banner

Friday, 01 November
02 October 2017 | 16:30

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყება

 

საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევებით შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო ადგილად ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის კოლხეთის დაცული ტერიტორიების ჩრდილოეთით, ანაკლიაში დაახლოებით 340 ჰა. მიწის ფართობი შეირჩა. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ბაზარს ბათუმის და ფოთის პორტები ემსახურება.  ფოთის პორტის წილი საკონტეინერო ბაზარზე დაახლოებით 83%-ია, რაც ნიშნავს რომ ძირითადად ერთი პორტი ფუნქციონირებს ამ მიმართულებით. ფოთის პორტის სიღრმე 8,4 მეტრია, რაც დღევანდელი სტანდარტებიდან გამომდინარე საკმაოდ დაბალია და ქვეყანას დიდი გემების მიღების საშუალებას არ აძლევს. მაქსიმალური ტევადობის გემი, რომელიც შეიძლება დღეს ფოთის პორტში შემოვიდეს 1500 კონტეინერის (თითო კონტეინერი 21 ფუტი ტევადობისაა) ტევადობის გემია, რაც ყველაზე მცირე მოცულობაა დღეს არსებულ გემებს შორის. თანამედროვე სტანდარტებით გემების მაქსიმალური მოცულობა 21 000 კონტეინერია. შავ ზღავში ამ მოცულობის გემები არ დაცურავენ, მაგრამ აქ არსებული გემების ნახევარზე მეტი 10 000 კონტეინერის ტევადობისაა. საქართველოში კი 7-8 ჯერ ნაკლები ტევადობის გემების მომსახურებაა შესაძლებელი.

 

"ფოთის პორტი წელიწადში საშუალოდ 3 თვე დახურულია ცუდი ამინდების გამო. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში საახალწლოდ პორტი  2-3 კვირა დახურული იყო, რადგან შტორმის შედეგად პორტი დაისილა და გემები ვეღარ შემოდიოდნენ.  ჩვენი პორტების ინფრასტრუქტურა არ არის მორგებული საკონტეინერო ბიზნესზე, რადგან ისინი აშენდა იმ დროს როდესაც კონტეინერები არ გამოიყენებოდა, როგორც გადაზიდვის სტანდარტიზებული მექნიზმი. ჩვენი პორტები არის მოძველებული და ისეთ ქვეყანას, რომლსაც პრეტენზია აქვს იყოს ლოჯისტიკური ჰაბი, არსებული პორტები ვერ გაუძლებს კონკურენციას. თუმცა მიუხედავად დაბალი მომსახურებისა და მაღალი ფასებისა, მაინც ჩვენი გამტარუნარიანობის თითქმის მაქსიმუმზე ვართ. ანაკლია არ არის პროექტი, რომელიც "კარგი იქნებოდა რომ გამოსულიყო", ანაკლია არის პროქეტი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, რომ გამოვიდეს", - განაცხადა eugeorgia.info-სთან საუბარში ანაკლია სითის ფინანსურმა დირექტომა გიორგი ჩუგოშვილმა.

გთქვაზობთ მასთან გასაუბრების მოკლე ჩანაწერს:

-         საქართველოში ტვირთი გემით, რომ შემოვიდეს დიდი მოცულობის გემი ჯერ სტამბულში შედის, სადაც ტვირთი პატარა გემებზე გადანაწილდება და შემდეგ ეს პატარა გემები მოდიან ფოთის და ბათუმის პორტებში. ეს პროცედურა, რა თქმა უნდა, დროში იწელება და გადაზიდვის ღირებულებაც იზრდება, რაც ბიზნესს ხელს უშლის.  ანაკლიის პორტის სიღრმე იქნება 16 მეტრი, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია ფოთის პორტზე და ჩვენ შეგვეძლება მოვემსახუროთ ნებისმიერ გემს, რომელიც შავ ზღვაში იმოძრავებს. ეს ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ 30%-ით იაფად გადაზიდონ ერთი კონტეინერი (ერთ კონტეინერზე დანაზოგი 160 USD შეადგენს), რაც ნიშნავს რომ საქართველოს კორიდორით საზღვაო გადაზიდვები უფრო იაფი გახდება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება გადაზიდვის დრო.

-         რა მოცულობის ტვირთის მიღება იქნება შესაძლებელი პორტში?

-         2016 წლის თებერვალში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ტენდერი მოიგო. საინვესტიოციო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით კონსორციუმი მოლაპარაკებებს აწარმოებდა მთავრობასთან  2016 წლის ოქტომბრამდე, 3 ოქტომბერს კი ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ განავითაროს 100 მილიონი ტონიანი გამტარუნარიანობის პორტი. მეორეს მხრივ, მთავრობას მიწის გადმოცემის, ასევე გზის და რკინიგზის პორტამდე მიყვანის ვალდებულება აქვს. პორტის განვითარება დაგეგმილია 9 ფაზის განმავლობაში და ხელშეკრულება 52 წლიან პერიოდს მოიცავს. დღეს 100 მილიონი ტონა ტვირთი ქართული რეალობისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ მშენებლობა ეტაპობრივად განვითარდება და პორტი ნელ-ნელა დაიტვირთება მოთხოვნის შესაბამისად. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, 2020 წლისათვის პორტს შეეძლება წელიწადში 8 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთი გაატაროს, რაც დაახლობით 900 ათასი კონტეინერის მიღებას გულისხმობს წელიწადში. მეორე ფაზის განმავლობაში დაემატება 6 მილიონი ტონა და ა.შ. საბოლოოდ 100 მილიონ ტონას მიაღწევს.

-         რომელი რეგიონებიდან და რა სახის ტვირთები შემოვა ანაკლიის პორტში?

-         ისტორულად საქართველო კავკასიის რეგიონის, ცენტრალური აზიის და ჩრდილო დასავლეთ ირანის კარიბჭეა. რეგიონში მათთვის საქართველო ყველაზე ახლოს მდებარე ქვეყანაა, რომელსაც პორტი აქვს. შესაბამისად ჩვენ ვემსახურებით ამ რეგიონს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა ტვირთების შემოდინების მიმართულებით. რომ არა რეგიონალური კრიზისი, რომელიც დაახლოებით 2015 წელს დაიწყო (რაც გამოწვეული იყო ნავთობის ფასის ვარდნით, რუსეთის სანქციებით, უკრაინა-რუსეთის ომით და ა.შ), საქართველოს ორივე პორტი სრულად დაიტვირთებოდა უკვე მომავალი წლისთვის.

-         რომელ საერთაშორისო რეგიონულ პორტებს გაუწევს კონკურენციას  ანაკლიის პორტი და რა იქნება მისი კონურენტული უპირატესობა?

-         პორტის კონკურენტუნარიანობა მხოლოდ პორტზე არ არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია მთლიანად კორიდორი იყოს გამართული, ეფექტური, იაფი და გადაზიდვებს მცირე დრო დასჭირდეს. საქართველოს მთავრობის სტრატეგიაა საქართველო გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, რაც მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული და სხვა ქვეყნების მთავრობებთან კოორდინაციაა საჭირო. რკინიგზის პრობლემები, რაც ახლა არსებობს და სხვა ინფრასტრუქტურული გაუმართაობები აუცლიბლად აღმოსაფხვრელია. ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა პროექტები (მაგალითად, TRACECA), რომ ეს კორიდორი გაიმართოს. ჩვენ რეალურად გვყავს ორი კონკურენტი. ერთია ჩრდილოეთის კორიდორი რომელიც გადის რუსეთში, მეორე არის სამხრეთით, რომელიც გადის თურქეთის მიმართულებით. შესაბამისად, ანაკლიის პორტი კონკურენციას გაუწევს ბალტიისპირეთის პორტებს, ნოვოროსიისკის პორტს და ნაწილობრივ სტამბულის პორტსაც. ჩვენი კორიდორი არის ყველაზე მოკლე და თუ ის ინფრასტრუქტურულად იქნება გამართული, წესით ყველაზე იაფი უნდა იყოს და ყველაზე სწრაფად უნდა ჩადიოდეს ტვირთი დანიშნულების ადგილამდე. თუმცა არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები. მაგალითად, კასპიის ზღვაზე ბორანების გამტარუნარიანობა შეზღუდულია. არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მთავრობათაშორის მუშაობა მიმდინარეობს და ყოველი გადაჭრილი პრობლემა გააძლიერებს ანაკლიის პროექტს. ტვირთების გადაზიდვის მიმდინარე ზრდის ტემპიც რომ შენარჩუდეს, პროექტი მაინც მომგებიანია. ე.ი. იმისათვის რომ ეს პროექტი შესრულდეს და პორტმა იმუშაოს არ სჭირდება რაიმე რადიკალური ცვლილებები. პროექტი მომგებიანია მიმდინარე პირობების შენარჩუნების შემთხვევაშიც. ტვირთის მოზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებში შედარებით მშვიდად ვართ. ცენტრალურ აზიაში ვმუშაობთ ნაყარი ტვირთების მოზიდვაზე. იყო ბევრი ტვირთი, რომელიც ადრე საქართველოზე გადიოდა, მაგრამ გადამისამართდა სხვა მიმართულებებზე ინფრაასტრუქტურული გაუმართაობის და სიძვირის გამო. შესაბამისად თუ ჩვენ გავმართავთ ინფრასტრუქტურას და ფასი იქნება კონკურენტუნარიანი, შეიძლება ამ ტვირთების უკან დაბრუნება.  სხვა ქვეყნებმა საპორტო და რკინიგზის ინფრასტრუქტურაში ჩადეს ინვესტიცია, განვითარდნენ და შესაბამისად გახდნენ კონკურენტუნარიანები.

-         რამდენი ადამიანი დასაქმდება პორტის მშენებლობაზე და პორტის ფუნქციონირების დროს?

-         პორტის მშენებლობა მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. აქამდე ჩატარდა მნიშვნელოვანი და მოცულობითი კვლევები, გარემოსდაცვითი, ზღვის, ნიადაგის, ქარის და ა.შ. ასევე დასრულდა პორტის დიზაინზე მუშაობა. პორტის დროის 95% უნდა ოპერირებდეს - თუ ძლიერი ქარიშხალი ან საგანგებო სიტუაცია არ იქნება. ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს დაფინანსების სრულად მოზიდვა, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და შემდეგ დაიწყება მშენებლობა. მშენებლობის პროცესში დასაქმდება 3400 ადამიანი, ხოლო როდესაც პორტი სრული დატვირთვით იმუშავებს, აქ 6400 ადამიანი დასაქმედება.

-          საქართველოში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა, როგორ აპირებთ მოიზიდოთ ისინი?

-          ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ გავაკეთოთ ტრენინგცენტრი, სადაც მუშახელის გადამზადება მოხდება. შედარებით მარტივი სამუშაოს შემთხვევაში ადგილზე გადავამზადებთ. ხოლო მეორე ნაწილს ჩვენი პარტინიორი ამერიკული ოპერატორი კომპანია SSA MARINE უზრუნველყოფს. მათ აქვთ მაღალი ექსპერტიზა. საწყის ეტაპზე მათი თანამშრომლები იმუშავებენ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად. მას შემდეგ რაც დავინახავთ, რომ ადგილობრივი მუშახელი შეითვისებს ყველა საჭირო უნარს და გამოცდილებას, ისინი უკვე დამოუკიდებლად იმუშავებენ. თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება. ძალიან დიდი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ადგილობრივი კვალიფიციური გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რადგან პორტის სამართავად რამდენიმე ათასი ადამიანია საჭირო.  

-          ვინ ახორციელებს ინვესტიციებს პორტის მშენებლობაში?

-         ინვესტიცია ქართული და ამერიკულია. რაც შეეხება სესხებს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ, აზიურ და ამერიკულ საინვესტიოციო ბანკებთან. როდესაც გაირკვევა, ვინ ჩადებს სესხის სახით ინვესტიციას პროექტში საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ. პორტის ჯამური ღირებულება არის 2,5 მილიარდი USD. პირველი ფაზის ღირებულება არის 560 მილიონი USD.  

-         ანაკლის პორტი ხომ არ გამოიწვევს ფოთის პორტის დასუსტებას?

-         ნაწილობრივ შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ფოთი და ბათუმი საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს ანაკლიას პატარა გემების ბაზარზე. რეგიონალური ტვირთები, რომლებიც აჭარისთვის და ბათუმისთვისაა განკუთვნილი, ადგილზე დარჩება. ქვეყანაში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გათვალისწინებით, ტვირთების ბრუნვის ზრდაა მოსალოდნელი. ფოთსა და ბათუმზე ანაკლიასთან შედარებით შეიძლება წილობრივად ნაკლები ტვირთები მოვიდეს, მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებლებში მათი ტვირთბრუნვის შემცირებას არ ველოდებით. ფოთის პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში დაახლოებით 280 000 კონტეინერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირდება და 70%-იანი დატვირთულობის მონაცემზე დარჩება. იმის საფრთხე, რომ ფოთის პორტი გაჩერდეს და იქ დასაქმებულმა ხალხმა სამუშაო დაკარგოს არ არსებობს.

-         იმისთვის რომ პორტი სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს სასაწყობე მეურნეობაში რა ინვესტიციის ჩადება იგეგმება?

-         პორტის უკან იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტი Anaklia City, სადაც პირველ რიგში უნდა გაშენდეს ლოჯისტიკური ცენტრები. მიმდინაროებს მოლაპარაკებები წამყვან ლოჯიტიკურ კომპანიებთან, გვქონდა შეხვედრები ჩინეთში და კორეაშიც. მსგავს ვიზიტებზე საერთაშორისო ლოჯისტიკურ კომპანიებს ვაცნობთ იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს რაც ანაკლიის პორტის უკან მიმდებარე ტერიტორიებზე არსებობს. იქ არის ლოჯისტიკური და ინდუსტრიული პარკის გაშენების შესაძლებლობა. საუბარია მსუბუქი მრეწველობის განვითარებაზე, რადგან საქართველო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით სარგებლობს არაერთ მხარესთან: თურქეთთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ.   საქართველო სტრატეგიული მდებარეობით ხდება  საწარმოების გადმოტანისათვის ხელსაყრელი ადგილი. თუ საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა განვითარდება, შესაძლებელია აქედან მომარაგდეს როგორც კავკასია, ისე ცენტრალური აზია, რუსეთი, თურქეთი და შეიძლება აღმოსავლეთ ევროპაც.  Anaklia City-ს პროექტი დაახლოებით 6 თვეა, რაც დაიწყო და ლოჯისტიკური და ინდუსტრიული პარკების მშენებლობის კონკრეტული პროექტები ჯერ არ არსებობს. ახლა მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, უნდა დავიქირაოთ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაგვეხმარება ურბანულ დაგეგმარებაში და მისი სტრატეგიის შემუშავებაში. ჩვენი მიზანია რომ 2020 წლის ბოლოსთვის, როდესაც პორტის პირველი ფაზა დასრულდება ლოჯისტიკური ცენტრიც მზად იყოს.

Read
20733
Send mail

Related stories aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner