ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა
ევროკავშირის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის (EU4Youth) ოთხწლიანი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ვრცელდება და საქართველოს გარდა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. EU4Youth პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ სოციალიზაციას, მათ დასაქმებას, ლიდერული და მეწარმეობის უნარების განვითარებას. ინიციატივის პირველი კომპონენტია შესაძლებლობების გაძლიერება, რომელზე განაცხადების მიღება ყოველწლიურად არის შესაძლებელი. 2017 წელს ამ მიმართულებით 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა, ხოლო მიმდინარე წელს განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და მალე გამარჯვებული პროექტები გამოვლინდებიან.
EU4Youth-ის ზოგადი მიზნებია:
- ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი საზოგადოებასა და ეკონომიკაში მონაწილეობის ზრდა
- ახალგაზრდობის აქტიური მოქალაქეობის მხარდაჭერა
- ახალგაზრდული ორგანიზაციების დიალოგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის ხელშეწყობა
- არახელსაყრელ პირობებში მყოფი ახალგაზრდებისა და ქალების მხარდაჭერა
EU4Youth ინიციატივა ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს.
პირველი კომპონენტი: შესაძლებლობების გაძლიერება- სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდულ ორგანიზაციების დახმარება მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში, იმისათვის რომ აქტიურად იმონაწილეონ პოლიტიკის შექმნისა და განვითარების პროცესებში.
- პარტნიორობა მეწარმეობისთვის - შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ სამეწარმეო განათლებისა და სოციალურ მეწარმეობის გავრცელებას ახალგაზრდებში.
პირველი კომპონენტის ფარგლებში შედარებით მცირე მოცულობის (150,000 ევროს ფარგლებში) გრანტები გაიცემა და ცხადდება ყოველწლიურად. გასულ წელს ექვსივე ქვეყანაში სულ 32 პროექტი დაფინანსდა, აქედან 11 ქართული, რომელთა საერთო ბიუჯეტია € 1,157,551,8.
მეორე კომპონენტი: საგრანტო სქემა
- საგანმანათლებლო და ტრენინგების შესაძლებლობების გაზრდა და დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესება მოწყვლადი და არახელსაყრელ პირობებში მყოფი ახალგაზრდებისთვის
- შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, მათ ფინანსებზე წვდომასა და დასაქმებაზე
- კრეატიული ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი სამეწარმეო იდეების განსახორციელებლად
- ეკონომიკურ სექტორებზე ფოკუსირებული პროექტები, მაგ.: - ინოვაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები, კრეატიული ინდუსტრია, მწვანე ეკონომიკა და სოციალური მეწარმეობა
მეორე კომპონენტის პროექტები შედარებით მსხვილმასშტაბიანია და საქართველოსთან ერთად მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც. ამ კომპონენტში განაცხადების მიღება ერთჯერადად მოხდა და დაფინასებული პროექტების საშუალო ხანგრძლივობა სამი წელია. ამ მიმართულებით განსახილველია სამი პროექტი, რომელთა ქვეკონტრაქტორები ქართული ორგანიზაციები არიან:
EU4Youth პროგრამის,რომელიცაღმოსავლეთპარტნიორობისქვეყნებშიახალგაზრდებისდასაქმების, მათიუნარ-ჩვევებისგანვითარების, საზოგადოებრივცხოვრებაშიჩართულობისხელშეწყობასითვალისწინებს,2017 წლის ბიუჯეტი 8.5 მილიონიევროა. ოთხწლიანი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი კი 22,75 მლნ ევროა, სადაც 20 მლნ ევრო ევროკავშირის ინვესტიციაა.
ქეთი მელქაძე