EBRD-ის მიერ დანახული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შემაფერხებელი გარემოებები
DCFTA-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება დღემდე ვერ ხდება, რასაც მოწმობს ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის პირველი ათი კატეგორია, რომელიც 2010-2017 წლებში პრაქტიკულად არ შეცვლილა. ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე წელს მოხდა ისევ და ისევ ტრადიციული საექსპორტო პროდუქტების ხარჯზე. ცხრილში მოცემულია ევროკავშირში საექსპორტო პროდუქტების პირველი ათეული 2010 და 2017(იანვარი-ოქტომბერი) წლებში.
პირველი 10 საექსპორტოკატეგორია (2010) |
პირველი 10 საექსპორტოკატეგორია (2017, იანვარი-ოქტომბერი) |
მადნებიდასპილენძისკონცენტრატები |
მადნებიდასპილენძისკონცენტრატები |
თხილიდასხვაკაკალი |
თხილიდასხვაკაკალი |
სასუქებიმინერალურიანქიმიური, აზოტოვანი |
სასუქებიმინერალურიანქიმიური, აზოტოვანი |
ნავთობინედლიდანავთობპროდუქტებინედლი, მიღებულიბიტუმოვანიმინერალებისაგან |
ნავთობინედლიდანავთობპროდუქტებინედლი, მიღებულიბიტუმოვანიმინერალებისაგან |
მსუბუქიავტომობილები |
ნავთობიდანავთობპროდუქტები |
ფეროშენადნობები |
ეთილისსპირტიარადენატურირებული, სპირტისკონცენტრაციით 80 მოც.%-ზენაკლები, სპირტიანისასმელებირეზინისპნევმატურისალტეებიდასაბურავები, ახალი |
ყურძნისნატურალურიღვინოები |
რეზინისპნევმატურისალტეებიდასაბურავები, ახალი |
სხვანაკეთობებიძვირფასილითონებისაგან |
ფეროშენადნობები |
წყლები, მინერალურისადადაგაზიანებულისჩათვლით, შაქრისდანამატებისშემცველობით |
ყურძნისნატურალურიღვინოები |
მინერალურიდამტკნარიწყლები |
მინერალურიდამტკნარიწყლები |
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი 10 კატეგორიის წილი მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2010-2017 წლებში და 77-83%-ის ფარგლებში მერყეობს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გასულ წელს საქართველოსთვის მომზადებულ სტრატეგიაში ყურადღება იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა, რომლებიც DCFTA-ის ეფექტიანად გამოყენებას აფერხებს. სტრატეგიაში ნომერ პირველ პრიორიტეტად კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა არის დასახელებული, რომელიც უნდა განხორციელდეს ინოვაციის, გაუმჯობესებული დამატებული ღირებულების და DCFTA-ის სტანდარტებსა და ვალდებულებებთან დაახლოების გზით. ამ მიმართულებით სტრატეგიაში იდენტიფიცირებულია შემდეგი გამოწვევები:
- ეკონომიკაში კვლავ დომინირებს დაბალი ღირებულების მრეწველობები, ხოლო სტანდარტები უნდა გაუმჯობესდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროდუქციის ხარისხი, უსაფრთხოების მართვა და სურსათის უვნებლობა.
- საქართველო ჩამორჩება თავის საინოვაციო პოტენციალს, როგორც დაბალი ინოვაციური კულტურის გამო კომპანიის დონეზე, ასევე დაბალი განვითარების საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურის გამო.
- ბაზარზე ორიენტირებული უნარების ნაკლებობა ხელს უშლის დამატებული ღირებულების საქმიანობის განვითარებას. ქვეყანაში არ იქმნება დამატებითი ღირებულება პროდუქციის წარმოების სხვადასხვა ეტაპებზე.
ამავე სტრატეგიაში მეორე პრიორიტეტს წარმოადგენს საფინანსო შუამავლობის გაღრმავება და ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების განვითარება. ამ მიმართულებით EBRD შემდეგ გამოწვევებს ასახელებს:
- შეზღუდული წვდომა გრძელვადიან ფინანსებზე ზოგიერთ სეგმენტში და, კერძოდ, ადგილობრივ ვალუტაში, კვლავ ძირითადი დაბრკოლებაა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის;
- დოლარიზაცია კვლავ მაღალია მნიშვნელოვანწილად, ადგილობრივი ვალუტის კაპიტალის ბაზრის დაბალი განვითარების გამო, ასევე, უცხოური ვალუტის გაცვლის რისკის მართვის ადეკვატური ინსტრუმენტების ნაკლებობის გამო. სავალუტო რყევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც საბანკო სექტორზე, ისე მსესხებლებზე, რისკის მართვის ადეკვატური მექანიზმის გარეშე კი ამ გავლენის ხარისხი უფრო მაღალია.
EBRD-ის დირექტორი კავკასიის რეგიონში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერა საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც DCFTA-ის შესაძლებლობების გამოყენებას აფერხებს:
“დიდ გამოწვევად ითვლება ქვეყნის სამეწარმეო საქმიანობის განვითარება და ახალი პროდუქტის შექმნა ევროპის ბაზარზე გასაყიდად. ასევე გამოწვევაა იპოვო გზა ამ ბაზარზე მოსახვედრად. ევროპული ბაზარი საკმაოდ დიდია და მასთან წვდომა მარტივი არ არის. საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარებაც. კომუნიკაციისთვის საჭიროა უკეთესი გზა: პორტები, აეროპორტები. მთავრობაც მუშაობს ამ გამოწვევებზე, ჩვენ ვმუშაობთ და შედეგიც გვაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სახით”- აცხადებს ბრუნო ბალვანერა.
ევროკავშირთან ვაჭრობის სტატისტიკაც არ გამოიყურება შთამბეჭდავად, რაც ასევე DCFTA-ის შესაძლებლობების აუთვისებლობას მოწმობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2010-2016 წლებში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 9,2%-ით გაიზარდა. ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა (მოიცავს ექსპორტს და იმპორტს) 2016 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა 2,3%-ით, რაც ძირითადად საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა (კლება11%-ით). ევროკომისიის ასოცირების იმპლემენტაციის დოკუმენტში ეს შემცირება ახსნილია მსოფლიო საქონლის ფასების დაცემა, რამაც გავლენა იქონია საქართველოს ექსპორტის ღირებულებაზე. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, ექსპორტი ევროკავშირში წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი, ტრადიციული საექსპორტო პროდუქტების ხარჯზე (2017 წელს პირველი 10 კატეგორიის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 77%-ია). ამავე პერიოდში დადებითი სავაჭრო ბალანსი ევროკავშირის სამ ქვეყანაში დაფიქსირდა (ბულგარეთი, მალტა და ლუქსემბურგი). 2016 წლამდე დადებითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს ევროკავშირის არც ერთ ქვეყანასთან არ ჰქონდა, ხოლო 2016 წელს ქვეყნის ექსპორტმა იმპორტს ბულგარეთსა და მალტაში გადააჭარბა.
2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ გერმანია ბულგარეთი და იტალია. ხოლო ექსპორტის სიდიდის მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება: ბულგარეთი, იტალია, რუმინეთი.
ევროკომისიის ასოცირების იმპლემენტაციის ანგარიშშიც არის შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა. ამ ანგარიშში ვკითხულობთ: “2016 წელს ევროკავშირი იყო საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი მთლიანი ვაჭრობის 30%-იანი წილით. წინასწარი მონაცემებით 2017 წელს ეს ტრენდი ნარჩუნდება და ორმხრივი ვაჭრობის სტრუქტურა სტაბილური რჩება” მიმდინარე მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით 24%-ია.
ამავე ანგარიშში ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების ჭრილში განხილულია რამდენიმე საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებას:
მეტროლოგია, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს სწორი მიკვლევადობა;
აკრედიტაცია, სადაც ქართული აკრედიტაციის ცენტრი გახდა ევროპული აკრედიტაციის ორმხრივი შეთანხმების ხელმომწერი, რაც მის საერთაშორისო აღიარებას უზრუნველყოფს;
ბაზრის ზედამხედველობა, სადაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ცვლილებები ეფექტური ბაზრის საზედამხედველო სისტემის მისაღწევად.
საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, ორმხრივი თანამშრომლობის ჭრილში წარმოდგენილია მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტები. დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურის დივერსიფიკაციის გაზრდა, რაც მოიცავს ევროკავშირის ბაზრებისთვის ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნას, საშუალოვადიან პრიორიტეტებში არის გაწერილი.
ამგვარად, ქვეყანაში იდენტიფიცირებული გამოწვევების ფონზე, რომლებიც DCFTA-ის ათვისების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად გვევლინებიან, ექსპორტის მონაცემები მოწმობს, რომ ახალი საექსპორტო პროდუქტები ბაზარზე არ გამოჩენილა. არც ნიშური ბაზრების ათვისების მიმართულებით გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები.