banner
27 აგვისტო 2015 | 22:22 სოფლის მეურნეობა

სპეციალისტები სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ეწინააღმდეგებიან

სპეციალისტები სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ეწინააღმდეგებიან

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე იაფად შეიტანონ. ევროკავშირის ქვეყნებში  ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სავალუტო შემოსავლებს. რამდენად არის გამიზნული სოფლის მეურნეობის სფეროში დღევანდელი  პოლიტიკა  ევროპის ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი, სტაბილური ხარისხის და მოცულობის პროდუქციის მისაწოდებლად? ამის გარკვევას www.eugeorgia.info შეეცადა.   

გასულ წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, ამის მუხედავად 2014 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შემცირდა და 9.2 პროცენტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2014 წელს სოფლის მეურნეობაში 3,4 მილიარდი (3 378 100 000) ლარის პროდუქტი და მოსახურება შეიქმნა, რაც 2013 წლის ანალოგურ მაჩვენებელს 168 მილიონი (168 100 000) ლარით აღემატება. სოფლის მეურნეობის გარდა მშპ მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობისა და სხვა დარგებში გამომუშავებული თანხით ფორმირდება. გასულ წელს 0.6 %-ით  მშენებლობის(7.3%)  და 0.1%-ით  ვაჭრობის(17.4%)  დარგები გაიზარდა. არაფერი შეცვლილა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაში(10.5%) . ამის პარალელურად 0.2%-ით მრეწველობისა(17.1%) და 0.3%-ით სხვა დანარჩენი(38.5%) სექტორების გამომუშავება გაუარესდა. მარტივი დათვლებით ჩანს, რომ სხვა დარგების სოფლის მეურნეობაზე მეტად განვითარებამ, ლოგიკურად სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში  გაზრდის ნაცვლად შეამცირა.

„მთავარი ინდიკატორი ჩემთვის წარმოების ზრდის დინამიკაა. გამოშვების გარდა საინტერესოა დამატებითი ღირებულებაც. წინა წელთან შედარებით დამატებითი ღირებულება დაახლოებით 9.6 პროცენტით გაიზარდა. ასევე დიამიკაში ჩანს თუ როგორ იზრდება გამოშვება, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი.  ტურიზმი ან საამშენებლო ბიზნესი შესაძლოა ისე განვითარდეს, რომ მისი ზრდის ტემპი და ღირებულება უფრო მეტი იყოს. ამიტომ ეკონომიკა  სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ და არა ისე, რომ რაღაც ციფრი შემცირდა მთლიან შიდა პროდუქტში“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე www.eugeorgia.info-სთან ინტერვიუში.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების საგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, შპს მექანიზატორი, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს მელიორაცია - ეს ის უწყებებია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტორს დაქვემდებარებაშია და რომელთა დახმარებითაც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ხორციელდება.

აგროსექტორის მხარდაჭერის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე პროექტს ახორციელებს: ესენია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა; ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების განვითარების პროექტი; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა; ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევა ბრუცელოზზე; ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი; კვების პროდუქტების, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება და რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია; მევენახეობის უწყებრივი კადასტრის აგება; სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევების წარმოება; მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენების პროგრამა- „დანერგე მომავალი“; „აწარმოე საქართველოში“; აგროდაზღვევა; გადამამაუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი; მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი; სამრეწველო მანდარინის და ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობს პროგრამა

ქართველი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამინისტრო მესამე წელია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში 27 ათასზე მეტი კრედიტი გაიცა. ჯამში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტებით დაფინანსებულია 136 ახალი საწარმო. მათ შორის 121 ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის და 4 ახალი საწარმო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა, გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში კი 11 საწარმო შეიქმნა. 

ნოდარ კერესელიძის განცხადებით მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობაში გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ფული ჩაიდება:  „სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი ლარია. ბიუჯეტის გარდა მთლიანი აგრო-სასურსათო პორთველი  2014 წელს 850 მილინი ლარი იყო. ეს არის თანხა, რომელიც აგრო კრედიტების სახით გაიცა, მათ შორის  რა თქმა უნდა კერძო საბანკო სექტორიდან და ასევე იმ დახმარების პროექტების ფარგლებში, რასაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. რომ შევადაროთ 2012 წელს, იმ დროისთვის აგრო-სასურსათო საკრედიტო პორთველი თუ არ ვცდები დაახლოებით 50 მილიონ ლარს არ ცდებოდა. მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო მეტი დაიხარჯება“.

ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტის, ეკონომისტ გია ჯანდიერის აზრით, სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიდგომა მთავრობის მხრიდან უშედეგო სოციალური პროექტია და ეკონომიკური თავლსაზრისით ეფექტს ვერ მოიტანს: „ზოგადად სუბსიდირება და სახელმწიფოს მხრიდან ასეთ პროექტებში მონაწილეობა არასწორია რამდენიმე თვალსაზრისით: პირველ რიგში ქვეყანა ძალიან ღარიბია და მას არ შეუძლია ამდენი თავისუფალი რესურსი გააჩინოს. მეორე - სოფლის მეურნეობის დასახმარებლად სახელმწიფო სხვა სექტორში შეგროვებულ გადასახადებს იყენებს. ერთი მეწარმის წელში გაწყვეტის ხარჯზე კი მეორეს დახმარება სწორი არ არის. წარმატებულ მეწარმეს, რომელსაც ფული გამოვართვით გადასახადების სახით, მას ხომ სახელმწიფომ შეუზღუდა საშუალება რომ გაიზარდოს და მეტი ადამიანი დაასაქმოს და მესამე- ასეთი მოქმედება გამრყვნელია და მსგავსი პროგრამების შეჩერება შეუძლებელია. სინამდვილეში მთავრობამ, რომელიც სოფლის მეურნების სუბსიდირებას ახორციელბს, კარგად იცის, რომ ეს არის რეალურად დროებითი სოციალური პროექტი და არავითარ შემთხვევაში აგრარული სფეროს გაუმჯობესებაზე ზრუნვა“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლა ISET-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დახმარების მოლოდინში ფერმერები დამოუკიდებლად განვითარებაზე აღარ იზრუნებენ: „უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუბსიდიებს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს. მიჩვევა იცის და მოტივაციას უკარგავს ფერმერს, რომ უფრო მეტად იფიქროს განვითარებაზე. ჩვენ რომ შვეიცარია ან ავსტრია ვიყოთ, მუდმივი სუბსიდირება შესაძლოა მისაღები ყოფილიყო. თუმცა საქართველოს ბიუჯეტისათვის ზოგიერთი დარგის ასე მუდმივად სუბსიდირება შეუძლებელია“.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების შანსი წარმოებაში თანამედრო ტექნოლოგიების დანერგა და ინვესტორების მოზიდვაა. თუმცა, ცომაიას აზრით, მთავრობა არათანმიმდევრული პოლიტიკით ინვესტორებს ბარიერს უქმნის: „სოფლის მეურნეობას, რომ რამე ეშველოს, საჭიროა ინვესტიციები და მძლავრი ფერმერული მეურნეობების განვითარება. თუმცა ინვესტიციების თვალსაზრისითაც არამიმზიდველია სოფლის მეურნეობა საქართველოში, რადგან უცხოური ინვესტორებისთვის არ არის გახსნილი სოფლის მეურნეობა. ამის მაგალითად შეგვიძია გავიხსენოთ უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. თუ მაინცდამაინც საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ იდეაფიქსი აწუხებს, მაშინ ჯობია, რომ მაქსიმალურად გზა გაუხსნას ინვესტორებს. ამას გარდა მთავრობამ ფერმერული მეურნეობის განვითარების და წარმოების პროცესში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზაცია უნდა უზრუნველყოს. დღესდღეობით  რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, ეს წყალში ფული გადაყრაა. სუბსიდირება  თავისუფალ ბაზარზე ძალადობა და რესურსების არასწორი ხარჯვაა.

ეკონომისტი გია ჯანდიერი მშპ-ში სოფლის მეურენეობის წილის 9.2 პროცენტამდე შემცირებაში პრობლემას ვერ ხედავს.  მისი აზრით,  პრობლემას სოფლად დასაქმებულთა დიდი რაოდენობა წარმოადგენს, რომელსაც  ქვეყნის ეკონომიკაში მიმნიმალური როლი აქვს: „მშპ-ში გასულ წელს სოფლის მეურნების წილი შემცირდა 9.2 პროცენტამდე, თუმცა ეს ციფრიც ძალიან მაღალია. ყველაზე წარმატებულ აგრარულ ქვეყნებში ეს ციფრი არასოდეს არ აღემატება 3-4 პროცენტს, ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში კი 1 პროცენტს არ აღემატება. ამიტომ სოფლის მეურნეობაში ფულის გადასროლა ნიშნავს იმას, რომ არანაირი წარმატება არ იქნება, სამაგიეროდ იმ წარმატებულ სფეროებს, რომელსაც ეს ფული აგროსექტორის სუბსიდირებისთვის გამოვართვით, იმათ ფაქტობრივად მივუსაჯეთ, რომ მათი წარმატებაც საეჭვო გახდეს. აგრარულ სექტორს უახლოეს ხანებში, ჩემი აზრით, ვერაფერი ვერ გააუმჯობესებს თუ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირდებ იმ დონემდე, როგორც არის წარმატებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი. მაქსიმუმ 5 პროცენტზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ხალხი უნდა წავიდეს ქალაქში და გამოიძებნოს სხვა სამუშაო ადგილები“.

რატი კოჭლამაზაშვილის აზრით, სოფლიდან  მოსახლეობა შესაძლოა შორს არც წავიდეს და რეგიონულ ქალაქებში გადამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმდეს. ეს ეკონომიკისთვის აუცილებელი დამატებითი ღირებულების შექმნის გარანტიაც იქნება და შედარებით დიდი სოფლებს, ქალაქური ტიპის მოწესრიგებულ დასახლებებად გადაქცევის შანს მისცემს:  „თუ სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა მოსახლეობის 5%-ზე მეტი არ იქნება, შეიძლება იდეალური იყოს, თუმცა ეს მოკლევადიან პერიოდში რთული წარმოსადგენია.  მთავარი კითხვა არის, თუ სად დასაქმდეს სოფლიდან წამოსული ხალხი.  რეგიონებში მცირე მრეწველობის განვითარება უნდა მოხდეს, სადაც ხალხი თუნდაც სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში კი არ იქნება ჩართული, არამედ გადამუშავებაში, უფრო მეტი დამატებითი ღირებულების შექმნაში, საბოლოო პროდუქციის დამზადებაში. რეგიონული ქალაქები უნდა განვითარდეს, ხოლო  შედარებით დიდი სოფლები გადაკეთდეს ქალაქებად, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდება, გაიხსნება პოლიციის ოფისები, ბანკის ფილიალები და ა.შ.“.

საქსტატის 2015 წლის მონაცემებით სოფლად საქრთველოს მოსახლეობის 42,6 პროცენტი ცხოვრობს. სოფელში ყველაზე მეტი ადამიანი 2001 წელს ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 48,2 პროცენტს შეადგენდა. 14 წლის განმავლობაში სოფლად მაცხოვრებელთა რაოდენობა 5,6 პროცენტით შემცირდა. გამოდის რომ წელიწადში საშუალოდ სოფელს 0,4 პროცენტი ტოვებდა. კლების ამ ტემპით საქართველოს სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა რომ მსოფლიო პრაქტიკას (5%) გაუთანაბრდეს, მიგრაციას საშუალოდ 94 წელი დასჭირდება.

 

ზურაბ მოდებაძე

წაკითხულია
9015
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

მითი თითქოს ევროკავშირმა დაანგრია საქართვეელოს სოფლის მეურნეობა უსაფუძვლოა

მითი თითქოს ევროკავშირმა დაანგრია საქართვეელოს სოფლის მეურნეობა უსაფუძვლოა

მითები თითქოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართული სოფლის განადგურებას გამოიწვევს, საფუძველს მოკლებულია. რეალურად ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლად დასაქმების გაუმჯობესებას, ფერმერული მეურნეობების წახალისებას, ხარისხი

19 აგვისტო 2015 | 17:07 სოფლის მეურნეობა ვრცლად
წარმატებულ ფერმერს განვითარების საშუალებას  ბიუროკრატები არ აძლევენ

წარმატებულ ფერმერს განვითარების საშუალებას ბიუროკრატები არ აძლევენ

ქართველი მეწარმის დარეჯან კანთელაძის ოცნება, რომ გააფართოოს და გაუმჯობესებული რძის პროდუქტების წარმოება ააწყოს, ჯერჯერეობით ისევ ოცნებად რჩება. კანთელაძე ბიზნესის განვითარებას გეგმას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლებასთან ცხრათვიან მოლაპარაკებებშ

16 ივნისი 2015 | 14:04 ბიზნესი ვრცლად
მარტივი უნარჩვევები ფერმერებისთვის - შენახვა, შეფუთვა, ტრანსპორტირება

მარტივი უნარჩვევები ფერმერებისთვის - შენახვა, შეფუთვა, ტრანსპორტირება

მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიმცირისა, ისრაელმა შეძლო და მსოფლიოს აჩვენა, რომ სწორად ორგანიზებისა და შრომისმოყვარეობით სანიმუშო სოფლის მეურნეობის წარმოების აწყობა უდაბნოშიც კი შესაძლებელია.

11 მაისი 2015 | 18:58 სოფლის მეურნეობა ვრცლად
 თანამედროვე ცოდნის მიღება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთადერთი გამოსავალია

თანამედროვე ცოდნის მიღება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთადერთი გამოსავალია

როგორი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურა და როგორ უნდა იყოს მასში ფუნქციები გადანაწილებული ისე, რომ კონკრეტულ დარგს თუ მიმართულებას ეფექტიანი მენეჯემნტი ჰქონდეს. eugeorgia.info დარგის რამდენიმე ექსპერტს ესაუბრა. ინფორაცია, რომელიც მათ გაგვ

02 მაისი 2015 | 22:04 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner