banner
20 ოქტომბერი 2016 | 14:47 ინტერვიუ

პოლონეთის თვითმმართველობის მოდელის წარმატების „საიდუმლო“

პოლონეთის თვითმმართველობის მოდელის წარმატების „საიდუმლო“

„მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობასთან სიახლოვის მიხედვით  დასახო რეალური ამოცანები და შემდეგ განახორციელო“

საქართევლოში თვითმართველობის რამდენიმე რეფორმა განხორციელდა და ამ სფეროს მარეგულირებელი კოდექსიც შეიქმნა, თუმცა სპეციალისტების აზრით, პროცესები მაინც ნელი ტემპით მიმდინარეობს. www.eugeorgia.info რეგიონული განვითარების პრობლემებზე ადგილობრივი თვითმართველობის საკითხების ექსპერტს დავით ლოსაბერიძეს ესაუბრა.

- რას ითვალისწინებს ევროპული თვითმმართველობის მოდელი და რით განსხვავდება ის ჩვენი მოდელისგან? რატომ მიგაჩნიათ რომ პოლონური მოდელი არის ჩვენთვის კარგი არჩევანი?

- ყველა თვითმართველობისთვის პრინციპი ერთია. უბრალოდ პოლონეთს ჰქონდა გამოცდილება ჩვენსავით პოსტტოტალიტარული სისტემიდან ევროპულ სისტემებზე გადასვლის. პოლონეთმა გაითვალისწინა  ის პრინციპები, რომელსაც ევროპული თვითმართველობა ეფუძნება. ეს არის უმთავრესი, რისთვისაც შეიძლება მივბაძოთ მას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ პოლონეთმა თავიდანვე ორიენტაცია თვითმართველობის განვითარებაზე აიღო და ბევრი სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით პრიორიტეტად გამოაცხადა.

პოლონეთის ორი უმთავრესი მიზანი ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ადმინისტრაციული-ტერიტორიული მოწყობა  იყო, რომელიც ცენტრალიზებული სისტემიდან დეცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. პოლონეთი დღეს არის ერთ-ერთი დეცენტრალიზებული სახელმწიფო არამარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ ევროპაში მთლიანად და ბევრი მაჩვენებლით უსწრებს კიდეც ევროპის ქვეყნებს.

მესამე, რატომაც პოლონეთი ჩვენთვის მისაბაძია არის ის, რომ ამ ქვეყანამ  ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთანავე დაიწყო დონორების დახმარების  მოზიდვა და მიზნობრივი ხარჯვა,  განსხვავებით ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან, რომლებიც დახმარებებს იღებდნენ,  მაგრამ ეს დახმარება ილექებოდა ჩინოვნიკების თუ პოლიტიკური პარტიების ხაზინებში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები იცვლებოდა, არც ერთ მთავრობას არ გადაუხვევია მთავარი კურსისგან, პოლონეთმა ევროკავშირის ფინანსური  რესურსები გამოიყენა ძალიან კარგად. სადაც კი შანსები იყო რესურსების მოზიდვის, პოლონეთი მაქსიმუმს აკეთებდა და ამ რესურსებს დებდა თავის განვითარებაში, არ ჭამდა, არ ფლანგავდა ტყუილად და სწორი გათვლა ჰქონდა, თუ წავიდოდა ყველაფერი წინ სწრაფი ტემპით, ეს შემოსავალი თითოეული პოლონელის ჯიბეზეც აისახებოდა.

- როგორია კონკრეტულად პოლონური თვითმმართველობის მოდელი?

- პოლონეთი არის დიდი ქვეყანა. პირველ რიგში უნდა შევხედოთ ტერიტორიულ მოწყობას. ცენტრალური ხელისუფლების ქვემოთ არსებობს სამი საფეხური. ზედა საფეხური ეს არის რეგიონი, სადაც არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება - გუბერნატორი, „ვოევოდა“. მის გვერდზე აუცილებლად არსებობს მარშლები ან საკრებულოები თუ რეგიონალური პარლამენტები. თუმცა პოლონეთი არ არის ფედერალური სახელმწიფო უნიტარული სახელმწიფოა. განსხვავება ის არის, რომ კანონის მიღება  შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სეიმს ანუ პარლამენტს. ფედერალურ დონეზე კანონს სიტყვაზე, ბავარიის მთავრობაც მიიღებს, მაგრამ უნიტარულ სახელმწიფოში კანონს იღებს მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი საერთო ეროვნული დონე. დანარჩენები ნორმატიულ აქტებს იღებენ და ყველას თავისი უფლებამოსილება აქვს.

შემდეგი დონე არის „პოვიატი“ -  ეს არის ჩვენი გაგებით რაიონი, მუნიციპალიტეტები, რომლებიც დღეს არსებობენ საქართველოში დაახლოებით ეგეთი ტიპის; და ქვედა დონე კი არის „გმინა“ ანუ ის, რაც საქართველომ 2006 წელს გააუქმა. ამ „გმინებზე“ არის ძირითადი აქცენტი გაკეთებული. მათ აქვთ ყველაზე მეტი უფლებამოსილება გადაცემული, მათ აქვთ საკუთარი შემოსავლები განსაზღვრული კანონმდებლობით, ამას გარდა, ცენტრისგან იღებენ გამოთანაბრებით ტრანსფერს. კიდევ იღებენ მიზნობრივ ტრანსფერებს, რომლებსაც ცენტრი განსაზღვრავს და ითვალისწინებენ იმას, რომ „გმინა“ ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან და საზოგადოების ინტერესს ყველაზე უკეთ გამოხატავს.   

თვითმართველობის რეფორმა პოლონელებმა თავის დროზე ოთხმოცდაათიან წლებში ორ ეტაპად განახორციელეს. პირველი იყო ადგილობრივ დონეზე გმინების, სოფლის და დაბის დონეზე თვითმართველობების გაძლიერება, ხოლო 10-12 წლის შემდეგ ორიათასიან წლებში რეგიონალურ დონეზედაც წარმომადგენლობითი ორგანოები „მარშალკოვსკები“ ანუ სამხარეო საკრებულოები შექმნეს.

ჩვენთან ამბობენ, რომ ხალხს არ შეიძლება ძალაუფლება მიეცეს, ბრძენი კაცი გვინდა და ა. შ. ამიტომაც ადგილზე მუდმივად პრომლემები არ წყდება და მერე ბრალდება სწორად თუ არასწორად სახელმწიფოს მეთაურს. მერე სახელმწიფოს მეთაურს ხალხი მოიცილებს და მოიყვანს რაინდს, რომელიც ასევე დრაკონი  გახდება.

- დონეებზე უფრო კონკრეტულად როგორ ხორციელდება მმართველობა?

- მე ვფიქრობ, რომ პატარა ქვეყნებს არ სჭირდებათ სამი დონე, ზოგიერთ ქვეყანას ოთხი დონეც აქვს, მაგალითად ამერიკას. არსებობს შტატი, მერე საგრაფო, მერე ოლქი, მერე მუნიციპალიტეტი, სადაც პატარა საკრებულოები არის იმიტომ, რომ დიდი ქვეყანაა და მასშტაბის მიხედვით სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ.

საქართველოში ორი დონე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რისი ტრადიციული საფუძველიც არსებობდა.

- ჩვენ რა გვაქვს, გვითხარით და პოლონურ მოდელს შევადაროთ

- ხაშურის მაგალითზე ვთქვათ. ჩვენ რომ პოლონეთში ვყოფილიყავით, ხაშურში იქნებოდა არა ხაშურის მუნიციპალიტეტი, არამედ თვითმმართველი ქალაქი ხაშური, „ხაშური სითი“ და კიდევ  იქნებოდა ერთეულები: სურამი, ქვიშხეთი, გომი - ცალკე.

- ასეთი მოწყობა რაში დაეხმარებოდა სურამს ან ქვიშხეთს?- მე რიგით „ობივატელს“ მოქალაქეს, რომელსაც  არც იურიდიული პროცედურები მესმის, არც ეკონომიკური კანონზომიერება, ვცხოვრობ და ვხედავ რას? რომ ჩემს სოფელში, მაგალითად, გომში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, არ არის წყალი, თუ წყალი მოვიდა იმ წყალს დავლევთ და მერე ბავშვებს დიარეა ემართებათ, რაც ხშირად ხდება. მე ვიცი რომ გზა არის ანგრეული და მანქანა არ მყავს, ამიტომ ავტობუსს ველოდები და ჭყლეტვაში დავდივარ, თუარადა საკუთარ მანქანას დავლეწავ იმ გზებზე. დავუშვათ მე ყველა გადასახადს ვიხდი და სურამში ვცხოვრობ. ხაშურის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტი 20 მილიონი აქვს.  რას აკეთებს ხაშურის მუნიციპალიტეტი? პირველ რიგში ხაშურის სკვერებს მიხედავს, საბავშვო ბაღებს, გზის დაასფალტებას და ა. შ. როცა ხაშურში ცხოვრობს 30 ათასი კაცი და კიდევ გარშემო სოფლებში ცხოვრობს 50 ათასი კაცი ბიუჯეტის 80% ქალაქს ხმარდება, სოფლებში არაფერი კეთდება.

- სოფლებს არ აქვთ თავის ხმა?
- რელური ხმა არ აქვთ.

- ხომ არსებობს ხაშურის საკრებულო, სადაც სოფლების წარმომადგენლები არიან?
- როცა განხილვა მიდის ძირითადი მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებენ ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე. საკრებულოში მე სურამელი როგორც კი დავიწყებ ლაპარაკს იცით რა, საბავშვო ბაღები იყოს სურამში, ჯერ ერთი ხაშური წამომიხტება და იტყვის, რომ რას მელაპარაკები, მერე პარტიები წამომიხტებიან და იტყვიან, რომ ხაშურში 30 ათასი ამომრჩეველი მყავს და შენ კიდევ 2 ათასი ამომრჩეველი გყავს მარტო - ეს ერთია, მეორე - ის ხაშური ბოროტი კი არ არის, ისედაც იმდენი რამე აკლია და რაც არ უნდა ჩააყარო, მაინც უამრავი რამ იქნება გასაკეთებელი.

- სოფლის წარმომადგენლები ნომინალური ფიგურები არიან?

- ხაშურსაც როგორც ერთეულს ერთი წარმომადგენელი ჰყავს და რომელიმე სოფელსაც. კარგი ხაშურს არ მივცეთ ფული და 3 საბავშვო ბაღის გაკეთებაზე თანხა გამოვუყოთ სხვა სოფლებს. მაშინათვე სურამელი რომ ვიტყვი, აქ 2 საბავშო ბაღი მაინც მჭირდება, იყვირებს გომი და სხვები, რომ მათაც იგივე პრობლემები აწუხებთ.

- რას გვთავაზობს პოლონური სისტემა ამის “სამკურნალოდ”?

- მთელ ევროპაში კვლევები არსებობს და მარტო ჩვენთან კი არა, იქაც მიდის დავა თუ რამხელა უნდა იყოს მუნიციპალიტეტი. დანიელებმა გაამსხვილეს, ფინელებს კი მცირე ერთეულები აქვთ და  დასცინოდნენ დანიელებს არ გამოგივათო. დანიელებმა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიეს და მერე დასცინეს ფინელებს და მერე აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ მიაღწიეს. ანუ მუნიციპალიტეტი დიდია თუ მცირეა, ნაკლები კადრი დაჭირდება თუ ბევრი, ამაზე მსჯელობა პოპულისტურია. ის რომ ნაკლები პარლამენტი ნაკლები ხარჯია, ეს ყოველთვის სიმართლე არ არის,  შესაძლებელია, რომ ნაკლებმა პარლამენტმა ათჯერ მეტი ხარჯი გაწიოს. მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობასთან სიახლოვის მიხედვით  დასახო რეალური ამოცანები და შემდეგ განახორციელო.

- რა უნდა ვიცოდეთ პოლონეთის გამოცდილებიდან, რა არის ის წარამატება, რასაც ვერასოდეს ვერ მიაღწევენ არსებული თვითმართველობის სისტემით ქართული ტერიტორიული ერთეულები?

- ჩემი აზრით, რაც დღეს გვაქვს ასეთი დიდი მუნიციპალიტეტები არ უნდა იყოს, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მეორე საკითხი რომელზედაც უნდა გამახვილდეს ყურადღება, გინდა დიდი იყოს, გინდაც პატარა, მთავარია რისთვის მინდა მე ეს მუნიციპალიტეტი.  რუკაზე რომ დავხატო და დროშა რომ ვაფრიალო, რა აზრი აქვს. მუნიციპალიტეტი გვჭირდება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს გარკვეული უფლება-მოსილებები. აქაც „ჭრიალით“ მიდის საქმე, 25 წელიწადში წინ ოდნავ წავიწიეთ . უფლებამოსილებები ჩვენთან იყო აბსოლიტურად ცენტრალიზებული, საბჭოთა პერიოდში დამლაგებელიც კი ლამის  მოსკოვში ინიშნებოდა, ადგილზე ვერავინ ვერაფერს ვერ წყვეტდა. თვითმმართველ ერთეულს უნდა ჰქონდეს უფლება გზას შეაკეთებს თუ ხიდს შეაკეთებს, ცენტრს არ შეუთანხმოს.

ფულის სწორად განკარგვის ერთადერთი საშუალებაა, რომ იქ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და ფულის გაფლანგვის  საშუალებას ისინი არ მისცემენ, სხვა შემთხვევაში მაგის წამალი დედამიწაზე არ არსებობს. ჩემი ფული არ ნიშნავს იმას, რომ ფინანსთა მინისტრი მომაკუთვნებს და მერე პრემიერმინისტრი გადმოუშვებს ჩემთან, მეორე წელს არ გადმოუშვებენ და პირდაღებული ვარ. ჩემი ფული თავიდანვე უნდა იყოს გამიჯნული, წილობრივად ახლაც გამიჯნულია. მკაფიო უნდა იყოს გადასახადების რა ნაწილი და რომელი ტიპის გადასახადები რჩება ჩემთან. მაგალითად, ქონების გადასახადი, რჩება მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული. თქვენ რომ საშემოსავლოს იხდით ეს მთლიანად იყო ცენტრალიზებული. ისეთი გადასახადები, როგორიც არის დღგ და აქციზი ეს, ბუნებრივია, მთლიანად  იქნება ცენტრალიზებული, საბაჟო გადასახადი ფოთში დარჩეს თუ თელავში, კითხვას ასე ვერ დასვამ, ეს გადასახადი ქვეყანაში შემოდის და საბაჟო მოსაკრებელი ერთად იკრიბება.

პოლონეთში ეს გადასახადები გაყოფილია. თვითმმართველობის კოდექსის მიღების შემდეგ დიდი პროცესები დაიძრა, საშემოსავლოს დიდი  ნაწილი 15 პროცენტი რჩება ადგილზე მუნიციპალიტეტებში და სასოფლო ერთეულებში. საქართველოში არაფერიც არ რჩება, რადგან იქ არც არაფერი არსებობს. პოლონეთში რჩება ეს წილი, მცირე, მაგრამ საკუთარი. ბიზნესების საშემოსავლოც ნაწილობრივ.  მიწის გადასახადი ჩვენთანაც და იქაც ადგილზე რჩება, მაგრამ ძალიან მცირეა.

- ის რომ გადასახადების ნაწილი ადგილზე რჩება და საკუთარი ფული აქვთ, რას აძლევს ეს პოლონეთის თვითმმართველ ერთეულებს?

- პოლონეთს აძლევს  იმას, რომ ადგილობრივი მუნიციპალური სერვისების (წყალი, დასუფთავება, ბაღი, საშუალო სკოლების მოვლა-პატრონობა, გზები) მიწოდება ადგილზეა.

- როგორ კორელაციაშია თვითმართველობა ბიზნესთან?

- ის რომ თვითმართველობა მისცემს ყვეყანას კარგ ეკონომიკას ეს ასე არ არის, ეკონიმიკა უნდა განავითაროს ბიზნესმა.

- თუ იქნება ადგილზე სასოფლო ერთეულებში თვითმართველობა, შეუწყობს თუ არა ხელს ბიზნესის განვითარებას? თუ „გმინამ“ ადგილობრივი სერვისების მიწოდებას კარგად გაართვა თავი და პოლიციამაც უსაფრთხოება უზრუნველყო ხომ არის ეს ბიზნესისთვის უკეთესი?

- რა თქმა უნდა. მაგრამ თუ არ გაკეთდა თვითმართველობის რეფორმა ჩვენთან, ჩვენ ვიქნებით მსოფლიო ისტორიაში და ყველა კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანა ვისაც ეგ არ გამოუვიდა. გამოუვიდა პოლონეთსაც, შვედეთსაც, ახალ გვინეასაც, პარაგვაისაც და ვინც მოინდომა ყველას.

- მოდი ისევ დაუბრუნდეთ რუტინას, როგორ უდა გადაწყდეს მაგალითად წყლის პრობლემა ადგილებზე?

- წყლების საკითხი არის ჰიპერცენტრალიზებული. რაიონში არსებული წყლების ცენტრალიზაცია 2006 წელს განხორციელდა, იმისთვის რომ გაეყიდათ,  თუმცა არავინ იყიდა. თბილისი გაიყიდა იმიტომ, რომ მომგებიანი იყო. შატილის ჟანგიან მილს რომელი ბილ გეიცი იყიდის? მილიონებს რაში ჩადებს, რას ამოიღებს იმ შატილის წყლისგან? სუბსიდიანობის პრინციპების მიხედვით უფლებების მაქსიმალურად უნდა გადეცეთ თვითმმართველობებს , ანუ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლება ქვედა დონეზე, არ უნდა გადაეცეს ზედა დონეს. არსებობს ევროპული გამოცდილებით სასწარაფო დახმარების ერთიანი ქსელი, მაგრამ სასწრაფოს დახმარებისთვის ცენტრში არ რეკავენ,  დახმარების მისაღებად ადგილებზე განთავსებულ სამსახურებს უკავშირდებიან.

განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მუნიციპალიტეტებს აქვთ საერთო ბიუჯეტის მესამედი. 3, ან 4 მილიარდი მაინც უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავალი. საკააშვილის დროს მუნიციპალიტეტის შემოსავალი იყო 50-100 მილიონი ანუ ნორმალური სიტუაციის 1 პროცენტიც კი არა. შევარდნაძის დროს პროცენტულად მეტი ეკუთვნოდა მუნიციპალიტეტს, მაგრამ ბიუჯეტში არაფერი შედიოდა. როდესაც სააკაშვილის დროს გადასახადების ადმინისტრირება მოხდა, მუნიციპალიტეტებს არაფერი არ დარჩა, ყველაფერი ცენტრმა წამოიღო. იმ დროს იყო მიდგომა, რა დროს დემოკრატიაა, მთავარია ბიზნესი. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესი ვერ შველის ამ სისტემას, მოსახლეობა უნდა ჩაერთოს. როგორ უნდა ჩაერთოს? ერთადერთი ამის წამალია, ადგილზე გადაწყვეტილების მიმღები ერთეულების ჩამოყალიბება, მეტი მანდ გამოსავალი არ არსებობს.

ცენტრში ყოველდღე პრეზიდენტს და პრემიერს მთელი ერი ვერ შეხვდება და არც უნდა შეხვდეს, რაზე უნდა შევაწუხო საერთოდ, მაინც ვერ მომხედავს  ჩემისთანა 3522 სოფელი ჰყავს. წყლის სიტემის მოგვარება ყველგან არის ქვედა დონის უფლებამოსილება. არსებობს დავუშვათ შიდა ქართლში ტირიფონის ან ლიახვის წყალსადენი, რომელიც არის ერთიანი სიტემა, ვინ უნდა იყოს მისი მეპატრონე და ვინ უნდა მიხედოს მას?  მაგალითად თბილისის წყალი არ არის მარტო თბილისის ტერიტორიაზე, დუშეთიდან მოდის, ასეთ დროს ან საერთო ერთიანი რეგულირების სისტემაა ან მუნიციპალიტეტები ერთიან საწარმოს ქმნიან, მაგალითისთვის ქარელი, კასპი და გორი ერთად პროპორციულად აფინანსებენ.

- როგორია თქვენი ხედვა რამდენი დონე უნდა იყოს საქართველოში თითმართველობების განვითარებისთვის და რა გადასახადები უნდა დარჩეს თვითმმართველ ერთეულში?

- საქართველოს სჭირდება ტერიტორიულად მოსახლეობასთან უფრო მიახლოებული თვითმართველობა. უნდა იყოს უფრო მცირე ერთეულები ვიდრე დღეს არის. იმიტომ რომ ჰომოგენური, მსგავსი ეკონომიკური ინტერესების ჯგუფი გაჩნდეს. თვითმართველობის სპეციალისტების ლობირებით თელავი თვითმმართველი ქალაქი  გახდა. ვინც თელავს იცნობს, იცის, რომ თელავში არის სამი ძირითადი ზონა: ერთი არის იყალთოს მხარე, მეორე ნაფარეულის მხარე და მესამე არის წინანდლის მხარე, იმის ნაცვლად რომ მათ ერთად მიიღონ ცხრა მილიონი ჯობია, რომ გაიყოს და ცალცალკე მიიღონ სამ-სამი. სამი მისი იქნება და ცხრა მილიონის პროგრამას სამ წელზე გათვლის და იმაში აღარ ჩაუხტება მეორე მხარე. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ნაფარეულის გარშემო სოფლებიც ხომ მერე თავისთვის დაიწყებენ ლაპარაკს და  აქ უკვე უფრო მცირე ერთეულებზე გავდივართ. ჩვენი კონცეფციის თანახმად, საუბარია მსგავს ეკონომიკურ ინტერესებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქართველოში წარმოშობს მცირე მიზიდულობის ცენტრებს. 

პირველი წინაააღმდეგობა მცირე ერთეულების შექმნის ის არის, რაზეც მოგვედავენ, რომ ადგილებზე აპარატი რომ შექმნილიყო, გაიზრდებოდა ადმინისტრაციული შტატი, ბიუროკრატია, შესაბამისად ხარჯიც მოიმატებდა. არიან და ყოვლთვის იყვნენ გამგებლები, რომლებიც ტყუილად არავის  დანიშნავს თუნდაც იმიტომ, რომ იცის მერე ის პასუხს აგებს და თან რეიტინგის აწევაც უნდა.

ჩვენთან მედია და სამოქალაქო საზოგადოებაც ხშირად არასწორად უყურებენ საკითხს. ამბობენ, რომ საბავშვო ბაღში მუშაობდა 50 კაცი და ახლა არის 80 კაცი გაიბერა შტატი, იჭმება ხალხის ფული. თუ საჭიროა 80 კი არა 100 უნდა იყოს. ევროკავშირის რეგულაციებში, რომელსაც ასოცირების შეთანხმების შემდეგ ჩვენც შევუერთდით, პირდაპირ არის შეზღუდვები. არ შეიძლება, რომ მასწავლებელი უმაღლესი განათლებაზე ნაკლები დიპლომით იყოს და 2 წლამდე ასაკის 7 ბავშვზე მეტი ჰყავდეს მიბარებული.

არის ხოლმე შემთხევები, როდესაც 40 ბავშვს ერთი მასწავლებელი ჰყავს და 250 ლარი ხელფასი აქვს. სამაგიეროდ ასეთ ბაღში იყო საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება, ვიღაცეები ისხდნენ 700-800 ლარიანი ხელფასებით, რომლებიც იქ არ დადიოდნენ საერთოდ. ესენი იყვნენ ვიღაცის ცოლები ან პარტიული აქტივისტები. იმაზე კი არ მიდის საუბარი, რომ ასეთი შავი ხარჯების გამჭირვალობა მოხდეს. მედია შტატის გაზრდაზე პირდაპირ მწვავედ რეაგირებს. სადღაც უნდა გაიზარდოს და სადღაც უნდა შემცირდეს.

შევარდნაძის დროს დაახლოებით 11 ათასი მოხელე იყო მუნიციპალიტეტებში დასაქმებული, სააკაშვილის დროს დაიწყო გაყრები და 6 ათასზე ჩამოიყვანეს. თვითმართველობა გამსხვილდა რაიონების დონეზე. ამ ცვლილების მერე ის 6 ათასი 12 500-ზე ავიდა .

- ახალი თვითმართველობის კოდექსით რა გაუმჯობესდება?

- კანონში ჩადებულია მექანიზმები ახალი მუნიციპალიტეტების შესაქმნელად. წინა კანონშიც იყო, ახლა კიდევ უფრო დაიხვეწა ეს ფორმები. მუნიციპალიტეტი დასაბუთებულ შუამდგომობას დააყენებს, მერე მთავრობა ახდენს შესაბამისად გაანალიზებას, მერე იტყვის ან კი ან არა და ეს მიდის მერე პარლამენტში იმიტომ, რომ ტერიტორიული მოწყობა არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე.

- რას მიიღებს კონკრეტული თვითმართველი ერთეული თვითმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგად?

- როცა ზუგდიდი გაიყო, ტრანსფერებით 21 მილიონი ჰქონდა ზუგდიდს, ახლა არის ქალაქი ზუგდიდი და ცალკე  ზუგდიდის რაიონი, დამოუკიდებელია ერთმანეთისგან, 38 მილიონ ლარზე აუვიდათ ბიუჯეტი.  პატარა მუნიციპალიტეტის გაყოფას აზრი არ აქვს, რა აზრი აქვს მაგალითად ყაზბეგის გაყოფას. მაგრამ რატომ არ უნდა იყოს ხევსურეთის და ბარისახოს მუნიციპალიტეტები, რომელსაც სახელმწიფო პროგრამებიც ექნება? დუშეთს რომლის შემადგნლობაში ახლა ესენი შედიან, თავად არ აქვს იმდენი ფული, რომ დუშეთის რაიონს მიხედოს  და აღარაფერი რჩება ბარისახოსთვის და ხევსურეთისთვის. ჭიათურამ მაგალითად,  შეიტანა მოთხოვნა, თვითმართველი ქალაქის სტატუსი უნდა. ქალაქები იგებენ იმით რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება ეზრდებათ.

- რომ არ გაიყოს თვითმართველ ქალაქად და რაიონად კონკრეტული დასახლება და პირდაპირ გაეზარდოს ბიუჯეტი?

- ამაზედაც მიდის ლაპარაკი, ეგეც კარგი იქნებოდა რასაკვირაველია. მარტო ტერიტორიული მოწყობა არაფერია, ამას უფლებების და ფინანსების გადაცემა და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება უნდა მოყვეს.

თვითმართველობას აქვს ორი ფუნქცია, ერთი სერვისების მიღება და მეორე მოსახლეობის ჩართვა. იმიტომ კი არა რომ დემოკრატობანა ვითამაშოთ, არამედ როცა წყალი არ იქნება, შენ თვითონვე დააყენო ეს საკითხი. კონსტიტუციის დარღვევაა, როცა მაჟორიტარი გამოდის და იძლევა დაპირებებს ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, რა უფლება აქვს? მე მერი იმიტომ მყავს, რომ ადგილობრივი საკითხების გადასაჭრელად იმან იზრუნოს,  მაჟორიტარის საქმე კიდევ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაა და არავითარი შეხება არ აქვს იმასთან, რა დაპირებებსაც იძლევა.

- შეუძლიათ თუ არა მუნიციპალიტეტებს საერთაშორისო დახმარების პროგრამების ბენეფიციარი გახდეს და თვითონ იზრუნოს საკუთარ საჭიროებებზე?

- დიახ დონორები მუნიციპალიტეტებს აფინანსებენ, მაგრამ მხოლოდ საქართველოსთვის კი არ ცხადდება კონკურსი. კონკურენცია დიდია. კონკურენტები არიან მოლდავეთი, უკრაინა, სომხეთი და ბელორუსი.  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 50 მილიონი უნდა განაწილდეს.

ევროკავშირი დგას სამ დიდი ვეშაპზე, მისი ხარჯების 90 % იხარჯება სამი ძირითადი მიმართულებით:სოფლის მეურნეობის  დოტაცია; ინოვაციები, ტექნოლოგიები და განათლება; რეგიონების გათანაბრება. დახმარებას ძირითადად იღებენ ევროკავშირის წევრი ჩამორჩენილი ქვეყნები. მიმღები შეიძლება იყოს კრაკოვი ან სერბეთის რომელიმე ზონა და ასე შემდეგ. 100-120 მილიარდი ევრო გრანტებად მიდის ყოველწლიურად. პარტნიორ ქვეყნებს ამის მცირე ნაწილში აქვთ მონაწილეობის უფლება.

პოლონეთმა 1993 წლიდან დაიწყო პროექტების წერა. პოლონეთის ელჩი მეუბნეოდა, რომ ჩვენთან პრეზიდენტით დაწყებული, ფერმერი დამთავრებული ყველა გრანტებს წერდა და ზოგი ტრაქტორს ყიდულობდა, ზოგი აეროპორტისთვის დაფინანსებას იღებდა. ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლას უფინანსებდნენ, დონორების ფულს მაქსიმალურად იყენებდნენ.

- რამდენად ეფექტურად განკარგავენ მცირე თვითმმართველი ერთეულები ბიუჯეტს?

- პოლონეთის გამოცდილებაც ეგ არის. თუ ცურვა გინდა წყალში უნდა შეხვიდე. პირის დაბანვით ცურვას ვერ ისწავლი. ცურვას ვერც ცარიელ აუზშიც ისწავლი. ბულგარეთში, ჩვენთან, რუსეთში და სომხეთში არის ხედვა, რომ ჯერ ხალხი უნდა მოემზადოს და მერე გაკეთდეს თვითმართველობის რეფორმა. რაში უნდა მოემზადოს ხალხი? რომ მოემზადები, მერე მოეწყობი? იქ იმიტომ ვეწყობი, რომ ვისწავლო.

როცა  პოლონეთმა თვითმართველობის რეფორმა განახორციელა, თვითონ ისინი ამბობდნენ, რომ გაოგნებულები იყვნენ. პირველ წელს გმინების 97% ხარჯთაღრიცხვაც ვერ შეადგინეს. არაფერი გაეგებოდათ. მე თუ მინდა ბავშვს ცურვა ვასწავლო, ბავშვს ვკიდებ ხელს და წყალში შემყავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიფერთხავ ხელებს და წავალ, ცხადია ყურადღებას მივაქცევ,  მაგრამ სულ ხელში არ მეჭირება, თორემ ვერ ისწავლის.  შეიძლება წყალი გადაყლაპოს ან უცებ აითვისოს, მაგრამ მე თუ წყალი არ დავანახე და უდაბნოში ვისხედით, იმას ცურვა არ ეცოდინება. შეიძლება ძალიან ნიჭიერია, მაგრამ წყალი ნანახი არ აქვს და მისგან შესაბამისად მოცურავეც ვერ დადგება.

პოლონელებმა გადაწყვიტეს, რომ წყალში უნდა შესულიყვნენ. დაიწყეს იმით, რომ გაბედეს და გმინებს  უფლებები გადასცეს. პირველ წელს ძალიან გაუჭირდათ, მომდევნო წლებში უფრო ნაკლებად. ჯერ კიდევ 1991 წლიდან ლეხ ვალენსამ ( 1990-1995 წლებში პოლონეთის პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანება „სოლიდარობა“-ს ყოფილი ხელმძღვანელი) დაიწყო პირველმა უფლებების გადაცემა თვითმმართველობებისთვის. პოლონეთმა მიზანს მიაღწია.

2014 წელს საქართველომ თვითმმართველობის კოდექსი მიიღო. 1991 წლიდან მოყოლებული ეს არის მეხუთე რეფორმა. შეიძლება ვთქვათ, რომ თითო-თითო აგური იდება, პოლონელებმა ეს ერთ წელიწადში  გააკეთეს, ჩვენ კი 25 წლის განმავლობაში შესასრულებელი საქმის 4-5 პროცენტი გავაკეთეთ.

- რისი გვეშინია, რატომ არ ვახორციელებთ  თვითმართველობის რეფორმას წარმატებული ქვეყნების მაგალითზე?

- პირველ რიგში მენტალობის პრობლემის გამო. მე ვარ შეფი, შენ სულელი ხარ, ასეთია მიდგომა. ყველას ჰგონია, რომ მის ქვემოთ ყველა სულელია და მართვას ვერ შეძლებს. მეორე მენტალური საკითხია, რომ არც უნახავთ და ვერც იჯერებენ. 

- ახალი კოდექსით ვიღებთ თუ არა რეალურ თვითმართველობას?

- აქ არის მექანიზმები რომლის გამოყენებითაც რაღაც-რაღაცების მიღწევა შეიძლება. ამ კანონით ჩვენ ცოტა წყალი ჩავასხით აუზში. შევძლებთ, რომ ფეხები დავისველოთ, მაგრამ ამით ცურვას ვერ ვისწავლით, სამაგიეროდ წყალს ვნახავთ, რომელიც ნანახი არ გვქონდა.

 

ესაუბრა  ზურაბ მოდებაძე

წაკითხულია
4210
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ

პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ

პოლონეთი ცდილობს დაითანხმოს ა.შ.შ., რათა „ნორდ სტრიმ 2“ პროექტის განხორციელებისთვის რუსეთს სანქციები დააკისროს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მათეუს მორავიეკმა განაცხადა.

01 თებერვალი 2018 | 13:32 ენერგეტიკა ვრცლად
პოლონეთის წარმატების  გასაღები ევროინტეგრაციის გზაზე

პოლონეთის წარმატების გასაღები ევროინტეგრაციის გზაზე

დღეს პოლონური პროდუქტის თითქმის 80% ექსპორტი ხდება ევროკავშირის ბაზარზე. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის ეკონომიკის, იმის მიუხედავად, რომ მშპ-ს მხოლოდ 3.4 % მოდის ამ სექტორზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მუშახელის 12.4%, 39

18 სექტემბერი 2015 | 16:33 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner