banner

Friday, 01 November
06 June 2017 | 18:33

სავალდებულო აუდიტის რეფორმა დასასრულს უახლოვდება

სავალდებულო აუდიტის რეფორმა დასასრულს უახლოვდება

ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში განხორციელებულ რეფორმას მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს. „ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა საკმარისია აუდიტის ხარისხის კონტროლის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა eugeorgia.info-სთან საუბრისას მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერი ტემბონმა.

 

2014 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფერო ეტაპობრივად დაუახლოვოს ევროკავშირის ნორმებს და სტანდარტებს.

თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო. 2007 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში სტანდარტებისა და კოდექსის შესრულების(ROSC) შესახებ, სადაც საუბარი იყო აუდიტის სფეროში განსახორციელებელი რეფორმის აუცილებლობაზე, ამასთანავე ჩამოწერილი იყო რეკომენდაციები და რჩევები, რომელიც უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს მთავრობას. იმისთვის რომ მოხდეს „შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში ევროკავშირის წესებთან ეტაპობრივი დაახლოება“ საჭიროა მთელი რიგი საკანონდებლო ცვლილებების განხორციელება - ნათქვამია 2007 წლის მსოფლიო ბანკის ანგარიშში.შედეგად 2012 წელს მიღებულ იქნა კანონი, ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ, სადაც მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული 2007 წლის ანგარიშის რეკომენდაციები.“მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იქნა შემოღებული ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის ახალი კანონით, რამაც აჩვენა საქართველოს მთავრობის ერთგულება საქართველოში მტკიცე კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების ჩარჩოს მშენებლობის მიმართ”.  თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებისთვის. “რეფორმები ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სფეროში კომპლექსურია და მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას და რესურსებს ქვეყანაში მათ განსახორციელებლად” - ნათქვამია ანგარიშში. შედეგად, 2016 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ.

აღნიშნული სტატიით ჩვენ შევეცდებით გაჩვენოთ, შეასრულა თუ არა საქართველოს მთავრობამ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები „სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკისჩამოყალიბებისადაორივემხარეს შორის სავაჭრო კავშირებისხელშეწყობისათვის“.

 სანამ უშუალოდ ასოცირებით დაკისრებულ ვალდებულებებზე გადავიდოდეთ, მანამდე განვმარტავთ, რას ნიშნავს სავალდებულო აუდიტი. ევროკავშირის ქვეყნებში, ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება ერთიანი სტანდარტების მიხედვით, რაც ნიშნავს იმას რომ ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ (რიგ შემთხვევებში არაეკონომიკურ) საქმიანობას, ბუღალტრულ თუ ფინანსურ აღრიცხვას აწარმოებს ერთი სისტემის მიხედვით (ევროპის ყველა ქვეყანაში შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა/ანალიზი ხდება ერთნაირად). გარდა ამისა, ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს კონკრეტული ჯგუფი კომპანიებისა, რომლებიც ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გამოაქვეყნონ თავიანთი კომპანიების აუდიტის დასკვნები. ესენია მაღალი შემოსავლის (ასევე აქტივების ღირებულება და დასაქმებულთა რაოდენობა) და საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე კომპანიები. მაგალითისთვის, როგორც საზოგადოების ინტერესის მქონე კომპანია, შესაძლებელია დავასახელოთ ბანკები. კომერციული ბანკები, საკუთარი ფინანსური ინფორმაციის საჯაროობით, იცავს მომხმარებლების ინტერესებს. ინფორმაციის გამჭვირვალობა ეხმარება მომხმარებელს ბანკის სტაბილურობის განსაზღვრაში და სამომავლო ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. მაღალი შემოსავლის მქონე კომპანიად შეიძლება დავასახელოთ “ნესტლე”, რომელიც აწარმოებს საკვებ პროდუქტებს, მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით მისი შემოსავლების, აქტივების და დასაქმებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, მას აქვს ვალდებულება მის მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს ყოველწიურად ფინანსურ ანგარიშგებებს. აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების მიზანი მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს(ინვესტორი, მომხმარებელი, კლიენტი და ა.შ) უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს აღნიშნული კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას.

(შენიშვნა: A&A კანონის მიხედვით,ფინანსური ანგარიშგება არის ინფორმაცია სუბიექტის ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობის შესახებ, ამასთანავე სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვა  არის ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, შეფასების, რეგისტრაციის,  განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მოწესრიგებული და უწყვეტი სისტემა).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს აიღო ვალდებულება ქართული კომპანიების ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგება, ასევე სავალდებულო აუდიტი კომპანიებში განხორციელდეს ისევე, როგორც ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში.

1. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში მიმდინარე რეფორმის ნაწილში იყო ტერმინების განმარტება და საწარმოთა კატეგორიებად დაყოფა.

 „საჭიროა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კომპანიების (PIEs) განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობაში. ევროკავშირის ბუღალტრული აღრიცხვის დირექტივასთან შესაბამისობის მიზნით აუცილებელია, რომ აღნიშნული განსაზღვრება მოიცავდეს: (i) რეგულირებად ბაზარზე ვაჭრობაში მონაწილე კომპანიებს; (ii) საკრედიტო დაწესებულებებს: (iii) სადაზღვევო კომპანიებს და (iv) კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვანი არიან საზოგადოებისთვის მათი ბიზნესის ტიპის, სიდიდის ან დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობის გამო“. (მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიში)

შედეგად, 2016 წელს მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის (A&A) კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (შემდგომში სდპ) განიმარტა შემდეგნაირად: „ეს არის იურიდიული პირი, რომელიც შეიძლება იყოს (i) ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ანგარიშვალდებული საწარმოები, (ii) კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, (iii) მზღვეველი, საინვესტიციო ფონდი და (iv) საქართველოს მთავრობის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი (მუხლი 2, პუნქტი ყ)

 2. შემდეგი ნაწილი ეხებოდა საწარმოთა კატეგორიებს. იმისთვის რომ ევრო რეგულაციებით ზუსტად განისაზღვროს რომელმა კომპანიამ რომელი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა თუ ფინანსური ანგარიშგება, საჭიროა მოხდეს საწარმოთა დაყოფა კრიტერიუმების მიხედვით.

საქართველოში მოქმედი A&A კანონის მიხედვით,არსებობს 4 კატეგორიის საწარმო: პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. კატეგორიის მინიჭება ხორციელდება სამი კრიტერიუმის მიხედვით, ესენია: პერიოდის ბოლო საწარმოს საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება, წლიური შემოსავალი და საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა.

  

3. შემდგომი ეტაპი წარმოადგენდა, საწარმოთა ვალდებულებების განსაზღვრას კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, სდპ და პირველი კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგებები აწარმოონ ფინანსური ანაგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების - IFRS ის მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი შექმნილია  ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ და შეიცავს ფინანსურ ანგარიშგებას და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ფინანსურ ანგარიშგებას განახორციელებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) მიხედვით. თუმცა მათ აქვთ უფლება გამოიყენონ ფინანსურის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).  მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, „მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას ფინანსური ანგარიშგების უკეთესი სისტემის შექმნის მიმართულებით“.

ამასთანავე, სდპ-მა და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებმა უნდა მოამზადონ და ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (სახელმწიფო ორგანო, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს) უნდა წარუდგინონ მმართველობითი ანგარიშგება (საქმიანობის მიმოხილვა, კორპორაციული მართვის ანგარიშგება და არაფინანსური ანგარიშგება) საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრამდე. სამსახური თავის მხრივ, წარმოდგენილ ანგარიშგებებს გამოაქვეყნებს ვებ გვერდზე 1 თვის ვადაში (ვებგვერდის წარმოება და სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნება სამსახურმა უნდა უზრუნველყოს 2018 წლის 1 იანვრამდე)

რაც შეეხება, მეოთხე კატეგორიის საწარმოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს, მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის შექმნილია საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 2005 წლის 5 აპრილის დადგენილება N9, ხოლო არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებისათვის  - იმავე კომისიის 2005 წლის 5 აპრილის N 10 დადგენილება. თუმცა, თითოეულ ობიექტს სურვილის შემთხვევაში აქვთ უფლება გამოიყენონ ან IFRS ან IFRS for SMEs.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველა საწარმო ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება (მუხლი 5)

 4. შემდგომი ეტაპი არის - სავალდებულო აუდიტი.

2016 წლიდან მოქმედი A&A კანონის მიხედვით, სდპ, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები ვალდებულნი არიან ყოველ საანგარიშო პერიოდისთვის უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. ამასთანავე აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კანონის მიხედვით აკმაყოფილებენ კონკრეტულ მოთხოვნებს (უნდა იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი და ჰქონდეს უფლებამოსილი განახორციელოს აუდიტი) და ამავდროულად, რეგისტირებულნი არიან სამსახურის ვებგვერდზე. აუდიტის განხორციელების პროცესში, აუდიტი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია იხელმძღვანელოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით (ISA) და დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსი (IESBA Code).  მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, „სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების დანიშვნასთან და აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური მექანიზმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და შეესაბამება სანიმუშო საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე, აუდიტის შესახებ ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს“.

აუდიტის განხორციელების შემდეგ, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დგება აუდიტორული დასკვნა, რომელიც წარედგინება სამსახურს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრამდე.

მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, აუდიტის ნაწილში მთავარი შენიშვნები იყო:

  1. აუდიტორთა რეგისტრაცია - ანგარიშის ამ ნაწილში ძირითადი აქცენტი კეთდება აუდიტორების რეესტრზე, 2016 წლამდე მოქმედი კანონის მიხედვით, „არაფერია კანონში ნათქვამი რეესტრში არსებული ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობაზე“.
  2.  საფასურის გამჟღავნება - „კანონი არ ეხება აუდიტორის დამოუკიდებლობის წინაშე მდგარ საფრთხეს და სხვა პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს, მაგალითად, მექანიზმებს, რომლებიც არეგულირებს არააუდიტორული მომსახურების გაწევას, რაც საქართველოს კონტექსტში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია“.
ევროკავშირის ქვეყნებში, საზოგადოებრივი დაინტერესების პირებთან მიმართებაში გამჟღავნებული უნდა იქნეს აუდიტორის მიერ აუდიტორული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა და პლიუს სხვა ტიპის მომსახურების საფასური. თუკი სხვა მომსახურების ღირებულება აჭარბებს აუდიტის მომსახურების ღირებულებას, წარმოიშვება დამოუკიდებლობის რისკი. ვინაიდან აუდიტორები შეიძლება გახდნენ დამოკიდებულებები სერვისიდან მიღებულ თანხაზე და აუდიტს დაუთმონ ნაკლები ყურადღება ან თვალი დახუჭონ კონკრეტულ ფაქტებზე, შესაბამისად საფასურის გამჟღავნების საკითხი, მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ძალზეც მნიშნველოვანია. „აუდიტორული და არააუდიტორული სერვისისთვის დადგენილი საფასურის დონემ ... შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიოს აუდიტორების დამოუკიდებლობაზე და აუდიტის ხარისხზე“- ნათქვამია 2015 წლის მსოფლიო ბანკის დასკვნაში
  1.  „აუდიტორების და აუდიტორული ფირმების მიმართ პრეტენზიებზე რეაგირების პროცესი და პროცედურები ბუნდოვანი და შეუმოწმებელია“.
  2. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის უფლების დელეგირება საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაზე „ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაში არსებულ ტენდენციას, რომ გაუქმდეს პროფესიის სრული თვითრეგულირება“.

შედეგად, 2016 წლიდან მოქმედი A&A კანონის მიხედვით:

  1. სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილი აუდიტორები, აუდიტის განხორციელების სურვილის შემთხვევაში ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ სამსახურის ვებგვერდზე. A&A კანონის მიხედვით, რეესტრი საჯაროა და მასზე განთავსებული ინფორმაცია (აუდიტორის, ან აუდიტორული ფირმის შესახებ) ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

„სარეგისტრაციო მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ აუდიტორები განსაზღვრულია კანონით და რეგისტრაციის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ხდება ანგარიშგებისადააუდიტისზედამხედველობისსამსახურის (შემდგომშისამსახური)მიერ. პრაქტიკაში სამსახურმა წარმატებით შეძლო აუდიტორების ახალი რეესტრის შექმნა, როგორც ეს იყო დაგეგმილი“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა. 

  1. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აუდიტორული მომსახურების განხორციელებისას აუდიტორმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. საჭიროების შემთხვევაში წერილობით/ელექტორნულად ასახოს ინფორმაცია რისკების შესახებ და მათი გამოყენების მეთოდების თაობაზე. ამასთანავე, A&A კანონის (მუხლი 5, პუნქტი 6) მიხედვით სდპ-ები და პირველი კატეგორიის საწარმოები ვალდებულნი არიან წარადგინონ ინფორმაცია აუდიტორული და არააუდიტორული მომსახურების შესახებ. მერსი ტემბონის განცხადებით „აღნიშნული მოთხოვნები მნიშვნელოვანია  საჯარო დაინტერესების პირთა (სდპ) აუდიტორების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და განსაზღვრულია ევროკავშირის რეგულაციებით სდპ-ების აუდიტორებთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა საკმარისია აუდიტის ხარისხის კონტროლის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად“ .
  2. 2016 წლიდან მოქმედი კანონის მიხედვით, აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების პასუხისმგებლობის საკითხი დეტალურად არის გაწერილი 23-ე მუხლში. შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს წერილობითი სანქციები, საჯარო გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა, რეგისტრაციის გაუქმება, აუდიტორული საქმიანობის 3 წლით აკრძალვა
  3. ახალი კანონის მიხედვით, ხარისხის კონტროლის მონიტორინგს ახორციელებს ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC) მიხედვით, თუმცა აღნიშნული ცვლილებით, რამდენად შესაძლებელია „პროფესიის სრული რეგულირების“ თავიდან არიდება, ამ ეტაპისთვის ბუნდოვანია. აუდიტორული კომპანიის „ბიდიოს“ ხელმძღვანელის ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ორგანოს მიერ აუდიტორული კომპანიების რეგულირება აუდიტორების დამოუკიდებლობას უფრო მაღლა აწევს და განამტკიცებს, ვინაიდან სახელმწიფო რეგულირების მსგავსი ფორმატით აიღებს თავის მხრივ პასუხისმგებლობას აუდიტორების მიერ განხორციელებული აუდიტორული მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად. „უბრალოდ აქ საუბარია სხვა რისკებზე, რამდენად ექნება  სახელმწიფო ორგანოს საკმარისი რესურსი განახორციელოს აუდიტორული კომპანიების შემოწმება. ვინაიდან აუდიტორული კომპანიების, განსაკუთრებით  საერთაშორისო აუდიტორული ფირმების შესამოწმებლად საჭიროა საკმაოდ ძვირადღირებული სპეციალისტების დაქირავება, და რამდენად ექნება სამსახურს საკმარისი რესურსი (ბიუჯეტი), მონიტორინგის განსახორციელებლად ცალკე საკითხია“.

აქვე თავს იჩენს დამატებითი პრობლემა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. ამასთანავე, სამსახურის უფროსს ნიშნავს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის მართვის შიდა მექანიზმი რომელიც წარმოდგენილია საბჭოს სახით, დაკომპლექტებულია ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წევრებისგან. საბჭოს თავჯდომარე არის ფინანსთა მინისტრის მოადგილე. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დაქვემდებარება ფინანსთა სამინისტროსთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რადგან ამ შეთხვევაში მოხდა პოლიტიკური მხარდაჭერის და აუცილებელი რესურსების უზრუნველყოფა ამ სამსახურის შექმნის და ფუნქციონირების ადრეულ ეტაპზე“- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტენბონმა. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს აუდიტორული ფირმის, ბიდიოს ხელმძღვანელს, ზურაბ ლალაზაშვილს: „მე ვისურვებდი ეს ყოფილიყო ცალკე მდგომი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იმუშავებდა ბორდის (საბჭოს)  ფორმატით, თუმცა ბორდი ეხლაც არსებობს, მაგრამ სასურველია ჰქონდეს უფრო მაღალი უფლებამოსილება, ვიდრე დღეს, რათა უფრო განმტკიცდეს სამსახურის დამოუკიდებლობა და თავისუფლება სახელმწიფოს მხრიდან“.

გარდა, არსებული საკითხისა, მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიშში არის რიგი საკითხები, რომელზედაც აუცილებელია სამსახურმა გააგრძელოს მუშაობა, რათა მოხდეს კანონმდებლობის სრულფასოვნად ამოქმედება. ესენია: „(i) აუდიტორული კვალიფიკაციის აღიარების წესი (ii) აუდიტორების გათავისუფლებისთვის საჭირო საფუძვლები, (iii) აუდიტორის გადადგომის ან გათავისუფლების კომუნიკაციის მოთხოვნა, და (iv) აუდიტორის გათავისუფლების მიზეზების შეტყობინება მარეგულირებელი ან მაკონტროლებელი ორგანოსთვის, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია მეწარმე სუბიექტი“. მერსი ტემბონის განცხადებით „ეს შესაძლო პრობლემური საკითხები, მოგვარებული იქნება სამსახურის მიერ გამოცემული წესების მეშვეობით. მოთხოვნა სამსახურის მიერ ასეთი წესების გამოცემასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია კანონით. ყველა ის სფერო, რომელზეც სამსახური მუშაობს, მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საქართველოში მაღალი ხარისხის ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის  არსებობას“.

საბოლოო ჯამში, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმას დადებითად აფასებს: „როგორც  უკვე ავღინიშნეთ, მოქმედი კანონმდებლობა საკმარისია ქვეყანაში აუდიტის ხარისხის კონტროლის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად“- განაცხადა მერი ტემბონმა. თუმცა ის თუ როგორ განახორციელებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სტანდარტებითა და ახლა უკვე ქართული კანონდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

„პრეტენზიები ჯერჯერობით არ გვაქვს. სამსახური ახალი შექმნილია. კვალიფიციური ხელმძღვანელი ჰყავს. გუნდიც კვალიფიციურია. არის საკითხები რომლებსაც ერთად განვიხილავთ, რადგან სურთ მაქსიმალურად კარგად და კვალიფიცირებულად გააკეთონ საქმე. მაგრამ რეალურ შედეგებზე მხოლოდ მაშინ შევძლებთ საუბარს, როცა კანონი ამუშავდება და შემოწმებები დაიწყება“ - განაცხადა Morison International-ის აუდიტორმა მიხეილ აბაიძემ.

 

წყარო:

  1. ანგარიში სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში -  მსოფლიო ბანკი - 2015 წელი
  2. ანგარიში სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების შესახებ, საქართველო -  მსოფლიო ბანკი - 2007 წელი
  3. საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ
  4. საქართველოს კანონი მეწარმეობის შესახებ.
  5. https://saras.gov.ge/

 


სახოკია ეთერი

Read
15595
Send mail

Related stories aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner