ევროკავშირი ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს
სოფლის განვითარების საპილოტე ღონისძიებებისათვის ევროკავშირი ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს.კონკურსი ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში ცხადდება და მისთვის 14 მილიონ ევროა (36 მილიონ ლარი) გამოყოფილი. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 16 მაისი.
პროგრამის მთავარი მიზანია სოფლად სიღარობის შემცირება და სოფლის მოსახლეობისათვის უკეთესი დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნის სტიმულირება.
პროგრამა დაყოფილია 3 ლოტად:
ლოტი 1: სოფლის განვითარების ღონისძიებების ახალი საპილოტე პროექტი საქართველოში ( აჭარის გამოკლებით) - 7 მლნ ევრო
ლოტი 2: სოფლის განვითარების ღონისძიებების ახალი საპილოტე პროექტი აჭარაში - 4 მლნ ევრო
ლოტი 3: სოფლის განვითარების ღონისძიებების გაფართოების პროექტი ( აჭარის გამოკლებით) - 3 მლნ ევრო
ღონისძიებები უნდა განხორციელდეს:
პირველი ლოტის ფარგლებში:
სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტია
მცხეთა-მთიანეთი: დუშეთი
კახეთი: დედოფლისწყარო
სამცხე- ჯავახეთი: ახალქალაქი
ქვემო ქართლი: თეთრიწყარო
ლოტი 2:
ქედა ან ხულო
ლოტი 3:
ყაზბეგი, ლაგოდეხი და ბორჯომი
საგრანტე კონკურსის პრიორიტეტებია:სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია, კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარება, სოფლად ეფექტური არა სასოფლო-სამეურნეო დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა და გარემოს რესურსების მდგრადი მართვა და დაცვა.
ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოში(ENPARD GEORGIA) არის ევროკავშირის პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობისათვის უკეთესი დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნის სტიმულირება. პროგრამა 2013 წელს დაიწყო. მისი ბიუჯეტი 265 მლნ ლარია (102 მლნევრო).
ENPARD-ის საქმიანობის ფარგლებში საწყისი კონკურსი 2015 წელს გამოცხადდა. საპილოტე სოფლის განვითარების ღონისძიებები ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ბორჯომში განხორციელდა.
ახალი საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ ზომებს საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში და შემდგომ განვითარებას მისცემს ღონისძიებებს იმ ერთეულებში, რომლებიც უკვე მოცული იყო პროგრამის წინა ფაზით.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე