banner

Friday, 01 November
17 December 2016 | 18:22 პოლიტიკა

ვინ მოიგო ალეპოს დაცემით - რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება

ვინ მოიგო ალეპოს დაცემით - რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება

ალეპო, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და აყვავებული ეკონომიკური ცენტრი, რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად ნანგრევებად იქცა. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების ინფორმაციით, ავიადამბომბვის შედეგად, ალეპოს რეგიონში 1200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 380 ბავშვი. რუსეთი საომარი დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეს; აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმსა და მის მოკავშირეებზე, რუსეთსა და ირანზეა. რა მოიგო "სამთა კავშირმა" ბრძოლაში, რომელიც 2011 წელს დაიწყო და უკვე 300 ათასი ადამიანი შეიწირა, ამავე დროს, მსოფლიოში ყველაზე სასტიკი მიგრაციული კრიზისის და ისლამური სახელმწიფოს აღზევების მიზეზი გახდა, როგორ გადანაწილდება ძალები რეგიონში, - ამ საკითხზე eugeorgia.info ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტის დოქტორანტს, ანალიტიკოს ლაშა ძებისაშვილს გაესაუბრა:

ალეპოს აღება მნიშვნელოვანია, რადგან დამასკოსთან ერთად, სირიის ორი ძირითადი ცენტრის დამაკავშირებელი გზა და სანაპირო ზოლი, ურბანული და სატრანსპორტო კომუნიკაციის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაწილი, უკვე ბაშარ ასადის ხელშია, დარჩენილია პერიფერია, ეკონომიკურად არააქტიური ტერიტორია, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ისლამური ხალიტაფი კი- ნავთობის საბადოების დიდ ნაწილს.

ძირითიდად, მოთამაშეები რამდენიმე ძალად იყოფიან: 1. ასადი- ირანი- რუსეთი; 2. თურქეთი- სირიული ოპოზიციის ნაწილი -სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რომლებიც მეამბოხეებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, 3, ცალკეა ისლამური ხალიფატი (ISIS, ან „დაეში“), 4. ცალკე - ქურთები, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობენ, მაგრამ, სავარაუდოდ, არც რუსეთთან თანამშრომლობაზე იტყვიან უარს. ისლამური ხალიფატი საფრთხობელაა, მონსტრი, რომლის შექმნას ბიძგი ერაყში სადამ ჰუსეინის გადაგდებამ მისცა, თუმცა, გაფურჩქვნასა და ექსპანსიას ბაშარ ასადმა შეუწყო ხელი. ის შეტევებს არა ისლამურ სახელმწიფოზე, არამედ ზომიერ ოპოზიციაზე ახორციელებდა. ეს ტაქტიკა იყო - თუ გინდა, შენ არ გებრძოლონ, შენზე უარესი მონსტრი უნდა შექმნა, რომ უფრო მისაღები იყო. ზუსტად ეს იყო რუსეთის სირიაში შესვლის მიზანი - თითქოს, ხალიფატს ებრძვის, სინამდვილეში, მხოლოდ ერთი - ორი ბომბი ჩამოგადო მათი მიმართულებით, მთელი რესურსი კი ზომიერი ოპოზიციის გასანადგურებლად მიმართა, ალეპოს მხარესა და ლატაკიაში.

თურქეთი მეამბოხეების გვერდით ახსენეთ, მას თავიდან მკვეთრი რეაქციები ჰქონდა რუსეთის შესაძლო ჩართვაზე კონფლიქტში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არათუ პოზიციები დათმო, არამედ გაურიგდა კიდეც...

ეს დროებითი ტაქტიკური გარიგებაა. ორი ავტორიტარული მმართველი, რომელსაც რეგიონში განსხვავებული სტრატეგიული ინტერესები აქვს, შეუძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე ერთმანეთთან შეთანხმდეს. ისინი ხომ მეტოქეები არიან. თურქეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ბაშარ ასადი და ეს ერდოღანმა განაცხადა კიდეც, თუმცა, რადგან ასადმა ალეპოში ასეთი გამარჯვება და საკუთარი პოზიციების გამაგრება შეძლო, ცხადია, თურქეთი ძველებურად პირდაპირ ვეღარ იტყვის, ასადი გადავაგდოთო, მაგრამ მის გრძელვადიან მიზნად მაინც დარჩება. თურქეთისთვის მთავარი მაინც ქურთული პრობლემის მოგვარება და ასადის ოპიზიციის მხარდაჭერაა, რომ ასადმა ისინიც არ გაანადგუროს, რადგან ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, თურქეთს ესაზღვრება. ალეპოს შემდეგ ბრძოლები, ცხადია ამ ტერიტორებზე გაგრძელდება.

არის მოსაზრება, რომ სწორედ ქურთების შესაძლო სახელმწიფოს შექმნის აღკვეთის სანაცვლოდ გაურიგდა თურქეთი ასადი-რუსეთის ძალას...

ჯერ ერთი, ქურთებისთვის სახელმწიფოებრიობის მინიჭება გლობალურ დონეზე გადაწყდება. ზოგადად, ქურთული სახელმწიფოს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ერაყში მათი დე-ფაქტო სახელმწიფო უკვე არსებობს, მხოლოდ ფინანსური გადარიცხვები ხორციელდება განსხვავებულად და დავაა ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გადანაწილებაზე. ერაყში ქურთულ ერბილსა და ბაღდადს ერთმანეთთან სხვა ურთიერთობა არ აქვს. სირიის დაქუცმაცებამ ქურთული საკითხის კიდევ უფრო მეტად წამოტივტივებას ხელი შეუწყო. საკითხი ის კი არ არის- ფორმალურად გაფორმდება თუ არა ქურთული სახელმწიფო, არამედ, არაფორმალურად არსებულ სახელწიფოს თუ შეემატება სირიის ტერიტორიები და რამდენად შეეგუება ამას თურქეთი და ასადი. თუ თურქეთი მიჰყვება თავისი გადაწყვეტილებას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნა-გაფართოებაზე და ამას ქურთების მიერ დაკავებული ტერიტორიის ხარჯზე გააკეთებს, ეს მართლა გამოიწვევს სერიოზულ დაპირისპირებას თურქებსა და ქურთებს შორის, შესაბამისად, უთანხმოებას ამერიკასა და თურქეთს შორის.

ერდოღანი გააგრძელებს ბუფერული ზონის შექმნას სირიაში. სირიის მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქვეყნის სუვერენიტეტი ტერიტორიულ საზღვრებში აღადგინოს, დაუპირისპირდება თურქეთის ინტერესებს. ყველა შეგუებულია იმ ფაქტს, რომ სირია ძველ საზღვრებში ვეღარ აღდგება, რუსეთი, მაგალითად, თანახმაა, რომ მოხდეს ქვეყნის ერთგვარი გაყოფა, როგორც ახლაა - ბაშარ ასადს, მის ოპოზიციასა და „დაეშს“ შორის, რომლის არსებობასაც მწვავედ განიცდის დასავლეთი და სადაც იხარჯება დიდი რესურსი. რამდენად მისაღებია ეს სირიისთვის, ეს კიდევ ცალკე თემაა.

დღეს მთავარი საკითხია, როგორ გადაწყვიტონ ისლამური ხალიფატის პრობლემა და მეორე ადგილზეა - რა ბედი ეწევათ ქურთებს. როდესაც ხალიფატისგან ტერიტორიას გაწმენდენ, ვინ გააკონტროლებს მათ? ეს არ არის ქურთების ტერიტორია, ის სუნიტური ნაწილისაა. აქ უნდა განთავსდეს ან ოპოზიციური ძალები, ან ასადი. ასადმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შეეცდება გააკონტროლოს მთლიანად სირიის ტერიტორია, ანუ, გათავისუფლებული ნაწილი უნდა გადავიდეს მისი მმართველობის ქვეშ, ეს იწვევს, მეორე შეკითხვას - როგორ შეეგუება ასადი, რომ ქურთები ცალკე ექნებიან, ცხადია, არ შეეგუება. თურქეთს, ასადს და ერაყს - სამივე ქურთული სახელმწიფოს შექმნას ეწინააღმდეგება. ხალიფატის დამარცხების შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება გარკვეული კოალიცია ასადსა და თურქეთს შორის, რომ დროებით შეეშვან სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილს - მეამბოხეთა ტერიტორიას, რომელსაც თურქეთი აკონტროლებს და მთავარი შეტევა განახორციელონ ქურთებს წინააღმდეგ, თურქეთს უფრო მეტად აწყობს, რომ ამ ტერიტორიას ასადი აკონტროლებდეს, ვიდრე დამოუკიდებელი ქურთები.

ასადის გაძლიერება არ აწყობთ ამერიკელებს, ისინი გააგრძელებენ ქურთების მხარდაჭერას, მათ შორის, საჰაერო მხარდაჭერას. რამდენად შეძლებს ბაშარ ასადი ქურთების დამარცხებას, ეს კიდევ საკითხავია - ქურთები საკმაოდ ორგანიზებული სამხედრო ძალაა. თანაც, ეს ერთადერთი ძალაა. რომელიც არაისლამურია, სეკულარული და იდეოლოგიურად ამერიკელებისთვის სავსებით მისაღები. თუმცა, აქ ისევ თურქეთის საკითხი დგას, როგორ უნდა აღმოუჩინონ მხარდაჭერა ამერიკელებმა ქურთებს ისე, რომ თურქები არ გააღიზიანონ, ძალიან რთულია ბალანსის მოძებნა.

მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აშშ არ ჩქარობს პროცესებში ბოლომდე ჩართვას, ტრამპის რეაქციებიც არ ჩანს...

არ ჩქარობს- რბილი ნათქვამია. ამას ჰქვია სტრატეგიის, ინიციატივის არ ქონა, უამრავი სტატია დაიწერა, რომ ობამას ბრალია, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, გასათვალისწინებელია მისი იდეოლოგია: როგორც კი სახელმწიფო მართვის სათავეში მოვიდა, ობამამ განაცხადა - ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სამხედრო ავანტიურებში, ჩვენ გამოვდივართ რეგიონიდან. დემოკრატებისა და იმ ელიტისთვის, რომელსაც ობამა განასახიერებს, წარმოუდგენელი იყო რეგიონის პროცესებში ინტენსიური ჩართულობა. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკა მთლიანად ეფუძნება აშშ-ს არსებობას რეგიონში. ქაოსი ჯერ კიდევ 2003 წელს აშშ-ს ერაყში შეჭრით დაიწყო. ამერიკელებმა არსებული მართვის სტრუქტურები და იერარქიები მოარღვიეს, რომლებიც უმწვავეს დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს აკავებდა. თუ ბუშმა, რომელმაც მოარყია ეს სისტემა, სცადა ალტერნატიული სტრუქტურების შეექმნა ამერიკელების გაძლიერებული წარმომადგენლობით, ობამამ კი დაუსრულებელი საქმე მიაგდო და აშშ რეგიონიდან მთლიანად გამოიყვანა, რამაც ძალაუფლების უზარმაზარი ვაკუუმი გააჩინა. რაც მოხდა ერაყში, დავინახეთ -დაქუცმაცდა ქვეყანა, ამას მოჰყვა სირიის მოვლენები. თუმცა, ობამას ადმინისტრაციისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, არც სტრატეგია შეუმუშავებია. ერთი-ორჯერ კი განაცხადა, წითელი ხაზები გადის იქ, სადაც ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებსო. ასადმა ეს იარაღი რამდენიმეჯერ გამოიყენა, ობამას კი არაფერი გაუკეთებია. ეს ნიშანი იყო რუსეთისთვის. ძალიან მალე გეგმის შემუშავება დაიწყო, როგორ გადაერჩინა ასადის რეჟიმი. აშშ-ის უინიციატივობამ ლოკალური რეგიონული ძალების, თურქეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, რუსეთისა და ირანის ამბიციებს ბიძგი მისცა. ეს ძალები დაპირისპირებული არიან და, ცხადია, რომ ერთად ვერ მორიგდებოდნენ.

გაიმარჯვა თუ არა ნამდვილად ასადი-რუსეთი-ირანის ძალამ ამ ბრძოლაში, როგორც ბევრი ანალიტიკოსი წერს უცხოურ მედიაში?

ყველაფერი ხომ მაინც გლობალურ კონტექსტში განიხილება. არის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება, რომელიც დამოკიდებულია, რამდენად შეასრულებენ მხარეები - ირანი და დასავლეთი - დათქმულ პირობებს. სენატმა ახლახანს გადაწყვეტილება მიიღო, სანქციები გაეგრძელებინა ირანისთვის, რომელმაც ამერიკელების ნაბიჯი პროვოკაციად აღიქვა. განაცხადა, რომ თუ აშშ არ მოხსნის სანქციებს, იტოვებს უფლებას, ხელშეკრულებიდან გავიდეს. ირანი ალეპოს დაცემით და სირიაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით თავს გაძლიერებულად გრძნობს. გარდა ამისა, იემენში ხუტის მეამბოხეებს ირანი აფინანსებს და ეს კომბლიანი ჩამოცხავებული მომთაბარე ტომები წარმატებით ებრძვიან და ანადგურებენ საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების high tech „მეხუთე თაობის“ თანამედროვე არმიას. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ შიიტური ირანის სახით რეგიონში ახალი ძალა გამოჩნდა, რომელიც ღიად აცხადებს, რომ აღარ შეეგუება არსებულ წესრიგს და იბრძოლებს დომინანტობისთვის. ეს ეხება ბაჰრეინსაც და ბევრ სხვა სახელმწიფოს, სადაც მოსახლეობის სერიოზულ ნაწილს შიიტები შეადგენენ, მაგალითად, ერაყში -60%-საც კი აჭარბებენ. შიიტები გამოდიან დომინანტი ძალა რეგიონში.

რამდენად აისახება ისლამური ფუნდამენტალიზმის პრობლემაზე სუნიტების გავლენის ჩაანაცვლება შიიტებით?

ერთი რადიკალიზმი მეორე რადიკალიზმით შეიცვლება, მაგრამ დასავლეთის გადმოსახედიდან, ირანის საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც ისლამური რევოლუციის შემდეგ არცთუ სახარბიელოა, საუდის არაბეთის ვაჰაბიზმის იდელოგიაზე მდგარ საზოგადოებასთან შედარებით, მაინც უფრო პროგრესულია. თუმცა, როცა ხელისუფლების სათავეში რელიგიური ჯგუფი და რეპრესიული აპარატია, კარგი არ არის. თან ისიც უნდა გვესმოდეს, რომ აქ არჩევანი არ დგას - რომელია კარგი და რომელი - ცუდი, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ ვისი მოკავშირეა. სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნები ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ, ირანი, მიუხედავად თავისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხისა, მაინც განიხილებოდა როგორც რუსეთის პარტნიორი რეგიონში. საინტერესოა, რამდენად შენარჩუნდება სტარტეგიული კავშირი აშშ-სა და არაბულ სუნიტურ სახელმწიფოებს შორის, რადგან საკმაოდ მორყეულია ეს კავშირი და არც ტრამპი ჩანს ისეთი ადამიანი, რომ ერთგულების ფიცი დადოს სუნიტურ მმართველებთან; მისთვის მთავარია ამერიკული ინტერესები, ბევრი კითხვის ნიშნებია ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რუსეთს? ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში რუსეთის გენერალმა  და გეოპოლიტიკის სპეციალისტმა, ლეონიდ ივაშოვმა,. განაცხადა, რომ რუსეთი იმიტომ ჩაება სირიის ომში, რომ აღეკვეთა ყატარის მცდელობა - სირიაში მილსადენი აეშენებინა და და თურქეთის გავლით ევროპაში საკუთარი გაზი გაეტანა, რუსეთი კი გასაღების ბაზრის გარეშე დაეტოვებინა...

ეს კონსპირაციის თეორიაა. ყატარს ისედაც გააქვს თავისი გაზი, მხოლოდ გათხევადებულ მდგომარეობაში, ზღვით ევროპაში და სულაც არ სჭირდებოდა დამატებითი ხარჯი და თავის ტკივილი 1500 კმ-იანი მილსადენის სირიაში გაყვანაზე. არც ევროპა ამბობს უარს რუსეთზე, როგორც ენერგორესურსების მომწოდებელზე. ეს არის კრემლის იდეოლოგთა მცდელობა, საკუთარი მოსახლეობის წინაშე გაამართლონ პუტინის შეჭრა სირიაში. ერთი მხრივ, რუსეთმა დაამტკიცა, რომ თუ საქმე წამოიწყო, მზად არის ბოლომდე მიიყვანოს, რა ხარჯიც არ უნდა გასწიოს, მაგრამ. მეორეს მხრივ, ხედავს, რომ საკმაოდ ძვირად დაუჯდა ეს კამპანია, პირველ რიგში, პოლიტიკური იმიჯი კიდევ უფრო შეებღალა. ომის წარმოების წესების უგულებელყოფით რუსეთმა არაადამიანური სახე მიიღო. დაიბომბა, თანაც მიზანმიმართულად სამოქალაქო ობიექტები და არა მხოლოდ სახლები, არამედ საავადმყოფოები და სხვა ჰუმანიტარული დანიშნულების ობიექტები. ამ ყველაფერმა ძალიან ნეგატიური ფონი შექმნა რუსეთთან მიმართებაში, მიდის სერიოზული მოწოდებები წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომ მოხდეს რუსეთის გასამართლება საერთაშორისო სასამართლოში, ეს პოლიტიკური ტალღა თუ შენარჩუნდა, მაშინ ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს, თუნდაც სანქციების გაზრდით.

ევროკავშირიც არ არის აქტიური სირიის კონფლიქტში ჩასართავად, თითქოს, აშშ-ს პოზიციას ელოდება, ტრამპის არჩევნების შემდეგ კი მათი ურთიერთობების ინტენსივობა, თითქოს, შენელებულია...

დაკვირვების პროცესში არიან, რა იქნება ტრამპის მომდევნო ნაბიჯები. ის ხალხი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში სამსახურში აჰყავთ, საინტერესო დასკვნების საფუძველს გვაძლევს - მაგალითად, მთელი საგენერლო კასტის აყვანა უსაფრთხოების სექტორში მეტყველებს, რომ ტრამპს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ხისტი პოლიტიკა ექნება. მეორეს მხრივ, ნავთობგიგანტის- „ტექსონ მობილის“ - აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა სახელმწიფო მდივნის ადგილზე ნიშნავს, რომ ბიზნესი და ეკონომიკური ინტერესები წამყვანი იქნება, არა მორალური და იდეალური ასპექტები, არამედ მოგება-წაგებაზე აგებული საგარეო პოლიტიკა, თუმცა, რა შინაარსს მიიღებს ევროკავშირთან მიმართებაში, ჯერ არავინ იცის.

ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე საკუთარი თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ზრუნვას იწყებს, იყო საუბარი სპეციალურ პროექტებზეც...

ცნობილია, რომ ნატოს ხარჯების 70-80%-ს იხდის აშშ და ამ თანხაში შედის როგორც შტაბების მოწყობა და ა.შ., ასევე სამხედრო ოპერაციები. ევროპული სარდლობა მთლიანად ამერიკული სარდლობაა, რომელსაც სათავეში ამერიკელი გენერალი უდგას. აშშ-ის მოთხოვნა გამართლებულია, რადგან ათწლეულების განმავლობაში ევროპა სარგებლობდა მისი უსაფრთხოების ქოლგით და საშუალება ჰქონდა, თავდაცვისთვის მიზერული თანხები დაეხარჯა, განსაკუთრებით, 90-იანი წლებიდან და გამოთავისუფლებული ფინანსური რესურები ეკონომიკური განვითარებისკენ მიემართა. ტრამპი ბიზნესმენია, დაინახა, რა შედეგი მოჰყვა ამერიკის თანამშროლობას ევროპასთან, რომ ისინი ცოტას ხარჯავდნენ, ამავე დროს, ხშირად წინააღმდეგობასაც უწევნდნენ ამერიკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ამიტომ დააყენა საკითხი - ან ევროპა გადაიხდის, ან აშშ მოიფიქრებს, როგორ შეამციროს თავისი როლი ნატოში. ცხადია, ეს ევროპელებისთვის ცივი შხაპი იყო/ კითხვები ამ მიმართულებით ადრეც ხშირად ისმოდა, მაგრამ პოლიტკორექტულობის გამო დღის წესრიგში არ აყენებდნენ, ტრამპმა კი პირდაპირ განაცხადა.

ეს გასაგებიცაა - ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში აქამდეც გადაიდგა ნაბიჯები, თუმცა, საკმაოდ არაეფექტური იყო და ბიუროკრატიულ ხასიათს ატარებდა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ნატოსთან დუბლირება ხდებოდა. თუნდაც, ევროკავშირის გადაწყვეტილება საბრძოლო დაჯგუფებების შექმნაზე. ისმებოდა კითხვები: რომელი ქვედანაყოფებიდან უნდა შეიქმნას ეს დაჯგუფებები და რომელმა სარდლობამ უხელმძღვანელოს, თუ უკვე არსებობს ნატოს სარდლობა და მის ქვეშ განლაგებული ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საბრძოლო ძალები?! ცხადია, დუბლირება ვერ მოხდებოდა, ევროკავშირის ერთიანი და თავდაცვის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, შემოიფარგლა განსხვავებული ფუნქციების მინიჭებით და ისეთი საკითხების კურირებით, როგორიცაა, მიგრანტები, ტერორიზმი, სამართალდამცავებთან აქტიური თანამშროლობა და გარკვეულწილად, ჩანასახის სახით მაინც დატოვეს, თავდაცვის საბრძოლო კომპონენტი, საშტაბო სამეთაურო რგოლი, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება ნატოსთან მიმართებაში. რეალურად, ევროკავშირი და ნატოს თანამშროლობა გულისხმობს, რა საბრძოლო ოპერაციაც შესრულდება ევროკავშირის ეგიდით, ის განხორციელდება ნატოს სარდლობის და ქვედანაყოფების გამოყენებით.

შესაძლებელია, თუ არა, რომ რეგიონის გეოპოლიტიკაში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველომ ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების კუთხით, მეტი პროგრესი განიცადოს, ერთი სიტყვით, გარკვეულწილად ვიხეიროთ?

თუ გინდა, რომ დახმარება მიიღო ვინმესგან, უნდა დაუმტკიცო, რომ შენ გაქვს საკუთარი თავის დაცვის სურვილი. 2008 წლის შემდეგ უკვე ტენდენციაა, რომ ჩვენი შერეული ძალების სრული ინგორირება ხდება, მიზერული თანხები, რომელიც თავდაცვის სამინისტროზეა გამოყოფილი, მას აქცევს ერთ დიდ სოციალურ პაკეტად. ჩვენი შეიარაღებული ძალები, რაც არ უნდა კარგად მომზადებული გვყავდეს, ვერც რაოდენობით და ვერც საბრძოლო შესაძლებლობებით, ვერ პასუხობენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, დღეს და ხვალ კი არა, გუშინწინ უნდა დაწყებულიყო ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის საგრძნობი ზრდა და მას მოჰყოლოდა რეალური პრაქტიკული ნაბიჯები, მაგალითად, ბრძოლისუნარიანი რეზერვის შეექმნათ, ასევე წვევამდელები თავისი საბრძოლო მომსახურებით არ უნდა განსხვავდებოდნენ საკონტრაქტო მოსამსახურეებისგან.

ნატოს ფარგლებში არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივა. რადგან ყირიმი რუსეთის შეიარაღებულ კუნძულად და ფორპოსტად იქცა, იქ გაიზარდა ქვედანაყოფების რაოდენობა და საბრძოლო შესაძლებლობები, ნატოს წინაშე აუცილებლობა დადგა, აღმოსავლეთის ფლანგი - რუმინეთი, ბულგარეთი და შავი ზღვის ნაპირი - გაეძლიერებინა. ამიტომ ხდება დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განახლება. საკითხავია, ამ კონტექსტში რა ადგილს დავიკავებთ, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება არ ნიშნავს მხოლოდ შავი ზღვის დასავლეთ ნაპირის გაძლიერებას, ალიანსის გაძლიერება არ ხდება მხოლოდ შიგნით. თუ არეალი გარეთ არის არასტაბილური და კონფლიქტებით სავსე, ეს პირდაპირ აისახება ნატოსა და ევროკავშირზე და ამის მაგალითი ბევრია ისტორიაში. ამ მხრივ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუ საქართველო მოახერხებს და გააძლიერებს თავის ყოფნას შავი ზღის აკვატორიაში, გააქტიურდება ჩვენი და ნატოს დანაყოფების სამხედრო სწავლებები, ეს იქნება კარგი მაგალითი ჩვენი თანამშრომლობის ნატოსთან, ამავე დროს იქნება პოლიტიკური მესიჯი, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების პრინციპი არ ეყრდნობა მხოლოდ დასავალეთ სექტორს, არამედ მოიცავს აღმოსავლეთსაც და, მათ შორის, საქართველოს.



ბელა ნოზაძე

Read
13868
Send mail

Related stories aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner