banner

Friday, 01 November
13 June 2017 | 17:33 Agriculture

საქართველოს მთავრობა აგროსფეროში უცხოურ ინვესტიციებზე შეზღუდვებს აწესებს

საქართველოს მთავრობა აგროსფეროში უცხოურ ინვესტიციებზე შეზღუდვებს აწესებს

 

 მიწის კანონმდებლობა, რომლის დამტკიცებას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს, საქართველოს სოფლის მეურბეობაში ინვესტიციებს დააბრკოლებს, გართულებული პროცედურების გამო. ევროპის ქვეყნებში არსებობს მიწის გაყიდვაზე შეზღუდვები, მაგრამ ის არ  აბრკოლებს დარგის განვითარებას.  “სოფლის მეურნეობას გასავითარებლად სჭირდება ცოდნა და  ფული. ჩვენ არც ერთი გვაქვს, არც მეორე. რა უნდა ვქნათ ესეთ სიტუაციაში? საიდან უნდა მოვიტანო ფული და ცოდნა? ამისთვის უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები. შედეგად, დასაქმდება მეტი ხალხი, გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, ქართული პროდუქცია გავა საზღვარგარეთ და ცოტას გავმდიდრდებით” - აცხადებს ქართველი მეწარმე კოტე ვეკუა.

2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. პროექტის მიხედვით, განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების უფლებამოსილება იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. რამდენიმე დღის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა განცხადება: მივიღეთგადაწყვეტილება, გამოვაცხადოთმორატორიუმისასოფლო-სამეურნეოდანიშნულებისმიწებისგასხვისებისმუხლზე. მორატორიუმიგამოცხადებულიიქნებაკონსტიტუციურიცვლილებისამოქმედებამდე. ამდროშიშეჩერდებაყოველგვარიგასხვისებასასოფლო-სამეურნეომიწების. ასევემოკლევადაშიშემუშავდებაორგანულკანონშიშესატანიისცვლილებები, რომელიცკონსტიტუციაშიდაგეგმილჩანაწერთანიქნებაშესაბამისობაში“.

 

სანამ უშუალოდ კანონპროექტზე და მოსალოდნელ ცვლილებაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე გავეცნოთ არსებულ მდგომარეობას.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებას არეგულირებს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. აღნიშნული კანონის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება: საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის მასზე არსებული საცხოვრებელი, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობით ან მათ გარეშე.

ამავე კანონის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება აქვს:

„ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

ბ) უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.“ (მუხლი 4, პუნქტი 1)

კანონმდებლობის მიხედვით, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების წარმოშობისას შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ქონების რეგისტრაციისას (იხილეთ ბმული).

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“-ს ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოში არსებობს 2,6 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. „ძალიან რთულია  იმის თქმა აქედან რამდენია უცხოელის საკუთრებაში, რადგან ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ შემიძლია დაახლოებით გითხრათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, მას შემდეგ რაც მიწა კერძო პირების საკუთრებაში გადავიდა, უცხოელების საკუთრებაში არის მთლიანი ს.ს.დ მიწის 0,8 %. 0,8% არის ძალიან მცირე ნაწილი. და ის რომ უცხოელები მასიურად მოდიან და ყიდულობენ ციფრებით ეს არ ჩანს“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“-ს იურისტმა თეო ზაქარაშვილმა.

2017 წლის მაისში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიღების მიზეზი არის „უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილება“, ამასთანავე „საჯარო ინტერესების დაცვა“, „ქვეყნის უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე“ უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილება. კანონპროექტს არ ახლავს სტატისტიკური მონაცემი სხვა ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში მიწის შესყიდვის შესახებ, და მიწების „მასობრივი შესყიდვის“ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის ფინანსური ანალიზი.

„არ არის დათვლილი ის სავარაუდო შედეგი (სარგებელი თუ ზიანი), რომელიც ნებისმიერ კანონპროექტს უნდა ახლდეს თან. არ ვიცით ამ ცვლილებით რა შედეგი მიადგება სახელმწიფო ბიუჯეტს, სახელმწიფო სახსრებს და მთლიანად ეკონომიკას“- განაცხადა თეო ზაქარაშილმა.

რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, ძირითადი ცვლილება შეეხო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის მე-4 მუხლს, რომელიც ეხება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებას.  ახალი კანონპროექტის მიხედვით, მე-4 მუხლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეზღუდვების გარეშე შეიძლება გახდეს:

  1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, სახელმწიფო, კომლი.
  2. უცხოელი, თუკი

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა(ს.ს.დ) მიიღო მემკვიდრეობით

ბ) ს.ს.დ მიწა თანასაკუთრების ობიექტია საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქეებთან ერთად კომლის წევრობის შედეგად. კომლიდან გასვლისას ან განქორწინებისას თანასაკუთრების უფლება რჩება.

ვალდებულება: 1 წლის ვადაში გაასხვისოს თავისი წილი, რადგან აღარ აკმაყოფილებს ამ პირობას.

შეღავათი: ყოფილი მეუღლე/კომლის დანარჩენი წევრები, სარგებლობენ უპირატესის შესყიდვის უფლებით 3 თვის ვადაში

შენიშვნა: უცხოელი - უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

 მესაკუთრედ გახდომისთვის აუცილებელი პროცედურა:

კანონპროექტის მიხედვით, მიწის საკუთრების გრძელვადიანი უფლების მოსაპოვებლად მსურველებმა (უცხო ქვეყნის მოქალაქემ) უნდა მიმართონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, გასცეს თუ არა საკუთრების უფლება. მიმართვის გაკეთება სამინისტროში შეუძლია:

  • მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის  ნებართვის მქონე უცხოელ ფიზიკურ პირს
  • საქართველოშირეგისტრირებულიურიდიულპირს, თუმისდამფუძნებელსწარმოადგენსანწილის/აქციათა 50%-ზემეტისმესაკუთრეაუცხოელიფიზიკურიპირი
  • უცხოელიფიზიკურიპირისმიერდაფუძნებულიიურიდიულპირი, რომლისკაპიტალის 50%-ზემეტიწილის/აქციისმფლობელსერთადან/დაჯამურადწარმოადგენსსაქართველოსმოქალაქეობისარმქონეპირი
  • უცხოქვეყნისკანონმდებლობითშექმნილიიურიდიულიპირიან/დასაქართველოშირეგისტრირებულიმისიფილიალი.

ჩამონათვალში მოხსენიებულმა პირებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

პირველი ეტაპი:

  1. ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს ს.ს.დ მიწის ნაკვეთით სარგებლობას არანაკლებ 5 წლის განმავლობაში
  2. ცნობა, შემოსავლების სამსახურიდან რომელიც დაადასტურებს მიწაზე ქონების გადასახადის მინიმუმ 5 წლიან ფაქტს.
  3. საინვესტიციო გეგმა (ინოვაციური სამეცნიერო ტექნოლოგიების გამოყენების, ბიომეურნეობის განვითარების, ბიო-აგროწარმოების დანერგვის, ახალი ტექნოლოგიების გავრცელების, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების, სასელექციო მეურნეობების მოწყობის ან/და ჯიშთა გამოცდის მიზნით სათანადო კაპიტალდაბანდებების განხორციელების შესახებ;)
  4. საკუთრებისმოწმობა, საბანკოანგარიშისამონაწერიანსათანადოწესითგაცემულისაბანკოგარანტია,იმისდასადასტურებლად, რომგანმცხადებელინამდვილადფლობსსაინვესტიციოგეგმისმიხედვითგანსახორციელებელიკაპიტალდაბანდებისმოცულობისშესაბამისმატერიალურრესურსებს.
  5. მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის  ნებართვა, არსებობის შემთხვევაში.

მეორე ეტაპი:

  1. თუკი სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიიჩნევს, რომ პირმა დააკმაყოფილა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები, სამინისტრო მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დასადასტურებლად და მისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე რეკომენდაციის გასაცემად. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა შეიძლება მოსთხოვოს პირს არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუკი მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას არ გასცემს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეტყვის უარს საკუთრების უფლების მოპოვებაზე.

მესამე ეტაპი:

  1. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას გადაწყვეტილების მისაღებად.

გარდა ჩამოთვლილი პროცედურებისა, შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები და 100 ჰექტარზე მეტი; ამასთანავე სასაზღვრო ზონაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

შენიშვნა: განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება და ამ რეგულირებებიდან თავის არიდება.

„საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ზუსტად არ ვიცი რა პროცესები უნდა წარიმართოს, სამთავრობო ეშელონებში გამონაკლისის დასაშვებად, თუმცა მთავარია რომ პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე“ - განაცხადა ერთ-ერთმა ინვესტორმა და მიწის მესაკუთრემ „არიკ ჯგუფის“-ს დამფუძნებელმა დევიდ ლიმ.

იურისტი თეო ზაქარაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიზანი არის, არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაცვა, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება და დამატებითი პრობლემების შექმნა. „ამ კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეებს უწესებს შეზღუდვებს და ეუბნება: „მე გეტყვით როგორ და ვის უნდა მიყიდოთ მიწა“. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ტიპის მიწების ყველაზე დიდი მესაკუთრე საქართველოში არის სახელმწიფო და თავად სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამონაკლისების სახით, შეზღუდვების გვერდის ავლით გაყიდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შესაბამისად, გამოდის, რომ შეზუდვები დაწესებულია ძირითადად გლეხებისა და მოქალაქეებისთვის. კანონპროექტის მიზანი, რომ დავიცვათ რაღაც დოზით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამას ვერ ამართლებს. პირიქით ოთხდონიანმა შეზღუდვამ (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მთავრობა) და რთულმა რეგულაციებმა შეიძლება გაზარდოს კორუფციის რისკები. ოთხი სხვადასხვა უწყება ერთვება ამ პროცესებში და არ არის გაწერილი, მაგალითად რას ნიშნავს ინოვაციური პროექტი, და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი. რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეაფასოს სოფლის თემის საკრებულომ დაინტერესებული პირის საქმიანობა აგრარულ სფეროში და ა.შ“

ის რომ შეზღუდვები უნდა არსებობდეს, ამაზე ყველა რესპოდენტი თანაბრად თანხმდება, „რეგულაციების არსებობა აუცილებელია. მთავარია რას ემსახურება, რა არგუმენტები აქვს,  და რატომ ვიღებთ. რაშია პრობლემა? უცხოურ ინვესტიციებში თუ მიგრაციაში? თუ მიგრაციასთან არის პრობლემა, იცის ხალხმა რამდენი ადამიანი ყიდულობს ბინებს ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში? თუ მიგრაცია არ უნდათ, განსაკუთრებით აზიური ქვეყნებიდან, რა აზრი აქვს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვის აკრძალვას? რა მნიშვნელობა აქვს წნორში იყიდის უცხოელი მიწას თუ თბილისში კორპუსში?“ - აცხადებს „ნერგეტა“-ს დამფუძნებელი კოტე ვეკუა.

საქართველოში უცხოელი ინვესტორის და „არიკ ჯგუფის“-ს დამფუძნებლის დევიდ ლი-ს განცხადებით, მთავარი პრობლემა უცხოელი ინვესტორებისთვის არის საკონსტიტუციო ცვლილება. „მიწები რა თქმა უნდა,  უნდა იყოს დაცული, მაგრამ არა საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე. ეს იქნება უარყოფითი გზავნილი მთელს მსოფლიოში. გამოდის რომ საქართველო უარს ამბობს განვითარებაზე. ინვესტორებს, განსაკუთრებით დიდი მასშტაბის კომპანიებს, უნდა ჰქონდეს მიწის შეძენის შესაძლებლობა, რათა ივესტირებსი გზით თავიანთი გამოცდილება, ცოდნა  მოახმარონ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხალხის დასაქმებას. რეგულირება უნდა ითვალისწინებდეს არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ დამატებით ვალდებულებას მიწის მყიდველი უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორისთვის, რომ გასცეს ცოდნა, შექმნას სამუშაო ადგილები და აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია“.

ევროპის ბევრ ქვეყანაში, სოფლის მეურნეობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. მაგალითისთვის, ლიტვაში - ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ მიწის შესყიდვა იმ შემთხვევაში, თუკი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, და ბოლო 10 წლის განმავლობაში აქვს აგრო სფეროს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე, თუკი აქვს უმაღლესი განათლება აგრო სფეროს სპეციალობით. 40 წლამდე ფერმერებისთვის საჭიროა ნებართვის აღება სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათაც უნდა ჰქონდეს აგრო სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. ამასთანავე შემოსავლების 50%-ზე მეტი უნდა იყოს აგრო სფეროდან. ამასთანავე სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავალდებულებს მიწის შეძენის მსურველ პირებს, რომ მომდევნო 5 წლის გამავლობაში მიწა გამოყენებულ იქნას აგრო საქმიანობისთვის. შესაძენი მიწის მაქსიმალური მოცულობა არის 300 ჰა.

უნგრეთში - მხოლოდ უნგრეთის და ევროკავშირის მოქალაქეს (რომელიც ამავდროულად არის უნგრეთის რეზიდენტი) აქვს უფლება შეიძინოს სასოფლო სამეურნეო მიწა. ამასთანავე ევროკავშირის რეზიდენტ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება აგროსფეროში ან აგრო სპეციალობის 4 წლიანი საუნივერსიტეტო ხარისხი. ყველა მიწის შესყიდვა უნდა დამტკიცდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ. ადგილობრივ ფერმერებს და ახალგაზრდებს მიწის შეძენის დროს ენიჭებათ უპირატესობა არაუნგრეთის მოქალაქეებთან შედარებით. ამასთანავე, არსებობს გრძელვადიანი იჯარა. (მაქს 20 წლიანი)

სლოვაკეთში - მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს (ბინადრობის ნებართვით) აქვთ უფლება შეისყიდონ ის მიწა, რომელსაც იყენებდნენ 3 წლის განმავლობაში.

ავსტრიაში - მიწის ყიდვის უფლება აქვს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, ავსტრიაში ცხოვრების ნებართვის მქონე პირებს და ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს. კონკრეტული ტიპის შეზღუდვები დამოკიდებულია ქონების ტიპზე(გააჩნია სასოფლოა თუ არა მიწა, შენობითაა თუ შენობის გარეშე, სად მდებარეობს) .

ესტონეთში - მხოლოდ ესტონეთის და ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ სასოფლო სამეურნეო მიწების შეძენა შეზღუდვის გარეშე. მაგრამ თუ მოცულობა აღემატება 10 ჰექტარს, მაშინ საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა.

როგორც ვხედავთ, მთავარი მოთხოვნა ამ ქვეყნებისთვის არის, მოქალაქეობა და ინვესტორის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უნდა მოხმარდეს ამ ქვეყნის განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ძირითად შემთხვევებში საკუთრების უფლების მინიჭების პროცესი არ არის რთული, და არ მოითხოვს მრავალდონიან ბიუროკრატიულ პროცედურებს, ქართული კანონპროექტისაგან განსხვავებით.

„ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება უცხოელი თანაინვესტორი. ეს არის საჭიროება და არა სურვილი. ჩვენს სოფლის მეურნეობას ფულის გარდა სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა. ჩვენთან ამის დეფიციტია. არ არსებობს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, ვერ გვეუბნებიან ასე თუ გააკეთე ამდენს მიიღებ, ისე თუ გააკეთე - იმდენს. სოფლის მეურნეობას გასავითარებლად სჭირდება ფული და ცოდნა . ჩვენ არც ერთი გვაქვს, არც მეორე. რა უნდა ვქნათ ესეთ სიტუაციაში? საიდან უნდა მოვიტანო ფული და ცოდნა? ამისთვის უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები. შედეგად, დასაქმდება მეტი ხალხი, გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, ქართული პროდუქცია გავა საზღვარგარეთ და ცოტას გავმდიდრდებით. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურაც. ჩვენთან რჩება ის ტრაქტორებიც და საირიგაციო სისტემა. ის უცხოელი ინვესტორი მხოლოდ მოგების დივიდენდის ნაწილს წაიღებს. ეს ისეთი საქმეა, სადაც მოგებას ბევრი წლის, 10 წლის მერე ნახავს და მაშინაც წაიღებს მხოლოდ ნაწილს. რადგან ისევ ბიზნესის წესია, სულ თუ წაიღებ მოგებას, მეორე წელს ვერ იმუშავებ. მაგალითად, 2 მილიონი თუ ნახა მოგება, წაიღებს მხოლოდ 200 ათასს. დანარჩენს ისევ აქ დატოვებს ბიზნესის გასავითარებლად. აი ესეთი ინვესტიციის წინაამღდეგი კი არა პირიქით, სანთლით უნდა ვეძებდეთ“ - განაცხადა eugeorgia.info სთან საუბრისას კოტე ვეკუამ, რომელიც ბოლო 7 წელია დასავლეთ საქართველოში კივის თხილის და ღვინის წარმოებით და ექსპორტითაა დაკავებული. ვეკუას ჰყავს გერმანელი მოწილე.

ეკონომისტის, ვენეციის უნივერსიტეტის სადოქტოროს კანდიდატის,  ირაკლი ყიფიანის აზრით,  ცვლილება საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ნეგატიურად აისახება. „ის არგუმენტი რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დიდი ინვესტიციები აქამდე არ შემოდიოდა და კანონპროექტის ეს ჩანაწერი დიდ ცვლილებას არ გამოიწვევს, არის სრული სისულელე. რადგან აქამდე თუ ინვესტიციები არ შემოდიოდა, მთავრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო არა დამატებით აკრძალვების დაწესება, არამედ პირიქით, მეტად მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად. საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უარი თქვა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 

წყაროები:

  1. კანონი  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.
  2. კანონპროექტი  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.
  3. http://www.lawyersestonia.com/purchase-a-property-in-estonia
  4. http://www.mic.iom.sk/en/social-issues/housing/265-property-ownership-in-slovakia.html
  5. https://www.export.gov/article?id=Hungary-Openness-to-Foreign-Investment
  6. http://baltic-lawfirm.eu/dk/service-news/buying-land-in-lithuania.html
  7. http://www.hdforest.com/News.10008.aspx?recordid10008=21
  8. https://tranio.com/traniopedia/tips/european_limitations_on_foreign_property_purchases/

 

 

 

ავტორი: სახოკია ეთერი

 

Read
17662
Send mail

Related stories aren't found


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner