კვალიფიკაცია, უნარები, ტექნოლოგიური მხარდაჭერა - ევროკავშირი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ახალი აქცენტებით გააგრძელებს
ქართული მცირე და საშუალო კომპანიების (მ.ს.კ) ევროპულ პერსპექტივებზე, მათ მიმართ ევროკავშირის მხრიდან არსებულ და სამომავლო მხარდამჭერ პროგრამებზე Eugergia.info ესაუბრა ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის ხელმძღვანელს, კრისტიან დანიელსონს.
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა დამატებითი რესურსების გამოყოფა იმისთვის, რომ ქართულმა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა (მ.ს.კ.) იგრძნონ მეტი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან?
ქართული ეკონომიკა, სხვა უმეტესი ქვეყნების ეკონომიკის მსგავსად, ეფუძნება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. უმუშევრობის შესამცირებლად, ეკონომიკის განსავითარებლად თუ კაპიტალის დასაგროვებლად აუცილებელია მ.ს.კ.-ს შევუქმნათ განვითარების ოპტიმალური პირობები. რა მდგომარეობაა ამ მიმართულების საქართველოში ?! ჩვენ ამ სიტუაციას, ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მთავრობის პრიორიტეტი ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება უნდა იყოს. იკვეთება რამოდენიმე საკითხი, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ამ კონტექსტში. პირველი, ეს არის ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროება მ.ს.კ.-ისთვის, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის ათვისება. დღეს საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვნად გამარტივებული სავაჭრო პირობებით ივაჭროს ევროკავშირთან. ჩვენ ადგილობრივ ბიზნესორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა მიზნობრივ ჯგუფებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საჭიროების შესახებ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ფინანსებია. მ.ს.კ. შეუძლიათ მიმართონ ბანკებს ფინანსური რესურსების მოძიებისთვის, თუმცა, როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციფიკური ინსტრუმენტები, მ.ს.კ-ს უწევთ სპეციფიკური პირობების დაკმაყოფილება, ამავე დროს საქართველოში ნამდვილად არსებობს მათი განვითარების პერსპექტივა. სწორედ ეს მოცემულობა გვიბიძგებს ჩვენ ევროპის „რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობისკენ, რათა ქართული მ.ს.კ-ისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ გარე დაფინანსების წყაროები ადგილობრივ ვალუტაში. ამ კუთხით, ჩვენ მუშაობის სტიმულს ადგილობრივი მთავრობის თანმხვედრი პოლიტიკა გვაძლევს. ადგილობრივი ბანკებიც ცდილობენ შექმნან ეფექტური ინსტრუმენტები მ.ს.კ-თან მიმართებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მიმართულებით (ტექნიკური მხარდაჭერა და ფინანსების ხელმისაწვდომობა) კიდევ ბევრია გასაკეთებელი და მე პირადად მოუთმენლად ველოდები ამ კუთხით თანამშრომლობას შესაბამის ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
გეგმავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკისა თუ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერას უკვე არსებული DCFTA-ის პროგრამის ფარგლებს გარეთ?
“ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება” (DCFTA) ადგენს ეკონომიკური ინტერაქციის ჩარჩოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს შეთანხმება საქართველოსთვის თითქმის სრულფასოვნად უხსნის ევროკავშირის ბაზრის კარს. ამ შესაძლებლობის ეფექტურად გამოსაყენებლად საჭიროა საქართველოში ზემოთ ხსენებული პირობების შექმნა (ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ტექნიკური მხარდაჭერა), ასევე კონკურენტუნარიანი სექტორებისა თუ სფეროების გამოვლენა და ამ მიმართულებით მუშაობა. აუცილებელია, ასევე საქართველომ აჩვენოს მნიშვნელოვნად დადებითი კორელაცია განხორციელებულ ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის. საქართველოში მე ვხედავ სამ მიმართულებას, რომლის მხარდაჭერაც ევროკავშირს სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეუძლია. პირველი, ეს არის ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულების ჩვენ უკვე გვქონდა ერთობლივი მაშტაბური პროექტი და ამჟამადაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. მეორე, ეს არის გარემო და მისი დაცვა. სახიფათო ნარჩენების მართვა ეს ის საკითხია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ყურადღების მიქცევა და ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოს მყარად ვუჭერთ მხარს. მესამე სექტორი არის სოფლის მეურნეობა. საქართველოსთვის არსებობს რელევანტური შესაძლებლობა იმისა, რომ მან ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. საქართველოს, ასევე აქვს შესაძლებლობა გაზარდოს თავისი პროდუქტის ხარისხი და წარმოების ეფექტურობა. ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, სადაც ევროკავშირს შეუძლია იყოს მნიშვნელოვანი, საქართველოს მხარდამჭერი მოთამაშე.
რას ფიქრობთ ევროპული მხარდაჭერის კონცეფციაზე? სჭირდება თუ არა მას მოდიფიკაცია, რათა უფრო ეფექტური მხარდაჭერა მიიღონ ადგილობრივმა მ.ს.კ.-მა?
ვფიქრობ, რომ ყოველთვის საჭიროა ვკითხოთ საკუთარ თავს, ვატარებთ თუ არა სწორ პოლიტიკას?! თუ გადავხედავთ იმ მიმდინარე ინსტრუმენტებს, რომლის მეშვეობითაც პირდაპირი ან ირიბი გზებით ხორციელდება ქართული მ.ს.კ -ის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან , შევამჩნევთ, რომ უკვე აქტიურია პროგრამების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის ელემენტები. ჩვენი მხარდაჭერა ასევე მიემართება სოფლის მეურნეობის სექტორს. ვცდილობთ ამ სექტორში ოპერირებადი ფერმები/კომპანიები გახდნენ უფრო ეფექტური, მაგალითად კოოპერატივების ჩამოყალიბების გზით. საქართველოში აუცილებელია სამუშაო ძალის უნარების განვითარება, ეს საკითხი პირდაპირ მიემართება თქვენს შეკითხვას, ანუ ევროკავშირს შეუძლია ამ მიმართულებითაც მუშაობა, ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი მხარდაჭერის ინტენსიფიკაცია. ეს მიმართულება გულისხმობს ადგილობრივი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ეს კი, თავის მხრივ, აუცილებელია, მაგალითად, მ.ს.კ-ის განვითარებისთვის. აუცილებელია ახალგაზრდა ქართველებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა მათ მიიღონ ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია მ.ს.კ-ის წარმატებული მომავლისთვის. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ახალგაზრდების სამუშაო უნარების განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიურ საფეხურზე, არამედ მთელი კარიერის განმავლობაში, რადგან, როგორც ვიცით, დღევანდელი სამუშაოების სპეციფიკა მომავალში აუცილებლად შეიცვლება.
როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აუცილებელია თუ არა განხორციელდეს ENPARD-ის მსგავსი პროექტები საქართველოში?
NEPARD თავისი პირდაპირი მნიშვნელობით სოფლის მეურნეობის სექტორით შემოიფარგლება, შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეკონომიკის ამ სექტორს გააჩნია მკვეთრად გამოხატული სპეციფიკაციები. ამ სექტორში აუცილებელია მრავალრიცხოვან ფერმერთა მხარდაჭერა, მათი უნარების განვითარების და საექსპორტო ბაზრებზე შეღწევის კუთხით. განვითარების სხვა საჭიროებები გამოიკვეთება სოფლის მეურნეობის სექტორზე საუბრისას, მაგალითად, როგორც უკვე ვახსენეთ, ფერმერთა უნარები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ეს კონკრეტული პროგრამა ( ENPARD) გავრცელდება სხვა სექტორებზე, თუმცა ჩვენ არ უნდა შემოვიფარგლოთ კონკრეტული პროგრამებით, მთავარი ის ძალისხმევაა, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოს დასახმარებლად. შემდეგი წლის განმავლობაში ჩვენი ინტერესის განსაკუთრებული ობიექტები იქნება საქართველოს ბიზნეს გარემო, არსებული თუ პოტენციური სამუშაო ძალის უნარები, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ერთობლივად ხელი შევუწყოთ მათი უნარების განვითარებას და ბოლოს, მოვახდინოთ ამ რესურსების განვითარება და მათი ინტეგრირება ეკონომიკაში. ეს სამი ელემენტი, მეტ-ნაკლებად ჩვენი თანამშრომლობისთვის სიახლე იქნება. ეს ის თანამშრომლობის მიმართულებებია, რომლებიც ჩვენ ქართველ მეგობრებთან ერთად სამომავლო ურთიერთობის სფეროების განხილვისას მოვიფიქრეთ, ასევე განვიხილეთ ამ გეგმების ეფექტური განხორციელების გზები.
და ბოლო შეკითხვა. როგორი იქნება თქვენი ზოგადი ან პრაქტიკული რჩევა საქართველოსთვის, ქართული ბიზნეს სექტორისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის ბაზართან დაახლოებით ნახოს უფრო მეტი სარგებელი და უფრო სწრაფად, ეფექტურად გაიაროს ინტეგრაციის ეს პროცესი?
ძალიანრთულიაამკითხვაზეპასუხისგაცემა. მეშემიძლიაავღნიშნოისფაქტი, რომდღესარსებობსრამოდენიმექართულიკომპანია, რომლებიცწარმატებულადიყენებენევროპულიბაზრისშესაძლებლობებს. ქართულიღვინოდღესპარიზშიიყიდება. საქართველოსპრემიერმინისტრიმთავრობისსხვაწევრებთანერთადბორდოშიგამოფენაზეიმყოფება, ესკინიშნავსქართულიღვინისხარისხისსაერთაშორისოაღიარებას, რომელიც 10-15 წლისწინასეთიმაშტაბითარარსებობდა. დღესევროკავშირშიყველამიცის, რომქართულითხილიერთ-ერთისაუკეთესოა. ასე, რომარსებობსსპეციფიკურინიშები, ქართულიკონკურენტუნარიანიპროდუქტები, რომლებსაც, წარმოებისათუმოყვანისპროცესისტექნოლოგიურიმხარდაჭერით, აქვთპოტენციალიევროკავშირისბაზარზეშეღწევის. გარდაქართულიეკონომიკის „სასაქონლოსექტორისა“, აღსანიშნავიატურისტულისექტორისროლიც. მეგანცვიფრებულივარსაქართველოშიტურისტებისსიმრავლით. საჭიროატურისტულინფრასტრუქტურაშიინვესტიცია, რათაამსექტორმამოიზიდოსარამხოლოდრეგიონალური, არამედტურისტებიმთელიმსოფლიოდან, რაცსაქართველოსეკონომიკისთვისმნიშვნელოვანისარგებლისმომტანიიქნება.