როგორ გავაშენოთ მაყვლის პლანტაცია - მოთხოვნადი და დეფიციტური კენკრა ეცროპასა და საქართველოში
ფერმერი გიორგი კიკნაძე უკვე 2 წელია, გორში საპატრიარქოს ბაღებს მეთვალყურეობს. თავდაპირველად ფერმერს ვაშლის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების მოვლა ევალებოდა, შემდეგ კი მუშაობა პროდუქტის რეალიზაციაზეც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მიმართულებით გიორგი კიკნაძეს გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია, მაყვლის რეალიზაცია მისთვის იოლი აღმოჩნდა - მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე პროდუქცია გააჩნდათ. მაყვლის მიმართ დიდმა ინტერესმა საპატრიარქოს გადააწყვეტინა, საკუთარი ბაღები გაეფართოებინა, გიორგი კიკნაძეს კი- მიწის ნაკვეთი შეეძინა და მაყვალი თავადაც მოეყვანა. დღეს კენკრისთვის შესაბამის ნიადაგს ეძებს და ფიქრობს, რომ ეს საქმიანობა ქართველი ფერმერისთვის ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანია.
„თავდაპირველად მხოლოდ 20 მეასედ მიწის ნაკვეთზე გვქონდა მაყვლის ბაღი, მოვკრიფეთ, დავაფასოეთ.. მივედი "გუდვილში", არც ვიცოდი, რა ფასი უნდა შემეთავაზებინა, მაშინ 3.20 ლარი გადამიხადეს, მენეჯერს ძალიან გაუხარდა, რომ შეგვეძლო, ქსელი მოგვემარაგებინა. ასე დავიწყეთ გუდვილში შეტანა. 2–3 დღეში ისეთი მოთხოვნა წამოვიდა მაყვალზე, ახალი ბაღები გავაშენეთ. პირველი მოსავალი 504 კილო იყო. ახლა კი 2 ტონა- ნახევარი მოდის ზუსტად ამ ფართობზე, კიდევ ახალი ბაღებიც გავაშენეთ“, – ამბობს გიორგი კიკნაძე.
„მაყვალი მეორე წელს მოსავლის ნახევარს იძლევა, მესამე წელს კი - 100 პროცენტს, რომელი მცენარეა ასე და რომელია ასეთი მოთხოვნადი?“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა. მისი თქმით, მაყვალის მოყვანა დღეს შემოსავლის კარგ წყაროდ შეიძლება, იქცეს, რადგან მოთხოვნა მუდმივად დიდია, ხოლო ფასი - სისტემატურად მაღალი.
„ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1 ჰექტარზე მაყვლის გაშენება 17 000 ლარი ჯდება.მოსავალს მეორე წელსვე იღებ. მაყვლის ფასი - 4 ლარია, 10 ტონა თუ მოვიდა, 40 000 ლარს აიღებ, ერთ ჰექტარზე 10–12 ტონა მოდის, თუმცა შესაძლებელია, 15 ტონასაც მიაღწიოს, მე მინიმუმალურს ვანგარიშობ“, – ამბობს ლალი გოგინავა.
Eugeorgia.info შეეცადა გაერკვია, რა ეტაპების გავლა უწევს ფერმერს, თუ ის მაყვლის ბაღის გაშენებას გადაწყვეტს, ასევე, შემოგთავაზებთ სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს.
თავდაპირველად, მაყვლის ბაღის გაშენებისას, საჭიროა მიწის ნაკვეთის სწორად შერჩევა: მაყვლისთვის ხელსაყრელია ქვიშნარი ან თიხნარი ნიადაგი, თუმცა ის კარგად ხარობს კარგი დრენაჟის მქონე თიხიან ნიადაგზეც. შესაბამისი ანალიზის გაკეთება აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაშია შესაძლებელი.
„მთავარია, ვიცოდეთ, როგორია ნიადაგის მჟავიანობა, უეკლო მაყვალს სჭირდება ნეიტრალური ნიადაგი. მაყვალი სითბოს მოყვარულია, ისეთი ადგილია საჭირო, სადაც მზე კარგად უდგება. სითბო და სინათლე ნაყოფს ატკბობს და შაქრიანობას მატებს, ასევე შეფერილობას უწყობს ხელს“, – ამბობს ლალი გოგინავა.
რომელ კონკრეტულ რეგიონშია შესაძლებელი მაყვლის მოყვანა, დარგის მცოდნეები ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობენ - შესაბამისი ნიადაგი საქართველოს ყველა კუთხეში შესაძლოა, მოიძებნოს.
„მაყვლის მოყვანა ყველგან არის შესაძლებელი, სადაც ზამთარში ტემპერატურა ძალიან დაბალი არ არის, მიწა უნდა იყოს ნაყოფიერი, ნოყიერი, ცალსახად იმის თქმა, რომ მცხეთა არის კარგი ადგილი მაყვლის მოსაყვანად, არ არის სწორი. ჩვენ, ძირითადად, რეკომენდაციას ვაძლევთ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მაყვალი მოვიდეს დასავლეთ საქართველოსა და სხვა რეგიონებში“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურებისა და სარგავი მასალების კვლევის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბობოქაშვილი.
ნიადაგის შერჩევის შემდეგ აუცილებელია ნაკვეთის მომზადება, რაც დრენაჟის გაუმჯობესებას, საკვები ნივთიერებებისა და ორგანული სასუქის შეტანას, ასევე სარეველებთან ბრძოლას გულისხმობს. ნიადაგი უნდა მოიხნას, ან დამუშავდეს შემოდგომაზე, ხოლო გაზაფხულზე დაირგას მაყვალი.
„მეორე ეტაპზე აუცილებელია ნიადაგის გადახვნა 25–30 სმ–ზე. შემდეგ კულტივაცია უნდა მოხდეს, ანუ დაქუცმაცება. თუმცა, მანამდე აუცილებელია ორგანული სასუქის შეტანა (1 ჰექტარზე 40–50 ტონის) და ჩავხნავთ ნიადაგში, ანუ კულტივაციას გავუკეთებთ. შემდეგ კი უნდა დავრგოთ, მცენარეებს შორის დაცილებაა 1 მეტრი და 20 სმ“, – ამბობს ლალი გოგინავა.
„განოყიერება მნიშვნელოვანი ეტაპია, ნიადაგის ანალიზის შემდეგ აუცილებელია აზოტის, ფოსფორის, კალიუმის შესაბამისი დოზების მიწოდება,“ – აღნიშნავს ზვიად ბობოკაშვილი.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ნერგების შერჩევა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. როგორც ზვიად ბობოკაშვილი ამბობს, მაყვლის ჯიშების გამოცდის შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციების გაცემაც იქნება შესაძლებელი.
„ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში, დაახლოებით, 7 სხვადასხვა ჯიშის ნერგები შემოიტანეს, ამ ეტაპზე სამეცნიერო კვლევა არ არსებობს, თუმცა, რეკომენდებულია ჩესტერი. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ მაყვლის მიმართულებით მუშაობას, რადგან დიდი მოთხოვნაა, აჟიოტაჟი დაიწყო, ჯიშების გამოცდის პროცესში ჩავერთვებით და დავდებთ დასკვნას, რომელი სახეობაა უკეთესი“, – აცხადებს ზვიად ბობოკაშვილი.
„ყველაზე კარგია ამერიკული ჯიშის ჩესტერი, რომელსაც, თავდაპირველად, მომჟავო გემო ჰქონდა, მაგრამ უკვე შეეგუა ჩვენს ნიადაგურ პირობებს და ძალიან დატკბა“, – აცხადებს ლალი გოგინავა.
მაყვალი მრავალწლიანი მცენარეა, მისი ფესვთა სისტემა წლების განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა, მცენარეები მხოლოდ 2 წელს ძლებენ და საჭიროა ახალი ღეროებით მათი ყოველწლიურად შეცვლა. მაყვლის ძლიერი ზრდისა და უხვი მოსავლის მისაღებად საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყალი. სხვა შემთხვევაში ნაყოფის ზომა შემცირდება. ასევე მნიშვნელოვანია განოყიერება.
„შემოდგომაზე თუ დავრგეთ, გაზაფხულზე შპალერულ სისტემას ვაკეთებთ, ბოძები უნდა ჩავსვათ ყოველ 5 მეტრში და სამრიგად გავჭიმოთ მავთული ისე, როგორც ვენახისთვის. მიწის ზედაპირიდან პირველი მავთული მიდის 60სმ–ზე, მეორე –1, 20მ–ზე, მესამე – მიწის ზედაპირიდან 1, 80 მ–ზე, ბოძები, ჯამში, სამმეტრიანი უნდა იყოს, ნახევარი მეტრით კი მიწაში ჩავიდეს. ძალიან კარგია აკაციის ბოძები, 20–30 წლის განმავლობაში ძლებს. რაც შეეხება კვებას, პირველი, ეს არის ორგანიკა – ერთი ლიტრი უნდა გაიხსნას 60 ლიტრ წყალში და მცენარეს მივუსხათ 2 ლიტრი. მეორე კვებაა – NPK, თითო ძირზე ერთი სუფრის კოვზი მივუყაროთ“, – ამბობს ლალი გოგინავა.
ფერმერი გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ ყველაზე დიდი სირთულე მაყვლის მოვლისას არახელსაყრელი კლიმატური პირობებია. სტიქიამ შესაძლოა, ფერმერს დიდი ზარალი მიაყენოს, თუმცა, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს.
„ბუნებამ ხელი უნდა შეგიწყოს. წელს, მაგალითად, წვიმები არ იყო, საუკეთესო ნაყოფი მივიღეთ და ერთი გრამიც არ გაგვფუჭებია, გასულ წელს კი წვიმის პერიოდში 200 კგ-მდე მაყვალი დაზიანდა, თუმცა, მისგან მურაბები და წვენები დავამზადეთ. საბოლოო ჯამში მაინც არ გაგვფუჭებია“, – ამბობს გიორგი კიკნაძე.
სპეციალისტების შეფასებით, ერთ–ერთი ყველაზე რთული პროცესი მაყვლის მოვლაში- სხვლაა. თუმცა, ბევრი სახელმძღვანელო არსებობს, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სწორად სხვლა ისწავლოს. გარდა ამისა, პლანტაციას შესაძლოა, დიდი ზიანი სარეველებმაცმიაყენოს. ლალი გოგინავას ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციები აქვს:
„მცენარეებს შორის აუცილებელია მინიტრაქტორი გავატაროთ, ეს ადგილი გადაშავებული უნდა იყოს. მწერები თუ გაჩნდა, პრევენციისთვის აუცილებელია ბორდოს ხსნარით შეწამვლა, ეს იგივე “კუპერვალია”, 100 გრამი 10 ლიტრ წყალში იხსნება. წყალიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ზოგჯერ მარილიანია, რაც ცუდია, ესეც გასათვალისწინებელია“, – ამბობს ლალი გოგინავა.
მოსავლის აღებაც სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. მაყვალი უნდა დაიკრიფოს ფრთხილად, ნაყოფის ძირში ცერა, საჩვენებელი და შუა თითის გამოყენებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია და კრეფის შემდეგ მისი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 3-5 დღეა. ხილი დაკრეფიდან ძალიან მალე უნდა გაცივდეს, რაც რბილობის ტემპერატურის 0-1°C-მდე დაყვანას ითვალისწინებს. ის, რომ მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია, ფერმერებს პრობლემას არ უქმნის, რადგან მოთხოვნა იმდენად დიდია, მოკრეფიდან რამდენიმე საათში იყიდება.
„მინდოდა მეცადა და მაცივარში შემენახა, შემდეგ ზამთარში გამეყიდა, მაგრამ ვერ შევძელი, ასეთ შემთხვევაში “გუდვილი” გვრჩებოდა მომარაგების გარეშე. დილის ექვსის ნახევარზე ვიწყებთ კრეფას, ცხრაზე ვასრულებთ, ვაფასოებთ კონტეინერებში და მიგვაქვს ქსელებში. ძალიან დიდი დაინტერესებაა, სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან ჩვენთან ნერგების შესაძენად, ასეთი რამ არასდროს მახსოვს. ყველაფრით მომგებიანია, ხარჯებიც რომ დავითვალოთ, მის მოვლას დიდი რესურსი არ სჭირდება, სხვა პროდუქტს ვერც შევადარებ,“– ამბობს გიორგი კიკნაძე.
ფერმერი მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ მაყვლის ბაღის გასაშენებლად სახელმწიფოსგან თანხის მიღება დღეს უკვე ყველა რეგიონშია შესაძლებელი- შესაბამისი ცვლილებები ძალაში ახლახანს შევიდა. როგორც პროგრამის მენეჯერი, ლევან დოლიძე, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, მაყვლის ბაღისთვის დაფინანსების მიღების თხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს უამრავი ადამიანი მიმართავდა, ცვლილებებიც სწორედ დიდმა ინტერესმა განაპირობა.
ფერმერი გიორგი კიკნაძე უკვე 2 წელია, გორში საპატრიარქოს ბაღებს მეთვალყურეობს. თავდაპირველად ფერმერს ვაშლის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების მოვლა ევალებოდა, შემდეგ კი მუშაობა პროდუქტის რეალიზაციაზეც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მიმართულებით გიორგი კიკნაძეს გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია, მაყვლის რეალიზაცია მისთვის იოლი აღმოჩნდა - მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე პროდუქცია გააჩნდათ. მაყვლის მიმართ დიდმა ინტერესმა საპატრიარქოს გადააწყვეტინა, საკუთარი ბაღები გაეფართოებინა, გიორგი კიკნაძეს კი- მიწის ნაკვეთი შეეძინა და მაყვალი თავადაც მოეყვანა. დღეს კენკრისთვის შესაბამის ნიადაგს ეძებს და ფიქრობს, რომ ეს საქმიანობა ქართველი ფერმერისთვის ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანია.
„თავდაპირველად მხოლოდ 20 მეასედ მიწის ნაკვეთზე გვქონდა მაყვლის ბაღი, მოვკრიფეთ, დავაფასოეთ.. მივედი გუდვილში, არც ვიცოდი, რა ფასი უნდა შემეთავაზებინა, მაშინ 3.20 ლარი გადამიხადეს, მენეჯერს ძალიან გაუხარდა, რომ შეგვეძლო, ქსელი მოგვემარაგებინა. ასე დავიწყეთ გუდვილში შეტანა. 2–3 დღეში ისეთი მოთხოვნა წამოვიდა მაყვალზე, ახალი ბაღები გავაშენეთ. პირველი მოსავალი 504 კილო იყო. ახლა კი 2 ტონა- ნახევარი მოდის ზუსტად ამ ფართობზე, კიდევ ახალი ბაღებიც გავაშენეთ“, – ამბობს გიორგი კიკნაძე.
მაყვალი მეორე წელს მოსავლის ნახევარს იძლევა, მესამე წელს კი - 100 პროცენტს, რომელი მცენარეა ასე და რომელია ასეთი მოთხოვნადი?“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა. მისი თქმით, მაყვალის მოყვანა დღეს შემოსავლის კარგ წყაროდ შეიძლება, იქცეს, რადგან მოთხოვნა მუდმივად დიდია, ხოლო ფასი - სისტემატურად მაღალი.
„ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1 ჰექტარზე მაყვლის გაშენება 17 000 ლარი ჯდება.მოსავალს მეორე წელსვე იღებ. მაყვლის ფასი - 4 ლარია, 10 ტონა თუ მოვიდა, 40 000 ლარს აიღებ, ერთ ჰექტარზე 10–12 ტონა მოდის, თუმცა შესაძლებელია, 15 ტონასაც მიაღწიოს, მე მინიმუმალურს ვანგარიშობ“, – ამბობს ლალი გოგინავა.
Eugeorgia.info შეეცადა გაერკვია, რა ეტაპების გავლა უწევს ფერმერს, თუ ის მაყვლის ბაღის გაშენებას გადაწყვეტს, ასევე, შემოგთავაზებთ სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს.
თავდაპირველად, მაყვლის ბაღის გაშენებისას, საჭიროა მიწის ნაკვეთის სწორად შერჩევა: მაყვლისთვის ხელსაყრელია ქვიშნარი ან თიხნარი ნიადაგი, თუმცა ის კარგად ხარობს კარგი დრენაჟის მქონე თიხიან ნიადაგზეც. შესაბამისი ანალიზის გაკეთება აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაშია შესაძლებელი.
„მთავარია, ვიცოდეთ, როგორია ნიადაგის მჟავიანობა, უეკლო მაყვალს სჭირდება ნეიტრალური ნიადაგი. მაყვალი სითბოს მოყვარულია, ისეთი ადგილია საჭირო, სადაც მზე კარგად უდგება. სითბო და სინათლე ნაყოფს ატკბობს და შაქრიანობას მატებს, ასევე შეფერილობას უწყობს ხელს“, – ამბობს ლალი გოგინავა.
რომელ კონკრეტულ რეგიონშია შესაძლებელი მაყვლის მოყვანა, დარგის მცოდნეები ერთმნიშვნელოვნად ვერ ასახელებენ - შესაბამისი ნიადაგი საქართველოს ყველა კუთხეში შესაძლოა, მოიძებნოს.
„მაყვლის მოყვანა ყველგან არის შესაძლებელი, სადაც ზამთარში ტემპერატურა ძალიან დაბალი არ არის, მიწა უნდა იყოს ნაყოფიერი, ნოყიერი, ცალსახად იმის თქმა, რომ მცხეთა არის კარგი ადგილი მაყვლის მოსაყვანად, არ არის სწორი. ჩვენ, ძირითადად, რეკომენდაციას ვაძლევთ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მაყვალი მოვიდეს დასავლეთ საქართველოსა და სხვა რეგიონებში“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურებისა და სარგავი მასალების კვლევის დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ბობოკაშვილი.
ნიადაგის შერჩევის შემდეგ აუცილებელია ნაკვეთის მომზადება, რაც დრენაჟის გაუმჯობესებას, საკვები ნივთიერებებისა და ორგანული სასუქის შეტანას, ასევე სარეველებთან ბრძოლას გულისხმობს. ნიადაგი უნდა მოიხნას, ან დამუშავდეს შემოდგომაზე, ხოლო გაზაფხულზე დაირგას მაყვალი.
„მეორე ეტაპზე აუცილებელია ნიადაგის გადახვნა 25–30 სმ–ზე. შემდეგ კულტივაცია უნდა მოხდეს, ანუ დაქუცმაცება. თუმცა, მანამდე აუცილებელია ორგანული სასუქის შეტანა (1 ჰექტარზე 40–50 ტონის) და ჩავხნავთ ნიადაგში, ანუ კულტივაციას გავუკეთებთ. შემდეგ კი უნდა დავრგოთ, მცენარეებს შორის დაცილებაა 1 მეტრი და 20 სმ“, – ამბობს ლალი გოგინავა.
„განოყიერება მნიშვნელოვანი ეტაპია, ნიადაგის ანალიზის შემდეგ აუცილებელია აზოტის, ფოსფორის, კალიუმის შესაბამისი დოზების მიწოდება,“ – აღნიშნავს ზვიად ბობოკაშვილი.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ნერგების შერჩევა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. როგორც ზვიად ბობოკაშვილი ამბობს, მაყვლის ჯიშების გამოცდის შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციების გაცემაც იქნება შესაძლებელი.
„ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში, დაახლოებით, 7 სხვადასხვა ჯიშის ნერგები შემოიტანეს, ამ ეტაპზე სამეცნიერო კვლევა არ არსებობს, თუმცა, რეკომენდებულია ჩესტერი. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ მაყვლის მიმართულებით მუშაობას, რადგან დიდი მოთხოვნაა, აჟიოტაჟი დაიწყო, ჯიშების გამოცდის პროცესში ჩავერთვებით და დავდებთ დასკვნას, რომელი სახეობაა უკეთესი“, – აცხადებს ზვიად ბობოქკაშვილი.
„ყველაზე კარგია ამერიკული ჯიშის ჩესტერი, რომელსაც, თავდაპირველად, მომჟავო გემო ჰქონდა, მაგრამ უკვე შეეგუა ჩვენს ნიადაგურ პირობებს და ძალიან დატკბა“, – აცხადებს ლალი გოგინავა.
მაყვალი მრავალწლიანი მცენარეა, მისი ფესვთა სისტემა წლების განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა, მცენარეები მხოლოდ 2 წელს ძლებენ და საჭიროა ახალი ღეროებით მათი ყოველწლიურად შეცვლა. მაყვლის ძლიერი ზრდისა და უხვი მოსავლის მისაღებად საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყალი. სხვა შემთხვევაში ნაყოფის ზომა შემცირდება. ასევე მნიშვნელოვანია განოყიერება.
„შემოდგომაზე თუ დავრგეთ, გაზაფხულზე შპალერულ სისტემას ვაკეთებთ, ბოძები უნდა ჩავსვათ ყოველ 5 მეტრში და სამრიგად გავჭიმოთ მავთული ისე, როგორც ვენახისთვის. მიწის ზედაპირიდან პირველი მავთული მიდის 60სმ–ზე, მეორე –1, 20მ–ზე, მესამე – მიწის ზედაპირიდან 1, 80 მ–ზე, ბოძები, ჯამში, სამმეტრიანი უნდა იყოს, ნახევარი მეტრით კი მიწაში ჩავიდეს. ძალიან კარგია აკაციის ბოძები, 20–30 წლის განმავლობაში ძლებს. რაც შეეხება კვებას, პირველი, ეს არის ორგანიკა – ერთი ლიტრი უნდა გაიხსნას 60 ლიტრ წყალში და მცენარეს მივუსხათ 2 ლიტრი. მეორე კვებაა – NPK, თითო ძირზე ერთი სუფრის კოვზი მივუყაროთ“, – ამბობს ლალი გოგინავა.
ფერმერი გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ ყველაზე დიდი სირთულე მაყვლის მოვლისას არახელსაყრელი კლიმატური პირობებია. სტიქიამ შესაძლოა, ფერმერს დიდი ზარალი მიაყენოს, თუმცა, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს.
„ბუნებამ ხელი უნდა შეგიწყოს. წელს, მაგალითად, წვიმები არ იყო, საუკეთესო ნაყოფი მივიღეთ და ერთი გრამიც არ გაგვფუჭებია, გასულ წელს კი წვიმის პერიოდში 200 კგ-მდე მაყვალი დაზიანდა, თუმცა, მისგან მურაბები და წვენები დავამზადეთ. საბოლოო ჯამში მაინც არ გაგვფუჭებია“, – ამბობს გიორგი კიკნაძე.
სპეციალისტების შეფასებით, ერთ–ერთი ყველაზე რთული პროცესი მაყვლის მოვლაში- სხვლაა. თუმცა, ბევრი სახელმძღვანელო არსებობს, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სწორად სხვლა ისწავლოს. გარდა ამისა, პლანტაციას შესაძლოა, დიდი ზიანი სარეველებმაცმიაყენოს. ლალი გოგინავას ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციები აქვს:
„მცენარეებს შორის აუცილებელია მინიტრაქტორი გავატაროთ, ეს ადგილი გადაშავებული უნდა იყოს. მწერები თუ გაჩნდა, პრევენციისთვის აუცილებელია ბორდოს ხსნარით შეწამვლა, ეს იგივე “კუპერვალია”, 100 გრამი 10 ლიტრ წყალში იხსნება. წყალიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ზოგჯერ მარილიანია, რაც ცუდია, ესეც გასათვალისწინებელია“, – ამბობს ლალი გოგინავა.
მოსავლის აღებაც სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. მაყვალი უნდა დაიკრიფოს ფრთხილად, ნაყოფის ძირში ცერა, საჩვენებელი და შუა თითის გამოყენებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია და კრეფის შემდეგ მისი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 3-5 დღეა. ხილი დაკრეფიდან ძალიან მალე უნდა გაცივდეს, რაც რბილობის ტემპერატურის 0-1°C-მდე დაყვანას ითვალისწინებს. ის, რომ მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია, ფერმერებს პრობლემას არ უქმნის, რადგან მოთხოვნა იმდენად დიდია, მოკრეფიდან რამდენიმე საათში იყიდება.
„მინდოდა მეცადა და მაცივარში შემენახა, შემდეგ ზამთარში გამეყიდა, მაგრამ ვერ შევძელი, ასეთ შემთხვევაში “გუდვილი” გვრჩებოდა მომარაგების გარეშე. დილის ექვსის ნახევარზე ვიწყებთ კრეფას, ცხრაზე ვასრულებთ, ვაფასოებთ კონტეინერებში და მიგვაქვს ქსელებში. ძალიან დიდი დაინტერესებაა, სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან ჩვენთან ნერგების შესაძენად, ასეთი რამ არასდროს მახსოვს. ყველაფრით მომგებიანია, ხარჯებიც რომ დავითვალოთ, მის მოვლას დიდი რესურსი არ სჭირდება, სხვა პროდუქტს ვერც შევადარებ,“– ამბობს გიორგი კიკნაძე.
ფერმერი მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ მაყვლის ბაღის გასაშენებლად სახელმწიფოსგან თანხის მიღება დღეს უკვე ყველა რეგიონშია შესაძლებელი- შესაბამისი ცვლილებები ძალაში ახლახანს შევიდა. როგორც პროგრამის მენეჯერი, ლევან დოლიძე, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, მაყვლის ბაღისთვის დაფინანსების მიღების თხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს უამრავი ადამიანი მიმართავდა, ცვლილებებიც სწორედ დიდმა ინტერესმა განაპირობა.
„ვისაც სურს, გახდეს პროგრამის ბენეფიციარი, უნდა ჰქონდეს 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრში უნდა იყოს რაიმე ტიპის წყლის წყარო, იგულისხმება მოქმედი სამელიორაციო არხი, ტბა, მდინარე, ჭაბურღილი. ამ პროგრამის ფარგლებში ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს საჩუქრად სახელმწიფოსგან დაფინანსება, რომელიც მიზნობრივია – ვუფინანსებთ შესაძენი ნერგების ღირებულების 70%–ს, ბაღი უნდა იყოს უზრუნველყოფილი წვეთოვანი სარწყავი სისტემით და ასევე ვაფინანსებთ ამ სისტემის შეძენა–მონტაჟის ღირებულების 50%–ს. ჯამში ერთ ბენეფიციარს ვაძლევთ მაქსიმუმ 100 000 ლარს, მაქსიმუმ 20 ჰექტარზე“, – ამბობს ლევან დოლიძე.
მაყვალი და, ზოგადად, კენკროვანი კულტურა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირში ნედლი კენკრის იმპორტი გაორმაგდა. მხოლოდ 2014 წელს არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტმა, დაახლოებით, 400 მილიონ ევროს მიაღწია, აქედან 72% -განვითარებადი ქვეყნების პროდუქციაზე მოდის. მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რასაც ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს. კენკროვნები მსუბუქ საკვებ ხილად მიიჩნევა და ხშირად ახალი დაჭრილი ხილის ასორტის ფორმით იყიდება. მსგავსი შეფუთვა განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარკვეული უპირატესობა აქვს: ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ, საკუთარიპ როდუქტი ევროპელ მომხმარებლებს შესთავაზონ მაშინ, როდესაც ევროპაში კენკროვანი კულტურების კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ამასთანავე, დასრულებულია მოსავლის აღება ლათინურ ამერიკაში, საიდანაც კენკროვნების ექსპორტი ხორციელდება.
გიორგი კიკნაძე გვიყვება, რომ მაყვლის ექსპორტზე შეთავაზება მიიღო, თუმცა სტაბილურად დიდი ოდენობით პროდუქტის მიწოდება ვერ შეძლო, შესაბამისად, უარის თქმამ მოუწია.
„შემოთავაზება გვქონდა, ევროპაში სურდათ გატანა, დღეში, დაახლოებით, 1 ტონა მაყვლის მიწოდებას მთხოვდნენ, მე კი არ მქონდა. შუამავალი დამიკავშირდა, დეტალები არ მითხრა, მაგრამ, როგორც შემდეგ გავარკვიე, რუსებს სურდათ აქედან ევროპაში ექსპორტი. კიდევ მქონდა რამდენიმე ადამიანთან კომუნიკაცია, მათაც სურდათ მაყვლის შესყიდვა, მაგრამ მთავარი პრობლემა პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობაა“, – ამბობს გიორგი კიკნაძე.
ხატია შამანაური