ქართველი აგროსპეციალისტებისთვის აშშ-ში უფასო ტრენინგები იწყება
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის „კოჰრანის სტიპენდიის პროგრამა“ გამოაცხადა.
პროგრამა, რომელიც აშშ-ში 2-3 კვირიან ტრენინგებს ითვალისწინებს, გათვლილია სოფლის მეურნეობის პროფესიონალებზე, აგრობიზნესის მენეჯმენტსა და მარკეტინგით დაკავებულ პირებზე როგორც კერძო, აგრეთვე საჯარო სექტორებში.
„პროგრამის მიზანია, საქართველოს დაეხმაროს სოფლის მეურნეობის სისტემების განვითარებაში, რომლებიც საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის, ასევე გააძლიეროს და გააღრმავოს სავაჭრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები მიმდინარე წლისთვის იქნება: 1. მესაქონლეობის მენეჯმენტი და გენეტიკის პოპულარიზაცია და მარკეტინგი; 2. ხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება და მარკეტინგი.
ტრენინგში მონაწილეებმა აპლიკაცია უნდა ატვირთონ აშშ-ს საელჩოს გვერდზე - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/cochran-fellowship-for-agricultural-professionals-through-the-usda. განცხადების შევსების ბოლო ვადა 14 აგვისტოა.