ტენდერები მხოლოდ მიწის იჯარით გადაცემაზე ტარდება
2015 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციიდან მობილიზებულმა სახსრებმა 285,3 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორც ქონების მართვის სააგენტოში eugeorgia.info-ს განუცხადეს, აღნიშნული თანხიდან გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 105,9 მილიონი ლარი ჩაირიცხა, დარჩენილი ნაწილი კი 2016 და მომდევნო წლებში ჩაირიცხება.
„წლიური გეგმა 102%-ით შესრულდა“, - აცხადებენ სააგენტოში,
მათივე ინფორმაციით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 2015 წელს 4 595 ტენდერი ჩატარდა, საიდანაც 1 649 - სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაცემას ითვალისწინებდა.
თუმცა, ქონების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაცემა, თუნდაც საქართველოს მოქალაქეზე, დღეს მხოლოდ იჯარით არის შესაძლებელი, მისი პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილება კი მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია.
ბელა ნოზაძე