banner
18 აპრილი 2016 | 19:00 ეკონომიკა

ევროპელ ტურისტებს პოსტკონფლიქტურ, უცნობ ქვეყნებში მოგზაურობა იზიდავს

ევროპელ ტურისტებს პოსტკონფლიქტურ, უცნობ ქვეყნებში მოგზაურობა იზიდავს

ევროპელი ტურისტები უპირატესობას აქტიურ სანახაობებს  ანიჭებენ, ღირშესანიშნაობების მხოლოდ დათვალიერებით არ კმაყოფილდებიან,  სურთ, რომ თავად იყვნენ ჩართული აქტივობებსა და ამა თუ იმ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 
„საქართველოში დიდი განძი გვაქვს, ოქროს ზოდები ყრია, მხოლოდ მტვრის გადაწმენდა სჭირდება და გამოჩნდება, რომ ეს ოქროა“, - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს  უნიკალური პოტენციალი აქვს, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გახდეს.

„ასათვისებელი ბევრია, ახლა ვიყენებთ საქართველოს პოტენციალის მაქსიმუმ 10%-ს, ფიზიკურად მეტს ვერ ვახერხებთ. ბალნეოლოგიური თვალსაზრისით   ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ქვეყანა ვართ.  მთელ მსოფლიოში 12 სახის სამკურნალო წყალი არსებობს, საქართველოში კი - ამ ერთ პატარა ქვეყანაში  9 სახეობის სამკურნალო წყალია. ბალნეოლოგიური ტურიზმის თვალსაზრისით შეგვიძლია, გავხდეთ ერთ-ერთი მეგაქვეყანა მსოფლიოში.  სამედიცინო ტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს საქართველოში. ბორჯომში, წყალტუბოში, საირმეში, ნუნისში არსებული ინფრასტურქუტირის ფარგლებში ამ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.  წარმოიდგინეთ ადამიანის მენტალიტეტი, როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას, ბოლო კაპიკი, შეიძლება, დახარჯოს, რომ კარგად იყოს, ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქართველოში სწორედ  სამედიცინო ტურიზმი იქნება,“ - ამბობსშალვა ალავერდაშვილი.

როგორ უნდა მოიზიდონ განვითარებადმა ქვეყნებმა ევროპელი ტურისტები? - ამ თემაზე ჰოლანდიურმა კვლევითმა ინსტიტუტმა CBI-მ კვლევა ჩაატარა და შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა. ერთ-ერთი მთავარი, რაც განვითარებად ქვეყანას ევროპელებისთვის მიმზიდველს ხდის, უნიკალური და არატრადიციული სანახაობებია. კვლევის თანახმად, განვითარებად ქვეყნებს  ის განსაკუთრებული კულტურული და ბუნებრივი რესურსი აქვთ, რაც ევროპელ მოგზაურებს ყველაზე მეტად იზიდავთ.  მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ტურისტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მათ ძირითადად, საერთო ინტერესები და მოთხოვნები აქვთ; კვლევაში ვკითხულობთ, რომ ევროპელ ტურისტებს სურთ, რაც შეიძლება მეტი იმოგზაურონ და ამ მოგზაურობის შედეგად მეტი განათლება მიიღონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შესახებ, ძალიან უყვართ გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება სოციალურ ქსელებში.  ევროპელი ტურისტები შემოსავლების ძალიან დიდ ნაწილს მოგზაურობაში ხარჯავენ, ყოველთვის ეძებენ ინტერაქციას, სურთ იყვნენ ჩართული სხვადასხვა კომბინირებულ აქტივობებში, მაგალითად, მოსწონთ კრეატიული ტურიზმი,  კულინარიული და ეკოტურიზმი.

ამავე კვლევაში წერია, რომ თანამედროვე ევროპელი მოგზაურები უფროს თაობებთან შედარებით გაცილებით გამოცდილები და განსხვავებულები არიან. ისინი უპირატესობას აქტიურ სანახაობებს  ანიჭებენ, ღირშესანიშნაობების მხოლოდ დათვალიერებით არ კმაყოფილდებიან,  სურთ, რომ თავად იყვნენ ჩართული აქტივობებსა და ამა თუ იმ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი სურვილია, იყვნენ მოგზაურები და არა მხოლოდ ტურისტები. ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი CBI განვითარებად ქვეყნებს ევროპელი ტურისტების მოსაზიდად რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • ევროპელ მოგზაურებს  მოსწონთ განსხვავებული და ექსკლუზიური შთაბეჭდილებები, უნდა იგრძნონ, რომ ის, რასაც თქვენს ქვეყანაში განიცდიან, ყველაზე უნიკალურია და არავის არასდროს მსგავსი რამ არ გაუკეთებია.
  • თქვენი ქვეყნის ბუნებრივ და კულტურული რესურსების გათვალისწინებით მოძებნეთ ის, რაც სხვებს არ აქვთ, იყავით ნოვატორები და კრეატიულები,   ევროპელ ტუროპერატორებთან თანამშომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივი მუშაობა ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.
  • გქონდეთ ინტერაქტიული კომპონენტები, მიეცით ტურისტებს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში - ღვინის დაწურვაში, მოსავლის აღებაში. 
  • სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად გამოიყენეთ ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა - სუნი, ხმა, გემო, შეხება, ეს ყველაფერი შთაბეჭდილებებს განსხვავებულს ხდის.
  • ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო გეგმა - რა ფაქტორებმა შეიძლება, მოახდინოს ნეგატიური გავლენა ტურისტების მოგზაურობაზე თქვენს ქვეყანაში? იყავით მომზადებული, ყოველთვის უნდა იყოს გეგმა B. თუ გაწვიმდა,  იქონიეთ ფერადი ქოლგები.  
  • მნიშვნელოვანია, რომ შთაბეჭდილებები იყოს ე.წ. ავთენტური, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყვნენ რეალური ადამიანები რეალური ემოციებით - აქტივობები არ უნდა იყოს დადგმული.  ამავე დროს, თითოეულმა მოგზაურმა უნდა იგრძნოს, რომ ტურისტული აქტივობები პერსონალურად მისთვის არის.

Georgian Hospitality Group-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროპელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა დღეს უკვე აღარ არსებობს, ქვეყანამ  დაკარგა ის უნიკალური მიმართულება, რომელსაც არა ერთი უცხოელი უნდა მოეზიდა.

 „საყდრისი თავისი მნიშვნელობით შეგვიძლია, გავათანაბროთ ქართულ ღვინოსთან, იმავე ძალის მატარებელი იყო, შეიძლება, უფრო მეტიც. ეს  ოქროა, არგონავტების ისტორია,  იქმნებოდა ძალიან კარგი, ლოგიკური ჯაჭვი, ეს არ იყო მითური რამ, იყო ძალიან ცოცხალი, ნამდვილი არქიტექტურა, თუნდაც გამოქვაბული დავარქვათ.  ტურისტები ეზიარებოდნენ იმას, რომ  3 000 წლის წინ აქ ვიღაც ოქროს ამზადებდა. მისი აფეთქება კი საშინელი დანაშაულია“, - ამბობს  საბა კიკნაძე.

ევროპელ ტურისტებს რომ ყველაფრისგან განსხვავებული და უნიკალური შთაბეჭდილებები იზიდავთ, ამას იმ სანახაობების სიაც ადასტურებს, სადაც ისინი ყველაზე ხშირად დადიან. ევროპულ ვებპორტალ Wanderlust-ის ცნობით, ევროპელებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილების ათეული ასე გამოიყურება:

  1. გალაპაგოსის კუნძულები
  2. რუანდაში მთის გორილებთან შეხვედრა
  3. ტიმბუქტუ მალიში
  4. ლემურები მადაგასკარში
  5. ბორა ბორა
  6. იგუასუს ჩანჩქერი არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე
  7. სტრომბოლი იტალიაში
  8. ანტარქტიკა
  9. სალა დე უიუნის მარილის ტბა ბოლივიაში
  10. სამლოცველოები მიანმარში

იმისთვის, რომ განვითარებადი ქვეყანა ევროპელების ყველაზე საინტერესო ათეულში მოხვდეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია. წარმატება უმეტესწილად კარგ რეკლამას მოაქვს, ამიტომ ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი CBI  ქვეყნებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურონ.
 

  • სოციალური ქსელები ტურისტების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ევროპელი ტურისტი სწორედ სხვების რეკომენდაციებს ითვალისწინებს, სამოგზაუროდ წასვლამდე საინტერესო ადგილებს კი სოციალურ ქსელებში ეძებს. შეისწავლეთ, სად, ვინ, რომელ სოციალურ ქსელს რა მიზნით იყენებს და ეს ინფორმაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.

 

  • უნდა გქონდეთ მაღალი ხარისხის ვებგვერდი, რომელიც თქვენი ქვეყნის ტურისტულ ადგილებს პოპულარიზაციას გაუწევს, გამოიყენეთ ვიდეოები და ფოტოები ამბების მოსაყოლად, რათა თქვენი გზავნილი უფრო ნათელი იყოს. განათავსეთ რეკლამები სამოგზაურო ჟურნალებსა და ვებგვერდებზე, რომლებზეც წვდომა თქვენს სამიზნე ჯგუფებს აქვთ. ასევე, მიმართეთ პროფესიონალ ბლოგერებს, რომ წერონ თქვენი ტურისტული ადგილების შესახებ.

 

შალვა ალავერდაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა პრიორიტეტები უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს.

„როდესაც ვამბობთ, რომ უნდა გვყავდეს ბევრი ტურისტი, ამას უფრო სწორი დაგეგმარება სჭირდება. რომ ვთქვათ,  სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ტყუილია, ნამდვილად ცდილობს, თუმცა პრიორიტეტები უნდა გამოიკვეთოს. ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება, ჩვენი რეკალმირება ბაზარზე არ უნდა შეწყდეს, კიდევ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში უნდა დახარჯოს ამაზე სახელმწიფომ ფული. ერთწლიანი და ორწლიანი მარკეტინგული კამპანია კურორტს ვერ გააცოცხლებს. ეს მიმართულებები არ უნდა იყოს დამოკიდებული მთავრობის ცვლილებებზე, ძალიან გულისტკივილით მინდა გითხრათ, რომ სიღნაღის შესახებ ბოლო სამი წელია არანაირი სარეკლამო კამპანია არ მიმდინარეობს, რაც ძალიან ცუდია,“ - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

„აქცენტები სწორია, ობიექტების ნუსხა ასე თუ ისე სწორად არის შერჩეული, ვგულისხმობ კულტურულ მემკვიდრეობას, გარემოს, ბუნებას, ლანდშაფტს, ღვინოს. თუმცა ყველაფერს სათანადო ყურადღება ჯერ არ ექცევა, მაგალითად, ხევსურეთი და შატილი საერთოდ ამოღებულია თვალთახედვიდან  ამ ეტაპზე, განსაკუთრებულ პრომოუშენს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისასვლელი გზაც არ არის“,- ამბობს საბა კიკნაძე.

 მთავარი გამოწვევა, რაც დღეს საქართველოს ტურისტების მოზიდვის გზაზე ხვდება, რეგიონში არსებული კონფლიქტებია. საქართველოდან არც თუ ისე შორს  - სირიაში წლებია, სამოქალაქო ომი გრძელდება, ყარაბაღში კი სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია, სულ რამდენიმე წლის წინ  აგვისტოს ომი მოხდა, მანამდე  საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სისხლიანი დაპირისპირების გამო არაერთხელ აღმოჩნდა.  ზემოთჩამოთლილი მიზეზები საკმარისია იმისთვის, რომ დღეს ევროპელმა ტურისტმა კავკასიაში ჩამოსვლისგან თავი შეიკავოს, თუმცა ამავდროულად არა ერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც სისხლიანი ომიდან რამდენიმე წელიწადში ქვეყანა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად ქცეულა. მაგალითად, ვიეტნამი, სადაც კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, დღეს უამრავ ტურისტს მასპინძლობს. საინტერესოა შრი ლანკას მაგალითიც, სადაც 2009 წელს 25-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა, ამის შემდეგ კი ევროპელი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ევროპელები ასევე ძალიან ხშირად სტუმრობენ მიანმარს, ეთიოპიას, მოზამბიკს. ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი CBI  განვითარებად სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეისწავლონ ეს მაგალითები, როგორ მოახერხეს ვიეტნამმა, შრი ლანკამ, მიანმარმა და სხვა ქვეყნებმა კონფლიქტიდან რამდენიმე წელიწადში ტურისტებისთვის ასეთ მიმზიდველ და საინტერესო ადგილებად გადაქცევა.  

 

  • გამართეთ პრესკონფერენციები, გაცნობითი ტურები ჟურნალისტებისთვის, რათა მათ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე წერონ, სოციალურ ქსელებში შთაბეჭდილებები გაუზიარონ მეგობრებს,  ყოველთვის მიაწოდეთ ინფორმაცია პარტნიორებსა და მოგზაურებს თქვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
  • ნეგატიური ფაქტორები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენეთ და აქციეთ პოზიტივად.  მაგალითად, კუნძულ მონსერატზე 1995 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა დედაქალაქი, დღეს კი აქ ტურიზმი ძალიან მაღალ დონეზეა  განვითარებული, მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ, სწორედ ის ადგილები მოინახულონ, სადაც წლების წინ ვულკანის ლავა გადმოდიოდა.
  • ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ინფრაქტრუქტურის აღდგენა. ამის შესახებ კი უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები, მოგზაურებმა უნდა იცოდნენ, რომ დაზიანებული შენობები აღდგენილია, ცხოვრება კი ჩვეულ რიტმშია.

 

Georgian Hospitality Group-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ პოზიტიური გზავნილები, რაც ტურისტებს უსაფრთხოების განცდას შეუქმნის, ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის კი დიდი თანხები უნდა იხარჯებოდეს.

 „ჩვენი ამოცანაა, რომ პოზიტიური მესიჯები ამ რეგიონსა და საქართველოზე იყოს მუდმივად ბევრი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა გადაფარვა. მარტივი მაგალითია, იუგოსლავია იბომბებოდა, როდესაც ხორვატია ამბობდა,  რომ საუკეთესო დასასვენებელი ადგილია და ახერხებდა ტურისტების მოზიდვას.  ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, ჩვენი მესიჯები არც ისე ინტენსიურია და არ არის მიმართული ბაზრიდან ბაზარზე, ამის გადაფარვა რუსეთში არ არის საჭირო, ეს უნდა გადაფარო ევროპაში. როგორც კი რაიმე უარყოფითი მოხდება, უნდა ვხარჯავდეთ ფულს, გაცილებით  მეტი მესიჯი  უნდა იყოს, რომ აქ კარგია, მზე ანათებს, ვერ ვახერხებთ ამას, უფრო მეტი ფული და ენერგიაა საჭირო“, - ამბობს საბა კიკნაძე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში საქართველოს საზღვარი ევროკავშირის 8417-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. 2015 წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია. ევროკავშირის მოქალაქეები საქართველოს ძირითადად ზაფხულში სტუმრობენ, სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ. 2015 წლის ივლისში 35778 ევროპელი ჩამოვიდა საქართველოში, აგვისტოში კი საზღვარი  ევროპიდან 36716-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

 

 
ავტორი: ხატია შამანაური

წაკითხულია
4713
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ტურიზმის გააქტიურების კვალდაკვალ თუშეთის ინტერნეტიზაცია იწყება

ტურიზმის გააქტიურების კვალდაკვალ თუშეთის ინტერნეტიზაცია იწყება

“იყო შემთხვევა, სოფელში ადამიანს გველმა უკბინა, მაგრამ არც მობილური იჭერს, არც ინტერნეტი, ამიტომ ცხენით მოუწია 20 კილომეტრის გავლამ, ვიდრე დახმარებას აღმოუჩენდნენ...”

13 აპრილი 2017 | 13:58 ბიზნესი ვრცლად
ხელისუფლებასთან ათწლიანი ლაპარაკის შემდეგ გესთჰაუზების პრობლემები კვლავ მოუგვარებელია

ხელისუფლებასთან ათწლიანი ლაპარაკის შემდეგ გესთჰაუზების პრობლემები კვლავ მოუგვარებელია

„ევროპაში ძალიან პოპულარულია, როდესაც სტუმარი საკუთარი ხელით წყვეტს პროდუქტს, თავად ქმნის საკვებს, ეს არის ეგზოტიკა - კარგად გასაყიდი ტურისტული პროდუქტი, ჩვენ ეს უნდა შევფუთოთ შესაბამისად და შევთავაზოთ ევროპელ ტურისტებს და არა მხოლოდ მათ. თუმცა სახელმწიფო

21 ოქტომბერი 2016 | 14:24 ეკონომიკა ვრცლად
ჩვენი პრიორიტეტი მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა იყოს

ჩვენი პრიორიტეტი მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა იყოს

გრძელვადიანი გეგმის აწყობა რუსეთზე არ შეიძლება. ის კარგია მხოლოდ მოკლევადიანი გეგმისთვის. ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებზე. ეს ქვეყნები მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვა

12 ივლისი 2016 | 16:12 ეკონომიკა ვრცლად
საქართველოს შეუძლია რეგიონში ელექტრონული მუსიკის ჰაბად იქცეს

საქართველოს შეუძლია რეგიონში ელექტრონული მუსიკის ჰაბად იქცეს

“აქ ბუნებასთან ერთად შეუძლიათ დატკბნენ თავისუფლებით, ზოგიერთი კიდევაც სვამს და კლუბებშიც დადის, რაც ჩვენთან აკრძალულია”. მუსლიმურ ქვეყნებში “აკრძალულ ხილი” და ევროპაში ძვირი სიამოვნება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის შედარებით იაფია- ვიზიტის მიზან

19 აპრილი 2016 | 16:44 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner