banner

Tuesday, 03 December
28 September 2016 | 15:51 ზურაბ მოდებაძე

ტრაქტორი თუ ლამბორგინი? ანუ ასოცირების შეთანხმების რა სიკეთეებზე ამბობენ უარს აფხაზები და ოსები

https://eugeorgia.info/uploads/blog/ტრაქტორი თუ ლამბორგინი? ანუ ასოცირების შეთანხმების რა სიკეთეებზე ამბობენ უარს აფხაზები და ოსები

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც  აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა. «ფერარიმ» ფერუჩოს მოლოდინი ვერ გაამართლა. ფერუჩომ არც აცია, არც აცხელა და მანქანის ხარვეზების შესახებ სასაუბროდ  პირდაპირ ენცო ფერარის მიადგა, მანქანის ხარვეზების შესახებ თავისი აზრი გააცნო და პრობლემემების გამოსწორებაში დახმარებაც შესთავაზა. ენცო ის კაცი არ იყო, ვინმესგან ჭკუის სწავლება მოეთმინა, ამიტომაც ფერუჩო უკმეხად გააცილა. კიდევ უფრო საინტერესო ამ ისტორიის მესამე ნაწილია: ფერუჩომ, რომელიც გვარად ლამბორგინი იყო, მალევე ლეგენდარული სპორტქარი „ლამბორგინი“ შექმნა.

ცხადია, რომ მოდერნიზაცია/გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია. ეს თანაბრად ეხება ყველაფერს - ტექნიკიდან დაწყებული, სოციალური ან სულაც  პოლიტიკური მდგომარეობით დამთავრებული.  

ახლა შეგვიძლია მეტაფორებს თავი დავანებოთ და პირდაპირ სათქმელზე  გადავიდეთ: მას შემდეგ, რაც 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, გაჩნდა უდიდესი შესაძლებლობა, საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს, სადაც ისეთივე ეკონომიკა იქნება, როგორიც ევროკავშირში, ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს კი ისეთივე მაღალი სტანდარტებით დაიცავენ, როგორც  ევროპაში. მთავარი ის  არის, რომ ევროკავშირთან იტეგრაციის სიახლოვეს სულ მალე საქართველოში რიგითი მოქალაქეც იგრძნობს. აი, კონფლიქტურ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი, რამდენიც არ უნდა დაიწეროს და ითქვას მოსკოვში, სოხუმსა თუ ცხინვალში მოღვაწე ჩინოსნებისა და მათ დაქვემდებარებული მედიის მხრიდან, მოსახლეობას ამ დრომდე სიტუაციის რეალურ გაუმჯობესების იმედიც არ აქვს. არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, თუ არსებობს ამის სურვილი და, რაც მთავარია, შესაძლებლობა.

იმაზე, თუ რა სუბიექტური და ობიექტური ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს ამ მიმართულებით, არ შევჩერდები – ამაზე ე.წ. გამყოფ ხაზს მიღმაც და გამოღმაც 20-ზე მეტი წლის განმავლობაში იმდენი ითქვა და დაიწერა, გამგებმა უკვე გაიგო. მხოლოდ ერთს ვიტყვი ძალიან მოკლედ: როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში მთავარ მოკავშირედ რუსეთს განიხილავ, უნდა გახსოვდეს, რა დაემართათ ორი საუკუნის წინ შაფსუგებსა და უბიხებს - ისინი უბრალოდ გაქრნენ. აფხაზები და ოსები  დღეს უკვე თავადაც გრძნობენ ანალოგიურ საფრთხეს (როგორც არ უნდა უარყოფდნენ) . სწორედ ამიტომ,  დროა, რომ  აფხაზები და ოსები თვითგამორკვევაზე ზრუნვის პარალელურად, ალტერნატივებზე დაფიქრდნენ.

ერთ-ერთი ალტერნატივა მათთვის უკვე შეთავაზებულია, თუმცა უარყოფილი. ყოველ შემთხვევაში – ამ ეტაპზე. ვგულისხმობ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისგან მომავალ რეალურ სარგებელს. გარდა მისი უარყოფის საყოველთაოდ ცნობილი მიზეზებისა, რომელზეც ზემოთ მოკლედ მივანიშნე, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი და ამ ბლოგის  მიზანიც სწორედ მისი აღმოფხვრისთვის ხელის შეწყობაა: ე.წ. გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს შორის ცოტამ თუ იცის, რა სარგებელი და სიკეთე შეიძლება მიიღონ ასოცირების შეთანხმებიდან, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე აისახოს და ის უკეთესობისკენ შეცვალოს.   

უპირველესად, მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, რომ ასოცირების შეთანხმებით გარანტირებული თითოეული სიკეთე თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩათვლით.

ევროკავშირთან ურთიერთობაში განსაკუთრებით მომხიბვლელია ვიზა-ლიბერალიზაცია, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასასვენებლად, მოკლევადიანი სასწავლო მიზნებისთვის, სამკურნალოდ, ბიზნეს-გარიგებებისა და სხვა მიზნებისთვის ვიზის გარეშე მოგზაურობას გულისხმობს.

ამას გარდა, უმნიშნიშვნელოვანესია ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი - DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე).  DCFTA-მდე  საქართველოს ევროკავშირთან  GSP-ი და GSP+  პრეფერენციათა განზოგადებული სავაჭრო სისტემა ჰქონდა, რომელიც 7200 დასახელების პროდუქტით თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობდა. DCFTA-ს ეკონომიკური რეჟიმის შემოღებით კიდევ უფრო გაიზარდა სატარიფო ხაზი და 9600 დასახელების პროდუქტი საბაჟო და სატარიფო ბარიერებისგან გათავისუფლდა. ამჯერად ჩამონათვალში უკვე საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტები მოხვდა - ღვინო, თხილი და სხვა.

DCFTA მწარმოებლებს საქართველოდან აძლევს შანსს,  რომ ევროკავშირის ბაზარზე  საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადისა და დაბეგრვის გარეშე შეიტანონ.

რევოლუციურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ასევე საბაჟო ბარიერების მოხსნა: ქართული ნაწარმი ზედმეტი კონტროლისა და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშეა დაშვებული ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე და, შესაბამისად, ხელმისაწვდომია  ევროპელი მომხმარებლისთვის.

ჯერ კიდევ 2012 წელს ევროკავშირის დაკვეთით მომზადებული ანგარიში -  „ვაჭრობის მდგრადობაზე ზემოქმედების შეფასება“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამუშავების შემდეგ  საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის 12%–ით გაზრდასა და ევროკავშირიდან იმპორტის 7.5%–ით მატებას პროგნოზირებდა. ანგარიშის თანახმად, ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრული განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს  მშპ–ს 4.3%–ით გაზრდის.

DCFTA ოფიციალურად ძალაში 2014 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა, ხოლო 2015 წლისთვის ევროკავშირში ექსპორტი უკვე 4%-ით გაიზარდა. ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა ევროკავშირში შთამბეჭდავად მოიმატა:  2012 წელს 105 900 000 აშშ დოლარის ღირებულების აგროპროდუქტი გაიყიდა, 2013  წელს  - 182 600 000 აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო 2014 წელს - 216 405 000 აშშ დოლარის ღირებულების.  2015 წელს ევროკავშირში ექსპორტზე შეტანილი ინდუსტრიული და აგროპროდუქტების ღირებულებამ ნახევარ მილიარდ დოლარს (600 მილიონი)  გადააჭარბა. საქართველოს სტატისტიკის სხელმწიფო სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით ექსპორტირებული აგრო  და ინდუსტრიული პროდუქტების ღირებულება დიფერენცირებულად  წელს, ნოემბერში დაზუსტდება.  

ექსპერტები პრაქტიკულად თანხმდებიან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით თავისუფალი ვაჭრობა და ამ ტიპის ურთიერთობებისგან მიღებული სარგებელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ცხადია, ევროპის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივა ჯიბეგაფხეკილი ადამიანისთვის მიმზიდველობას კარგავს. ამის გათვალისწინებით, მთავარი არგუმენტი და ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის თვითშეფასების ამაღლებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის მაინც DCFTA-ია, რომელიც თავისუფალი და გამჭვირვალე ბიზნესის კეთების შესაძლებლობას აჩენს.

როდესაც ბიზნესზე, მეწარმეობასა და სოლიდურ, ლეგალურ შემოსავლებზე ვსაუბრობთ, თვალი ყველას ევროკავშირის ბაზრისკენ გაურბის. ამას საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს: 20 ტრილიონიან (წლიური ბრუნვა) ბაზარზე დამკვიდრება ყველას ოცნებაა. ევროკავშირის 28 ქვეყანა 500 მილიონზე მეტი  მომხმარებლით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. სხვა ბაზრებთან შედარებით, მისი უპირატესობები შემდეგში მდგომარეობს:
1. სტაბილურობა
2. თამაშის გამჭვირვალე წესები
3. დისტრიბუციის გამართული ქსელი
4. მზარდი ფასები და მოთხოვნა ნატურალურ  და ხარისხიან პროდუქტებზე
5. მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებელი

არავინ დავობს იმაზე, რომ  ალტერნატიული ბაზრების მოძიების პარალელურად, რუსული ბაზარი წარმოებისთვის არ უნდა დაიკარგოს. ბაზრების დივერსიფიკაცია საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევაა. ამ კონტექსტში ადგილობრივმა მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ ევროპელი მომხმარებელი ყოველთვიურად სურსათის შესაძენად სამჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე რუსეთის მოქალაქე; რუსეთის ბაზრებზე ნისიების სისტემა არსებობს და მეწარმე ვერ იქნება დარწმუნებული, პროდუქციის რეალიზების შემდეგ თანხას მიიღებს თუ არა; პოლიციასთან და კრიმინალურ წრეებთან კორუფციული გარიგების გარეშე მოცულობითი პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ამის საპირწონედ ევროკავშირის ბაზარზე ყველაფერი გამჭირვალედ და კანონის ფარგლებში ხორციელდება. რაც მთავარია, მეტი სარგებლის მიღების პერსპექტივაა, რადგან მაღალანაზღაურებად ევროპელებს ხარისხიანი პროდუქტების მაღალ ფასად შესყიდვა უპრობლემოდ შეუძლიათ. ევროკავშირის ბაზრის კიდევ ერთი უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდაა. ვინაიდან საქართველო ინდუსტრიული ქვეყანა არ არის და განსაკუთრებული კლიმატური პირობებით გამოირჩევა, ჩვენთან ბიო და ნატურალური პროდუქტების წარმოების ნიშა არსებობს, მოთხოვნიდან გამომდინარე კი, ეს პროდუქცია ევროპაში ძვირად ფასობს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპულ ბაზარზე შესვლის პერსპექტივამ ქართული წარმოების სისტემა მცირედით, მაგრამ უკვე შეცვალა. ფერმერთა ნაწილი ტრადიციული სამეურნეო კულტურების წარმოებიდან ევროპაში მოთხოვნადი, ნიშური კულტურების წარმოებაზე გადადის. სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის ექსპორტში მოულოდნელად  ღვინომ პირველობა თხილს დაუთმო. თხილის წილმა აგროექსპორტში 65 პროცენტსაც კი მიაღწია. ამჟამად საქართველო ევროკავშირში თხილის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შედის და ევროკავშირის ბაზარზე თურქეთის შემდეგ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება: 2012 წელი - 24 700 ტონა (84 მლნ აშშ დოლარი), 2013 წელი - 39 700 ტონა (167 მლნ აშშ დოლარი), 2014 წელი - 36 200 ტონა  (183 მლნ  აშშ დოლარი), 2015 წელს კი  უკვე 176,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გაიყიდა.

წარმატების კიდევ ერთი მაგალითი კივია. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის  - LIDL-ის სუპერმარკეტებში ქართული კომპანია "ნერგეტას" მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მოყვანილი კივი იყიდება.

ნიშური პროდუქტის წამოებამ წარმატება მოუტანა კომპანია "Vanrik Agro Group"-საც. 2014 წელს საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაიტანეს. ამჟამად მისი ექსპორტი რუსეთშიც ხორციელდება. თუმცა თუ რუსეთში 1 კგ ლურჯი მოცვი 3,5 ევრო ღირს, ევროკავშირის ბაზარზე მისი ფასი 4-დან 10 ევრომდე მერყევობს. კომპანია "Vanrik Agro Group"-მა ლურჯი მოცვის გაშენება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 2012 წლის ბოლოს დაიწყო. ლურჯი მოცვის პლანტაცია ამჟამად 50 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანიის მენეჯმენტი უახლოეს მომავალში მეურნეობის 400 ჰა-მდე გაფართოებას გეგმავს.

უახლოეს ხანში ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტიც დაიწყება. ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატის რეკომენდაციით, ევროკომისიამ საქართველო მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანა ნებადართულია.

მარტივი ანალიზიც კი საშუალებას გვაძლევს, DCFTA-ს ბენეფიაციარად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე წარმოვიდგინოთ. სამომავლოდ DCFTA-ს გამოყენებით სარგებლის მიღებაზე აფხაზებმა და ოსებმაც უნდა იფიქრონ. მით უფრო, რომ ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ეკონომიკის მასტიმულირებელი გარკვეული ღონისძიებებია გაწერილი.

„ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “კანონი“, - ასეთ ლოიალურ ჩანაწერს ვხვდებით ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმაში, რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს აკისრია.

რამდენიმე წელია, ქართული წარმოების წარმატებული მოდელების შესაქმნელად ევროკავშირი სხვა დონორებთან ერთად მრავალმილიონიანი დახმარების პროგრამებს ახორციელებს. და ამის დამსახურებაცაა, რომ შესაძლებლობის განვითარებისა და  ტექნიკური გადაიარაღების მიმართულებით ქართველი მწარმოებლები ადაპტაციას მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ. მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, განსაკუთრებით – სწორედ კონფლიქტურ რეგიონებში, რომ ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერი დახმარება თანამედროვე საწარმოო სისტემებსა და სტანდარტებზე გადასასვლელად პროპორციულად კონფლიქტური რეგიონებისთვისაცაა გათვალისწინებული. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება თავიდან ბოლომდე ამ სულისკვეთების მატარებელია და არც ერთი ეთნიკური ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს.    

აი, ამ ყველაფერზე ე.წ. გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრები აფხაზური და ოსური მოსახლეობა ამ დრომდე უარს ამბობს, ან, მინიმუმ, «ქართულ სატყუარად» აღიქვამს. არადა, სარგებელი ზედაპირული ანალიზის საფუძველზეც კი ჩანს. მე რომ აფხაზი ან ოსი ვიყო, მინიმუმ, დავფიქრდებოდი, მაქსიმუმ კი უფრო შორსაც წავიდოდი და ეკონომიკური შინაარსის გარკვეულ ინიციატივებსაც  დავაყენებდი.

P.S. ფერუჩოსაც შეეძლო, დინებას მიჰყოლოდა, არაფერი შეეცვალა და ტრაქტორები ეკეთებინა, მაგრამ გაუმჯობესება ამჯობინა. ტრაქტორი თუ ლამბორგინი? არჩევანის გაკეთება ალბათ, არც ისე ძნელია.


 

Read
14070
Send mail

BLOGS BY SAME AUTHOR


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner