ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ქართული კომპანიები არ ინტერესდებიან, რეგიონებში DCFTA-ის ინფოცენტრები იხსნება
მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოს სავაჭრო-სამრეწვლო პალატა საინფორმაციო ცენტრების გახსნას გეგმავს.
როგორც eugeorgia.info-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განუცხადეს, პირველი ინფოცენტრი დეკემბერში თბილისში გაიხსნება, თუმცა, უახლოეს მომავალში მსგავს სერვისს მეწარმეები რეგიონებშიც მიიღებენ.
„გვქონდა ღია დიალოგი ბიზნესთან, დავდიოთ რეგიონებში და ვისმენდით ადგილობრივი მეწარმეების პრობლემებს, იყო შემაჯამებელი შეხვედრა 250 მეწარმესა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთა შორის. მათ უნდათ გასვლა ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია. ბროშურები და თავად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკროულების ტექსტი მცირე და საშულო მეწარმეებისთვის რეგიონებში ხშირად გაუგებარია, უფრო მეტიც, მაგალითად ნინოწმინდის რეგიონში, საერთოდ, ენობრივი ბარიერია, ადგილობრივი მოსახლოების 80 % ეთნიკურად სომეხია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს მომსახურება შევთავაზოთ“, - განუცხადეს - ს სამრეწველო -სავაჭრო პალატაში.
დედაქალაქის შემდეგ DCFTA-ს ინფოცენტრები ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში გაიხსნება, სადაც სავაჭრო პალატას ადგილობრივი წარმომადგენლობები უკვე ჰყავს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფართების გადმოცემაზე ახალი რეგიონული ოფისების გასახსნელად რაჭაში, გურიაში, შიდა ქართლში, კერძოდ გორსა და კახეთში, DCFTA-ის საინფორმაციო ცენტრები იქვე იქნება წარმოდგენილი. პროექტის განხორციელებაში პარიზის სავაჭრო პალატა გვეხმარება, აგრეთვე გვაფინანსებენ უცხოელი დონორები“, - განაცხადეს სავაჭრო პალატაში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2014 წლის სექტემბრიდან შევიდა ძალაში, თუ შევადარებთ საქართველოს ექსპორტის მოცულობას ევროპაში 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის სექტემბრამდე ორი წლის შემდგომ (2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის სექტემბრამდე) მაჩვენებლებს, მისი მოცულობა 758 მილიონი დოლარიდან 623 მილიონ დოლარამდე შემცირდა (18%-ით).
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ ჩატარებულ კვლევაში „ბიზნესის დამოკიდებულება საქართველოს საგადასახადო სასტემისადმი“ გამოკითხული 1033 კომპანიიდან მხოლოდ 6% იყენებდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან ვაჭრობაში (აღნიშნული კვლევა მოიცავდა პერიოდს 2015 წლის სექტემბრიდან - ნოემბრამდე).
„DCFTA-ში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი ხელშეკრულების განხორციელების ძალაში შესვლიდან გასული მოკლე პერიოდით შეიძლება ავხსნათ. თუმცა, ხელისუფლების მოლოდინებსა და იმედებთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ის ფაქტი, რომ რეჟიმის გამოუყენებლობის ძირითად მიზეზს საწარმოთა დაბალი ინტერესი წარმოადგენს. გამოკითხული კომპანიების 63% აცხადებს, რომ აღნიშნული სავაჭრო რეჟიმით დაინტერესებული არ არის. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზოგადად, გამოკითხულ კომპანიებში ძალიან მცირეა ექსპორტით დაკავებული საწარმოები. თუმცა, თუ ექსპორტიორ კომპანიებს ცალკე გავაანალიზებთ, ვნახავთ რომ მათი 70% არ იყენებს აღნიშნულ რეჟიმს და თითქმის ნახევარი (46%) არც არის ამით დაინტერესებული. არსებული მდგომარეობის უცვლელობის შემთხვევაში რთული იქნება იმ მოლოდინების გამართლება, რაც DCFTA-ში საქართველოს ჩართულობას უკავშირდება. კერძოდ, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდა, საინვესტიციო მიმზიდველობა, ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენა“, - აღნიშნულია CRRC-ს პუბლიკაციაში.
როგორც ცენტრში აცხადებენ, აუცილებელია დამატებითი კვლევის ჩატარება, რათა დადგინდეს ქართული ბიზნესის მხრიდან ინტერესის ნაკლებობის მიზეზები მოცემული საკითხისადმი.
„ექსპორტის ხელშეწყობისათვის ასევე მნიშვნელოვანია ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს შორის გაიზარდოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხებული სავაჭრო რრეჟიმის შესახებ ინფორმირებულობის დონე“, - მიიჩნევენ მკვლევარები.
.