ასევე მოქმედებს საგადასახადო შეღავათები;

-       შვედეთში დემოგრაფიული ზრდის ტემპი მშობლებისთვის მოქნილი სამუშაო საათებითა და ბავშვების მოვლის მაღალის ხარისხის სახელმწიფო სერვისებით ნარჩუნდება.

როგორც დავინახეთ, დემოგრაფიული ზრდა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა პრონატალისტურ პოლიტიკას ირჩევს, დიდწილად დამოკიდებულია მართვის იმ მეთოდებზე, რომელსაც სახელმწიფო გარკვეული ძალისხმევის შედეგად იყენებს. ანტიაბორტული კანონი არის ყველაზე მარტივი, გაუცნობიერებელი ნაბიჯი დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის. მაგრამ კველვებმა დაადასტურა, რომ ასეთი კანონის პირობებში, არათუ დემოგრაფიული ზრდის პრობლემა გვარდება, არამედ სახელმწიფო ჯანმრთელი ქალების ფიზიკურად და მორალურად განადგურების ზღვარზეა. რუმინეთის საჩვენებელი ქეისი ამის დამადასტურებელი მაგალითია. თუ სახელმწიფოს რეალურად სურს დემოგრაფიული ზრდა, მაგალითად ანტიაბროტული პოლიტიკის ალტერნატიულ მეთოდებს უნდა მიმართოს - ხელი უნდა შეუწყოს ქალების ემანსიპაციასა და მათ ეკონომიკურ განვითარებას, მეტი რესურსი უნდა ჩადოს ბავშვის მოვლისა და ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისებში, ასევე საკუთარ თავზე აიღოს ბავშვების ხარისხიანი უფასო განათლება და ფიზიკური განვითარება.

მაია ჩიტაია

გენდერული საკითხების მკვლევარი

 

Read
23933
Send mail

Other articles of the same author aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner