გაერთიანებული სამეფოდან FDI, ძირითადად, საფინანსო სექტორზე მოდის
საქსტატის წინასწარი ინფორმაციით 2016 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან მიღებული FDI 69% შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2012 წლიდან 2016 წლამდე საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სულ 6 821 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით 2016 წელს საქართველოში 1 645 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც 5% -ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს.
ამასთანავე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 2016 წელს დაფიქსირდა მესამე კვარტალში (468,5 მლნ. აშშ დოლარი), თუმცა ეს ციფრი 33%-ით ნაკლებია ვიდრე 2015 წლის მონაცემი (483,2 მლნ. აშშ დოლარი).
წყარო: http://www.geostat.ge/
სექტორის მიხედვით, საქართველოში 2016 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი, ისევე როგორც 2015 წელს, ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 645 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 39 %), მას მოყვება ენერგეტიკის სფერო - 202,7 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 12%), მშენებლობა - 163,5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 10%), საფინანსო სექტორი 135,8 - აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 8 %), დამამუშავებელი მრეწველობა - 120,4 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციის 8%), სასტუმროები და რესტორნები - 110,8 მლნ აშშ დოლარი (7 %), უძრავი ქონება - 69,7 აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 4%), სამთომოპოვებითი მრეწველობა - 38 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 2%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 27,1 აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 2%), სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - 10 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 1% და დანარჩენი სექტორები (განათლება; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება) – 122 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 7%)
წყარო: http://www.geostat.ge/
*წინასწარი მონაცემები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 2015 წელს ყველაზე დიდი ინვესტიციები ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა, რომელსაც 2016 წლის მონაცემებისგან განსხვავებით მოჰყვა საფინანსო სექტორი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება, სასტუმროები და რესტორნები, ჯამში 2,606 მლნ აშშ დოლარი.
2016 წელს აისეტისა (ISET) და გერმანული ეკონომიკური ჯგუფის (GET Georgia) მიერ ჩატარდა ერთობლივი კვლევა, სადაც წარმოდგინელია 2015 წელს საქართველოში განხორციელებული FDI- ის ყველაზე დიდი პროექტები:
- სამხრეთკავკასიურიმილსადენისსისტემისგაფართოებისპროექტი (SCPX) – 556 მლნ აშშ დოლარი
- „საქართველოსჯანდაცვისჯგუფი"-სმიერაქციებისგანთავსებალონდონისსაფონდობირჟაზე (IPO) 100 მლნ აშშ დოლარი
- ისთფოინთთბილისიმოლისმშენებლობა - 100 მლნ აშშ დოლარი
- შუახევისჰესისმშენებლობა - 100 მლნ აშშ დოლარი
- ბაქო-თბილისი-ყარსისსარკინიგზოპროექტი - 66 მლნ აშშ დოლარი
- ნენსკრაჰესისმშენებლობა - 30 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით FDI რეიტინგს, 2015 წლის მონაცემების მიხედვით FDI რეიტინგის სათავეშია აზერბაიჯანი (549,6 მლნ აშშ დოლარი), მეორე ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფო (386 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამე ადგილს ნიდერლანდები (155,3 მლნ აშშ დოლარი).
2016 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით პირველ ადგილზეა ისევ აზერბაიჯანი (FDI გაიზარდა 5%-ით), საიდანაც 578,4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე ადგილზეა თურქეთი (272,3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია), ხოლო მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო (UK) - 120,8 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაერთიანებული სამეფოს FDI-ის მოცულობა 2016 წელს 69 %-ით შემცირდა წინა წლის მონაცემებთან შედარებით.
წყარო: http://www.geostat.ge/
რადგანაც ქვეყნების მიხედვით FDI რეიტინგის ათეულში გაერთიანებული სამეფო არის ერთადერთი ქვეყანა რომელშიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (69%-ით), ჩვენ შემოთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ.
2015 წელს გაერთიანებული სამეფოს FDI-დან (386 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 25%) ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. დახმარების სექტორში(139 მლნ აშშ დოლარი), საფინანსო სექტორში (98 მლნ აშშ დოლარი) და სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში (89 მლნ აშშ დოლარი).
შენიშვნა: საფინანსო სექტორი მოიცავს საბანკო, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციებში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებსაც.
2016 წელს გაერთიანებული სამეფოს FDI-ის სამეული სექტორის მიხედვით იგივეა რაც 2015 წელს, თუმცა განსხვავებულია ინვესტირების მოცულობები: საფინანსო სექტორი - 125 მლნ აშშ დოლარი, ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარების სფერო - 28,9 მლნ აშშ დოლარი და სასტუმროები და რესტორნები - 23 მლნ აშშ დოლარი.
*წინასწარი მონაცემები.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაერთიანებული სამეფოდან შემცირდა ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარება (შემცირდა 79%-ით), სასტუმროები და რესტორნები (შემცირდა 74%-ით), სამთომოპოვებითი მრეწველობა (შემცირდა 99,9 %-ით) და ა.შ
თუმცა იმავე პერიოდში გაერთიანებული სამეფოს FDI გაიზარდა საფინანსო სექტორში 28%-ით, ხოლო ენერგეტიკაში - 98 %-ით.
ჯამში გაერთიანებული სამეფოდან მიღებული FDI 2016 წელს შემცირდა 69%-ით.
საბოლოოდ ყველანი ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ უცხოური ინვესტიციები ძალზეც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ის ავითარებს ქვეყნის ეკონომიკას და ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოში წილის ფლობა და ამ საწარმოსთან დაკავშირებული ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოება. სტატისტიკური მეთოდოლოგიის მიხედვით, პირდაპირი ინვესტორი საწარმოს აქციების მინ. 10 პროცენტს უნდა ფლობდეს.
საგარეო სექტორის სტატისტიკის მეთოდოლოგიური განმარტების მიხედვით, ინვესტიციებიმოიცავს: სავაჭრო კრედიტებს და ავანსებს, სესხებს, ნაღდ ფულს და დეპოზიტებს და სხვა აქტივებსა და ვალდებულებებს.
2001 წლის ივნისში, ეკონომისტებმა პრაკაშ ლუნგანმა და ასაფ რაზინმა, გამოაქვეყნეს სტატია (“How Beneficial Is Foreign Direct Investment for Developing Countries?”, Finance and Development 38, 2001), სადაც განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელიც მოაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განვითარებად ქვეყნებისთვის. ესენია:
1) ტექნოლოგიური ცვლილებები (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალებით ხდება საწარმოო ფაქტორების გამრავალფეროვნება და განახლება), ასევე კონკურენციის ზრდა ადგილობრივ ბაზარზე
2) თანამშრომლების გადამზადება (იმისათვის რომ ინვესტორს ჰყავდეს კვალიფიციური კადრი, იგი ახდენს მის გადამზადებას ახალი საქმის ასათვისებლად, ეს კი ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის ზრდას)
3) საგადასახადო შემოსულობების ზრდა (უფრო კონკრეტულად, მოგების გადასახადის ნაწილში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა იწვევს დასაბეგრი შემოსავლების ზრდას, რაც თავის მხრივ ზრდის ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსულობებს).
სხვადასხვა ქვეყნებში, ეროვნული სააგენტოები სხვადასხვა პერიოდულობით (კვარტალურად ან წლიურად) აქვეყნებენ FDI-ის მაჩვენებლებს. საქართველში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ხდება საქსტატის მიერ საწარმოთა პირდაპირი გამოკვლევიდან და კომერციული ბანკების ანგარიშგებიდან, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მოზიდვა ხდება ინტერნეტიდან და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან
წყაროები:
- http://www.imf.org/external/pubs/ft/fandd/2001/06/loungani.htm
- http://www.geostat.ge/
- FDIattraction from nonEU countries: The role of the EU-Georgia DCFTA and tariff rate differentials - German Economic Team Georgia in cooperation with ISET – 2016
ეთერი სახოკია