banner

Sunday, 22 December
26 September 2016 | 08:54 მიხეილ კუკავა

კიდევ ერთხელ სადღეგრძელოებზე: როცა ვნებები დუღს

https://eugeorgia.info/uploads/blog/კიდევ ერთხელ სადღეგრძელოებზე: როცა ვნებები დუღს

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის  ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა --  ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

1. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება სადღეგრძელოების კრიტიკის მიმართ

მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანები ქართულ სუფრას აკადემიად მიიჩნევენ (ერთმა ადამიანმა მითხრა სადღეგრძელო იგივე ლოცვააო) და ცხადია, ასეთ თავყრილობებზე არცთუ ისე ცოტა დრო ექნებათ გატარებული და უჭირთ საკუთარი თავისგან დისტანცირება და ამ სიყალბეში მონაწილეობის აღიარება, რადგან აღიარება ნიშნავს, რომ ისინი ან ისე იყვნენ ამ სიყალბის ნაწილი, რომ ვერ ხვდებოდნენ ან ხვდებოდნენ და ინერციის თუ არ ვიცი რის გამო უჭირდათ ხმის ამაღლება ამ სიყალბის გამო.

დარწმუნებული ვარ ბევრი ის ადამიანი, ვინც ამ სუფრებზე უჩუმრად უერთდებოდა ან ისმენდა ამ სადღეგრძელოებს ჩემზე ბევრად განათლებული და ჭკვიანია  და ჩემზე ბევრად ღრმა რეფლექსიაც ახასიათებს (მე თავს მართლა გაუნათლებლად ვთვლი), მაგრამ ინერციით მიჰყვება დინებას, მაგ., გია ნოდია, რაზეც პირველ ბლოგში ვლაპარაკობ. იმ ახალგაზრდებს, რომლებზეც პირველ ბლოგში ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ ასაკის გამო სუფრებზე ყოფნის და ინერციით სადღეგრძელოების ჩუმად მიღების ესეთი მდიდარი გამოცდილება ვერ ექნებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერც მათთვის იქნება ადვილი იმის მიღება, რომ ისინიც ინერციით აგრძელებენ ამ ცუდ ტრადიციას. ამასთან, ისინი თავისი ცხოვრების წესით განსხვავდებიან ტრადიციული ქართული სუფრების იმ მონაწილეებისგან, რომლებიც გულში მჯიღს იცემენ და ამ სიყალბეს გაცნობიერებულად სჩადიან. მე კიდევ გული მისკდება, რომ ეს თაობაც ამ სიყალბეს აგრძელებს და ამით ამ სიყალბის გამუდმივებას (პერპეტუაციას) ეწევა. რაც შეეხება იმას, რატომ არის სიყალბე ეს სადღეგრძელოები, ამაზე პირველ ბლოგში არის ლაპარაკი და აღარ შეგაწყენთ თავს, თუმცა ერთი წინადადებით რომ შევაჯამო, ჩემი წუხილი ის არის, რომ ჩვენი მონაწილეობის გარეშე ამ ქვეყნისგან მომავალ საუკუნემდე შეიძლება აღარაფერი დარჩეს და ჩვენი ძვირფასი თანამესუფრეების უმრავლესობა, ვისაც წლების მანძილზე ვაკვირდებოდი საკუთარი მონაწილეობის პერსპექტივას რბილად რომ ვთქვათ ალმაცერად უყურებდა.

ეგრეთწოდებულ ინტელექტუალურ სუფრებზეც ვყოფილვარ, სადაც იყო ძალიან დახვეწილი არამაღალფარდოვანი და გრამატიკულად და ლექსიკურად გამართული ტექსტები, ერთი შეხედვით მოზომილი, ანუ ფორმით მიმზიდველი, მაგრამ შინაარსით მაინც ზუსტად ისეთივე ყალბი, როგორც ის უსინტაქსო, უშინაარსო და უსაგნო სადღეგრძელოები, რაც როგორც ფორმით, ისე შინაარსითაც იყო გულისამრევი. ის სუფრა, რაზეც პირველ ბლოგში ვსაუბრობ, არ იყო არცერთი, მაგრამ ქართული სუფრის სიყალბეს დაახლოებით ისევე აგრძელებდა, როგორც სხვები.

სხვათაშორის, მოხალისეობის, პასუხისმგებლობის და გადასახადის პატიოსანი გადამხდელების სადღეგრძელოებიც, რაზეც პირველ ბლოგში ვლაპარაკობ, შესაძლოა ყალბ სადღეგრძელოებად იქცეს, როგორც კი ადამიანები ამ სადღეგრძელოების სმას დაიწყებენ. არ ვიცი ბრიტანეთში და ამერიკაში ტოსტები ძალიან მოკლე რატომაა (როგორც წესი ერთსიტყვიანი ან მაქსიმუმ სამსიტყვიანი, საიდანაც ერთი წინდებული და ერთი ნაცვალსახელია), მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიმოკლე აშკარად უთითებს იმ ხალხების (ამერიკელების და ინგლისელების) ნორმალურობაზე. შესაძლოა მოკლეა იმიტომ, რომ ხედავენ იმ  საფრთხეს, რაც მრავალსიტყვაობას მოაქვს (იმ ახალგაზრდებთან სუფრაზე, რაზეც პირველ ბლოგში ვლაპარაკობ, სადღეგრძელოები არ ყოფილა გრძელი. აქ საზოგადოდ ქართულ სადღეგრძელოებს ვგულისხმობ). ინგლისურის და რუსულის გარდა სხვა უცხო ენა არ ვიცი, მაგრამ არ მგონია სხვა ევროპელი ხალხების ტოსტები  უფრო გრძელი იყოს.

იმ ახალგაზრდებიდან, ვისთან ერთადაც იმ სუფრაზე მოვხვდი, ერთ-ერთმა მომწერა, რომ მათთვის სიყალბეში ბრალის დადება არასამართლიანია, რადგან ისინი თავიანთი საქმიანობით უკეთესობისკენ ცვლიან საარჩევნო გარემოს, მართლმსაჯულების აღსრულებას, უმცირესობათა თუ პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას. მე ვუპასუხე, რომ, ისინი თავიანთი საქმიანობით ამ ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან იმიტომ, რომ ეს არის მათი სამსახური და თან მოწონთ ამის კეთება და შესაბამისი განათლება აქვთ, როგორც მე იმის კეთება, რასაც ვაკეთებ. რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რომ ის, რაც ჩვენი სამსახურია ამ ქვეყანასაც ეხმარება განვითარებაში, მაგრამ ეს ცალკე აღებული ბევრს არაფერს ნიშნავს (საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, ცხადია). მეც ვმუშაობ ამ ქვეყანაში საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისთვის უკვე მე-9 წელია, მაგრამ როცა საჯარო ფინანსებს ვსწავლობდი ან მოგვიანებით სტატისტიკას, ამას იმისთვის არ ვაკეთებდი, რომ საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის და მთავრობის საბიუჯეტო ანგარიშვალდებულების გაზრდა მინდოდა. ამის თქმა ჩემგან იქნებოდა ის, რასაც ინგლისურად ჰქვია  making a virtue of necessity (ქართულად მართლა არ ვიცი როგორ ვთქვა, თორემ ინგლისურად არ ვიტყოდი).

იმ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთმა ვინც მომწერა ისიც მითხრა სიყვარულის უფლება დაგვიტოვეო. აშკარად არ ვარ ცივი და უემოციო ადამიანი, მაგრამ სიყვარულს განვიცდი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ემოციურად და ა.შ. (ანუ მე ესეთი ვარ, სხვები - ისეთი), ჩემი ხანგრძლივი დაკირვებით, ადამიანებს, ჩვეულებრივ, ასე ადვილად არ უყვარდებათ ერთმანეთი. თუმცა ადამიანებს არ ჰყოფნით გამბედაობა ეს აღიარონ და თქვან, რომ მეორე ადამიანი უბრალოდ მოსწონთ, გული მიუწევთ ამ ადამიანისკენ, თბილი გრძნობები აქვთ, დადებითი განწყობა აქვთ, მაგრამ არ არიან დარწმუნებული, რომ უყვართ.  დარწმუნებული ვარ ახალგაზრდების იმ ჯგუფში იქნებოდნენ სხვა ადამიანებიც, ვინც ერთმანეთის მიმართ მეგობრულ სიყვარულს განიცდიდა , მაგრამ როცა თამადა გეუბნება, რომ ჩვენ, ამ მოლაშქრეებს, რომელთა ერთ დიდი ნაწილი იმ დღეს პირველად შევხვდით, ერთმანეთი გვიყვარს, პროტესტის გრძნობა მიჩნდება. ეს არის სიყალბის ინერციით გაგრძელება (თავად თამადა არ არის ყალბი ადამიანი და ეს არც მითქვამს). იმის თქმას, რომ არ გიყვარს და უბრალოდ მოგწონს, გული მიგიწევს და ა.შ. უნდა გამბედაობა და გულრფელობა, რაც გაცილებით მეტი მინახავს ამერიკაში და ევროპაში, სადაც არ ვიცი ვინ შეიძლება გითხრას მიყვარხარო, გარდა მშობლის, და-ძმის, შეყვარებულის და რამდენიმე ახლო მეგობრისა.

არ არის საკამათო, რომ დასავლური საზოგადოებების დიდი ნაწილი (არა მხოლოდ ქვეყნები) ჩვენზე განვითარებული და ნაკლებად დრამატულია და ინფანტილურია (ვიცი, რომ დრამატიზმის ხარისხს აქ კლიმატიც განაპირობებს და მარტო ჩვენი ბრალი არ არის). სუფრაზე ეს სიყვარულის ახსნები, მე რაც მახსენდება, მაგალითად, სამხრეთ იტალიაშიც ხდება (ჩრდილოეთ იტალიაში მსგავსს ვერაფერს შეხვდებით). თუმცა სამხრეთ იტალია ძალიან ცუდი მაგალითია, რადგან თუ გვინდა ჩვენი სუფრული სიყვარულობანას გამართლებად სამხრეთ იტალია მოვიშველიოთ, არ დაგვავიწყდეს, რომ იტალიის სამხრეთი ის მხარეა

  • სადაც მაფია იქაურების აბსოლუტური უმრავლესობის ჩუმი თანხმობით (!) აგრძელებს არსებობას;

  • სადაც გადასახადის დამალვა და მოტყუება ეროვნული სპორტია და ჩრდილოეთ იტალია რომ არ ჰყავდეთ, მესამე მსოფლიოს ქვეყანა იქნებოდნენ;

  • სადაც სამსახურში დილის 11-12-ზე მიდიან და შუადღის 4-ზე იპარებიან (ჩემი თუ არ გჯერათ წაიკითხეთ პატნამის ცნობილი წიგნი, Making Democracy Work: Civic Traditions in Modern Italy (ISBN 978-0691078892), 1993, Robert D. Putnam);

  • სადაც რუტინულად იმიზეზებენ ავადმყოფობას, რომ სამსახურში არ წავიდნენ და, მაგალითად, ფეხბურთი ან ჩოგბურთი ითამაშონ, სადმე გაერთონ ან უბრალოდ სახლში დაისვენონ (წყარო ვისაც უნდა ვუპოვი პოდკასტებს);

  • სადაც მუქთახორობის, კლანურობის და ოჯახის კულტებს სცემენ თაყვანს;

  • სადაც ერთადერთი ღირებულება არის საკუთარი (მაგრამ არა სხვისი) ოჯახის კეთილდღეობა და ამისთვის ყველაფერი მოსულა.

სულ არაფერი გეცნოთ, ქართული სუფრის აკადემიკოსებო? არ მგონია სუფრაზე გადასახადის დამმალველი რომ დაინახოთ იმ ჩემი ამერიკელი თანამშრომელივით წამოდგეთ და წახვიდეთ, რომელიც ბიზნესში გადასულმა ყოფილმა თანამშრომელმა თავის წვეულებაზე მიიწვია და ეს არ წავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეჭვი ჰქონდა ეს გაბიზნესმენებული თანამშრომელი გადასახადს მალავდა.

ლეგა ნორდი რომ გიჟი ექსტრემისტების პარტიაა ვიცი, მაგრამ მესმის რატომ უნდათ სამხრეთისგან ჩრდილოეთ გამოყოფა და პედანიის სახელმწიფოდ ჩრდილოეთ იტალიის ჩამოყალიბება და რა ვქნა.

ასევე არ მახსენდება ნორმალური დასავლური ქვეყანა, სადაც სუფრაზე სიყვარულს ეფიცებიან, ან შეიძლება უბრალოდ არ ვიცი და მაშინ მითხარით ვინც იცით, მაგრამ ის კი, ვიცი, რომ დასავლეთში ადამიანების დიდი უმრავლესობა ერთმანეთს წვეულებებზე და სხვა მსგავსი თავშეყრის ადილებში ერთმანეთს სიყვარულს არ ეფიცება.

2. მკვეთრად დადებითი დამოკიდებულება: ვარ თუ არა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ადამიანი

მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა პირველი ბლოგიდან დაასკვნეს, რომ რადგან იმ გადასახადების ვიხდი, რასაც ვერავინ იპოვის, რომ არ გადავიხადო (საშემოსავლო გადასახადის ასეთი სახეობებიც არსებობს ), პარტიზანული ბრძოლისთვის ფსიქოლოგიურად ვამზადებ თავს და ქართული მწერლობის და ენის ქვეყნის გარეთ პოპულარიზებას ვეწევი (ცხადია არა ინდუსტრიული მასშტაბით), შესაბამისად, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება მაქვს, რაც სრული სისულელეა და შევეცდები გითხრათ რატომ:

  1. კვლევები ადასტურებს, რომ ამერიკელების უმრავლესობა (50%+1 უკვე უმრავლესობაა) გადასახადს იხდის არა ა.შ.შ-ს საგადასახადო უწყების შიშის გამო, არამედ იმიტომ, რომ სწამს გადასახადების გადახდის. არც ეს და არც სხვა ამერიკელები ამას მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებად არ მიიჩნევენ (გამოკითხულები დიდი ალბათობით არ იტყუებიან, რადგან რომც აღიარონ, რომ დაჭერის შიშით იხდიან, ამის გამო არავინ დაიჭერს);
  2. პარტიზანული ბრძოლისთვის მხოლოდ ფსიქოლოგიურად მომზადება არ ნიშნავს, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ტყეში მართლაც პარტიზანად წავალ (მე ვფიქრობ, რომ რუსული იმპერიალიზმის აბსოლუტური და უპირობო სიძულვილი დიდი ალბათობით ტყეში პარტიზანად თავისით წამიყვანს, თუმცა, ღმერთმა დაგვიფაროს და რუსეთი თუ შემოიჭრა, ვინ სად წავალთ აბსოლუტურად დარწმუნებული ვერავინ ვიქნებით). მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებად არშემდგარი ფაქტის მიჩნევა, ალბათ დამეთანხმებით, დიდი სისულელეა;

  3. ქართველების იმ უმრავლესობას, ვისაც ჩემსავით ქართული სკოლა აქვს დამთავრებული, ბუნებრივად, უყვარდება, ქართული მწერლობაც და ენაც და რაც გიყვარს იმის პოპულარიზებასაც ახდენ ამ სიყვარულის და არა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო.

ყველაზე ახლო ჩემს ტემპერამენტთან და ხასიათთან მხატვრული ლიტერატურიდან არის კნუტ ჰამსუნის მისტერიების იოჰან ნაგელი, რომელიც ყველას აჩვენებს რამდენად ცუდი ადამიანია, მაშინ როცა არ არის. სხვას რომ თავი დავანებით, თუნდაც ამიტომ არასდროს მიფიქრია, რომ მაღალი  მოქალაქეობრივი თვითშეგნება მაქვს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი ბრაზდებოდა, როცა ამბობდნენ რა პატიოსანი კაციაო. რატომ ვარ პატიოსანი, ხახულის კარედი და თამარის გულსაბნევი ჯვარი რომ არ გავყიდეო პასუხობდა კაცი, რომელმაც უსაყვარლეს ცოლთან ერთად შიმშილში გაატარა 30 წელი და არ გაყიდა განძეულის თვით ისტორიული მნიშვნელობის არმქონე ერთი ექსპონატიც კი, რაც მის უზრუნველ ცხოვრებას თუ არა უზრუნველყოფდა, შიმშილს ააცილებდა. წარმოიდგინეთ რა უიმედო უნდა იყო ამ და სხვა რამდენი ასეთი მაგალითის შემდეგ თვითკმაყოფილებას მიეცე იმის კეთების გამო, რაც შენი მოვალეობაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ გადასახადების გადახდა, მაშინ როცა შეგიძლია არ გადაიხადო და ამას ვერავინ გაიგებს, მხოლოდ უძაღლო ქვეყანაში (სადაც გეხსომებათ, კატებს აყეფებენ) ჩანს მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებად.

მიზეზი, რის გამოც პირველად დავწერე სადღეგრძელოებზე, არის ის, რომ ეს ახალგაზრდები, ვისთან ერთადაც აღმოვჩნდი იმ რესტორანში, განათლებული ადამიანები არიან. ისინი, რომ ტიპური  ქართველები ყოფილიყვნენ, სუფრიდან უსიტყვოდ ავდგებოდი და გარეთ დავიცდი და დიდი ალბათობით არც არაფერს დავწერდი. ისიც ვთქვი, რომ არ ვიცი ისინი არიან თუ არა მზად იმ მონაწილეობისთვის, რაზეც ბლოგში ვლაპარაკობ და სანამ მეცოდინება, ისეთი ინტიმური სადღეგრძელოების დალევა, როგორიც ერთმანეთის სიყვარულის ან საქართველოს სადღეგრძელოა, ცხადია, დისკომფორტს მიქმნის. სანამ ადამიანი მომეწონება ბევრი რამე მინდა ვიცოდე მასზე, მაგალითად იხდის თუ არა იმ გადასახადებს, რისი დამალვაც უმტკივნეულოდ შეუძლია (ასეთი გადასახადებიც არსებობს), ძაღლი თუ ჰყავს და ეს ძაღლი ქუჩაში თუ მოისაქმებს, აიღებს თუ არა ამ მოსაქმებულს, საზოგადოდ ანაგვიანებს თუ არა გარემოს,   სამსახურში სინათლეს და კომპიუტერს თიშავს თუ არა საღამოს, ბატარეებს პირდაპირ ყრის თუ ცდილობს ისე გადაყაროს, რომ ამით ნაკლები ვნება მიაყენოს სხვას, აწუხებს თუ არა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ქართველი  მღდვლები, განსხვავებით ევროპული ქვეყნების კათოლიკური, პროტესტანტული და ანგლიკანური ეკლესიებისგან,  არასდროს იხსენიებენ საქართველოს გარეთ სხვადასხვა მასობრივი უბედურებით მომწყდართა სულებს ამ უბედურების ლოცვაში აღნიშვნით (მაგალითად სირიაში ამოწყვეტილთა სულებს).

მაშასადამე, მაინტერესებს, ადამიანი აშავებს თუ არა იმას, რისი დაშავებაც შეუძლია და რასაც უმრავლესობა ამაყად და ბედნიერად აშავებს. ჩვენი უმეტესობა ხომ არ არის კრიმინალი და ამიტომ ძარცვა-გლეჯა, გაუპატიურება, მკვლელობა არ არის იმის მაქსიმუმი, რისი დაშვებაც შეგვიძლია. ეს ნიშნავს, რომ გადასახადების დამალვა, გარემოს დანაგვიანება ან სხვისი დანაგვიანებულის არდასუფთავება და მისთანები არის იმის მაქსიმუმი, რისი დაშავებაც შეგვიძლია. ამ ქვეყნისთვის მეტი რისი დაშავება შეგვიძლია? დიდი ალბათობით ეს ახალგაზრდები, მაგალითად, გარემოს არ აბინძურებენ, მაგრამ არ ვიცი სხვას რას აშავებენ ან აკეთებენ.

3. უთითებს თუ არა ეს უაზრო სადღეგრძელოები იმაზე, რომ ქართველები ცუდები არიან

არა, ნამდვილად არ უთითებს. ვინც მოთქვამს იმაზე როგორი უვარგისები არიან ქართველები სამყაროზე გაბოროტებული ადამიანები მეგონა. მერე მივხვდი, რომ ამ ადამიანების ნაწილი ალბათ მართლაც არის სამყაროზე გაბოროტებული, მაგრამ ამათმა უმრავლესობამ, უბრალოდ, არ იცის სტატისტიკა.

საქართველოში ცუდი და კარგი ადამიანების თანაფარდობა დაახლოებით იგივეა, რაც სხვა ქვეყნებში. ნორმალური განაწილება, რაც სტატისტიკის საკვანძო მოვლენაა, სხვა ახსნის საშუალებას არ იძლევა, ანუ გრაფიკულად ნორმალური განაწილების სიმკვრივეს ზარის ფორმა აქვს ქართველების, ესტონელების, ებრაელების, იაპონელების, ამერიკელების და გერმანელების თუ სხვა ნებისმიერი ხალხის შემთხვევაში. ნორმალურ განაწილებაშიც შეიძლება იყოს ასიმეტრია, მაგრამ ეს ასიმეტრიაც სხვა თანაბარი პირობების დაშვებით აიხსენება, ანუ იმის უფრო მაღალი ალბათობა, რომ შემთხვევით შერჩეული გერმანელი შემთხვევით შერჩეულ ქართველზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შეიძლება იყოს არის ასიმეტრია ნორმალურ განწილებაში, რასაც სტატისტიკოსები ხუმრობით სლოკინს ეძახიან. ამ სლოკინების უმეტესობა ასევე სხვა თანაბარი პირობების დაშვებით აიხსნება. 

როცა ეს პირველად ვთქვი, მითხრეს, რომ თუ ერთ ჯგუფში პროპორციულად უფრო მეტი უვარგისია, ვიდრე მეორეში, შემთხვევითი შერჩევის დროს იმის ალბათობა რომ ერთი ჯგუფიდან შერჩეულ შერჩევაში პროპორციულად უფრო მეტი უვარგისი ამოგივა, ვიდრე მეორედან, უფრო მაღალია. ნამდვილად ასე იქნება, თუ ამ ქვეყნის მოსახლეობას ჯგუფებად დაყოფ, მაგრამ თუ გენერალურ ერთობლიობას (ამ შემთხვევაში ქართველებს) ჯგუფებად ყოფ, ანუ სტრატიფიცირებულად იკვლევ, აქ ორი ჯგუფი ვერ გეყოფა. თან მარტო ამ ჯგუფების რაოდენობას კი არა ზომას და შემადგენლობას უნდა უყურო. როცა ჯგუფების რაოდენობას გაზრდი და ზომასაც შეარჩევ და თან იმას დააკვირდები ეს ჯგუფები საიდან აიღე, შერჩევაში პროპორციულად უფრო მეტი უვარგისი აღარ ამოგივა, ანუ დაახლოებით იგივე შედეგს მიიღებ რასაც მარტივი შემთხვევითი შერჩევით.

გაუსმა ჯერ კიდევ თითქმის 2 საუკუნის წინ აღმოაჩინა ნორმალური განაწილება, რამაც სოციალურ მეცნიერებებში გადატრიალება მოახდინა. გაუსამდე გაჩნდა ცენტრალური ზღვარის თეორემის პირველი ვერსია. ალბათობაში რომ არ გადავვარდეთ და ძალიან მარტივად და უტრირებულად ვთქვათ, ცენტრალური ზღვარის თეორემა გვეუბნება, რომ შემთხვევითი შერჩევით თუ ავიღებთ ადამიანებს, შერჩევაში მოხვდება სულელიც და ჭკვიანიც, ბოროტიც და კეთილიც, განათლებულიც და გაუნათლებელიც, მდიდარიც და ღარიბიც, ისეთიც და ასეთიც. ჩემი მოკლე ჭკუით, ერთობლიობაში ეს ორივე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე თავბრუდამხვევი აღმოჩენაა. ამიტომ არის რომელიმე ერის დემონიზება სისულელე.

დასასრულ, კიდევ უნდა გავიმეორო, რომ მორალისტობა ძალიან არ მომწონს. თუ სწორად მახსოვს, დიკენსს ჰყავდა ერთი პერსონაჟი ქალი, რომელიც დადიოდა თავისი ეტლით და ხალხს ჭკუას არიგებდა რა გაეკეთებინა და როგორ მოქცეულიყო. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პერსონაჟი და ეს ქალი მახსენდება ხოლმე როცა ვმორალისტობ და საკუთარი თავი მძულს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მიჭირს ქართველების ეროვნული ხასიათით განპირობებულ იმ უპასუხისმგებლობებთან შეგუება, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე (არ ვამბობ, რომ ის ახალგაზრდებიც ესეთივე უპასუხისმგებლოები არიან. უბრალოდ, არ ვიცნობ და სანამ გავიცნობ, ვერ ვაიძულებ საკუთარ თავს ისე მოვიქცე თითქოს ვიცნობდეთ და ვიცოდე, რომ უპასუხისმგებლოები არ არიან. ამ სადღეგრძელოების მათთან ერთად სმა სწორედ საკუთარი თავის ესეთი იძულება იქნებოდა). იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები არ შემიძულებენ. მიუხედავად ჩემი რწმენისა, რომ ადამიანები ძირითადად კარგები არიან, არც კარგ ადამიანად მიმაჩნია საკუთარი თავი, მაგრამ არც ისე ცუდი ადამიანი ვარ, როგორც მათ შეიძლება ეგონოთ.

ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია, რომ განათლებულად არ მიმაჩნია თავი: დარწმუნებული ვარ, შეზღუდული მაქვს თვალსაწიერიც, განათლებაც, დაკვირვების უნარიც და ბოლობოლო ადამიანი ვარ, რაც ძალიან ართულებს ამოცანას იყო ობიექტური. შესაბამისად, ვერ მექნება პრეტენზია, რომ სუფთა და კრიალა სარკე ვარ, სადაც ჩვენი სინამდვილე კარგად დაგანახეთ. ასეთი სარკე  რომ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, უფრო სრულად დაგანახებდით ჩვენს სინამდვილეს (და ვინც გაბრაზდით, კიდევ უფრო გაბრაზდებოდით), მაგრამ მგონია, რომ ერთ მონჯღრეულ სარკედ მაინც გამოვდგები, სადაც, იმედია ჩვენი სინამდვილის რაღაც ანარეკლს მაინც მოჰკარით თვალი.



Read
14709
Send mail

BLOGS BY SAME AUTHOR

04 January 2017 | 15:28 მიხეილ კუკავა

რატომ დავცინით „თვითმიზნურ” მოდერნულ და თანამედროვე ხელოვნებას

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

Detailed
07 December 2016 | 16:53 მიხეილ კუკავა

(როგორი) იქნება გერმანული რაციონალიზმი 30 წლის შემდეგ?

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

Detailed
19 September 2016 | 08:20 მიხეილ კუკავა

რას ვერჩი ქართულ სადღეგრძელოებს

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

Detailed

BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner