საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირთან თანამშრომლობით დამატებით 4,3%-ით გაიზრდება სხვა თანაბარ პირობებში
ექსპერტები ამბობენ, რომ DCFTA იძლევა ეკონომიკური ზრდის საშუალებას, თუ მის შესაძლებლობებს სრულად ავითვისებთ
გაუმჯობესებული წვდომა ევროკავშირის ფართო ბაზარზე და ინსტიტუციური დახვეწა ასოცირების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსჯის საგანია ქართულ საზოგადოებაში. ევროკავშირთან ასოცირების ფარლებში ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და წინსვლაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ყველა ის სიკეთე რაც შესაძლოა მოიტანოს ევროკავშირთან ეკონომიკურმა თანამშრომლობამ დამოკიდებულია საქართველოში რეფორმების თანმიმდევრულ, დროულ და სწორ განხორციელებაზე. მას შემდეგ რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა (2014 წლის სექტემბერი) საკმარისი დრო არ გასულა, ინტეგრაციის ეკონომიკური შედეგების შესაფასებლად; სულ მცირე, ეფექტის მისაღბად საჭიროა საშუალოვადიანი პერიოდი; თუმცა მოკლევადიანი ეფექტები უკვე შესამჩნევია სავაჭრო ნაკადებსა და პროდუქციის გაცვლის სტრუქტურაში; შეინიშნება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდა.
ამ ეტაპისათვის შეგვიძლია დავაკვირდეთ ევროკავშირთან ვაჭრობის სტატისტიკას, თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირთან ვაჭრობაზე ლიბერალიზაციამ. პირველ რიგში, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს დავაკვირდეთ. 2015 წელს წინა წელთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 3,4%-ით. ხოლო, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელი 17%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელს 3 პროცენტიანი ზრდა არ არის მნიშვნელოვანი ცვლილება იმ ფონზე, რომ 2013 წელს 72%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წელს - 2,8%. ამ ციფრებიდან ჩანს, რომ DCFTA-ს არ ქონია მყისიერი და დიდი ეფექტი ექსპორტის წახალისების კუთხით. ექსპორტისაგან განსხვავებით შედარებით მარტივად შეიცვალა იმპორტის მოცულობა. 2015 წელს 6,2%-ით გაიზარდა იმპორტი ევროკავშირიდან. ექპორტის ნაკლებ მოუქნელობა ნაწილობრივ ქართული ბიზნესის ლავირების უნარზე და ევროკავშირის მაღალი სტანდატრების დასაკმაყოფილებლად დაბალი მზაობითაა განპირობებული. ჩვეულებრიბ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნიშნავს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის შედარდებით გაიაფებას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევროსა და ლოდართან მიმართებაში, ქართულმა ექსპორტმა ვერ მოიპოვა კონკურენტული უპირატესობა რიგი ფაქტორების გამო (ევროკავშირში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმული). ევროკავშირიდან იმპორტის ზრდის შედეგად კი 2015 წელს სავაჭრო ბალანსი 7%-ით გაუარესდა.
წყარო: GEOSTAT. * - 2016 წლისათვის მოცემულია იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელი
გარდა ზოგადი სტატისტიკისა, საინტერესოა საქართველო ევროკავშირის შორის ვაჭრობის სტრუქტურაც. 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტების 26% მინერალურმა საწვავმა და ნავთობ პროდუქტებმა შეადგინა, 20% - მადნეულმა, 19% ხილმა (ციტრუსები) და თხილმა, შემდეგი ყველაზე მეტად მოთხოვნადი ქართული პროდუქტი ევროკავშირში იყო სასუქები და სასმელები. 2013 წლის შემდეგ ყველაზე მზარდი პოზიცია დაიკავა პროდუქტების ფართო ჯგუფმა: ბოსტნეულის, ხილის, კაკლისაანმცენარეთასხვანაწილებისგადამუშავებისპროდუქტები, რომლის ექსპორტიც ევროვავშირში გაიზარდა 139%-ით 2013 წელთან შედარებით, სწრაფად გაიზარდა სასუქების ექსპორტიც (71%), საკვებადვარგისიხილიდაკაკალი; ციტრუსებისკანიანნესვისქერქი (67%). ეს სტატისტიკა ასახავს იმ რეალობას, რომ საქართველოდან სწრაფად გაიზარდა იმ პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში, რომლისთვისაც უფრო მარტივია არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლა: თხილი, კაკალი, ციტრუსები და ა.შ.
DCFTA-ს სარგებლიანობის შესახებ განხორციელებულ კვლევებში, გარდა ვაჭრობის მოცულობის ზრდისა, ერთ-ერთ დადებით ფაქტორად შეფასებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა საკანონმდებლო ბაზის დახვეწის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ფონზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია ბოლო ორი წლის განმავლობაში. კერძოდ, 2014 წელს 87%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2015 წლის მაჩვენებელი 11%-ით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება 2016 წელს, პირველ სამ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს 5%-ით აღემატება. ინვესტიციები ძირითადად მშენებლობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების მიმართულებით გაიზარდა. ე.ი. ინვეტიციები ძირითადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მიიმართა; 2014-2015 წლებში FDI-ს 50% ჩაიდო აღნიშნული მიმართულებით. ხოლო გადამამუშავებელ მრეწველობაზე 2014 და 2015 წლებში FDI-ს 12% და 4% მოდის შესაბამისად, მოკლედ რომ შევაჯამოთ, DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში FDI გაზრდილია ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რაც მისასალმებელი ფაქტია; მაგრამ ეს მეტყველებს ქართული ეკონომიკის განვითარების საწყის ეტაპზე; ხოლო ამის შემდგომ გადამაუშავებელი მრეწველობაში ინვეტიციების წილის კიდევ უფრო ზრდა რეკომენდირებულია ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად. დასახელებული ციფრების საფუძველზე შეუძლებელია ცალსახად ვთქვათ, რომ ინვესტიციების ზრდას ხელი შეუწყო ევროკავშირთან ეკონომიკურმა ინტეგრაციამ. მსგავსი დასკვნის გასაკეთებლად, თუ რა ფაქტორებმა განაპირობებს FDI-ს ცვლილება უფრო სიღრმისეულ ეკონომეტრიკულ კვლევასა და ანალიზს მოითხოვს.
DCFTA-ს მოსალოდნელი შედეგები უკვე შეფასებულია ევროკომისიის მიერ განხორცელებულ კვლევაში "ვაჭრობის მდგრადობის ზემოქმედების შეფასება" (TSIA, 2012). გავლენის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხედველობაში მიღებით. ამ კვლევას ეყრდნობა არაერთი ნაშრომი DCFTA-ს შედეგების შესახებ. მაგალითად, ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა კვლევა "DCFTA-ს ხარჯები და სარგებელი: საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე გავლენის შეფასება". TSIA-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გრძელვადიან პეროდში ევროკავშირში ექსპორტის ზრდის პროგნოზი 12%-ს, ხოლო იმპორტის ზრდა 7,5%-ს შეადგენს, სხვა თანაბარ პირობებში. თუკი ამ საპროგნოზო ნიშნულს დავეყრდნობით ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის ზრდა შესაძლოა შემცირდეს ექპორტის ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში. მაგრამ საწყის ეტაპზე ექსპორტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმპორტს, შესაბამისად, დასახელებული ზრდა შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი სავაჭრო ბალანსის აბსოლუტური მნიშვნელობის გაუმჯობესებისათვის. ამას ემატება ვენის უნივერსიტეტის დასკვნაც, რომ ყველაზე დიდი ეფექტი ევროკავშირთან ვაჭრობას ქიმიკატების, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის კუთხით ექნება, ხოლო ხორცპროდუქტების სექტორი სხვა სექტორებთან შედარდებით შემცირდება.
სავაჭრო ბალანსის გარდა, კვლევაში ვაჭრობის ლიბერალიზაცის ეფექტი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქზეც არის გათვლილი. გრძელვადიან პერსპექტივაში DCFTA-ს გავლენით მშპ-ს ზრდა მოსალოდნელია 4,3%-ით და მთლიანი ეროვნული შემოსავლის 292 მილიონი ევროს ექვივალენტით ზრდა იმ დაშვებით, რომ ევროკავშირსა და საქართველოში სხვა ცვლილებები არ მოხდება. სიმარტივისათვის გაკეთებული ეს დაშვება, რა თქმა უნდა, რეალობას არ ასახავს და ევროკავშირთან დაახლოების გარდა ორივე მხარე განიცდის უწყვეტ ცვლილებს. მაგალითად, საქართველომ უკვე მიიღო არაერთი ცვლილება დედოლარიზაციის ფარგლებში, რისი შედეგებიც საეჭვოა ბიზნესის ზრდის კუთხით. მოსალოდნელი სარგებლის სრული ათვისების შემთხვევაშიც, ქვეყანაში სხვადასხვა სექტორი განსხვავებულ ეფექტებს მიიღებს, საზოგადოების ნაწილი შესაძლოა დაზარალდეს ნაწილმა კი შედარებით მეტი სარგებელი მიიღოს, რასაც უფრო დეტალურად მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
მარიამ ლუკაშვილი