banner

Friday, 01 November
10 May 2016 | 12:07 Agriculture

სასაკლაოებზე HACCP-ის დანერგვის ვადამ 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიწია

სასაკლაოებზე HACCP-ის  დანერგვის ვადამ 2017 წლის 1 იანვრამდე გადაიწია

HACCP-ის  სტანდარტით აღჭურვილი 2 მსხვილი სასაკლაო კი ისევ გაჩერებულია

სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული სასაკლაო, სადაც ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი  მოწმობა, ფორმა N2 გაიცემა, ბევრი რაიონის მსგავსად არც მესტიაშია.  ადგილობრივმა  ფერმერმა სავაჭრო ობიექტში საკუთარ ფერმაში გაზრდილი საქონლის ხორცი რომ შეიტანოს, ამისთვის ზემო სვანეთიდან ძროხა უახლოეს სასაკლაოზე - 150 კმ-ის მოშორებით, ზუგდიდში უნდა ჩაიყვანოს.  ხელისუფლება  აცხადებს, რომ  ცხოველთა დაკვლის მომსახურების ბაზარზე ასეთი ჩავარდნა დროებითია და  როგორც კი ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდება, გაჩნდება მიწოდებაც.  ზემო სვანეთში ერთი ასეთი მიმწოდებელი უკვე გამოჩნდა.

"სასაკლაოს მშენებლობა უკვე დაწყებული გვაქვს და 1 თვეში დასრულდება. აქ დიდი მოთხოვნა არ არის,  ამიტომ დიდი სასაკლაოს გაკეთებას არ ვაპირებთ. თვეში, სავარაუდოდ, 30 ძროხა დაიკვლება და სასაკლაოც კვირის განმავლობაში 1 ან 2 დღის განმავლობაში იმუშავებს," - ამბობს  თორნიკე ნაკანი, რომელიც სასაკლაოს მესტიაში აშენებს.  მშენებლობაზე დააახლოებით 40 000 ლარი დაიხარჯა. სასაკლაოზე HACCP-ის სისტემაც უნდა დაინერგოს, რისთვისაც დამატებითი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. მეწარმე ამბობს, რომ ხარჯი ჯერ ზუსტად არა აქვს დათვლილი და არც ის იცის, რომელიმე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  შეღავათიანი სესხის აღება თუ შეუძლია. სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რომ ბანკიდან კრედიტის აღება აუცილებლად  მოუწევს.

სამტრედია-აბაშის საზღვარზე, ცხენისწყლის ხიდთან, სასაკლაოს აშენებას აპირებს ოლეგ გაბრიჭიძეც. მშენებლობა უკვე დაწყებულია და ის დაახლოებით 2 თვეში დასრულდება. მეწარმის გათვლით, სასაკლაოს მოწყობას დაახლოებით 300 000 ლარი დასჭირდება. სახელმწიფო პროგრამისთვის არც მას მიუმართავს. “სახელმწიფო პროგრამებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება არ მაქვს. “დანერგე მომავალს” მივმართე და ამ პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული  ნერგის ფასი ჩემთვის ძალიან ძვირი იყო. სასაკლაოსთვის გარკვეული ტექნიკა უკვე ვიყიდეთ. HACCP-ის სისტემაც უნდა დავნერგოთ. როცა გვითხრეს, რომ ამ სისტემის დანერგვა სავალდებულოა, ვიფიქრეთ, რომ ეს ზედმეტი და არასაჭირო თავისტკივილი იყო. ახლა  საქმის არსში კარგად გავერკვიეთ და HACCP-ის დანერგვა ნამდვილად საჭირო და აუცილებელია. მე და ჩემს პარტნიორს სესხის აღება გვინდა. მქონდა იმედი, რომ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ფარგლებში ევროკავშირის  მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხით ან გრანტით ვისარგებლებდით, მაგრამ ამაოდ. სახელმწიფო პროგრამები ჩვენთვის ძვირია,” - ამბობს ოლეგ გაბრიჭიძე.

სასაკლაოების მოწყობას აფინანსებს პროგრამა “აწარმოესაქართველოში”. თუმცა, ამშემთხვევაში, ერთისესხისმოცულობა $600 000-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

HACCP-ის დანერგვის საკონსულტაციო ფასი 5 000-50 000ლარის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია საწარმოს ზომას და წარმოების პროცესის სირთულეს. ამ სტანდარტის დანერგვის დაწყებამდე აუციელებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.

სოფლი სმეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოებისთვის HACCP-ის სტანდარტების დანერგვი სთანადაფინანსებას ითვალისწინებს “შეღავათიან იაგროკრედიტის” პროგრამა. სააგენტო აფინანსებს საკონსულტაციო მომსახურების საერთო ღირებულების 30%-ს, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა. საერთო ღირებულების 20%-ს აფინანსებს თავად ბენეფიციარი. ამასთან, სააგენტოს თანადაფინანსების გამოყოფი სწინაპირობაა ბენეფიციარის მიერ HACCP-ის სტანდარტების დანერგვის საერთო ღირებულების არანაკლებ 70%-ის მოძიების დადასტურება.

ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა მტკივნეული, კარგად იცის ევროკავშირმაც და აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტზე დახმარების ახალი პროგრამის  -DCFTA Facility შესახებ გამოაცხადა. პროგრამა წარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მანქანა-დანადგარების შესაძენად საჭირო თანხების ბანკებიდან გამარტივებული პირობებით მიღებასა და გრანტებს ითვალისწინებს. პროგრამას ევროკავშირი საინვესტიციო ბანკსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად განახორციელებს. როგორც EBRD-სწარმომადგენლობაში  eugeorgia.info-სგანუცხადეს, 2016 წლის მაისისბოლოსთვისსაერთაშორისოინსტიტუტიგეგმავსთბილისშიდიდიფორუმისგამართვას, სადაცმოწვეულადგილობრივმეწარმეებსპროგრამისპირობებსგააცნობენ. ივნისშიკიგანაცხადებისმიღებადაიწყება.

 რა არის HACCP

სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი ცხოველთა/ფრინველთა სასაკლაოებს HACCP-ის ( Hazard Analysis Critical Control Point)  - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას ავალდებულებს.  სახელმწიფომ   HACCP-ის სისტემის დანერგვის ბოლო ვადად თავდაპირველად 2015 წლის 1 იანვარი განსაზღვრა, შემდეგ 2016 წლის 1 იანვარი, ახლა კი ეს ვადა 2017 წლის 1 იანვრამდე გადაწია. 

HACCP -ი მეცნიერულად დასაბუთებული მართვის ორგანიზებული სისტემაა, რომელიც  საფრთხეების დადგენას და მათი კონტროლის შედეგად უვნებელი სურსათის წარმოებასითვალისწინებს. ყოველი კონკრეტული საწარმოო ხაზის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე  მასში იმ  „წერტილების“ გამოვლენახდება, რომელზეც რაიმე შეცდომამ, მოუფრთხილებლობამ, შემთხვევითობამ, უნიათობამ ან სხვა გარემოებამ შეიძლება საბოლოო პროდუქტის დაბინძურება ან გაფუჭებაგამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი საბოლოო პროდუქტის უვნებლობისთვის „კრიტიკულიწერტილია“ და მასზემუდმივი კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს.

საქართველოში  ცხოველთა 90 ლიცენზირებული სასაკლაოა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, HACCP-ის სისტემა მათგან სრულყოფილად მხოლოდ  3 სასაკლაოს აქვს დანერგილი  - "იბერმითჯორჯიას", შპს "ლაშარელას"  და ინდმეწარმე ნაზი გაბრიჭიძეს. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების  სისტემა საერთოდ არ აქვს დანერგილი 15 სასაკლაოს. დანარჩენ სასაკლაოებზე კი სისტემის დანერგვა დაწყებულია, თუმცა,  ჯერ დასრულებული არ არის. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს  სასაკლაოები  HACCP-ის არქონის გამო დააჯარიმა და ამ სისტემის დანერგვისთვის გარკვეული ვადაც მისცა. "2016 წლის  დასაწყისში საწარმოები ისევ შევამოწმეთ. მათ უმრავლესობას HACCP-ის დანერგვა დაწყებული აქვთ, მაგრამ პროცესი ჯერ კიდევ არ აქვთ დამთავრებული. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ ეს პროცესი დაასრულონ. ამ სისტემის დანერგვა 1 დღეში არ ხდება, მას დრო სჭირდება. სასაკლაოების ნაწილს 2016 წლის იანვარში ნახევარი წლით პირობითი აღიარება მიენიჭათ. ივლისში მათ ისევ შევამოწმებთ და თუ მათი მუშაობა სურსათის უვნებლობასთან შეუთავსებელი არ იქნება, პირობითი აღიარება კიდევ ნახევარი წლით გაუგრძელდებათ.  ამ ვადას ადგენს კანონი და ჩვენ ვალდებული ვართ, ის დავიცვათ. ის სასაკლაო, რომელსაც  2017 წლისთვის HACCP  სრულფასოვნად არ ექნება დანერგილი, ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს,"- აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანა გემაზაშვილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "მესხეთ პროდაქტი" იმ სასაკლაოების ჩამონათვალშია, რომელმაც  HACCP-ის სისტემა სასაკლაოზე უკვე დანერგა, მაგრამ სისტემა ჯერ სრულყოფილი არ არის. "მესხეთ პროდაქტის"  სასაკლაო ასპინძაში  2008 წლიდან ფუნქციონირებს. მის მშენებლობასა და იქ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვაში 1 მილიონამდე ლარის ინვესტიციაა ჩადებული. სასაკლაო დღე-ღამეში 60-80 სული მსხვილფეხა საქონლის, 100-120 ღორის და 200-250 ცხვრის დაკვლაზეა გათვლილი. ერთი ძროხის დაკვლა 35 ლარი ღირს, ღორის და ცხვრის კი  - 10 ლარი. "კვირაში მხოლოდ 2 დღეს ვისვენებთ.  ჩვენ საკუთარი ფერმა გვაქვს და ახალი ხორცით ვამარაგებთ  მაღაზიათა ქსელ "სმარტს",  ჰიპერმარკეტ “გუდვილს”, რესტორან "თაღლაურას". საქონლის დაკვლის მსურველ მომხმარებელსაც ვემსახურებით. მას შემდეგ, რაც ვეტერინარული მოწმობა -  ფორმა N2 და  HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა, მომხმარებელთა რაოდენობაც იზრდება," - ამბობს  www.eugeorgia.info-სთან საუბარში შპს "მესხეთ პროდაქტის" მენეჯერი, ტრისტან ციხელაშვილი.

მომხმარებელთა სიმცირეს არ უჩივის არც შპს "ქართული ხორცის პროდუქტები", რომელსაც  სასაკლაო თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში აქვს მოწყობილი. სასაკლაო 2008 წელს, 300 000-ლარიანი ინვესტიციით და USAID-ის ტექნიკური დახმარებით  აშენდა. აქ 8 სთ-ის განმავლობაში 30 ძროხის დაკვლა შეიძლება. "HACCP-ის სისტემას ახლა ვნერგავთ  და  მალე ის სრულყოფილად ამოქმედდება. იმისთვის, რომ სისტემა დაგვენერგა, რეკონსტრუქციის ჩატარება,  გასახდელების მოწყობა და 4000-მდე ლარი დაგვჭირდა. ჩვენს სასაკლაოზე მხოლოდ ძროხა იკვლება, თვეში 10 000-მდე სული. ერთი ძროხის დაკვლის საფასური ზომის მიხედვით, 10-15 ლარია. აქ ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ამიტომ საქონლის ხორცზე მაღალი მოთხოვნაა. მომხმარებელი ახმეტიდან და გურჯაანიდანაც მოდის," - აცხადებს "ქართული ხორცის პროდუქტების" წარმომადგენელი, ელდარ მილდიანი.

წვრილი და საშუალო ზომის კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებსაც  HACCP-ის დანერგვა, მისთვის საჭირო თანხის მოძიება და უკვე აშენებული საწარმოების გადაკეთება უწევთ, სრულიად  განსხვავებული პრობლემა აქვთ დიდ სასაკლაოებს:  ამ დროისთვის გაჩერებულია ქვეყნის 2 უდიდესი სასაკლაო - "ახალციხე აგროფუდი" და "იბერმითი". ორივე მათგანს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასაკლაო აქვს და HACCP-იც სრულყოფილად აქვს დანერგილი.

"ახალციხე აგროფუდი" ახალციხის რაიონის სოფელ სხვილისში, 2012 წელს აშენდა. ერთობლივი ქართულ-დანიურ-აზერბაიჯანული ინვესტიციის სახით საწარმოში 6 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული. საწარმოს მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ დღემდე ის ვერ ფუნქციონირებს. "საწარმოს მუშაობა წამგებიანი რომ არ იყოს,დღეში 200 სული საქონელი უნდა დაიკლას.სასაკლაოექსპორტზეა გათვლილი, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის მუშაობა საწარმოსთვის წამგებიანია. თურქეთი და ზოგადად, ისლამური ქვეყნები, სადაც საქონლის ხორცი კარგად იყიდება, ჩვენთვის სტრატეგიული  ბაზარია. თურქეთში ხორცის შეტანაზე გვქონდა კვოტა - 5000 ტონა. ის გაუქმდა და ველოდებოდით ახალი კვოტის შემოღებას. რამდენიმე თვის წინ თურქეთმა მის ბაზარზე ხორცის შეტანის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებისთვის ახალი კვოტები  განსაზღვრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანის უყურადღებობის გამო საქართველო ამ სიაში ვერ მოხვდა.  ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და 10 მაისისთვის სასაკლაოც ამოქმედდება,“   - აცხადებს "ახალციხე აგროფუდის" დირექტორი, ნუგზარ სარჯველაძე.

"ახალციხე აგროფუდი" პარალელურად კიდევ რამდენიმე ბაზარს სწავლობს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს  ირანთან და ერაყთან. ერაყში, ქალაქ ერბილში საცდელი პარტიის სახით 2 ტ ხორცი გაიტანეს. კომპანიას იმედი აქვს, რომ ერაყში ხორცის შეტანაზე საქართველოსთვის კვოტის გამოყოფის შემდეგ იქ ფეხს წარმატებით მოიკიდებს.

კვოტების გამოყოფას ელოდება კიდევ ერთი დიდი სასაკლაო - "იბერმითიც". საწარმო მთლიანად ქართული ინვესტიციითაა აშენებული, მასში დაახლოებით 8 მლნ ლარამდე თანხა ჩაიდო. "იბერმითი" მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში  2010 წელს გაიხსნა, 2013 წლის დასაწყისში კი გაჩერდა. "სასაკლაოს მუშაობა რენტაბელური რომ იყოს,  დღეღამეში 100-150 სული საქონელი უნდა დაიკლას. ხორცი ექსპორტზე თუ არ გავა, საწარმოს ამუშავებას აზრი არა აქვს. ამიტომ "იბერმითი" ისევ გაჩერებულია. ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზრები ირანი, ყატარი და ერაყია. "იბერმითის" მენეჯმენტი ახლა ამ ქვეყნების მხრიდან კვოტის დადგენას ელოდება," - აცხადებს "იბერმითის" ტექნიკური დირექტორი, ირაკლი ადეიშვილი.

"ჩემთვის გაურკვეველია, რა ტიპის კვოტაზეა საუბარი. თურქეთში საქონლის  ხორცის შეტანაზე კვოტა არასოდეს გვქონია. ამ ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, მაგრამ ამ შეთანხმებიდან საქონლის ხორცი ამოღებულია: თურქეთს ეს ბაზარი ჩვენთვის არ გაუხსნია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ხორცის შეტანის უფლება არ გვაქვს. ხორცის შეტანა შეგვიძლია, მაგრამ ის  საბაჟო შეღავათით ვერ ისარგებლებს. თურქეთთან ასეთი ტიპის კვოტა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რეჟიმით უნდა დარეგულირდეს.  ამ საკითხზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. ირანთან, ერაყთან და ყატართან კი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება  საერთოდ არ გვაქვს," - ამბობს მარიამ გაბუნია, ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის  პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, - "არსებობს  კვოტის კიდევ ერთი სახე. ზოგიერთ ქვეყანას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში გარკვეული ტიპის პროდუქცია კვოტირებული აქვს. შესაძლოა, ამ კვოტაზე იყოს საუბარი. ჩვენთვის არავის მოუმართავს და  უთქვამს, რომ რომელიმე  ქვეყანაში ხორცის შეტანისას პრობლემა ექმნებათ.  ეს ახლა პირველად  თქვენგან მესმის.  არ ვიცი,  რა ტიპის პრობლემაა და ვის კომპეტენციას განეკუთვნება ის. ამაზე  რეაგირება ახლა არ შემიძლია".

 

ციფრები

2014 წელს საქართველოში ცხოველთა/ფრინველთა 77 სასაკლაო ფუნქციონირებდა

სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 12 192  პირუტყვის დაკვლა იყო შესაძლებელი.

2014 წელს  სასაკლაოებში 24 0438 სული პირუტყვი დაიკლა, მათი 77% მსხვილფეხა საქონელი იყო, ხოლო 23% - წვრილფეხა.

სასაკლაოებმა 2014  წელს 28 792 პირს მოემსახურნენდა  15 990 ტონა ხორცი აწარმოეს.

ამ სფეროში დასაქმებული იყო  513  ადამიანი.

 

 

 

Read
20000
Send mail

Related stories aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner