banner

Friday, 29 March
28 July 2017 | 14:40 კვლევა/რეკომენდაცია

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ოპტიმიზაციის შესახებ

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ოპტიმიზაციის შესახებ

შესავალი

 

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA) საქართველოს სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამამუშავებელი ინდუსტრია სრულიად ახალ დონეზე აჰყავს. შესაბამისად, იცვლება ადგილობრივი ბაზარი და მასზე მოქმედი წესები. შეთანხმება ქართველ მეწარმეებს, ასევე, უხსნის გზას ევროკავშირის ბაზრისკენ, საბაჟო ტარიფებისა და კვოტების გაუქმების შედეგად. თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდება სხვადასხვა სექტორებში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გარეშე, რაც მოითხოვს ცვლილებებს კანონმდებლობაში, ახალ რეგულაციებსა და წესებს ბიზნესოპერატორებისთვის, რაც ხშირად არც თუ მარტივი პროცესია. ამიტომ სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ახალმა გარემომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოიტანოს ქვეყნისთვის და პროცესმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ  ჩაიაროს ბიზნესისთვის.

ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ინტენსიური საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ სუბიექტებთან ეფექტურ კომუნიკაციას, ვისზეც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს საკანონმდებლო ცვლილებები. დღევანდელ მსოფლიოში კომუნიკაციის ეფექტიანობას დიდად უწყობს ხელს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც უკვე არც ჩვენი ქვეყნისთვის არის უცხო. როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორი აღნიშნულ საშუალებებს ინტენსიურად იყენებს. მათ რიცხვშია საქართველოს სოფლის  მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის არაერთი არხი გააჩნიათ. აღნიშნული დოკუმენტი სწორედ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მის ვებ-გვერდს ეხება და შეიცავს რეკომენდაციებს იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს მათსა და დაინტერესებულ პირებს შორის ინფორმაციის გაცვლა.

 

 

პრობლემის აღწერა

 

სურსათის უვნებლობა ბოლო წლებია პრიორიტეტი გახდა სახელმწიფოსთვის, რაც ერთის მხრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს უკავშირდება. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს არ ავალდებულებს ევროკავშირის კანონების კოპირებას და ქართულ მხარეს გარკვეულ ჩარჩოებში ლავირების შესაძლებლობას აძლევს. ახალი რეგულაციები არ უნდა იყოს იმაზე მეტად შემზღუდველი, ვიდრე აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით. ასოცირების შეთანხმების დანართში XI-A წარმოდგენილია პრინციპები ეკვივალენტობის აღიარების მიზნით დაახლოების პროცესში პროგრესის შესაფასებლად, კერძოდ:

საქართველოს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობა ეტაპობრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის მხარისას, რომელიც დაეფუძნება ევროკავშირის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობის დაახლოების ჩამონათვალს. ჩამონათვალი უნდა დაიყოს პრიორიტეტულ სფეროებად, რომელიც უკავშირდება ღონისძიებებს, როგორც ეს განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმების IV დანართში. ამ მიზნით საქართველომ უნდა განსაზღვროს ვაჭრობის საკუთარი პრიორიტეტული სფეროები.

ქართულმა მხარემ უნდა დაუახლოოს ეროვნული წესები ევროკავშირის კანონმდებლობას:

n  დამატებითი ეროვნული წესების ან პროცედურების მიღების საშუალებით, რომელთა მიზანია ევროკავშირის შესაბამისი საბაზისო კანონმდებლობის წესების განხორციელება და აღსრულება, ან

n  არსებულ შესაბამის ეროვნულ წესებში ან პროცედურებში ცვლილებების შეტანა, ევროკავშირის შესაბამის საბაზისო კანონმდებლობაში განსაზღვრული წესების ასახვის მიზნით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულმა მხარემ უნდა:

n  გააუქმოს ნებისმიერი კანონი, რეგულაცია ან სხვა ნებისმიერი ზომა, რომელიც არ არის შესაბამისობაში დაახლოებულ ეროვნულ კანონმდებლობასთან;

n  უზრუნველყოს დაახლოებული ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაცია.

DCFTA IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები)  ითვალისწინებს საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის სფეროში დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალის ევროკავშირისთვის წარდგენას შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში. რის შედეგადაც საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შედგა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მისაღები საკანონმდელბო აქტების ნუსხა. სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილია ევროკავშირის 102 სამართლებრივ აქტთან მიახლოება, ვეტერინარიის მიმართულებით - 84 აქტთან, მცენარეთა დაცვის - 85 აქტთან. რომელთაგან, 64 აქტის ქართული ანალოგი 2017 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს. მიმდინარე ეტაპისთვის დასრულებულია ევროკავშირის 55აქტთან მიახლოება. ასევე, შემუშავებულია 2 საკანონმდებლო აქტის პროექტი: (1) ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა სურსათის შესახებ და (2) ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებათა უმეტესი ნაწილი გაწერილია 2018-2026 წლებზე. ახალი რეგულაციების მაღალი სიხშირე და მათთვის ფეხის აწყობა ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუ იდეალურად არ იქნება აწყობილი მათსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია.

ახალი რეგულაციები სარგებლის მომტანია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის (მაგალითად, მომხმარებლისთვის), თუმცა დანახარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული კერძო სექტორისთვის (მაგალითად, სურსათის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის), რომელიც ამჟამად განვითარების დაბალ დონეზე იმყოფება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი წესებისა და კანონების შემუშავება/მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტენსიურ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დარგში პოლიტიკის შემუშავების პროცესში, გათვალისწინებული იქნას ყველა მხარის პოზიციები, საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს ახალი რეგულაციებით გამოწვეული პოტენციური ხარჯები და შეძლებისდაგვარად მოხდეს მათი მინიმიზება.

აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ფუნქციებში არა მხოლოდ ბიზნესოპერატორების კონტროლი და მონიტორინგი შედის, არამედ პროაქტიული კომუნიკაცია და დროული ინფორმირებულობაც. სააგენტოს დებულების მიხედვით მისი ერთ-ერთი ფუნქციაა საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შემუშავებულია სახელმძღვანელოები ფერმრებისათვის და ბიზნესოპერატორებისათვის, ტარდება რეგიონული შეხვედრებიც. თუმცა სხვადასხვა კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი ჯერ კიდევ არ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. მაგალითად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული სურსათის მწარმოებელი 89 მცირე და საშუალო საწარმოდან მხოლოდ 39%-მა დაასახელა, რომ იცოდა DCFTA-ს შედეგად ბაზრის ხელმისაწვდომობის და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ; ასევე, გამოკითხულთა 43%-მა არ იცის DCFTA-ს მოსალოდნელ სარგებელზე, 47%-მა კი მის მიერ გამოწვეულ შეზღუდვებზე. კვლევის შედეგები გამოსახულია ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზე.

გრაფიკი 1.

 გრაფიკი 2.

 

მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებში ინფორმაციის არქონაზე პასუხისმგებლობა თავად მწარმოებლებსაც ეკისრებათ, სამთავრობო უწყებების მიდგომა ბიზნესისადმი, კონტროლისა და მონიტორინგის გარდა, მათთან თანამშრომლობაცაა. საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საშუალებებით, ისე, რომ ეს ინფორმაცია იყოს მარტივად გასაგები, ორგანიზებული და ადვილად ხელმისაწვდომი, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს თანამედროვე ტექნოლოგიები.

ამ კუთხით, დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი და სახელმწიფო უწყებების ოფიციალური ვებ-გვერდები. რეგიონებში ინტერნეტიზაციის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს კომპიუტერს, სმარტფონს თუ სხვა მოწყობილობებს ინფორმაციის მისაღებად. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები შემუშავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და Dcfta.gov.ge საიტების შესწავლის შედეგად.  ასევე, შესწავლილ იქნა არაერთი ქვეყნის (აშშ, კანადა,  რუსეთი, იაპონია, ახალი ზელანდია,ფილიპინები ჰოლანდია, ავსტრია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა.) ანალოგიური უწყებების ვებ-გვერდები და მათი ფუნქიები, რისი შედეგებიც წარმოდგენილია რეკომენდაციების სახით.

 

რეკომენდაციები

 

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალება გააჩნია, რომელთაგან ოფიციალური ვებ-გვერდი ერთ-ერთი მთავარი წყაროა დაინტერესებული პირებისთვის. გვერდი ცოტა ხნის წინ განახლდა და ის დღეს უფრო მეტად ინფორმაციულია. თუმცა ურიგო არ იქნება მისი კიდევ უფრო დახვეწა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგება. ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის ანალოგიური ინსტიტუტი და მათი საქმიანობა. ანალიზი გავუკეთეთ მათ ოფიციალურ გვერდებს ინტერნეტში და შევიმუშავეთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც, ჩვენი აზრით, გაზრდის სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ინფორმაციის გავრცელების ეფექტიანობას. კერძოდ:

 

  1. ინფორმაციის დახარისხება სამიზნე ჯგუფების მიხედვით

 

ამჟამად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი მეტწილად ორიენტირებულია ბიზნესოპერატორებზე. თუმცა, არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებლებს და მათ ინფორმირებას. ამიტომ, პირველ რიგში, გვერდს უნდა დაემატოს სურსათის მომხარებლებისთვის საინტერესო ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა დახარისხდეს სამიზნე ჯგუფების (მომხმარებლებისა და მეწარმეების) მიხედვით ცალ-ცალკე, რათა დაინტერესებულმა პირმა ადვილად შეძლოს ორიენტირება და  მისთვის საინტერესო სიახლეების პოვნა, მაგალითად, მომხარებლებისთვის ინტერესის საგანს ხშირად წარმოადგენს სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგები, გაფრთხილება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პროდუქტებზე, ინფორმაცია პროდუქტში არსებულ საშიშ ინგრედიენტებზე და სხვა.

 

მაგალითი (ირლანდიის სურსათის უვნებლობის სამსახური)[1]:

 

 

ასევე, მომხმარებლებისთვის უნდა გაუმჯობესდეს შესაძლებლობა მიმართონ სააგენტოს აღმოჩენილი დარღვევებისა თუ საეჭვო პროდუქციის შემთხვევაში. აღნიშნული უნდა იყოს შესაძლებელი სურათისა თუ ვიდეოს ატვირთვის გზით, ისე, როგორც ეს ხდება არაერთ ქვეყანაში. აღნიშნული ფუნქცია მორგებული უნდა იყოს სმარტფონზე, რათა მისი ოპერატიულად გამოყენება მარტივი იყოს.

 

მაგალითი (კანადის საკვების ინსპექტირების სააგენტო)[2]:

 

 

მაგალითი (დიდი ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტო)[3]

 

ვებ-გვერდზე იზოლირებულად უნდა იყოს ინფორმაცია ბიზნესოპერატორებისთვის. ის შეძლებისდაგვარად უნდა დახარისხდეს თემატურად. სეს-ის ვებგვერდი ამჟამად ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, თუმცა ხშირად ადგილი აქვს მათ აღრევას, რაც ართულებს სასურველი ინფორმაციის პოვნას.

 

მაგალითი (ისრაელის სურსათის ეროვნული სამსახური)[4]:

 

 

პრაქტიკული იქნება ინფორმაციის დახარისხება ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის ცალ-ცალკე. იმპორტიორების განყოფილებაში თავმოყრილი იქნება ყველა ის ინფორმაცია, რასაც საქართველოში სურსათის იმპორტისას ყურადღება უნდა მიექცეს.  ექსპორტიორებისთვის შესაძლებელია ინფორმაცია დაიყოს ექსპორტის ქვეყნების მიხედვით (მაგალითად, ევროკავშირი, დსთ და სხვა), რადგან წესები და რეგულაციები ხშირად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. აღნიშნულ განყოფილებაში მარტივად უნდა იყოს აღწერილი ყველა საჭირო ნაბიჯი, რაც საქართველოდან პროდუქტის ექსპორტისას უნდა გადადგას მეწარმემ.

 

მაგალითი (ფინეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო)[5]

მართალია სურსათის სააგენტოს პირდაპირი მოვალეობა არ არის, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ გვერდს ექსპორტიორებისთვის დაემატება პრაქტიკული შინაარსის ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა არსებული ექსპორტიორების სია, გადამზიდავების საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. აღნიშნული ხელს შეუწყობს ექსპორტიორების ურთიერთ დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობას. ასევე, უნდა დაემატოს ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო აკრედიტირებული და მასერთიფიცირებელი ლაბორატორიების შესახებ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ევროკავშირში ექსპორტით დაინტერესებულ პირებს გამოადგებათ, რომელთაც ხშირად უჭირთ შესაბამისი ინფორმაციის მოიძიება.

 

  1. ვიდეო-ინსტრუქციები

 

არაერთ ქვეყანაში დაინტერესებული პირების ინფორმირებისთვის გამოიყენება სპეციალური ვიდეო-რგოლები. კერძოდ, არსებობს ვიდეო-ინსტრუქციები როგორცმომხმარებლებისთვის, ისე ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის პრაქტიკულ საკითხებზე.  მსგავსი არქივის შექმნისთვის არ არის აუცილებელი დამატებითი ხარჯების გაღება და ახალი რგოლების დამზადება. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია ინტერნეტ-სივრცეში უკვე არსებული რგოლების გამოყენება და უცხოური რგოლების თარგმნა. იქვე უნდა არსებობდეს მათი სოციალურ ქსელებში გაზიარების და კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა შესაძლოა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

მაგალითი (ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის სააგენტო)[6]

 

  1. ღონისძიებების კალენდარი და სიახლეების გამოწერა

 

ხშირად, სახელმწიფო თუ არასამთავრობო უწყებების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებენ დაინტერესებული პირები, რადგან მათთან დროულად არ მიდის ინფორმაცია. დაგეგმილი ღონისძიებების კალენდრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება და მათზე ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობა საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს არ გამოტოვოს მისთვის საინტერესო შეხვედრა და დაესწროს მას. მსგავსი პრაქტიკა არსებობს თითქმის ყველა ქვეყანაში.

 

ვებგვერდს ასევე უნდა დაემატოს სიახლეების გამოწერის ფუნქცია, რომელიც პირს საშუალებას მისცემს ავტომატურ რეჟიმში მიიღოს სიახლეები იმეილის თუ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მათ შორის, დაგეგმილი თუ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

მაგალითი (ლიტვის სურსათისა და ვეტერინარიის სერვისი)[7]

 

 

  1. ინფორმაცია დამწყები ბიზნესოპერატორებისთვის (start-up-ებისთვის)

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დამწყებბიზნესოპერატორებს, რომელთათვისაც, გამოცდილი მეწარმეებისგან განსხვავებით, შედარებით რთულია საკანონმდებლო ლაბირინთებში გარკვევა. ისე, როგორც ეს უამრავ ქვეყანაშია, მათთვის ვებ-გვერდზე უნდა არსებობდეს ცალკე სექცია, სადაც დამწყები მეწარმისთვის განმარტებული იქნება ყველა ნაბიჯი და რეგულაცია პროდუქციის წარმოების და ბაზარზე განთავსების პროცესში. მსგავსი გზამკვლევი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირს წესების დაცვით დაიწყოს და წარმართოს საკუთარი საქმიანობა, რაც მომხმარებლის ინტერესებში შედის.

მაგალითი (დიდი ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტო[8])

 

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ძალიან პრაქტიკულია ილუსტრირებული ბროშურები და სახელმძღვანელოები, რის ნაკლებობასაც ამჟამად განიცდის სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი. მეწარმეთათვის ინფორმაციის მიწოდება საკანონმდებლო აქტების ტექსტების ასლების გზით, ხშირად არაეფექტურია, რადგან ის დაწერილია რთულ ენაზე. აღნიშნული რეგულაციების მარტივ ენაზე და ფოტოების საშუალებით მიწოდება ამარტივებს წესების აღქმას და უადვილებს ბიზნესოპერატორს მის დაცვას.

მაგალითი (ლიტვის სურსათისა და ვეტერინარიის სერვისი)[9]

 

  1. ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

 

არაერთი ორგანიზაცია ადამიანური რესურსების დაზოგვის მიზნით, საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ე.წ. ხშირად დასმულ კითხვებს (FAQ). თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდება ხშირად დასმული კითხვები პასუხებითურთ და ის დახარისხებული იქნება სფეროების მიხედვით, მნიშვნელოვნად შემცირდება მოსახლეობის მიმართვიანობა პირადად, სააგენტოს ცხელ ხაზზე თუ ფოსტის საშუალებით. ეს კი დაზოგავს სააგენტოს რესურსებს.

მაგალითი (ლიტვის სურსათისა და ვეტერინარიის სერვისი)[10]

 

  1. უკუკავშირის გაძლიერება

 

ხშირად, ბიზნესსექტორი სამართლიანად გამოთქვამს პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილების შემუშავებამდე თუ მისი მიღების შემდეგ, სათანადოდ არ მოისმინეს მათი მოსაზრებები და შესაბამისად, არ მოხდა მათი პოზიციების გათვალისწინება. სააგენტოს ვებ-გვერდს შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი ფუნქცია, რომლის მიხედვით სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილ თუ უკვე მიღებულ საკანონდებლო ცვლილებაზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს მიეცემა საჯაროდ. მსგავსი მოდელი წარმატებით მუშაობს არაერთ ქვეყანაში, სადაც კანონშემოქმედებით პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს. აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში კერძო სექტორის ჩართულობას.

 

მაგალითი (დიდი ბრიტანეთის სურსათის სტანდარტების სააგენტო):

მოსალოდნელი  შედეგები

 

ზემოხსენებული რეკომენდაციები არ ითვალისწინებს დიდ ფინანსურ დანახარჯებს. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებაში დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც არის შესაძლებელი. შედეგად კი, გაიზრდება სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის ეფექტიანობა. მომხმარებლები შეძლებენ თვალყური ადევნონ მათთვის საინტერესო თემებს, გაზარდონ საკუთარი ცნობიერება და დაიცვან საკუთარი უფლებები.

მეწარმეები, ბიზნესოპერატორები დროულად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი თუ უკვე განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რაც გაუმარტივებს მათ საკუთარი ბიზნესის ადაპტირებას შეცვლილ გარემოსთან.

თავის მხრივ, სარგებელს მიიღებს სააგენტოც. ძლიერი უკუკავშირის მექანიზმების დანერგვით, სააგენტო დროულად მიიღებს კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებს და გაითვალისწინებს მათ პოზიციას. ინფორმირებული ბიზნესოპერატორი ნიშნავს ნაკლებ დარღვევას, ნაკლები კონტროლის აუცილებლობას და უფრო მეტად დაცულ მომხმარებელს.

 

                                                         

 

 

[1] www.fsai.ie/

[2] http://www.inspection.gc.ca/food/information-for-consumers/eng/1299093858143/1303766424564

[3]www.food.gov.uk

[4]www.health.gov.il

[5]https://www.evira.fi/en/foodstuff/import-and-export/

[6]https://www.foodsafety.gov/multimedia/index.html

[7]http://vmvt.lt

[8]www.food.gov.uk

[9]http://vmvt.lt/sites/default/files/prekes_zenklinimo_lankstinukas20140602_0.pdf

[10]http://vmvt.lt/duk

Read
8344
Send mail

RELATED STORIES


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner