banner

Tuesday, 03 December
16 March 2017 | 13:25 მირიან ეჯიბია

ესტონეთი, ქვეყანა- წარმატების მაგალითი

https://eugeorgia.info/uploads/blog/ესტონეთი, ქვეყანა- წარმატების მაგალითი

ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ცნობილი  ესტონელების მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმა, „ესტონური მოდელი“, არ არის ამბალტიური ქვეყნის მიერ გატარებული ერთადერთი და იშვიათი წარმატებული პოლიტიკის შედეგი .  

კარგი გამგონე ამ პატარა ქვეყნისგან ბევრსხვა მოდელს შეისწავლიდა, შეაფასებდა და, იქნებ, თავისი ქვეყნის სასიკეთოდაც გამოეყენებინა?! ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით. ჩვენთვის ცნობილია საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის მიერ ესტონური გამოცდილების გაცნობის, შესწავლისა და გაზიარების მცდელობები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის გამოცდილების უფრო სიღრმისეული შესწავლა და, შემდეგ, ამ ცოდნისა თუ პრაქტიკის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ და ესტონეთმა პოსტსაბჭოთა პერიოდში ერთდროულად შედგეს ფეხი, არსებობდა მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ გეოპოლიტიკური მოცემულობები, რომლებიც განასხვავებდა ჩვენი და ამ ბალტიური ქვეყნის პოსტსაბჭოთა ასპარეზის სტარტს. ჩვენგან განსხვავებით, ესტონელებმა 1990-იანი წლების განმავლობაში მოახერხეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა.  ოთხმოცდაათიანი წლების ჩვენეულ ეკონომიკურ უკუსვლაზე კი ბევრი არაფრის დაწერა არ არის საჭირო, რადგან ეს მძიმე ეკონომიკური, სოციალური სურათი თუ სტატისტიკურად არ წარმოგვიდგენია, დიდი ალბათობით, საკუთარ თავზე მძაფრად გამოგვიცდია. ის ეკონომიკური მიღწევები რაც ესტონელებს დამოუიკიდებლობის მიღებიდან ხუთიოდე წელში ქონდათ, სამწუხაროდ, დღემდე ჩვენთვის ბევრ სეგმენტში მიუღწეველია. მაგალითან, როგორც გრაფიკზე ჩანს, 2015 წელს საქართველოში მ.შ.პ. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 3766.6 ა.შ.შ. დოლარს შეადგენდა, ესტონეთში კი ამ მაკროეკონომიკურმა მაჩვენებელმა ამავე ნიშნულს ჯერ კიდევ 1997 წელს მიაღწია.

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე სახელმწიფო, საქართველო და ესტონეთი, არის საბჭოური იმპერიის ყოფილი რესპუბლიკები, ამ ორი ქვეყნის „მოღვაწეობის“ შედარებითი ანალიზი ჩვენთვის საინტერესოა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც დღეს ესტონეთი მსოფლიოს ანცვიფრებს მიღწევებით განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა თუ სახელწიფო მმართველობის სფეროში.  

ესტონეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა და უმალვე დაიწყო აქტიური ზრუნვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის. ეს კურსი კი იყო  ურყევი და ამ მიმართულებით მყარმა და ეფექტურმა ნაბიჯებმა მალევე გამოიღო შედეგი: ესტონეთი 2004 წელს ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა, 2011 წლიდან კი ქვეყანამ უარი თქვა ეროვნულ ვალუტაზე და ის ევროთი ჩაანაცვლა. ესტონეთის შემთხვევაში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყანამ ოფიციალური ინტეგრაციის პირველივე წლიდან (2004), მის დამოუკიდებლობის ისტორიაში, განიცადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2004 წლიდან 2008 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა, კონკრეტულად, 8,850 ა.შ.შ. დოლარიდან 18,094-მდე გაიზარდა.    

ესტონეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრესთან დღემდე ინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას და მაქსიმალურად ცდილობს რუსული გავლენის შესუსტებას. ეს პრინციპულობა ნაწილობრივ ესტონეთში მცხოვრებ, რუსეთის გავლენის იარაღად ქცეულ, რუსულენოვან მოსახლეობის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში ვლინდება. ცხადი ფაქტია, რომ, ესტონეთმა, საქართველოსგან განსხვავებით, გაცილებით ხავერდოვნად მოახერხა პოსტსაბჭოური მძიმე ტვირთის ნაწილობრივ ჩამოშორება.

ახლა კი, იმისთვის, რომ ამ შედარებითმა ანალიზმა ისტორიულ ჭრილში არ გადაინაცვლოს, განვიხილოთ ესტონეთში განხორციელებული წარმატებული სახელმწიფო პროგრამები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებაში.

ეკონომიკური რეფორმები, E-ეკონომიკა

ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკის რელსებიდან საბაზრო ლიბერალურ ეკონომიკაზე გადასვლა იყო პირველი ეტაპი, რომელსაც, ბუნებრივია, თან სდევდა პრივატიზაციის დიდი მაშტაბები. 2000-იანი წლების დასაწყისში ესტონეთის დაბალმა გადასახადებმა, სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ და მდიდარმა ადამიანურმა რესურსებმა მიმზიდველი პირობები შექმნა უცხოური პირდაპირი თუ პორტფელური ინვესტიციებისთვის.

საგადასახადო რეფორმების უფრო დაწვრილებით განხილვისას აღსაღნიშნავია, რომ ესტონეთში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები 1995 წლიდან გადაიდგა, მოგების გადასახადის (კორპორატიული გადასახადი მოგებაზე) რეფორმა კი 2000 წელს განხორციელდა, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრებოდა გაუნაწილებელი მოგება. ეს მოდელი 2017 წლიდან ჩვენც დავნერგეთ, თუმცა, სავარაუდოა, რომ ამ მოდელისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეაფერხებს არასტაბილური მაკროფაქტორები (არასტაბილური ვალუტის კურსი, პოიტიკური ციკლები და ა.შ.), რომლებსაც ბიზნესში რეინვესტირების სტიმულის შემცირებისა და უცხოელი ინვესტორების დაფრთხობის პოტენციალი აქვთ. ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით,  ესტონეთში პოლიტიკური ციკლები მისსავე რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მცირე რყევებს განიცდის, სავალუტო კურსის სტაბილურობას კი ამ ქვეყანამ ევროს შემოღებით მიაღწია. შესაბამისად, ესტონეთის ეკონომიკასა თუ ბიზნეს სექტორზე ნეგატიური მაკროფაქტორების გავლენა შემცირდა.

2001 წლისთვის ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 75 % კერძო ფირმების მიერ იქმნებოდა. სწორედ ამ კომპანიებმა, სხვა ბალტიისპირა ქვეყნებთან შედარებით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს  შედარებით მცირე ეკონომიკური ზარალი განიცადეს. ამ კუთხით, ესტონეთის ეკონომიკის მდგრადობის მიზეზების შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა, ძირითადად, „დაუბეგრავი რეინვესტირებული მოგება“ (ამ მოდელმა ესტონურ კომპანიებს საშუალება მისცა აქტივები გაეხადათ უფრო ლიკვიდური, შესაბამისად, ესტონური კომპანიები ფინანსურ კრიზისს გაცილებით მედგრად დაუხვდნენ ვიდრე დანარჩენი ბალტიისპირა სახელმწიფოები) და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება  სახელდება.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს წამყვან გამოცემებში ხშირად იბეჭდება ესტონეთის „ელექტრონული ეკონომიკის“ შესახებ. მსგავსი აჟიოტაჟი სავსებით გასაგებია, ვინაიდან 1.3 მილიონიანი მოსახლებით ქვეყანამ განახორციელა მნიშვნელოვანი მიღწევები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT), უფრო ზუსტად, მის დანერგვაში თითოეული ესტონელის ყოველდღიულ ცხოვრებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების ყოვლისმომცველმა განვითარებამ კი, თავისთავად, ირიბი ან პირდაპირი ასახვა ჰპოვა ესტონეთის ეკონომიკურ ზრდაზე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში IT, „ციფრული სექტორი“ ესტონეთის ეკონომიკის ყველაზე სრაფად მზარდი სეგმენტებია. მაგალიტად, 2005 წლისთვის  IT სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 9.3% იყო, 2015 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია. IT სფეროს განვითარება აისახა ესტონეთის ბიზნეს სექტორის საქმიანობაში, სახელმწიფო მმართველობის სპეციფიკურ მიმართულებებში და, ზოდაგად, თითოეული ეკონომიკური სუბიექტის საქმიანობაზე.

IT სფეროს განვითარება იყო ესტონეთის მთავრობის სტრატეგიული არჩევანი. მაგალითან, ესტონეთის მთავრობამ გაატარა სპეციალური პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ესთონეთის მოსახლების დაახლოებით 80% ID ბარათების საშუალებით ელექტრონულად ახორციელებს საბანკო ტრანზაქციებს, ელექტორნულად მიუწვდებათ ხელი საჯარო და ფინანსურ საგადასახადო მომსახურეობაზე და, ზოგადად, ელექტრონულად შეუძლიათ მრავალი ტიპის ოფიციალური  ხელშეხკრულებების გაფორმება.

ესტონეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2014 წელს დანერგა ე.წ. „ელექტრონული მოქალაქეობა“ (E-residency). ამ სტატუსის მქონე პირს, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ხელი მიუწვდება ისეთ მომსახურეობებზე, რომლებიც აუცილებელია კომპანიის დასაფუძვნებლად და მის სამართავად. „ელექტრონული მოქალაქეობის“ ფარგლებში არაესტონელ პირებს საშუალება მიეცათ ესტონეთის ტერიტორიაზე დისტანციურად დაეფუძვნებინათ და ემართათ კომპანიები თუ ფირმები. მსგავსი მართველობითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელ ინვესტორებს საშუალება მიეცათ ელექტრონულად განეხორციელებინათ კომპანიის დაფუძვნება, ბანკებთან და საგასახადო ორგანოებთან ურთიერთობა. “ელექტრონული მოქალაქეების” რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წლის იანვრისთვის დისტანციურად დაფუძვნებული კომპნიების რიცხვმა 1300-ს მიაღწია, ესტონეთში ოპერირებადი კომპანიის მფლობელების და ამ ფირმებში დასაქმებულების ჯამურმა რიცხვმა 5000 ელექტონული მოქალაქე შეადგინა. ესტონეთის 1.3 მილიონიანი მოსახლეობის ფონზე კი ეს სტატისტიკური რიცხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია.  

ესტონეთში, ჯერ კიდევ 2001 წლიდან, პოპულარული გახდა ელექტრონული არჩევნების გეგმა, რომელიც IT სექტორის განვითარების იდეით „შეპყრობილი“ მთავრობისგან მოდიოდა. შედეგად, ესტონეთი გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2005 წელს საპილოტო ადგილობრივი თვითმართველობის და 2007 წელს საპარლამენტო არჩევნები „ელექტრონულად“ წარმატებით ჩაატარა.

მსგავსი ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი პროცესების გადატანა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოითხოვს მძლავრ კიბერუსაფრთხოებას და ესტონეთმა ამ მიმართულებითაც ეფექტური ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, რუსეთიდან 2007 წლიდან გაზრდილი კიბერთავდასხმების საფრთხის გამო ესტონეთი ყველაზე აქტიურად ჩაერთო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთობლივ კიბერუსაფრთხოების პროგრამაში.

სტარტაპ-ესტონეთი (start-up Estonia)  

2015 წლის მონაცემებით ესტონეთი ერთ სულ მოსახლეზე სტარტაპების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ესტონეთში სტარტაპების ბუმს მრავალი ფაქტორი განაპირობებს.მათ შორის უმნიშვნელოვანესია: საგადასახადო გარემო (დაუბეგრავი გაუნაწილებელი მოგება), კომპანიის დარეგისტრირების მარტივი პროცედურა (ინტერნეტის საშუალებით შეზრუდლი პასუხისმგობლობის ტიპის ფირმისა თუ ორგანიზაციის დარეგისტრირება შესაძლებელია ნახევარ საათში), IT სექტორის წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები და სტაბილური ეკონომიკური მაკრო გარემო.

ესტონეთის მთავრობის მიერ ინიცირებული „სტარტაპ-ესტონეთი“ პროგრამა დღემდე წარმატებით ხორციელდება. საბოლოო მონაცემების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში გაერთიანებულია 450 სტარტაპი, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით (145) კომპანიები IT სექტორში მოღვაწეობენ, შემდეგი ყველაზე დიდი ჯგუფები კი ინდუსტრიულ ( 111 კომპანია) და ფინანსურ სექტორშია (34 სტარტაპი) თავმოყრილი.  

„სტარტაპ-ესტონეთის“ პროგრამის ფარგლებში სტარტაბებისთვის  ხორციელდება;

 1. მხარდამჭერი მარკეტინგული ღონისძიებები;

გარდა „სტარტაპ-ესტონეთისა“, ესტონეტში არსებობს სტარტაპ-აქსელერატორი კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ დამწყები კომპანიებისთვის სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე. სტარტაპების დასახმარებლად ესტონეთში არსებობს კომპლექსური მიდგომა და აქტიური ქმედებებიც ხორციელდება.

საქართველო კი ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს. ინოვაციური ბიზნეს ხელშეწყობის „სტარტაპ საქართველო“  პროგრამას უკვე ყავს მაღალტექნოლოგიური პროფილის 70-მდე კონკურსის გამარჯვებული. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ სააგენტო ეცნობა და სწავლობს ესტონურ გამოცდილებას, რაც კარგი პრაქტიკაა, თუმცა აუცილებელია სტარტაპების წინაშე არსებული პრობლემებისადმი სახელისუფლებო დონეზე ერთიანი მიდგომა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, აუცილებელია სამთავრობო ინიციატივით შეიქმნას სტარტაპ-აქსელერატორი ორგანიზაციები თუ კომაპნიები, რომლებიც აქტირუდ იმუშავებენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ქართული სტარტაპებისთვის.

საბაზისო განათლება

ესტონეთში, ისევ როგორც მთლიანად ევროპის მაშტაბით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტია და, სავარაუდოდ, შემდგომი უახლოესი წლების განმავლობაში ეს დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება.

ესტონელები არ ჯერდებიან მათ ყვეალაზე ცნობილ „ციფრულ წარმატებას“, Skype”-ს, და უკვე 2012 წლიდან ესტონეთის უმეტეს სკოლაში იწყება პროგრამირების საგნობრივი სწავლება პირველიდან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ამ პროგრამამდე ესტონეთის სკოლებში არსებობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერიმენტული პროგრამები, რომელთა წარმტების შემდეგ მოხდა მათი უფრო ფართომაშტაბიანი დანერგვა. 2015 წელს ესტონეთის სკოლებში სტარტაპების სპეციალური კურსებიც კი ტარდებოდა. და ბოლოს, OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) 2015 წლის საერთაშორისო სტუდენტების (საბაზისო საფეხურზე) ცოდნისა და უნარების კვლევის თანახმად ესტონეთი მსოფლიოს პირველ ხუთეულში შედის, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

არსებობს სხვა კვლევებიც, რომელიც ესტონეთში განხორციელებული საგანმანათლებლო სასკოლო პრგორამების წარმატებაზე მიუთითებს. ესტონური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მრავალი პროგრამის ერთ-ერთი საერთო მახასიათებელი, სწორედ, „წარმატებაა“. აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა ჩვევნთვის საინტერესო კვლევის ობიექტია. 

ჩვენ ვერ ვხედავთ გადაულახავ დაბრკოლებას, რომელიც შეაფერხებს ესტონური გამოცდილების ადაპტირებულ დანერგვას საქართველოს განათლების, ეკონომიკის, ინფრასტსტრუქტურის, კომუნიკაციისა თუ სხავ მნიშვნელოვან სექტორებში, ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ გვმართებს ამ ქვეყნის საქმიანობის უფრო სიღრმისეული შესწავლა.   

 

 

 

მირიან ეჯიბია (ISET-ის მაგისტრი)

Read
28766
Send mail

BLOGS BY SAME AUTHOR

02 December 2016 | 15:00 მირიან ეჯიბია

იმპორტირებულ ავტომობილებზე და ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი აქციზის „ეფექტურობის” მიმოხილვა

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

Detailed

BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner