ეკონომიკური სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმების არსებობის აუცილებლობა
შესავალი
საქართველოს მთავრობა ეკონომიკური სტიმულირების არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელთა რიცხვი და მასშტაბები განსაკუთრებით 2013 წლიდან გაიზარდა. გაიზარდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიც. შესაბამისი უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ ყველა ამ პროგრამაში სახელმწიფო 100 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს ყოველწლიურად. მათ კოორდინაციას, ძირითადად, ეკონომიკის სამინისტრო უწევს, თუმცა განხორციელებაში კონკრეტული დარგობრივი უწყებები არის ჩართული. ასე მაგალითად, პროექტს „აწარმოესაქართველოში“ეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტრო ახორციელებს, მაგრამ აგრო-კომპონენტს სოფლისმეურნეობისსამინისტრო კურირებს. პროგრამების დეკლარირებული მიზანი ეკონომიკური ზრდა და განვითარებაა, თუმცა რამდენად აღწევს თითოეული ასეთი პროგრამა დასახულ მიზანს, არა ერთხელ გამხდარა კამათის საგანი.
სახელმწიფო პროგრამებს ბევრი მხარამჭერი ყავს, თუმცა ასევე გრძელია იმ ადამიანიებისა თუ ორგანიზაციებისსნ სია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავრობა ფულს არაეფექტიანად ხარჯავს. კამათი ამ საკითხზე, ძირითად შემთხვევებში, პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ რაკურსში მიმდინარეობს და ის ხშირად მოკლებულია მეცნიერულ დასაბუთებას. მაგალითად, მთავრობა დიდი სიამაყით ითვლის პროგრამაში ჩართული საწარმოების რაოდენობას, თუმცა განხილვის მიღმა ტოვებს დახარჯული თანხების ეფექტიანობას. მეორეს მხრივ, მთავრობის ოპონენტებს ნაკლებად აინტერესებთ გახსნილი საწარმოების რაოდენობა, რადგან აპრიორი იწუნებენ სახელმწიფო ინტერვენციებს ეკონომიკაში. სახელმწიფოს საქმე არ არის ბიზნესის სუბსიდირება - ეს მთავრობის ოპონენტების ყველაზე გავრცელებული არგუმენტია. ობიექტური დასკვნის გამოტანისთვის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის ანალიზია საჭირო, რაც შესაბამის სტატისტიკასა და შეფასების ობიექტურ მექანიზმებს მოითხოვს.
პრობლემის აღწერა
ვნახეთ, რომ ეკონომიკურ სტიმულირებაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების მოცულობა არც თუ ისე მცირეა. ამას ემატება ის ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც აღნიშნული პროექტების იმპლემენტაციას და კონტროლს უზრუნველყოფს, რაც ჯამში საკმაოდ დიდ წნეხს ქმნისსახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ეს კი, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს პროგრამების ობიექტური შეფასების მექანიზმის არსებობას, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სახელმწიფო თანხების არაეფექტიანი ხარჯვის რისკი. მთავარი რისკი კი, რაც მსგავს პროგრამებს ახლავს ხოლმე თან, არის თანხების, როგორც სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ინვესტიციის დაბალი ეფექტიანობა და ბიზნეს პროცესებში სახელმწიფოს ინტერვენციის უარყოფითი გარე ეფექტები. შესაბამისად, საჭიროა ერთის მხრივ მუდმივად ხდებოდეს შედეგების გაზომვა და საბიუჯეტო თანხების ალოკაციის ოპტიმალურობის და ამავე დროს, ბაზარზე კონკურენციის ხარისხის შეფასება, რათა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ბიზნესსუბიექტის მხარდაჭერა არ გახდეს სხვა სუბიექტის დაზარალების საფუძველი. მსგავსი შეფასებები კი, წესით, ინსტიტუციურად გამყარებული მექანიზმებით უნდა ხდებოდეს.
საინტერესოა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე დანერგილი აქვს ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი კონცენტრირებულია შეაფასოს თუ რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება, რაშიც სხვადასხვარაოდენობრივიდახარისხობრივიმეთოდები გამოიყენება, როგორიცაა:
- ფინასურიანალიზი;
- დოკუმენტურიშემოწმება;
- ფოკუსჯგუფებთანინტერვიუ;
- შესასწავლთემასთანდაკავშირებულისაუკეთესოპრაქტიკებისდალიტერატურისმიმოხილვა;
- კვლევებიდაგამოკითხვები;
- მსგავსიტიპისსხვაორგანიზაციებთანდასხვაქვეყნებთანშედარება.
2013-2016 წლებში აუდიტის სამსახურმა ჯამში ეფექტიანობის 30 აუდიტი ჩაატარა. ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერას ითვალისწინებს, ქართულ მხარეს ავალდებულებს, რომ ჩატარებული აუდიტების მინიმუმ 10% ეფექტიანობას ეხებოდეს. ევროპული მხარე ასევე იძლევა რეკომენდაციას იმაზე, რომ დროთა განმავლობაში შემცირდეს შესაბამისობის აუდიტების რაოდენობა, ეფექტიანობის აუდიტის გაზრდის ხარჯზე. ქვემოთმოყვანილი ჩამონათვალიც ნათლად მიუნიშნებს აღნიშნული კუთხით აუდიტის სამსახურის მუშაობის გააქტიურებაზე.
საინტერესოა, რომ სიაში ვერ მოხვდა ის პროგრამები, რომლებზეც დასაწყისში იყო საუბარი. ჩატარებული ინტევიუებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო პროგრამების შეფასების მექანიზმების არსებობის მნიშვნელობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიც ნათლად ესმით, მაგრამ ამბობენ, რომ ასეთი ანალიზი საკმაოდ დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს, რაც სამსახურის ამჟამინდელ შესაძლებლობებს სცდება.
შეფასებასთან ერთად, მნივნელოვანია მიღებულ დასკვნებზე რეაგირების მექანიზმების არსებობაც. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასებისას, ექსპერტების დიდი ნაწილი მთავრობის მხრიდან მათი დასკვნებისა და რეკომენდაციების უგულებელყოფას უსვამენ ხაზს, თუმცა აუდიტის სამსახური აქტიურად მუშაობს პარლამენტთან იმაზე, რომ მათი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გაძლიერდეს.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ პროექტების პერმანენტული შეფასების მექანიზმი არ გააჩნია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, თუმცა იგეგმება ამ მიზნით აუდიტორული კომპანიის შერჩევა.
არც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფლობს ეფექტიანობის შეფასების მექანიზმებს და მხოლოდ სტატისტიკის შეგროვებას და დახარჯული თანხების მონიტორინგს აწარმოებს. სწორედ ასეთი მონიტროინგის საფუძველზე, სააგენტომ მოახდინა პროგრამების მოდიფიცირება და მაგალითად, საბრუნავი საშუალებების დაფინანსება შეწყვიტა.
დაფინანსების ეფექტიანობა არც საპარნტიორო ფონდში ფასდება, სადაც ყოველწლიურად გამოიყოფა თანხები სტარტაპ პროექტებისთვის.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე სახელმწიფო პროექტების რაოდენობასა და მათში დახარჯული თანხების ზრდასთან ერთად, იზრდება სახელმწიფო თანხების არაეფექტიანად დახარჯვისა და სახელმწიფო ინტერვენციების ე.წ. ექსტერნალური ეფექტების რისკები. ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ეკონომიკაზე და დააზიანოს ბიზნესგარემო. იმისთვის, რომ ასეთი რისკები მინიმუმდე დავიდეს, საჭიროა არსებობდეს სახელმწიფო პროექტების შეფასების ინსტიტუციური და პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი მექანიზმი.
რეკომენდაციები
ჩვენ გავეცანით სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგიის საერთაშორისო პრაქტიკას. ამ მიმართულებით ყურადღება გავამახვილეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდებზე. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია და მისი სამოქმედო პოლიტიკა დიდწილად განპირობებულია ევროკავშირის საერთო პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების კუთხით, ჩვენ ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანობის აუდიტის პოლიტიკა გავაანალიზეთ. აღსანიშნია, რომ ამ პოლიტიკის განხორციელების მეთოდები განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური კვლევის უმნიშვნელოვანესი საშუალებებია.
პოლონეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განვითარების სტრატეგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სახელმწიფო პროგრამების შეფასების ღონისძიებებს, ძირითადად, ამ საქმიანობაში სპეციალიზებული კერძო კომპანიები და ორგანიზაციები ახორციელებენ, მათ მონიტორინგს კი სახელმწიფო სტრუქტურების ქვედანაყოფები. პოლონეთში, ასევე, შექმნილია ე.წ. „ეროვნული შეფასების ქვედანაყოფი“ (National Evaluation Unit), რომლის საქმიანობის დეტალური გაცნობის შემდეგ ცნობილი გახდა სახელმწიფო (ევროკავშირის მაშტაბით) პროგრამების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების მიზნები და კვლევის მეთოდები. კვლევები, ძირითადად, ეფუძნება ე.წ. “საპირწონე შედეგის შეფასების“ (Counterfactual Impact Evaluation) მეთოდოლოგიას, ასეთი კვლევის მიზანი კი იმ ჰიპოთეტური სიტუაციის შეფასებაა, რომელიც იარსებებდა პროექტის განხორციალების გარეშე. ამ მიზნის მისაღწევად მკვლევარები იღებენ ე.წ. „კონტროლის ჯგუფს“ (Control Group), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის (Treatment Group) შესადარის ჯგუფს და ამ ორი ჯგუფის შედარებითი ანალიზის მეშვეობით ახდენენ პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ტიპის ეფექტის შეფასებას.
„ეროვნული შეფასების ქვედანაყოფის“ მიერ გამოყენებული კვლევის სხვა პოპულარულ კონცეფციას წარმოადგენს ე.წ. „თეორიაზე დაფუძნებული შეფასება“ (Theory Based Evaluation), რომლის საშუალებითაც, ქვედანაყოფი, სხვა კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ახდენს სახელმწიფო პროგრამების წარმატება-წარუმატებლობის მიზეზების კვლევას. შემდგომი წარმატებული პოლიტიკის განხორციელებისთვის აუცილებელია კვლევამ გვიპასუხოს არა მხოლოდ პროგრამის წარმატება/წარუმატებლობის შესახებ, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების შეფასება მოახდინოს. სწორედ, მსგავსი მიზნის მისაღწევად გამოიყენება „თეორიაზე დაფუძნებული შეფასება“, რომელიც თავისთავად, იყენებს კვლევის სხვადასხვა მეთოდებს. მაგალითად, „თეორიაზე დაფუძნებული შეფასება“ იყო ის მთავარი მიდგომა კვლევისადმი, რომელიც გამოიყენეს 2007-2013 წლების განმავლობაში პოლონეთში განხორციელებული ე.წ. „ნაციონალური სტრატეგიული გეგმის“ (National Strategic Reference Framework) ეკონომიკურ-სოციალური ეფექტის შესაფასებლად.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირის მაშტაბით საგრძნობლად გაიზარდა იმ კვლევითი პროგრამების რაოდენობა, რომლებიც აფასებენ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობას. მაგალითად, ასეთ კვლევებს, სხვა კვლევით ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს ევროკომისიის ეგიდის ფარგლებში არსებული ე.წ. „გავლენის შეფასების კვლევითი ცენტრი“ (Centre for Research on Impact Evaluation). ეს ცენტრი უზრუნველყოფს მეცნიერულ ექსპერტიზასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას „ევროპული სოციალური ფონდის“ მიერ განხორციელებული პროგრამების სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასებისას. ცენტრის კვლევის ძირითად მეთოდს, ისევე როგორც პოლონეთის ეროვნული შეფასების ქვედანაყოფის შემთხვევაში, „Counterfactual Impact Evaluation”-ი წარმოადგენს. ფონდი, ძირითადად, ევროკავშირის სამუშაო ძალის შრომისუნარიანობის შენარჩუნება-გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევები ფონდის მიერ ევროკავშირის სამუშაო ძალის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობას აფასებს. „გავლენის შეფასების კვლევითი ცენტრი“, ასევე, ახორციელებს აუთსორსინგს, ანუ ის კვლევების განხორციელებისას თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო კვლევით ორგანიზაციებთან.
იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები სათანადოდ შეფასდეს, სასურველია იმ ევროპული გამოცდილების გაზიარება, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი. კერძოდ, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას „Counterfactual Impact Evaluation“ მეთოდი ეფექტური აღმოჩნდებოდა. კვლევამ უნდა უპასუხოს რა შედეგი გამოიღო ამ პროგრამამ და ხომ არ განხორციელდებოა ეს პროექტები ისედა, სახელმწიფო დახმარების გარეშე.
მაგალითისთვის ავიღოთ ჰიპოთეტური შემთხვევა, რომელიც არც ისე შორს დგას ქართული რეალობიდან: სახელმწიფოს მიერ გაცემული სუბსიდიების, გაწეული ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერის მისაღებად „რესპოდენტებს“ უწესდებათ გარკვეული კრიტერიუმები: თანამონაწილეობა, საკუთრება, საქმიანობის ტიპი და ა.შ. მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ არის სახელმწიფოს მხარდაჭერა მათთვის ხელმისაწვდომი. ეს კრიტერიუმები ქმნის ბარიერს მეწარმეებისთვის, ფერმერთათვის და ასევე ახდენს მათ გაცხრილვას მათივე სამეურნეო, სამეწარმეო თუ ბიზნეს პოტენციალის მიხედვით. თუ პრეტენდენტი კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის სახელმწოფოსგან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას, ის სუბიეწტი კი რომლის პოტენციალიც დაბალია მხარდაჭერის გარეშე რჩება. მხარდაჭერილი პროექტები, რომლებსაც შესაძლა დამოუკიდებლადაც მოეძიათ რესურსები განვითარებისთვის, აღწევენ წარმატებას, რომელიც დიდწილად სახელმწიფო მხარდაჭერას მიეწერება. გადის წლები და სახელმწიფო მხარდაჭერა ეკონომიკურად გამართლებულად გამოცხადდება და ამის კვალობაზე, გაიზრდება მხარდაჭერის მოცულობა თუ მაშტაბები. ასეთი პრაქტიკა კი, შესაძლოა, სახელწიფო ფინანსების არაეფექტური ხარჯვა აღმოჩნდეს, რადგან მხარდაჭერა, შესაძლოა, აღმოჩნდეს მეწარმეებისთვის თუ ფერმერებისთის „იაფი“ ფინანსური რესურსი და არა ბიზნესის წამოწყებისა თუ განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყარო.
სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის განსასაზღვრად, გვჭირდება იმ სცენარების მაქსიმალურად სწორად შეფასება, რომლებიც ამავე სახელწიფო პროგრამების გარეშე იარსებებდა. ამ მიზნის მისაღწევად, შეგვიძლია დავაკვირდეთ, პირობიდათ, ორ სტატისტიკურ ჯგუფს. ერთი მათგანი იქნება იმ პირებისა თუ ორგანიზაციების ნაწილი რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო პროგრამაში, მეორე ნაწილს კი შეადგენს ის სუბიექტები რომლებიც პროგრამის გარეთ დარჩნენ. ამ ორი ჯგუფის შედარების მეშვეობით ჩვენ შეგვეძლება შევაფასოთ კონკრეტული პროგრამის ეკონომიკური ეფექტიანობა. მსგავსი მიდგომა ამ კვლევითი საკითხისადმი სტატისტიკური თუ ეკონომეტრიკული მეთოდოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ამ კუთხით, როგორც უკვე ვახსენეთ, არსებობს საკმაოდ მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, კვლევათა მთელი ჩამონათვალი, რომელთა სოლიდური ნაწილი, სწორედ, “Counterfactual Impact Evaluation“ მეთოდს იყენებს.
ინტენსიური კვლევებისთვის საჭირო ხარჯები საქართველოს ბიუჯეტისთვის, შესაძლოა, ძვირადღირებული აღმოჩნდეს. მსგავსი კვლევების ფინანსური და, ასევე, ადამიანური რესურსები, ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებშია თავმოყრილი. საქართველოში კი ეკონომიკის სტატისტიკური აღწერაც მოუწესრიგებელია, შეიძლება ითქვას, რომ სავალალო მდგომარეობაშია. ასეთი რეალობიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ გართულებულია სახელმწიფოს მიერ გაცემული სუბსიდიების ეფექტიანობის რელევანტური შეფასება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროგრამის მაშტაბები დიდია. სტატისტიკური აღრიცხვა საქართველოში “საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ დღითი-დღე იხვეწება, თუმცა, ეს პრობლემა კომპლექსურია და ხშირ შემთხვევაში „Geostat“-ის პრეროგატივებს სცდება. შესაბამისად, ამ დროისთვის, საჭიროა კვლევის ეკონომიურ მეთოდების შერჩევა და, ასევე, ისეთი მეთოდების შერჩევა-შემუშავება რომლებისთვისაც სრულყოფილი ფართომაშტაბიანი სტატისტიკური მონაცემების არსებობა არ წარმოადგენს გარდაუვალ აუცილებლობას. ეკონომიკურ და სტატისტიკურ ლიტერატურაში კვლევის ასეთ ინსტრუმენტად გვევლინება “შემთხვევითი შერჩევის პრინციპი”, რომელიც, თავისთავად, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას “Counterfactual Impact Evaluation” მეთოდში. მსგავსი მეთოდოლოგიური კომბინაციით შესაძლებელი იქნება კვლევის ობიექტებიდან მცირედი ნაწილის შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, შემდგომ კვლევის განხორციელება ამ შერჩეულ ნაწილზე, საბოლოოდ კი კვლევის შედეგების ექსტრაპოლაცია კვლევის ობიექტის მთლიან ჯგუფზე. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ „შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე“ დაფუძნებული კვლევები, მათი განხორციელების სიიაფის გამო, კერძო სექტორის მიერ ხშირად გამოიყენება. მაგალითად, 2000 წელს მრავალფუნქციურმა ბანკმა „Capital one”-მა, რომელიც დეპოზიტების მოცულობის მიხედვით აშშ-ის პირველ ათ ბანკს შორის შედის, „შემთხვევითი შერჩევის პრიციპის“ გამოყენებით 60,000 კვლევა განახორციელა, რადგან დაედგინათ ბანკის მიერ განხორციელებული პროექტებისა თუ პროგრამების ეფექტიანობა. კვლევის ეს მეთოდი, მსგასვი წარმატებით, შესაძლოა გამოვიყენოთ სახელმწიფო პროგრამების შესაფასებლადაც.
იმისთვის, რომ კვლევების ობიექტურობა ეჭვქვეშ არ დადგეს, ისინი დამოუკიდებელმა სუბიექტმა უნდა განახორციელოს. ამის ორი გზა არსებობს:
- შეფასება სახელმწიფო უწყების რომელიმე სტრუქტურამ განახორიცელოს და ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შეიქმნას სპეციალური სამსახური
- შეფასება განახორციელოს გამოცდილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ სახელმწიფომ შეისყიდოს შესაბამისი მომსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გამოცდილება ორივე გზას იცნობს, სასურველია, მოდელი საქართველოს რეალობის გათვალისწინებით შეირჩეს. კერძოდ, მაქსიმალური ობიექტურობის და კვლევის პოლიტიკური კონიუნქტურისგან დაცვის მისაღწევად, უმჯობესია თუ სახელმწიფო ე.წ. “outsourcing”-ის გზას აირჩევს და კვლევებს დამოუკიდებელ ორგანიზაციას შეუკვეთავს.
შეჯამებისთვის ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზემოთმოყვანილი კვლევების მასშტაბურობა, ბუნებრივია სერიოზულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული, რაც შესაძლოა დღეისათვის მათი განხორციელებისთვის გადაულახავ ბარიერად დასახელდეს. თუმცა თუ სახელმწიფო დღესვე დაიწყებს ფიქრს ამ საკითხზე და საფუძველს ჩაუყრის შესაბამის წინაპირობებს, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის კვლევების ჩატარება რამდენიმე წელიწადში რეალური გახდება, რაშიც, დიდი ალბათობით, დონორი ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.
მოსალოდნელი შედეგები
თუკი საქართველოში სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების ინსტიტუციური მექანიზმები დაინერგება და მას დამოუკიდებელი ორგანიზაციები განახორციელებენ, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიეცემა შესაძლებლობა, მიღებული შედეგების საფუძველზე, დახვეწოს და განავითაროს მის მიერ განხორციელებული პროგრამები, უკეთესი შედეგების მიღების მიზნით და დაზოგოს საბიუჯეტო თანხები. აღნიშნული გაზრდის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეფექტს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.
ასევე, სახელმწიფოს თუ დონორი ორგანიზაციების მხრიდან ეფექტიანობის შეფასების კვლევებზე პერმანენტული შეკვეთები გაზრდის დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების ფინანსურ შემოსავლებს, რასაც ისინი, სავარაუდოდ, საკუთარი მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდისთვის გამოიყენებენ. ეს კი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
კვლევაზე მუშაობდნენ: გიგლა მიქაუტაძე, მირიან ეჯიბია.
პუბლიკაცია მომზადებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.