banner
02 თებერვალი 2016 | 15:03 ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის “შავი ხვრელები”

საყოველთაო ჯანდაცვის “შავი ხვრელები”

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, „ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ამ პროგრამას ახსენებენ მაშინაც, როცა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წარმატებულობის ხაზგასმა სურთ. ასევე, არაერთხელ გაჟღერებულა მოსაზრება, რომ ამ პროგრამაზე დახარჯული სოლიდური თანხა ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს, თუმცა, სფეროს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემა არა დახარჯულ თანხაში, არამედ ხარჯვის ეფექტურობასა და იმ ფინასურ თუ, სერვისის ხვრელებშია, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო იჩინა თავი.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაკლოვანებებზე საუბრისას ასახელებენ, ამ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის არაფექტური ხარჯვაა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად მომგებიანი - საყოველთაობის პრინციპი პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის გაჭირვებული ფენის მდგომარეობას აუარესებს. ამასთნავე, ერთი გადამხდელით დაფინანსების არაკონკურენტული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხარჯების შეკავებას; ჯანდაცვის საერთო დანახარჯში სახელმწიფოს ხარჯი კი არც ისე დიდია.

ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პროგრამა უფრო მეტად საჭიროებაზე ორიენტირებული უნდა გახდეს, ხარჯების ოპტიმიზაცია მოხერხდეს და მეტად იყოს გამოყენებული საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელები.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება პროგრამის ამოქმედებიდან - 2013 წლიდან განუხრლად იზრდებოდა. 2016 წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით 570 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, რამდენადაა საკმარისი აღნიშნული თანხა პროგრამის მიზნების უზრუნველსაყოგად, სწორედ ეს არის სამსჯელო საკითხი.

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა აღნიშნავს, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების ზრდის მიუხედავად, საქართველო ამ კუთხით ჯერ ისევ ჩამორჩება არამარტო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მაჩვენებლებსაც.

თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიან სახელმწიფო დანახარჯებში 15 %-ს მაინც უნდა შეადგენდეს. საქართველოში კი, ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში საკმაოდ დაბალია და 6.9%-ს შეადგენს. აღნიშნული თითქმის ორჯერ მცირეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ მაჩვენებელთან შედარებით და დაბალია ისეთ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორებიცაა: სომხეთი (7.9%), ყაზახეთი (10.9%), უკრაინა (12.2%), ყირგიზეთი (13.2%), ბელორუსი (13.5%).

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების 40%-ზე მეტს უნდა შეადგენდეს. ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი 40%-ზე ნაკლებია, ჯანდაცვის სექტორში მდგარი პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს შეზღუდული პასუხისმგებლობა გააჩნია. საქართველოში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები 29.8%-ს შეადგენს, შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსების წილი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გათვალისწინებულ ზღვარს და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიცაა: სომხეთი (41.7%), ყაზახეთი (53.1%), უკრაინა (54.5%), ყირგიზეთი (59%).

„ყოველივე ზემოაღნიშნული მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან წილს, დაახლოებით 65-70%-ს, მოსახლეობის მიერ გაღებული კერძო დანახარჯები შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ჯანდაცვა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად არ ითვლება. ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში კერძო დანახარჯების ასეთი მაღალი წილის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზეა და ისეთ ქვეყნებს შორის დგას, როგორებიცაა სუდანი (75.8%), იემენი (74%), ავღანეთი (73.8%), აზერბაიჯანი (71.1%), ნიგერია (69.3%), ვენესუელა (65.8%). შედეგად, საქართველოში ბევრი ოჯახი იძულებულია უარი თქვას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე, რადგან მათ არ შეუძლიათ ამ მომსახურების საფასურის ანაზღაურება“, - აცხადებს თენგიზ ვერულავა.

eugeorgia.info-ს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის საერთო დანახარჯები 2012 წელს - 2 200 000 000 ლარს შეადგენდა (სახელმწიფო დანახარჯის წილი - 476 მლნ. 22%), 2013 წელს - 1 973 000 000 ლარი (სახელმწიფო დანახარჯის წილი - 570 მლნ. 28%), 2014 წელს კი - 2 100 000 000 ლარი (სახელმწიფო დანახარჯის წილი - 693 მლნ. 33%).

ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში სახელმწიფოს წილის მოცულობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო დანახარჯის მნიშვნელოვნად გაზრდის მიუხედავად, ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში სახელმწიფოს წილი მხოლოდ უმნიშვნელოდაა გაზრდილი, რაც პირდაპირ მიუთითებს სისტემის არახარჯთეფექტურობაზე - „მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ფული იხარჯება, სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ“.

 

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მართვა

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მართვასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება არსებობს. ჯანდაცვის სამინისტორს ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებამდე, ქვეყნის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის სადაზღვევო კომპანიების შუამავლობა.

უწყების ცნობით, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით (სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაგროვილი დავალიანებები, ბენეფიციარების უკმაყოფილება სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით, ადმინისტრირება და ა.შ) მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უნივერსალური მოცვა, სადაზღვევო კომპანიების შუამავლობის გარეშე, სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით განხორციელდებოდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ფაქტი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს სახელმწიფო პირდაპირი გადახდის წესით ფარავს, ამ თანხების კონტროლის მექანიზმების არარსებობას იწვევს.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გადაუდებელი ამბულატორიის შემთხვევათა რაოდენობაარანორმალურადაა გაზრდილი, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემაში არსებობს ხვრელი - საავადმყოფოები სახელმწიფოსგან მეტ დაფინანსებას იღებენ და არავინ აკონტროლებს - რეალურები არიან ეს პაციენტები თუ არა, რა ტიპის მკურნალობა ჩაუტარდათ, დანიშნულება პროტოკოლის მიხედვით იყო გაწერილი, თუ საავადმყოფო ზედმეტი ჩარევით ცდილობდა მეტი ფულის მიღებას.

eugeorgia.info-ს  მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, 2013 წელს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება - 109 787 ადამიანმა მიიღო, (54 349 974 ლარი), 2014 წელს - 386 964 ადამიანმა (247 145 534 ლარი), ხოლო 2015 წელს კი - 444 708 ადამინმა (294 102 576 ლარი).

„რეალურად, არ არსებობს ადეკვატური რეგულირების მექანიზმები. ერთი მხრივ, გვაქვს არაეფექტური ხარჯვა, მეორე მხრივ კი, იმას, რასაც ვხარჯავთ, შეძლებულს უფრო ადგება, ვიდრე ღარიბს, არადა, პირიქით უნდა იყოს. იმისთვის, რომ ჯანდაცვის ხარჯები ხარჯთეფექტური იყოს, მსოფლიოში აპრობირებული საუკეთესო მექანიზმი სადაზღვევო მედიცინის მოდელია. როდესაც სახელმწიფო აფინანსებს ჯანდაცვის სექტორს, სასურველია ეს სადაზღვევო კომპანიების გავლით მოხდეს და არა საავდმყოფოებისთვის პირდაპირი გადახდის წესით. ამ შემთხვევაში ეს არა მხოლოდ ხარჯთეფექტური ხარჯვაა, არამედ ამით ხელს ვუწყობთ სადაზღვევო მედიცინის განვითარებას, რომელიც დღეს საქართველოში სტაგნაციურ მდგომარეობაშია“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ზედამხედველობას: მონიტორინგსა და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, ხოლო რევიზიას - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

მონიტორინგის განხორციელებისას, მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება ხდება.

კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას);

ბ) გაწეული სამედიცინო მოსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან.

რევიზია მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას ითვალისწინებს. ის წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ.

„კურაციოს“ საერთაშორისო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი, კაკი ზოიძე, განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობის შეფასებისას საუბარია უტილიზაციის (სერვისების მოხმარების) მართვაზე. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ სადაზღვეო კომპანიები უზრუნველყოფდნენ იმას, რომ სამედიცინო სერვისის პროვაიდერები, ანუ სამედიცინო დაწესებულებები ზედმეტად „შემოქმედებითად“ არ მისდგომოდნენ ხარჯვას და ამ ანგარიშების წარდგენას სახელმწიფო გადამხდელისთვის. ამ სისტემას თავისი პლუსი ჰქონდა, გარკვეული მოგება მოიტანა იმით, რომ სადაზღვეო კომპანიები უტილიზაციის მართვას ახერხებდნენ, რაც ნორმალური და მიღებული პრაქტიკაა ყველგან, სადაც გადამხდელი სახელმწიფოა; თუმცა, გადამხდელის მოტყუებაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, აშშ-ში, გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალური სამსახური ყოველწლიურად შედის სამედიცინო დაწესებულებში და დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარი ამოაქვს.

„გუშინდელი სადაზღვევო სააგენტოები დღეს საავადმყოფოებად იქცნენ. სახელმწიფოსთან, როგორც სამედიცინო სერვისის შემსყიდველთან შედარებით მათ დიდი ინფორმაციული უპირატესობა აქვთ. წარსულში ამ სადაზღვევო კომპანიების ინტერესი კლინიკებისთვის ნაკლები თანხის გადახდა იყო. დღეს კი, როდესაც ეს სადაზღვევოები საავადმყოფოებად გვევლინებიან, ცდილობენ სახელმწიფოს თანხა მაქსიმალურად გამოსტყუონ. ამის ნათელი მაგალითია 3 წლის განმავლობაში საოცრად გაზრდილი მწვავე შემთხვევები. ეს გაურგენტულებას ჰგავს, ე.წ. აფკოდინგს, როდესაც მეტი თანხის მისაღებად პაციენტის მდგომარეობას ხელოვნურად ამწვავებ. ასეთი ტენდენციის აღმოსაფხვრელად კონტროლის კარგი სისტემა უნდა არსებობდეს“, - ამბობს კაკი ზოიძე.

მისივე თქმით, ბიუჯეტის სიმცირის მიუხედავად, ყველაზე დიდი პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის მაქსიმალურად ეფექტურად ხარჯვა უნდა იყოს. მონიტორინგის კუთხით კი დღეს სერიოზული პრობლემები არსებობს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწდებული ანგარიშებს გადახედვა მიმდინარებს - რათა შეამოწმონ, რამდენად დასაბუთებულადაა მოთხოვნილი თანხა, ხომ არ ხდება დიაგნოზის გაყალბება, გამწვავება და ა.შ.

„არ მგონია, რომ ეს სამუშაო რეალურად სრულდებოდეს, იმიტომ რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს არც ამის შესაძლებლობა აქვს და არც შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები ჰყავს. აქ ჩნდება ალტერნატივა - დღეს ღირს, რომ რაღაც თანხა დახარჯო და ე.წ. Third Party (მესამე მხარე) ადმინისტრატორი ჩართო პროცესში, მენეჯერი, რომელიც შუამავალი იქნება სახელმწიფოსა და პროვაიდერებს შორის და უტილიზაციას მართავს. ასეთი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში გვხვდება. სახელმწიფოს შეუძლია, თუნდაც, უცხოური კომპანია მოიწვიოს, ფიქსირებულ თანხაზე შეუთანხმდეს მას მიანდოს უტილიზაციის მართვა. ამ შემთხვევაში პროცესს მაღალანაზღაურებადი კადრები გააკონტროლებენ, რომელთა ინტერესი (სადაზღვეოებისგან განსხვავებით) მხოლოდ და მხოლოდ უტილიზაციის მართვა იქნება და მათ გადაბირებას ვერც ფარმაცევტული და ვერც სადაზღვევო კომპანიები ვერ მოახერხებენ“, - ამბობს ზოიძე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მესამე - შუამავალი რგოლის დამატების ვერც საჭიროებას და ვერც შესაძლებლობას ხედავს „კონსალტინგისა და IT ინოვაციების“ დირექტორი ალექსანდრე ტურძილაძე. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ მართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე წინა მოდელი, რომელშიც მომგებიანი სადაზღვევო კომპანიები მონაწილეობდნენ.

„ცნობილი ფაქტია, რომ სადაზღვეო კომპანიებს სოლიდური მოგება ჰქონდათ, ხოლო დღეს, ადმინისტრირების ეს ხარჯი, შუალედური რგოლის - სადაზღვევო კომპანიის ნაცვლად, სამედიცინო მომსახურების ცენტრებამდე მიდის. მართალია ფული იხარჯება და შესაძლოა უფრო მეტიც, ვიდრე წლების წინ, თუმცა რეალური სურათის დასანახად შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ - ბევრად მეტი მოქალაქე იღებს სამედიცინო მომსახურებას. დღეს პროცესების სოციალური მომსახურების სააგენტო აკონტროლებს. მათ ადმინისტრირების ძლიერი ინსტრუმენტები გააჩნიათ. სააგენტოს ნებისმიერი ფაქტის გადამოწმების საშუალება აქვს და სამედიცინო თვალსაზრისით ყველა საეჭვო შემთხვევას რეგულირების სააგენტოს უგზავნის რეაგირებისთვის“, - აღნიშნავს ალექსანდრე ტურძილაძე.

ზურაბ ჭიაბერაშვილისა და კაკი ზოიძის მსგავსად, ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების აუცილებლობაზე საუბრობს თენგიზ ვერულავაც. ექსპერტის აზრით, ჯანდაცვაზე დანახარჯების შეკავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემაა. ამ სისტემაში სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების მართვას ახორციელებს არა ერთი ორგანიზაცია მაგ., სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდი, ან სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოში, არამედ მრავალი გადამხდელი სუბიექტი (სადაზღვევო კომპანიები).

„მრავალი გადამხდელით დაფინანსების სისტემაში სადაზღვევო ფონდებს შორის კონკურენციას განაპირობებს სადაზღვევო პრემიები, პაკეტები, შემოთავაზებული მკურნალობის ხარისხი, აგრეთვე დაზღვევის დამატებითი პაკეტისათვის გათვალისწინებული პრემიები და სარგებლები. კომპანიებს შორის კონკურენცია ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას. დასავლეთ ევროპის სოციალური დაზღვევის სისტემის ზოგიერთმა ქვეყანამ (გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, შვეიცარია, ირლანდია, ისრაელი) კარგა ხანია უარყო ერთი გადამხდელით დაფინანსების არაკონკურენტული სისტემა. დღევანდელი, თანამედროვე მსოფლიოს სოციალური დაზღვევის სისტემის ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება, რომ უფრო ეფექტურია მრავალი გადამხდელი სისტემის არსებობა, ანუ ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების მართვა უნდა განახორციელონ მრავალმა ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფმა სადაზღვევო კომპანიამ და არა ერთმა სახელმწიფო სადაზღვევო ფონდმა“, - განმარტავს მედიცინის აკადემიური დოქტორი.

საყოველთაობა, თუ მიზნობრიობა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებული კიდევ ერთი, ფუნდამენტური საკითხი პროგრამის საყოველთაობას უკავშირდება.

პროგრამის ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ უკიდურესად ღარიბ ჯგუფებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე მედიკამენტებს ეხება, ფინანსური დაცულობა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა - ეს ადამიანები კიდევ უფრო მოწყვლადები გახდნენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ერთნაირ პირობებს აწესებს ყველა მოქალაქისათვის, მიუხედავად იმისა, ადამიანის შემოსავალი 10 ლარია, თუ 1000. ისინი იდენტური პირობებით მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქმე ჯიბიდან გადახდაზე მიდგება, ღარიბი ადამიანი უფრო მოწყვლადი ხდება - „იმ ადამიანებს, რომელთაც შედარებით მცირეხარჯიანი სერვისების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან შეუძლიათ, სახელმწიფო იმ შემთხვევაში უნდა ეხმარებოდეს, თუკი მათ კატასტროფულად ეზრდებათ დანახარჯი“.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2015 წლის III კვარტლის მონაცემებით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულია 536 014 ადამიანი (წყარო: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური - http://insurance.gov.ge/). საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა და ასევე, დაზღვეული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ იყო ჩართული კერძო სადაზღვევო სქემებში სარგებლობს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“.

„კურაციოს“ საერთაშორისო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრის თქმით, ბუნებრივია, რომ პროგრამები, რომლებიც საყოველთაობას გულისხმობს, ყოველთვის უფრო პოპულარულია. კაკი ზოიძე თვლის, რომ ამ ტიპის პროგრამების მოსახლეობის ღარიბ ფენაზე ფოკუსირება უფრო სწორია, თუმცა ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რომელიმე მონაწილეს შეღავათი წაართვა - არარეალურია.

„საქართველოს შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეს არის ბაზისი და მისი განვითარება უნივერსალურობისკენ უნდა იყოს მიმართული. უნივერსალური ჯანდაცვა ეს არის პროცესი, რომელსაც ნელ-ნელა მივაღწევთ და ამ მხრივ სამი მიმართულებაა: სიღრმე, სიგანე და სიმაღლე. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ 1. მოსახლეობის მოცვა, ანუ მოსახლეობის ჯგუფების მოცვა, 2. გაზარდო თანაგადახდა - უფრო მაღალი პროცენტებით დააფინანსო ის სერვისები, რომელთაც ფარავს საყოველთაო ჯანდაცვა და 3. გაზარდო სერვისების რაოდენობა ანუ ჯანდაცვის სერვისების სპექტრი რომელსაც ფარავს სახელმწიფო“- განმარტავს კაკი ზოიძე.

მისივე თქმით, უნივერსალური ჯანდაცვისკენ სვლა სწორია და განცხადებები, რომ ეს ეკონომიკას დააქცევს, კარგი ინიციატივის დისკრედიტაციის მცდელობაა. თუმცა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხა არაეფექტურად იხარჯება და ხშირ შემთხვევაში არასაჭირო მიმართულებით იყრება, ესეც ამ კარგი ინიციატივის დისკრედიტაციის მცდელობაა.

დასასრულ, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ექსპერტთა უმეტესობა თვლის, რომ სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა აღმოჩნდნენ; ამის მიზეზი კი ის არის, რომ პროგრამის ამოქმედებისას ისინი კერძო დაზღვევის სისტემაში იყვნენ ჩართულნი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 28 თებერვლიდან 1 ივლისამდე მოქმედებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველიეტაპი, რაც გულისხმობდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ოჯახის/უბნის ექიმის მომსახურებას, ექიმისდანიშნულებით ლაბორატორიული კვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი) დაგადაუდებელი შემთხვევების მართვას როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ დონეზე. ეს მოიცავდა კრიტიკული მდგომარეობების და გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების 450-ზე მეტი ნოზოლოგიის მართვას.

ამავე წლის 1 ივლისიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი, რაც დამატებითგულისხმობდა პირველადი ჯანდაცვის გაფართოებულ მომსახურებას; გაფართოებულ გადაუდებელსტაციონარულ მომსახურებას; გეგმურ ქირურგიულ ოპერაციებს; ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას;მშობიარობას.

ზემოაღნიშნული მეორე, გაფართოებული, ეტაპის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პირები, რომლებიც 2013წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ ფიქსირდებოდნენ კერძო სადაზღვევო სქემებში, ხოლო ის პირები, რომლებიც1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით და შემდეგ ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდათსადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, უფლებამოსილნი არიან მიიღონ ე.წ. მინიმალურიპაკეტით განსაზღვრული მომსახურება, ანუ ის მომსახურება, რომელიც იფარებოდა პირველ ეტაპზე (1ივლისამდე) და დამატებით მშობიარობა/საკეისრო კვეთა.

 

 გიორგი ჭეიშვილი

წაკითხულია
11103
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

სადაზღვევო ბაზარი ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება

სადაზღვევო ბაზარი ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება

MTPL-ის (Motor Third Party Liability Insurance) - ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა წლის ბოლოსთვის სავალდებულო გახდება ყველა ტიპის სატრანზიტო ავტომობილებისათვის. ამ კანონპროექტის მიზანია, დააზღვიოს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრ

19 აპრილი 2017 | 16:44 ეკონომიკა ვრცლად
დეპოზიტების დაზღვევის შესახებ რეფორმის შეფასება და მსოფლიო გამოცდილება

დეპოზიტების დაზღვევის შესახებ რეფორმის შეფასება და მსოფლიო გამოცდილება

საქართველოს მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე დაიწყო მუშაობა. ამისთვის დღეს მართალია, კარგი ინსტიტუციური გარემოა, თუმცა მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაზღვევის სისტემას თან ახლავს ე.წ. “მორალური საფრთხეები”, რომელთა გაუვნებელყოფა მხოლოდ სწორი საზ

24 მარტი 2017 | 19:09 ეკონომიკა ვრცლად
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ

დაზღვევის შესახებ ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტის მაგივრად სადაზღვევო ინდუსტრია დააფინანსებს. გარდა ამისა, პარლამენტისთვის შეთავაზებული ახალი

02 ოქტომბერი 2014 | 16:51 ეკონომიკა ვრცლად
ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მომავალი წლიდან სავალდებულო იქნება

ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მომავალი წლიდან სავალდებულო იქნება

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხვისთვის მიყენებული ზიანის დაზღვევას ითვალისწინებს. თუ ასეთი დაზღვევის მქონე ადამიანი სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას ზიანს მიაყენებს, დაზარალებული ადამიანის

05 აგვისტო 2014 | 17:17 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner