banner

Sunday, 10 November
03 June 2016 | 16:28 Agriculture

ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია- ქაფშიის მწარმოებლები ევროკავშირისგან კონტროლის სისტემის აღიარებას ელოდებიან

ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია- ქაფშიის მწარმოებლები ევროკავშირისგან კონტროლის სისტემის აღიარებას ელოდებიან


თევზმჭერი კომპანიები ლიცენზიის ახალი პირობების ნაწილს ბიზნესისთვის დამღუპველად მიიჩნევენ

 
შავ ზღვაში თევზმჭერ კომპანიებს ლიცენზიის გაგრძლების სანაცვლოდ მთავრობის განკარგულებით 20 მილიონი ლარის გადახდა და გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაევალათ, მათ შორის, 2 ქარხნის მშენებლობა, საკუთარი გემების შეძენა და საბოლოო პროდუქტის ევროსტანდარტების შესაბამისად წარმოება. ლიცენზიანტები ამბობენ, რომ პირობების ნაწილს ვერცერთი კომპანია ფიზიკურად ვერ შეასრულებს. 5 კომპანიას 2006 წელს გაცემული 10-წლიანი ლიცენზია ოქტომბერში ეწურება, მთავრობის განკარგულების გამოცემის შემდეგ ლიცენზიის გაგრძელების საკითხს ახლა გარემოს დაცვის სააგენტო განიხილავს.

“20 მილიონი ლარია გადასახდელი, აქედან, ჩვენს კომპანიაზე მოდის 5 მილიონი, ამ თანხის დაფარვას 2017 წლის მაისის ბოლომდე მთხოვენ, ოქტომბრის ბოლომდე 60 %-ს თუ ვერ გადავიხდი, ლიცენზიას მიუქმებენ და ნოლზე მსვამენ საშვილიშვილოდ, არა მხოლოდ მე, არამედ კომპანიაში დასაქმებულ 150-მდე ადამიანს. ადრე ლიცენზიის ფული 2 მილიონი მქონდა გადასახდელი. ისეთი რაღაცეებია ჩადებული, რასაც ფიზიკურად ვერცერთი კომპანია ვერ გააკეთებს, მაგალითად, ნედლეულის 5% უნდა დაამუშავო და სასურსათო კონსერვირებულ პროდუქტად მოამზადო, 3 გემი მყავს, მათ შენახვასაც დიდი თანხა უნდა, დოკის გაკეთებაც გვინდოდა, გამზადებული გვაქვს გეგმა, მიწა გვჭირდება, თუ ხელშეწყობა უნდათ, ამაში უნდა შეგვიწყონ ხელი, ახლა წერილს ვამზადებთ პრემიერის სახელზე”,- ამბობს ფოთში მდებარე კომპანია “მბმ”-ის დირექტორი როსტომ ნადირაძე.

ლიცენზიანტ მეთევზეთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ორჯონიკიძის თქმით, ვალდებულებების სირთულიდან გამომდინარე კომპანიები ლიცენზიის 15 წლით გაგრძელებას ითხოვნდნენ.

“20 მილიონი ინვესტიცია იდება, წინა ლიცენზიისთვის 10 მლნ გადავიხადეთ და ვალდებულებებიც არ გვქონია. ერთი გემი 4-5 მილიონი ღირს და მის ამოღებას 15 წელი მაინც სჭირდება, რომ კომპანია დაინტერესებული იყოს შეძენით, რომ ინვესტიცია დაიბრუნოს, არ გვაქვს გარანტია, რომ 10 წლის შემდეგ ლიცენზია გაგრძელდება. ამას გარდა, ქაფშიის გაზრდას 5 წელი უნდა, აქედან, მხოლოდ 2-3 წელია ვარგისი თევზჭერისთვის, დანარჩენი წლები ძალიან პატარაა და საექსპორტოდ არ გამოდგება, სტატისტიკაც მივაწოდეთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს, კარგი იქნებოდა ეს პირობები გაეთვალისწინებინათ და 15 წლით გაგრძელებულიყო”,-ამბობს ორჯონიკიძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილის არჩილ ფარცვანიას თქმით, ლიცენზიის სანაცვლოდ ვალდებულებები საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების მიზნით შემუშავდა.

“სამინისტროს რეკომენდაციით ჩაიდო ვალდებულება, რომ უნდა აშენდეს თევზის საკვების მწარმოებელი ქარხანა, უნდა აწარმოონ თევზის კომბინირებული საკვებიც, რომ აკვაკულტურას მოვუხსნათ ძვირი, იმპორტირებული საკვების პრობლემა. ასევე, მოპოვებული ქაფშიის გარკვეული წილი სასურსათო პროდუქტად უნდა გადამუშავდეს, დაჭერილი თევზის დიდი ნაწილი მიდიოდა ფქვილისა და ცხიმის წარმოებაში, რაც აისახა ქაფშიისგან წარმოებული სასურსათო პროდუქციის ფასზე, ბოლო წლებში ფასი გაიზარდა და რთულად ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, შავ ზღვაზე მოქმედი თევზმჭერი კომპანიები ქაფშიის რეწვის სეზონზე თურქულ გემებს ქირაობენ, ამაშიც ჩანაცვლება რომ მომხდარიყო ვალდებულებაში ჩავწერეთ, რომ თითოეულმა კომპანიამ გარკვეული ვადის შემდეგ თითო დამჭერი და სატრანსპორტო გემი უნდა იყოლიოს. პრობლემაა პროფესიონალი მეთევზე-მეზღვაურებიც, თურქი მეზღვაურების დაქირავება უწევთ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ქართველი მეთევზეების მომზადებას ან კვალიფკაციის ამაღლებას, ხოლო თევზის მომპოვებელმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარ გემებზე თურქი მეთევზეების ეტაპობრივი ჩანაცვლება”,- ამბობს ფარცვანია.

“2016 წლის 1 ოქტომბრიდან მოპოვებული რესურსის არანაკლებ 70% გადამუშავებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, არანაკლებ 10% კომბინირებული საკვებად და არანაკლებ 5%- სასურსათო კონსერვირებულ პროდუქტად, ეს კარგია, მაგრამ პირველ ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ დარგში, ბაზარი არ გვაქვს მოძებნილი, არ ვიცით სად უნდა გაიყიდოს, ამიტომ ცოტა ხისტი პირობაა, 10 და 5 თითქოს პატარა ციფრია, მაგრამ დიდი რაოდენობა გამოდის, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თითოეული კომპანიის მუშაობაზე”, - აცხადებს ლიცენზიანტ მეთევზეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
eugeorgiainfo გარემოს დაცვის სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მიმდინარეობს სალიცენზიო პირობების განხილვა, იციან მეთევზეთა პრეტენზიების შესახებ და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დღეს საქართველოში შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია 5 კომპანიას აქვს: “მბმ”, “აისბერგი 2”, “გეოფიშ კომპანი”, “ზღვის პროდუქტები” და “პალიასტომი 2004”. კომპანიები წელიწადში 70-80 ათას ტონა ქაფშიას იჭერენ, საიდანაც ძირითადად თევზის ზეთსა და ფქვილს აწარმოებენ, რაც ექსპორტზე თურქეთში გადის,-“თურქეთს რომ მიაქვს, ის ევროპაში ყიდის, თუ ტონა 1500 დოლარში მივეცი, შეიძლება 2000-2500 გაყიდოს”,- ამბობს კომპანიის “მბმ” დირექტორი, კომპანიას გასულ წელს ევროპელი ექსპერტებიც სტუმრობდნენ და ნიმუშებიც აიღეს, თუმცა მას შემდეგ არავინ დაკავშირებია. როსტომ ნადირაძე ამბობს, რომ საწარმო ევროსტანდარტებთან შესაბამისობაშია, საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატებიც აქვს და ევროპაში პარტნიორების მოძიების შემთხვევაში ქართული პროდუქცია მიწოდების ოდენობით თუ არა ხარისხითა და ფასით ევროპის ბაზარზეც შეძლებს კონკურენციის გაწევას.

“რა ჯობია იმას, რომ ჩვენი პროდუქცია, თურქეთის გარდა, ევროპაშიც გავიდეს. წინასწარ არავინ იცის 2016-17 წლებში მოსაპოვებელი თევზი რა რაოდენობით, როგორი სტანდარტებით შემოვა- პატარა იქნება თუ დიდი, მაგრამ თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა დაგვიდებს ხელშეკრულებას და გვეტყვის, რომ ამ კომპანიას ამა და ამ ფასებში მოამარაგეთ, დავთანხმდებით. შეგვიძლია ფასითა და ხარისხით გავუწიოთ კონკურენცია. თევზი ხმელთაშუაზღვიდან და აზოვიდან სანამ ჩვენთან შემოვა, რუსეთი, უკრაინა ან თურქეთი რომ იჭერს, მაღალი ცხიმიანობა არა აქვს, ჩვენს შავ ზღვაში ისეთი საკვებია, რომ თევზის პროტეინი მაღლა იწევს და უმაღლესი ხარისხის ფქვილი თუ ცხიმი გამოდის”, - ამბობს ნადირაძე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, რაც მთავრობის განკარგულებით ლიცენზიანტ მეთევზეებს დაევალებათ წარმოების ევროსტანდარტების შესაბამისად აწყობაა.

“ძირითადად, ხარისხისა და უვნებლობის მოთხოვნებია, რასაც ისედაც ვიცავთ, რადგან ორიენტირებულები ვართ ევროპის ბაზარზე, მაგრამ ევროკავშირი ამოწმებს გადმოტვირთვის ადგილებსაც, რაც ჩვენ საერთოდ არ გვაქვს, ვქირაობთ სხვადასხვა ნავსადგურებში და რა თქმა უნდა, ისინი ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, შესაძენი გვექნება ტერიტორია და ნავმისადგომი იქნება გასაკეთებელი, გადმოტვირთვის ადგილი მოსაწესრიგებელი ისე, რომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები...შარშან გერმანიასა და თურქეთის ლაბორატორიებში გავაგზავნეთ თევზის ფქვილისა და ზეთის ნიმუშები, შენიშვნა არ ჰქონიათ, პირიქით ცხიმიანობა, პროტეინების შემცველობა გამოარჩევს ჩვენს თევზს. ჩვენთან აკრედიტებული ლაბორატორია არ არის და ესეც აფეხრებს თევზის გატანას, სოფლის მეურნეობის სამინისტროში თქვეს, რომ 2017 წლის ბოლოსთვის ეს საკითხი მოგვარებული იქნება”,- ამბობს ნინო ორჯონიკიძე.

შავი ზღვის ქაფშია იყო ერთ-ერთი, რომელიც ევროკავშირის დარგის ექსპერტებმა რისკების გაანალიზების საფუძველზე მოწინავე საექსპორტო პროდუქტად დაასახელეს, თაფლთან ერთად. 2014 წელს ევროკომისიის ვეტერინარისაა და სურსათის ოფისის სპეციალისტებმა დეტალურად შეამოწმეს კონტროლის სისტემა და წარმოების პროცესი. ევროპას ჰქონდა შენიშვნები და რეკომენდაციებიც გასცა. სურსათის უვნებლობის სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის კახა სოხაძის თქმით, ევროკომისიამ მიმდინარე წელს საქართველოს მხრიდან შესრულებულად ჩათვალა ძირითადი რეკომენდაციები, თუმცა გადამოწმების უფლებას იტოვებს.

“პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას როგორ სრულდებოდა რეკომენდაციები, მიმდინარე წელს მათ შესრულებულად, დახურულად ჩათვალეს. იყო მოთხოვნა საკანონმდებლო ცვლილებებზე, ზოგადად აღსრულების მექანიზმზე, სერტიფიცირებასა და ა.შ. კომისიას მივმართეთ რა იქნება მომდევნო აქტივობები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო თევზთან დაკავშირებით მოხვდეს მესამე ქვეყნების ჩამონათვალში და შემდეგ მოხდეს კონკრეტული საწარმოების აღიარებაც. მოლოდინის რეჟიმში ვართ,ახლა არადადეგები მოდის, ალბათ შემოდგომიდან უნდა ველოდოთ გააქტიურებას, შეიძლება ჩამოვიდნენ და შეამოწმონ, ან ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნონ“,-ამბობს სოხაძე.

დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ევროკავშირის მიერ სფეროს აღიარებისთანავე გავიდეს ქართული თევზის ფქვილი და ზეთი ევროპის ბაზარზე.

“უვნებლობისა და კონტროლის საკითხები რომ სრულად მოგვარდება, ეს 2 პროდუქტი შეიძლება მაშინვე გავიდეს ევროპაში, დღეს ლიცენზიანტები წარმოებულ პროდუქციას ყიდიან თურქეთში მსოფლიო ბაზარზე ფიქსირებულ ფასებზე უფრო იაფად. თურქებს კი ჩვენი პროდუქტი ევროპაში გააქვთ და ფულს იგებენ, უკეთეს შემთხვევაში თვითონ მოიხმარენ და აკეთებენ ცხოველების საკვებს, რასაც უფრო ძვირად გვიბრუნებენ. ქაფშია შეიძლება გავიდეს გაყინული სახითაც”,- ამბობს არჩილ ფარცვანია და ფიქრობს, რომ ქაფშიის შემდეგ საქართველოს შესაძლებლობა აქვს ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი ორგანული აკვაკულტურის პროდუქციაც გაიტანოს, ვინაიდან ევროპაში ეკოლოგიურ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოსმთიან რეგიონებში სუფთა მდინარეებია, სადაც შესაძლებელია ორგანული პროდუქციის წარმოება.

ეს არ არის ადვილად გადასაწყვეტი საკითხი: ორგანული პროდუქციის მწარმოებელი ფერმის სტატუსის მისაღებად საჭიროა მრავალწლიანი (მინიმუმ სამწლიანი) დაკვირვების პროცედურა. მეურნეობა ვერ მიიღებს ორგანული პროდუქციის მწარმოებლის სტატუსს თუ არ ექნება მოგვარებული წარმოების ეკოლოგიურობის საკითხი, თუ კი მეურნეობა აბინძურებს გარემოს ან არ ითვალისწინებს სხვა ეკოლოგიურ მოთხოვნებს. ასევე, წინასწარ გადასაჭრელია მარკეტინგული საკითხებიც. უკვე დღეიდანაა საჭირო ევროპელ მომხმარებელში გაძლიერდეს მოლოდინი იმისა, რომ ეტიკეტზე დატანილი წარწერა „Made in Georgia” დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ მის წინაშე ორგანული პროდუქტია. როდესაც ევროპელ მომხმარებელს ექნება განცდა, რომ საქართველოში სუფთა გარემოა და თევზი, რომელსაც მას სთავაზობენ გაზრდილია „მთის მდინარეების სუფთა წყლებზე“, ასეთ პროდუქტს კომერციული წარმატების დიდი შანსი აქვს”- ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე.

 

ევროპის ბაზარი

ზღვის პროდუქტების მოხმარება ევროკავშირში რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. დიდია მოთხოვნა სამხრეთ ევროპაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში თითოეული მომხმარებელი წელიწადში 40 კგ-ზე მეტ ზღვის პროდუქტს მოიხმარს, ნიდერლანდებსა და დასავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებში 15-25 კგ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში კი 5-10 კგ-ს წელიწადში. ზღვის პროდუქტები ჯანსაღ პროდუქტებადაა მიჩნეული, ხორცპროდუქტების ჩანაცვლებაც ხდება, რაც გაზრდილი მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზია.

ევროკავშირში ყველაზე მსხვილი იმპორტიორებიაესპანეთი და საფრანგეთი, მათ მოყვება იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები. შვედეთს თავისი პროდუქტი აქვს და იმპორტი განვითარებადი ქვეყნებიდან მხოლოდ 2%-ია, ნორვეგია კი თევზისა და ზღვის პროდუქტების ყველაზე დიდი მწარმოებელია ევროპაში, თუმცა გადამუშავების თვალსაზრისით მას ესპანეთი უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ევროპელ თევზჭერისა და აკვაკულტურის კომპანიებს ხშირად ნედლეული მთლიანად გააქვთ აზიის ქვეყნებში, სადაც ამუშავებენ და იქიდან რეექსპორტი ხდება ევროპაში.

ქაფშია ევროპაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებული თევზის სახეობებს შორის მესამე ადგილს იკავებს, თინუსისა და სარდინების შემდეგ. FAO-ს 2012 წლის კვლევაში ქაფშიის ყველაზე მსხვილ მომხმარებლებად დასახელებულია ესპანეთი (23%), იტალია (17%), დიდი ბრიტანეთი (16%), გერმანია (16%) და საფრანგეთი (13%). ქაფშიის პროდუქტების მაღალი მოთხოვნის გამო ეს ქვეყნები ქართული თევზის ექსპორტისთვისაც ყველაზე საინტერესო ქვეყნებად შეიძლება განიხილოს.

 
მოთხოვნები EU-ის ბაზრისთვის

  • საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო

ქვეყნისა და საწარმოს აღიარება- ევროკავშირის ბაზარზე თევზის გასატანად, ქვეყანა უნდა შედიოდეს ევროკავშირის მიერ აღიარებული ქვეყნების ჩამონათვალში. აღიარება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კონტროლის სისტემების შეფასებაზე დაყრდნობით- ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ექსპორტირებული თევზპროდუქტები აკმაყოფილებს ევროკავშირის ჯანმრთელობის მკაცრ მოთხოვნებს. ქვეყნის აღიარების შემდეგ აუცილებელია საწარმოების აღიარებაც, რომელთაც ენიჭებათ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი- “ევროკავშირის ნომერი”.

მიკვლევადობის წესები- ევროკავშირის ბაზარზე ზღვის პროდუქციასთან დაკავშირებით მიკვლევადობის მკაცრი წესები 2014 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა (No. 1379/2013), რომლის მიხედვითაც, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ზუსტი ინფორმაცია პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოყენებულ სათევზაო მოწყობილობა და თევზჭერის ადგილები. ასევე მითითებული უნდა იყოს ალერგენების სია.
ეტიკეტის ნიმუში
თევზჭერის სერტიფიკატი -
არალეგალური თევზჭერის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირში იმპორტირებულ თევზს თან უნდა ახლდეს თევზჭერის სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ევროკავშირის ზღვის პროდუქტების ბაზარზე დროებით აეკრძალოს პროდუქტის შეტანა, წარსულში მსგავსი შემთხვევები ჰქონდათ ბელიზს, კამბოჯას, გვინეასა და შრი-ლანკას.

ჯანმრთელობის სერტიფიკატი- პროდუქტებს უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რაც დასტურია იმისა, რომ ქვეყნის კომპეტენტური ორგანო იძლევა გარანტიას, რომ ჯანმრთელობისა და კონტროლის სისტემა ევროკავშირის სისტემის ეკვივალენტურია და გადაზიდული ტვირთი შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს.

ჰიგიენა- ჰიგიენის დაცვა მოიცავს დამაბინძურებელი ნივთიერებების, მათ შორის მიკრობიოლოგიური დამაბინძურებლების კონტროლს, შეფუთვასა და შენახვას, სადაც ტემპერატურა უნდა კონტროლდებოდეს, მათ შორის ტრანსპორტირების დროს. HACCP სტანდარტის დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა.

ევროკავშირის კანონმდებლობით აკრძალულია დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელიც შეიძლება მოხვდეს საკვებ პროდუქტში წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ან გარემოს დაბინძურებიდან. მათ შორისაა: მძიმე მეტალები-ტყვია, კადიუმი, ვერცხლისწყალი, დიოქსინები და პენციკლიდინი (PCP), ასევე პოლიციკლური არომატული ჰიდროკარბონატები (PAHs). ევროკავშირის ბაზარზე გატანამდე თევზი აღნიშნულ მაჩვენებლებზე მოწმდება ლაბორატორიაში.ბაზარზე გატანამდე მოწმდება მიკრობიოლოგიური დამაბინძურებლებიც.მიკრობიოლოგიური დაბინძურების მაგალითია ჰისტამინის მაღალი დონეები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცუდი მენეჯმენტით. მიკრობიოლგიური დაბინძურების თავიდან აცილება შესაძლებელია შესაბამისი ჰიგიენური ზომების დაცვით.

  • ეკო-მარკირება/მზარდი ნიშური ბაზარი

ბოლო წლებში ეკომარკირებულმა ზღვის პროდუქტებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ევროპის ბაზრებზე. ამ მხრივ წამყვან ადგილს იკავებს დასავლეთი და ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნები (ნიდერლანდები, გერმანია).

ქართველი მომხმარებელი ყოველწლიურად, დაახლოებით 30 -32 ათას ტონა თევზს და თევზის პროდუქტს მოიხმარს, საიდანაც 75-80%-მდე იმპორტირებულია. ასევე, ადგილობრივი წარმოების თევზის ზეთისა და ფქვილის დაახლოებით 1% იყიდება შიდა ბაზარზე. ლიცენზიანტ მეთევზეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ელოდებიან მას შემდეგ, რაც კომბინირებული საკვები ქარხანა გაიხსნება, ამასთან, საუბარია ომეგასთვის საჭირო ზეთის წარმოებაზეც, რასაც სპეციალური ქარხანა სჭირდება. ქაფშია თევზის საკვებისა და თევზის ქონის დასამზადებლად მთავარი ნედლეულია,


სტატისტიკა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე 5,275.0 ათასი დოლარის ღირებულების თევზის ცხიმი, ქონი და მათი ფრაქციები გავიდა (3,550.0 ტონა) თურქეთში. ხოლო ფქვილი 10,702.6 ათასი დოლარის ღირებულების (6,617.7 ტონა), აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი სომხეთში, დანარჩენი თურქეთში.

 

მაიკო გაბულდანი

Read
10957
Send mail

Related stories aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner