ცისფერი მთები ანუ იტალიელების თავგადასავალი ქართული ბიუროკრატიის ლაბირინთებში
იტალიური კომპანია 1 წელია, საქართველოში სრულყოფილად შემოსვლას ვერ ახერხებს
სამშენებლო კომპანიებს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატის ასაღებად ევროპაში აკრედიტებული კომპანიების საქართველოში მოწვევა აღარ დასჭირდებათ. სურვილისშემთხვევაში, მათპროდუქციას CE ნიშანს (ევროპულსტანდარტთანშესაბამისობისნიშანი) ინსპექტირებისადასერტიფიცირებისიტალიურიკომპანია “აზაჩერტი” (ASACERT) მიანიჭებს, რომელიცკავკასიისფილიალისთბილისშიგახსნასგეგმავს, – ამის შესახებ Eugeorgia.info 2015 წლის ივნისში წერდა. 2 წლის შემდეგ დავინტერესდით, როგორ საქმიანობდა ევროპის ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში, რომელსაც ფილიალები აზიაში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტებზე, სათავო ოფისები კი იტალიასა და დიდ ბრიტანეთში აქვს. თუმცა როგორც გაირკვა, ამ პერიოდის განმავლობაში „აზაჩერტმა“ კავკასიის წარმომადგენლობის თბილისში სრულყოფილად გახსნა ვერ მოახერხა. იტალიურმა კომპანიამ რეგისტრაცია მხოლოდ ახლახან რამდენიმე სფეროში მიიღო, 4 მიმართულებაზე კი მისი რეგისტრაცია საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.
კომპანიის დამფუძნებელი დირექტორი ფაბრიციო კაპაჩიოლი 2015 წელს eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ამბობდა:
“იტალიაშინავსადგურის, რკინიგზისთუხიდისმშენებლობისდაწყებამდე, პროექტიუნდაშეამოწმოსაკრედიტებულმაორგანომ. ჩვენიექსპერტებიპროექტთანდაკავშირებულყველადოკუმენტსამოწმებენ, პროცედურებისდამთავრებისშემდეგსაბოლოომოხსენებასვწერთდავუგზავნითადგილობრივმუნიციპალიტეტსანხელისუფლებას, რომგამოაცხადოსტენდერიმშენებლობაზე. შევისწავლეთქართულიბაზარიდავაპირებთგავხსნათფილიალი, რომელიცსამშენებლოკომპანიებსინსპექტირებასთანდაკავშირებულმომსახურებასშესთავაზებს. საქართველომთავისირეგულაციებისევროპულთანჰარმონიზაციაუნდამოახდინოს. იტალიაში, საფრანგეთსადადიდბრიტანეთშიავალდებულოასამშენებლოკომპანიასჰქონდესხარისხისმენეჯმენტისსისტემა, ყველაშენობასსჭირდებამდგრადობისადაუსაფრთხოებისსერტიფიკატი, ისევერშევაექსპლუატაციაში“.
ASACERT-ს ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად აღიარებული ორგანოს მხრიდან აკრედიტაცია სჭირდებოდა. იტალიური კომპანიის მრჩეველი, ეკონომიკის დოქტორი ნათია კუტივაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ASACERT-ის მაგალითი საქართველოს საინვესტიციო გარემოს დიდ ზიანს აყენებს.
„თითქმის ერთი წელია, აქტიურად ვერ შემოვედით ქართულ ბაზარზე, შევფერხდით, ეს არის ბარიერების შექმნა ბიზნესისთვის, აზიანებს საინვესტიციო, ასევე მთლიანად ბიზნესგარემოს საქართველოში. ისედაც პატარა ეკონომიკა გვაქვს და ბიუროკრატიული ბარიერების გამო კიდევ უფრო ნაკლებად სასურველი ხდებაინვესტორისთვის აქ საქმიანობის დაწყება. ჩემი აზრით, კვალიფიციური მართვის პირობებში ეს პროცესი, რომელიც ძალიან გაიწელა, შეიძლებოდა, გაცილებით სწრაფად და გონივრულად წარმართულიყო“, – ამბობს ნათია კუტივაძე.
პროდუქტისუსაფრთხოებისადათავისუფალიმიმოქცევისკოდექსისმე-19 მუხლის მე-18 პუნქტისთანახმად, ეკონომიკურითანამშრომლობისადაგანვითარებისორგანიზაციის (OECD) ან/დაევროკავშირისწევრქვეყნებშიაკრედიტებულინსპექტირებისორგანოებსშეუძლიათ, რეგისტრაციაგაიარონეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროსსსიპ – აკრედიტაციისერთიანიეროვნულიორგანო – აკრედიტაციისცენტრში.
ნათია კუტივაძის თქმით, სწორედ ამ მუხლის საფუძველზე არ იყო საჭირო, იტალიურ კომპანიას ნულოვანი დონიდან დაეწყო აკრედიტაციის პროცესი და აკრედიტაციის სააგენტოს რეგისტრაციისთვის მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერი 2012 წლიდან არსებობს და ამასთან, ასოცირების ხელშეკრულებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორგანოების მიერ გაცემული აქტების აღიარების ვალდებულება გვაქვს, გაირკვა, რომ ამ მუხლის ამუშავება არ შეიძლებოდა და საჭირო იყო, დამატებით კანონქვემდებარე აქტი მიღებულიყო. კუტივაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში პროცესი ასეთი ქრონოლოგიით მიმდინარეობდა:
„ოფიციალურად განაცხადის შეტანამდე გასული წლის აგვისტოში აკრეტიდაციის სააგენტოში მოვიკითხეთრეგისტრაციის პროცედურა, როგორ შეიძლებოდა, წარმართულიყო ეს პროცესი. აკრედიტაციის სააგენტომ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და რატომღაც გადაწყდა, რომ მთავრობის დადგენილება გამოცემულიყო, მომზადდა პროექტი, თუმცა მთავრობამ ხელი არ მოაწერა, რადგან ჩათვალა, რომ მისი კომპეტენცია არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნა. ბოლოს გადაწყდა, რომ ეს ინსტრუქცია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით გამოცემულიყო. ჩვენ არ ვეთანხმებოდით, რომ კანონის ამ მუხლს დამატებითი ინსტრუქცია შეიძლებოდა, დასჭირვებოდა, შესაძლებელი იყო პირდაპირი რეგისტრაცია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დავთანხმდით და დაველოდეთ, დამატებითი ინსტრუქციის გამოცემას დასჭირდა აგვისტოდან აპრილამდე პერიოდი, შემდეგ კი სხვა პრობლემა გაჩნდა,“ – ამბობს ნათია კუტივაძე.
რატომ ვერ მოხერხდა იტალიური კომპანიის რეგისტრაცია სწრაფად? - ამ შეკითხვით ჩვენ აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს პაატა გოგოლიძეს მივმართეთ.
„აგვისტოზე ვერაფერს გეტყვით, ვიცი, რომ აპრილში ნორმატიულ აქტებში ცვლილებები ხდებოდა და მაისში შემოვიდა განაცხადი. მანამდე ჩვენთან იყო მოსული „აზაჩერტის“ წარმომადგენელი, ვისაუბრეთ ზოგადად. როგორც ყველა საქმეს, ამასაც თან ახლავდა კითხვები, საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია და ა.შ. აპრილში მივიღეთ ცვლილება ნორმატიულ აქტში. მაისში შემოვიდა განაცხადი რეგისტრაციაზე და და ძალიან სწრაფად წარიმართა ეს პროცესი. რეგისტრაცია ხდება იმ შემთხვევაში, თუ კმაყოფილდება გარკვეული პირობები, ერთ–ერთია საფასურის გადახდა, ეს თანხა შემოვიდა სამშაბათს, რეგისტრაცია მოხდა ხუთშაბათს.
–„აზაჩერტის“ წარმომადგენლის თქმით, ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა და აგვისტოდან აპრილამდე პერიოდი დასჭირდა ინსტრუქციის გამოცემას...
მე იურისტი არ ვარ, მათ იმუშავეს ამ საკითხზე და აპრილში მიიღეს ის ცვლილებები, რაც საჭირო იყო.
–თქვენ არ ეთანხმებით, რომ ეს პროცესი გაჭიანურდა?
როგორ ვეთანხმები, სამშაბათს შესრულდა პირობები და ხუთშაბათს უკვე მიიღეს რეგისტრაცია.
–მათი თქმით, განაცხადის შეტანას არ ჰქონდა აზრი, რადგან არ არსებობდა შესაბამისი ინსტრუქცია...
თქვენ ხართ ახლა აკრედიტაციის ცენტრში, აკრედიტაციის ცენტრი კი შესაბამის პროცედურებს დაიწყებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ექნებოდა ნორმატიული ბაზა.
–ვისი კომპეტენცია იყო, რომ არ გაჭიანურებულიყო დროში მთავრობის დადგენილების მიღება, შემდეგ მინისტრის ბრძანება?
კიდევ გეუბნებით, რომ მე არ ვარ იურისტი,კანონიდან გამომდინარე იურისტებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო გარკვეული ცვლილებები ნორმატიულ აქტებში. ჩვენთვის საკითხი იურიდიულად სრულყოფილი გახდა აპრილში, მაისში შემოვიდა განაცხადი.
Eugeorgia.info ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძესაც დაუკავშირდა.
„სიცრუეა, რომ შეფერხდა, მთავრობის დადგენილება იყო საჭირო იმისთვის, რომ მათი ავტომატური აღიარება მიეღო, შესაბამისად, ისეთი ორგანოები, რომლებიც აკრეტიდებული არიან ევროკავშირში და OECD-ის ქვეყნებში, ავტომატურად იღებენ რეგისტრაციას, თუმცა ამას სჭირდებოდა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, არანაირ გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც მოგვმართა კომპანიამ, მიიღო რეგისტრაცია, მანამდე დაინტერესება არ ყოფილა“, – ამბობს გენადი არველაძე.
ინსპექტირებისა და სერთიფიცირების მიმართულებით მსოფლიოში კიდევ ერთი წამყვანი კომპანიაა TÜV SÜD, რომელსაც პარტნიორები ქართულ ბაზარზეც ჰყავს. შპს „მენეჯმენტისსისტემები“2005 წელსდაარსდა.
„200-მდე სერთიფიცირებული კომპანია გვყავს თითქმის ყველა სექტორში – ჩვენი სერთიფიცირებულია ეროვნული ბანკიც, ასევე „ზედაზენი“, „ავერსი“, PSP, „კულა“, „კამპა“.ჩვენ ძირითადად დაკავებული ვართ კონსულტაციით, ვნერგავთ სტანდარტებს, შემდეგ გერმანელები ჩამოდიან, ამოწმებენდა იღებენ დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას“, - ამბობს „მენეჯმენტის სისტემების“ წარმომადგენელი.
დავინტერესდით, ხომ არ შეუთავაზებიათ ქართველ პარტნიორებს გერმანული კომპანიისთვის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა. „მენეჯმენტის სისტემებში“ გვეუბნებიან, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული.
„ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ დროში უფრო მოქნილები ვიქნებოდით,სხვა ვალდებულებები გაჩნდებოდა, კადრების პოლიტიკა, ტექნიკური აღჭირვულობის საკითხი, მათ თავად აქვთ განსაზღვრული, რომელ ქვეყანაში ჰქონდეთ წარმომად