ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჭრილში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ევროპის ფონდის ორგანიზებით, 28 ივლისს, 09.00 საათიდან სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენცია „სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის გაუმჯობესება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჭრილში“ გაიმართება.
პრესკონფერენცია ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული პროექტის ფარგლებშიტარდება. მას შვედეთის საელჩოს მისიისა დასაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები, გუსტაფ ვინსტრანდი და კრისტინა კასელა დაესწრებიან.
კონფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოსა და მოლდოვადან ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროებში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და სამოქმედო გეგმას დასახავენ. მათი მიზანია,რეფორმებმა ხელი შეუწყოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვაში.
საკითხები ასევე რელევანტურია მოლდოვისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისათვის, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მსგავსი ვალდებულებები.
„თემატური დისკუსიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემები, სასურსათო საწარმოების კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა, რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა, რისკის შეფასება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროებში, სურსათის უვნებლობასა და მომხმარებლის უფლებებზე პასუხისმგებელ სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა“, - აღნიშნავენ ევროპის ფონდში.
კონფერენციის მომხსენებლებს შორის იქნებიან ევროკომისიას, ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ესტონეთის რძის მწარმოებელთა ასოციაციისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.