banner

Thursday, 21 November
09 March 2018 | 14:22

როგორ უნდა იქცეს ემიგრანტების ფული ინვესტიციებად

როგორ უნდა იქცეს ემიგრანტების ფული ინვესტიციებად

 

ქართული დიასპორის ფინანსური და ადამიანური რესურსი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას რომ მოხმარდეს და ამ მიმართულებით როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "Sustaining Border Migration Management in Georgia" (SBMMG) პროექტის ფარგლებში აპრილიდან იწყებსმუშაობას. პროექტი ქართველი ემიგრანტების ფულადი გზავნილების საინვესტიციო პოტენციალად გადაქცევის მიმართულებით ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

ქართული ეკონომიკისთვის შემომავალი ფულადი გზავნილების მნიშვნელობა უდავოა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობა ბოლო დეკადის განმავლობაში 1-1,4 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა შემომავალი ფულადი გზავნილები მხოლოდ საბანკო სისტემის საშუალებით არ შემოედინება და იგი მხოლოდ მიგრანტების გზავნილებს არ მოიცავს. შესაბამისად, მიგრაციიდან შემოსული ფულადი გზავნილების ზუსტ მონაცემებს ვერ ვაკვირდებით. თუმცა, ფულადი გზავნილების წილი ქართულ ეკონომიკაში საკმაოდ დიდია. ბოლო პერიოდში, ფულადი გზავნილები მშპ-ს თითქმის მესამედს შეადგენს. გარდა ამისა, საქართველოში ფულადი გზავნილების სტაბილურად მზარდი შემოდინება, 2009-2013 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატებოდა. დამატებით, ექსპერტები მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფულადი გზავნილების სიდიდე საქართველოში ემიგრაციიდან ყველა საშუალებით შემოსული თანხის არანაკლებ 60%-70%-ია.   შესაბამისად, ემიგრანტების ფულადი გზავნილები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ.

 

* 2010 წლის იანვრიდან საბანკო სექტორის მონაცემებს ფულადი გზავნილების შესახებ დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ანალოგიური მონაცემები

* 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიცავს პირველ 3 კვარტალს.

წყარო: geostat.ge; nbg.gov.ge

 

პროექტი SBMMG ხელს შეუწყობს, რომადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი გახდეს მიგრაციის კომპონენტი და ფენომენი, კერძოდ, დიასპორა - მათი ფინანსური და ადამიანური რესურსი მოხმარდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანის თქმით,  დღეს მიგრაციის საკითხები პრაქტიკულად არც ერთ განვითარებაზე ორიენტირებულ დოკუმენტში/სტრატეგიაში არ განიხილება.

"დიასპორა ქვეყნისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსია, იგი არის "ელჩი" დანიშნულების ქვეყანაში. იქ კონტაქტების დამყარებით დიასპორამ შეიძლება გაგიყვანოს ისეთ წრეში, რომელსაც სხვა საშუალებით ვერ დააინტერესებდი საქართველოთი. დიასპორას აქვს უნარი და შესაძლებლობები, რომ ინვესტიციები მოიზიდოს საქართველოში, ეს შეიძლება იყოს როგორც მრავალმილიონიანი, ასევე მცირე ინვესტიცია. დიასპორა სხვა ინვესტორისგან განსხვავებით შეიძლება უფრო დიდ რისკზე წავიდეს, რომ მისი მშობლიური რაიონი განვითარდეს ან არსებულ ბიზნესს დაეხმაროს  გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, Gino Paradise დიასპორის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა, ასევე ბათუმში უამრავი სასტუმრო დიასპორის აშენებულია", - საუბრობს კვიციანი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2015 წელს კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მიგრანტების და მათი შინამეურნეობების კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფულადი გზავნილები ძირითადად მოხმარებისთვის იხარჯება და ფულადი გზავნილები საქართველოში მეწარმეობის- მიკრო და მცირე საწარმოების - დაფინანსების შედარებით უმნიშვნელო წყაროს წარმოადგენს. გამოკითხული შინამეურნეობების 34% აცხადებს, რომ მიგრანტისგან მიღებულ ფულად გზავნილებს საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე ხარჯავენ; 25% ბინის შეძენასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე; 13% განათლებაზე; 13% ვალის გასტუმრებაზე და მხოლოდ 6% ბიზნესის დასაწყებად. აქვე უნდა ითქვას, რომ მიგრანტიანი შინამეურნეობებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო (47%) სწორედ მიგრანტთა გზავნილებია.

"ხშირად, ქართულმა დიასპორამ არ იცის რა მიმართულებით წარმართოს სახსრები.  მიგრანტთა ფულადი გზავნილები უმეტეს შემთხვევაში ბინაში ან სხვა უძრავ ქონებაში იხარჯება. მიწას თუ იყიდიან ნაკლებად სამეურნეო დანიშნულებისთვის, ისევ სახლის ასაშენებლად. ბინაში ფულის ჩადების ნაცვლად ბიზნესი წამოიწყო, რომლიდანაც შეიძლება უფრო მაღალი მოგების მიღება იქნება შესაძლებელი.

საქართველოდან მიგრაციის საშუალო ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 7-9 წელი. მიგრანტების საკმაოდ დიდი ნაწილი კი მიგრაციაში ბერდება, შეიძლება დაავადდეს კიდეც რადგან ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდებათ, იღებენ მძიმე ფსიქოლოგიურ ტრამვას. გამოგზავნილი ფული თუკი ბიზნესში არ ჩადე აქ ჩამოსულს კვლავ არანაირი შემოსავალი არ გექნება და გაგიჭირდება ცხოვრება. არადა შესაძლებლობა გქონდა გამოგზავნილი თანხის ნაწილი ოჯახს დაეზოგა და მცირე ბიზნესი წამოეწყო, აქ დაბრუნებულ მიგრანტს კი ნაკლები ძალისხმევა დასჭირდებოდა თავის გასატანად.

ხშირ შემთხვევაში ოჯახი არასწორად იყენებს თანხას და ის არ ხმარდება ეკონომიკურ განვითარებას. მიგრანტიანი შინამეურნეობების დაახლოებით 6% აკეთებს ბიზნესს, რომელიც ძირითადად მცირე მასშტაბის ოჯახური ბიზნესებია. მათ ბაზარზე გასვლის და ფინანსების მოძიების პრობლემები აქვთ", - განაცხადა კვიციანმა.

IOM-ის მიერ 2015 წელს მიგრანტებზე ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ დაბრუნებულ მიგრანტებს შორის 55%-ია დასაქმებული. მათ შორის 27%-ს აქვს საკუთარი ბიზნესი შემდეგ სფეროებში: საოჯახო ტიპის სასტუმრო, კვების ობიექტი, მაღაზია, ავტოსამრეცხაო, საცხობი, საქონლის ფერმა;

დასახელებული პრობლემატიკიდან, გამომდინარე IOM ადგილობრივ დონეზე საქართველოს ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთადმუშაობასიწყებს. დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების  და უნარების განვითარების აქტივობები. ადგილობრივ თვითმმართველობებში მომუშავე ადამიანები დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოწვევებს და შესაძლებლობებს გაეცნობიან. პროექტის ფარგლებში დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში მსოფლიო გამოცდილება გაანალიზდება, რომ გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით დიასპორის მიერ გამომუშავებული სახსრები ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისკენ სწორად მიიმართოს.   მაგალითად, რა გააკეთა მერმა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში და რა შედეგები მიიღო. ამ გამოცდილებების გაცნობის შემდეგ, ადგილობრივ მმართველობებთან ერთად კოორდინაციით დაიგეგმება საქართველოსთვის მორგებული აქტივობები.

"ინიციატივა წამოვა ქვემოდან, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ  თუ როგორ წამოვწიოთ მიგრაციის და დიასპორის პრობლემები წინა პლანზე და მათი რესურსი ეფექტიანად გამოვიყენოთ.  დიასპორა ხშირად ითხოვს წინადადებებს, შესთავაზებს თუ რა მოიმოქმედონ აქედან კი არანაირი კონტრ შეთავაზებები არ მიდის, რომ დაინახონ სად არის ნიშა, სად არის განვითარების და მოგების მიღების პოტენციალი და ა.შ. საჭიროა იყოს საინფორმაციო სივრცე, სადაც მიიღებ შესაბამის ინფორმაციას.

ქართული დიასპორის მოხმარებისთვის ჩვენ გავაკეთეთ მიზნობრივი ვებ-პორტალი tanamemamule.ge (რომლის რებრენდინგი მიმდინარეობს და სახელი შეიცვლება), რომ დიასპორას ჰქონდეს კომუნიკაციის ერთიანი სივრცე. ეს უნდა იყოს საშუალება დიასპორას მივაწოდოთ ინფორმაცია რა კეთდება დღეს საქართველოში, სად შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, ვისთან დაამყარონ კონტაქტი და ა.შ. მეორეს მხრივ კი ქართული საზოგადოება, მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს დიასპორის გამოწვევებს. შესაძლებელია, რომ დიასპორისთვის ცალკე შეიქმნას პროექტები და კონკრეტული ფინანსური/ეკონომიკური მიზნობრივი პროდუქტები, რომლებშიც დიასპორელები ჩადებენ ფულს. ეს იქნება იდეალური მოდელი რეგიონების განვითარებისთვის", - საუბრობს კვიციანი.

სწორედ ახლა მიგრაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოსთან და დიასპორის დეპარტამენტთან ერთად მუშაობას ვიწყებთ ადგილობრივ ხელისუფლებებთან შეხვედრების, ტრენინგების საშუალებით. ასევე, ეროვნულ ბანკთან ერთად ფინანსური განათლების ამაღლებისთვის ცალკე კომპონენტი გვექნება, რომ მიგრანტებმაც სარგებლის მიღება შეძლონ. სასწავლო მოდული უკვე შემუშავებულია და ის მიგრანტების ინტერესებზე იქნება მორგებული.მიგრაციის მართვა ფართო სპექტრის საკითხებს მოიცავს, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობების ჩართულობას ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 



ავტორი: მარიამ ლუკაშვილი





Read
8873
Send mail

Related stories aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner