banner
24 მარტი 2017 | 19:09 ეკონომიკა

დეპოზიტების დაზღვევის შესახებ რეფორმის შეფასება და მსოფლიო გამოცდილება

დეპოზიტების დაზღვევის შესახებ რეფორმის შეფასება და მსოფლიო გამოცდილება

 

საქართველოს მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე დაიწყო მუშაობა. ამისთვის დღეს მართალია, სტაბილური ფინანსური გარემოა, თუმცა მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაზღვევის სისტემას თან ახლავს ე.წ. “მორალური საფრთხეები”, რომელთა გაუვნებელყოფა მხოლოდ სწორი საზედამხედველო პოლიტიკითაა შესაძლებელი.

 

საქართველოს მთავრობა “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონს” პარლამენტში მიმდინარე თვეს წარადგენს. აღნიშნული კანონის შემოღება და დეპოზიტების დაზღვევის სქემის შემუშავება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილია. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების XV-A დანართში (ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები) აღნიშნულია “1994 წლის 30 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 94/19/EC დირექტივა დეპოზიტების საგარანტიო სქემების შესახებ”, რომელიც უნდა შესრულდეს შეთანხმებიდან ექვსი წლის ვადაში.  ამ დირექტივის ზოგადი მიზნებია:

  • დეპოზიტორთა სიმდიდრის დაცვა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ე.წ. საბანკო პანიკა (Bank run)[1];
  • ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა დეპოზიტორების ნდობის გაძლიერებითა და ეფექტური ზედამხედველობით;
  • შიდა ბაზრის უზრუნველყოფა, რაც ადგილობრივი ბანკების გაძლიერებას გულისხმობს;
  • ბანკების მიერ პირდაპირი ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა მთელს ევროკავშირში მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის დეპოზიტების დაზღვევის სქემა არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა, რასაც შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი პოზიტიური ეფექტი: 


  • საბანკო სექტორი იქნება უფრო სტაბილური და თავიდან იქნება აცილებული საბანკო კრიზისები;
  • გაიზრდება მოსახლეობის ნდობა ბანკების მიმართ;
  • მოქალაქეებს გაუჩნდებათ მეტი სტიმული, განათავსონ თავიანთი დანაზოგები ბანკებში, თუკი ექნებათ შესაბამისი გარანტიები;
  • გაზრდილი დანაზოგების მოცულობა შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს. ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ გაასესხონ „იაფად“  მიღებული დეპოზიტები შედარებით დაბალ პროცენტში, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ინვესტიციების ზრდას, რაც დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე;
  • ევროკავშირთან მიახლოებული სისტემის დანერგვა, აამაღლებს ბანკების სანდოობას საერთაშორისო დონეზე, რაც გაზრდის საერთაშორისო ოპერაციებს საბანკო სფეროში.

 ბუნებრივია აღნიშნული სისტემის შემოღება გარკვეულ რისკებს აჩენს, რომელზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. თუმცა, სწორმა საზედამხედველო პოლიტიკამ და   ეფექტიანმა ინსტიტუციურმა გარემომ შესაძლოა ეს რისკები თავიდან აგვარიდოს. ეფექტიან გარემოში კი პირველ რიგში იგულისხმება  საბანკო სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის მოქნილობა და სხვა ფინანსური ინსტიტუციების (მაგ. ფინანსთა სამინისტრო) ეფექტიანი ფუნქციონირება.

 

დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონის პროექტის მიმოხილვა

 

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა გათვალისწინებულია როგორც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით - საქართველო 2020, ისე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.

კანონპროექტი მიზნად ისახავს:

  • კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობას;
  • დანაზოგების წახალისებას;
  • ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას;
  • შიდა და გარე შოკების შემსუბუქებას.

 

ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო და დეპოზიტების დაზღვევის ფონდი, რომლის დაფინანსების წყარო იქნება:

  • პირველადი შენატანები (100 000 ლარი), რომელიც კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ
  • რეგულარული სადაზღვევო შენატანები, რომელიც ასევე კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ 
  • სპეციალური სადაზღვევო შენატანები, რომელიც ბანკებმა გარკვეულ შემთხვევებში უნდა უზრუნველყონ (როდესაც ფონდში არ არის საკმარისი რესურსი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ანუ როდესაც ბანკი ვერ უხდის კლიენტს მის მიერ მოთხოვნილ თანხას)
  • სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
  • სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების აქტივებიდან მიღებული თანხები, ანუ როდესაც ბანკი ვერ უხდის კლიენტს თანხას ფულადი ფორმით და ხდება მისი აქტივების გაყიდვა
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სხვა შემოსავლები.

 გარდა პირველადი შენატანისა, რეგულარული შენატანები უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად ლარში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 0,067% ხოლო უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის- 0,1%. მაგალითად, თუ რომელიმე ბანკის ლარში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობა არის 1მლნ ლარი, იგი მიმდინარე თვეს ფონდში შეიტანს 670 ლარს. აქვე საგულისხმოა, რომ ეს ხარჯები მსხვილი ბანკებისათვის უფრო დიდი მოცულობის იქნება ვიდრე შედარებით მცირე სეგმენტის მქონე ბანკებისათვის. დაზღვევას დაექვემდებარება 5 000 ლარამდე ფიზიკური პირების დეპოზიტები. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, დეპოზიტორების 90%-ს სწორედ 5 000 ლარამდე დეპოზიტი აქვს.

კანონპროექტის თანახმად ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, ფონდის რესურსების ინვესტირება შესაძლებელია მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, როგორებიცაა:

  1. საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები;
  2. საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტები.

ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიონ ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც შეადგენს დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს.

 

კვლევების ანალიზი (მსოფლიო პრაქტიკა)

 

დეპოზიტების დაზღვევის პირველი სისტემა აშშ-ში შეიქმნა. ამ სქემის დანერგვა დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდს უკავშირდება და მიზნად ისახავდა საბანკო კრიზისების პრევენციას. დეპოზიტების დაზღვევის არსი შემდგომში მდგომარეობს: თუ დეპოზიტორებს ეცოდინებათ, რომ სახელმწიფო აანაზღაურებს მათ დეპოზიტებს საბანკო ჩავარდნის დადგომისას, მაშინ ისინი არ შეეცდებიან შექმნან ე.წ. საბანკო პანიკა (Bank run). დეპოზიტების დაზღვევით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ საბანკო კრიზისები. თუმცა, როგორც ემპირიული კვლევები აჩვენებს, დეპოზიტების დაზღვევა ვერ იქნება მოქნილი ინსტრუმენტი სისტემური კრიზისებისგან თავდასაცავად.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრმა სულ უფრო მეტმა ქვეყანამ დაიწყო დეპოზიტების დაზღვევის სიტემის დანერგვა, რაც ძირითადად კრიზისების შემდგომ პერიოდს უკავშირდება.  1994 წლიდან კი დეპოზიტების დაზღვევა სტანდარტი გახდა ევროკავშირის ქვეყნებისათვის (94/19/EC დირექტივა).

დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებით, ძირითადად, შემდეგი პრობლემა იკვეთება: რადგანაც მომხმარებლები დაზღვეულები არიან, ისინი მცირედით ან საერთოდ არ ინტერესდებიან ბანკების საქმიანობით, თუ რამდენად რისკიანად აბანდებს ბანკი მათ ფულს. ეს პრობლემა ცნობილია „მორალური საფრთხის“[2] სახელით. ქვეყანაში, სადაც არ მოქმედებს დეპოზიტების დაზღვევა, დეპოზიტორს აქვს სტიმული დააკვირდეს მისი ბანკის ქცევას, რათა დარწმუნდეს, რომ ბანკს არ შეექმნება გადამხდელუუნარობის პრობლემა. ხოლო ქვეყნებში, სადაც დეპოზიტების დაზღვევა მოქმედებს, მომხმარებლისთვის არ არსებობს სტიმული დააკვირდეს მისი ბანკის ქცევას, რადგან ის გარანტირებულად მიიღებს თავის ფულს მიუხედავად იმ რისკისა, რაც შესაძლოა მისმა ბანკმა გაწიოს.

დეპოზიტორებისთვის გარანტიების უზრუნველყოფით დეპოზიტების დაზღვევას აქვს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტი. დადებითი მხრიდან რომ ვიმსჯელოთ, ეს საბანკო პანიკაში მონაწილეობის სტიმულებს ამცირებს, ხოლო უარყოფითი ეფექტი გამოიხატება იმით, რომ იგი გამორიცხავს დეპოზიტორების მხრიდან ბანკების მიერ აღებულ რისკებზე დაკვირვების საჭიროებას.

ჩვეულებრივ, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა მოსდევს მძიმე საბანკო კრიზისებს. ან როცა ინდუსტრიული გარემო არის არასტაბილური. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევის მიხედვით, რომელიც მოიცავს 60 ქვეყნის მონაცემებს, ჩანს, რომ აქედან 40 ქვეყანაში დაზღვევის სიტემა ამოქმედდა 1980 და 1990-იან წლებში, როდესაც ადგილი ჰქონდა საბანკო კრიზისებსა და არასტაბილურობას.

მსოფლიო მასშტაბით დეპოზიტების დაზღვევის სიტემა განსხვავდება მისი ტიპებისა და პირობების მიხედვით. ზოგიერთი სისტემა აზღვევს ყველა ტიპის დეპოზიტს, ზოგან დაზღვევას არ ექვემდებარება ბანკთაშორისი დეპოზიტები, ზოგან კი მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტებია დაზღვეული. ზოგიერთ ქვეყანაში სადაზღვევო დაფარვა (insurance coverage)[3] ლიმიტირებულია $10,000-ით თითოეული ანგარიშისთვის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ასეთი ზღვრები არ არსებობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სასურველია დეპოზიტების დაზღვევის დაფარვა განისაზღვროს ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი ან ორმაგი ოდენობით. დეპოზიტების დაზღვევის დაფარვის ზღვრები კავშირში უნდა იყოს შემოსავლების ან სიმდიდრის სხვადასხვა საზომებთან, იმისათვის, რომ დეპოზიტორები მუდმივად იყვნენ დაცული  ამ სისტემით.

დეპოზიტების დაზღვევის სქემა შესაძლოა იყოს როგორც ცხადი ისე არაცხადი. დეპოზიტების ცხადი დაზღვევა ექვემდებარება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებულ კანონს და იმართება ამ კანონის შესაბამისად, ხოლო არაცხადი სისტემის შემთხვევაში დეპოზიტების დაზღვევა არ არის გათვალისწინებული ფინანსური უსაფრთხოების მექანიზმებით და არ ექვემდებარება კანონს. ასეთი სერვისი შესაძლოა ადგილობრივმა კომერციულმა ბანკებმა თავად შესთავაზონ თავიანთ დეპოზიტორებს.

დემირგუჩ-კუნტმა და დეტრაგიაჩებმა (Demirgu.c-Kunt, Detragiacheb 2002) 61 ქვეყნის პანელური მონაცემების გამოყენებით შეაფასეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გავლენა საბანკო კრიზისების დადგომის ალბათობაზე. მონაცემები აღებულ იქნა 1980-1997 წლების პერიოდზე. კვლევამ აჩვენა, რომ იქ, სადაც საპროცენტო განაკვეთები დე-რეგულირებულია და სუსტი ინსტიტუციური გარემოა, ცხადი დეპოზოტების დაზღვევის სისტემა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს საბანკო სექტორის სტაბილურობისთვის. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც კარგად განვითარებული ინსტიტუციური გარემოა მორალური საფრთხის არსებობა მაქსიმალურად შეზღუდულია, ეფექტური პრუდენციული რეგულირება და საბანკო ზედამხედველობა აბათილებს იმ უარყოფით სტიმულებს, რასაც დეპოზიტების დაზღვევა აჩენს. კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ რაც უფრო მაღალია სადაზღვევო დაფარვა, დაზღვევის დადებითი ეფექტი საბანკო სექტორის სტაბილურობაზე იზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც მოქმედებს დეპოზიტების დაზღვევის ცხადი სისტემა წლიდან წლამდე იზრდება. 2013 წლის ბოლოსათვის 112 ქვეყანას უკვე ჰქონდა დანერგილი აღნიშნული სქემა. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა დიდი როლი ითამაშა ამ ტრენდის განვითარებაში. ევროკავშირის მიერ წარმართული ჰარმონიზაციის პროცესი იყო კიდევ ერთი წამყვანი ძალა, რომელმაც დაავალდებულა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაენერგათ დეპოზიტების დაზღვევის სქემა.

დეპოზიტების დაზღვევა განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 2013 წლის ბოლოსთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 84%-ში არსებობდა დეპოზიტების დაზღვევის ცხადი სისტემა. ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 32%-ია. ცხადი სქემების უმრავლესობა განცალკევებულია ცენტრალური ბანკების, საბანკო საზედამხედველო სააგენტოების ან ფინანსთა სამინისტროებისაგან. ამგვარი სქემების მხოლოდ 14% არის სამთავრობო ინსტიტუტების ზედამხედველობის ქვეშ. ეს რიცხვი ვარირებს შემოსავლის დონის ცვლილებასთან ერთად და შედარებით მაღალია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

კარაპელამ და დი ჯორჯიომ (Carapella, Di Giorgio, 2004) 55 ქვეყნის მონაცემების საფუძველზე გამოიკვლიეს დეპოზიტების დაზღვევის და სხვა ინსტიტუციური და ეკონომიკური ცვლადების გავლენა საბანკო საპროცენტო განაკვეთზე. მათ შეისწავლეს თუ რა გავლენას ახდენს დეპოზიტების დაზღვევა საბანკო სპრედზე (Net interest spread)[4]. მონაცემების ანალიზის საფუძველზე მათ გამოავლინეს, რომ ცხადი დეპოზიტების დაცვის სისტემის არსებობამ  მოსალოდნელია, რომ გაზარდოს საბანკო სპრედი (სხვაობა სასესხო და სადეპოზიტო განაკვეთებს შორის)  სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა, ეფექტი შეიძლება არ გამოვლინდეს დეპოზიტების მხრიდან როგორც ნავარაუდევი იყო, ვინაიდან დეპოზიტების დაცვა დეპოზიტებს უფრო უსაფრთხოს ხდის და, შესაბამისად, ამცირებს ბანკების მხრიდან გაცემულ სადეპოზიტო განაკვეთს. უმეტესწილად ეს გაზრდილი ეფექტი განპირობებულია საშუალო სასესხო განაკვეთის ზრდის ხარჯზე. ამ ეფექტის ინტერპრეტაციას ავტორები სწორედ მორალური საფრთხით ხსნიან: დეპოზიტების დაზღვევა ბანკებს აძლევს რისკიან სასესხო აქტივობებში ჩართვის სტიმულებს, რომლისთვისაც საშუალოზე მაღალი სასესხო განაკვეთი ფიქსირდება.

მათ ასევე გამოავლინეს, რომ ინსტიტუციონალური ხარისხის ინდიკატორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საბანკო საპროცენტო განაკვეთზე. ქვეყნებში სადაც ინსტიტუციების ხარისხი მაღალია შედარებით, დაბალია საბანკო სპრედი, რადგან სასესხო განაკვეთის შემცირება ჭარბობს სადეპოზიტო განაკვეთების შემცირებას.

 

ისლანდია და კვიპროსი (დაზღვევის სისტემის უუნარობა)

 

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ბუნებრივია ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს თავის მიზნებს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს იგი საუკეთესო გამოსავალია საბანკო ჩავარდნების შემთხვევაში, თუმცა, სისტემური კრიზისების დადგომისას, როგორიც იყო მაგალითად 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, აღნიშნული დაზღვევის სისტემა ვერ აგვარებს წარმოქმნილ პრობლემებს. სადეპოზიტო დაზღვევის სისტემის უუნარობა გამოვლინდა 2013 წელს, როდესაც ისლანდიასა და კვრიპროსს დიდი საბანკო კრიზისი დაუდგა. კვიპროსის უმსხვილესი ბანკები გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამ კრიზისების ანალიზი ცალკე კვლევის საგანია, თუმცა თვალი გადავავლოთ დეპოზიტების დაზღვევის სქემებს ისლანდიასა და კვიპროსში.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ისლანდიაში პირველად1985 წელს ამუშავდა. სქემის მიხედვით არსებობს განსხვავებული მიდგომები კომერციულ ბანკებისა და შემნახველი ბანკებისათვის, რომელიც კონტროლდებოდა სამეთვალყურეო სააგენტოს მიერ. სისტემის მიხედვით განსხვავებული სქემები მუშაობდა ასევე უცხოელი და ადგილობრივი დეპოზიტორებისთვის. შიდა საბანკო კრიზისის დროს 2013 წელს ქვეყანამ ვერ შეასრულა უცხოელი დეპოზიტორებისთვის დაზღვევის სისტემით აღებული ვალდებულებები.

2013 წელს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა კვიპროსისთვისაც უსარგებლო აღმოჩნდა. როდესაც კვიპროსის უმსხვილესი ბანკები კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, დეპოზიტორებს აღარ ჰქონდათ იმედი, რომ დეპოზიტების დაზღვევის სქემით მათი დანაკარგების ანაზღაურება მოხდებოდა და სწორედ ამ დროს დაიწყო საბანკო პანიკა, რისი პრევენციის მექანიზმადაც მოიაზრებოდა სწორედ დაზღვევის სისტემა. ეს იდეა უდევს საფუძვლად 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ ევროკავშირში სადაზღვევო ლიმიტების 20 ათასიდან 100 ათას ევრომდე გაზრდას.

 

***

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში. 113 ქვეყანაში უკვე მოქმედებს დეპოზიტების დაზღვევის ცხადი სისტემა, რომელთა შემოღება ძირითადად კრიზისების შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ბუნებრივია ჩვენ არც უნდა დაველოდოთ საბანკო კრიზისს და უნდა დავნერგოთ აღნიშნული სისტემა სწორედ სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში. უფრო მეტიც, ამის ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითაც გვაქვს. თუმცა, ამისათვის საკმარისი დრო გვაქვს და ეს დრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ყველა მხარის ინტერესების გასათვალისწინებლად. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით ამ სისტემის არსებობა მხოლოდ საბანკო ჩავარდნისას იცავს დეპოზიტორებს და მსხვილი სისტემური კრიზისების დადგომისას იგი უუნაროა. დეპოზიტების დაზღვევის სქემის ამოქმედების დადებით ეფექტებთან ერთად, მხედველობის არედან არ უნდა გამოგვრჩეს პროცესის თანმდევი უარყოფითი ეფექტები. არსებობს გარკვეული ვარაუდები, რომ დეპოზიტების დაზღვევა შექმნის მორალურ საფრთხეებს ბანკების მხრიდან, რაც გაზრდის სასესხო საპროცენტო განაკვეთს და შეამცირებს სადეპოზიტო განაკვეთს. თუმცა, როგორც კვლევებით დასტურდება აღნიშნული საფრთხეების განეიტრალება შესაძლებელია ძლიერი და სტაბილური ინსტიტუციებითა და სწორი საზედამხედველო პოლიტიკით. იმის შეფასება, თუ რა შედეგს მოგვიტანს აღნიშნული სისტემა, უკვე რეალურ მონაცემებზე დაყდნობით შემდგომ წლებში შეგვეძლება.

 

ქეთი მელქაძე (ISET-ის მაგისტრი)

 

 

[1] საბანკო პანიკას ადგილი აქვს მაშინ როდესაც ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ერთდროულად იწყებენ თავიანთი დეპოზიტების გამოთხოვას, ბანკის გადამხდელუუნარობის საფრთხიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოითხოვს თავის დეპოზიტს, დეფოლტის ალბათობა იზრდება და შესაძლოა საბანკო რეზერვები არ იყოს საკმარის ამ გამოთხოვილი დეპოზიტების დასაფარად

[2] მორალური საფრთხე არსებობს როცა დაზღვევის უზრუნველყოფა ცვლის იმ ადამიანების ქცევას, ვინც სარგებლობს დაზღვევით. მაგალითად, თუ თქვენ დააზღვიეთ თქვენი სახლი, შესაძლოა თქვენ იმაზე ნაკლებად იზრუნოთ მის უსაფრთხოების სისტემაზე ძარცვის ან ქურდობისგან თავდასაცავად, ვიდრე მოიქცეოდით იმ შემთხვევაში სახლი რომ დაზღვეული არ გქონდეთ.

[3] სადაზღვევო დაფარვა არის რისკის ან ვალდებულების მოცულობა, რომელიც ექვემდებარება დაფარვას სადაზღვევო სერვისების ფარგლებში. თანხის ის მოცულობა რაც დეპოზიტორს ფონდიდან აუნაზღაურდება საბანკო ჩავარდნის დადგომის შემთხვევაში

[4] წმინდა საპროცენტო სპრედი  წარმოადგენს სხვაობას სასესხო და სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთებს შორის ნომინალურ გამოხატულებაში

წაკითხულია
3987
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

სადაზღვევო ბაზარი ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება

სადაზღვევო ბაზარი ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება

MTPL-ის (Motor Third Party Liability Insurance) - ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა წლის ბოლოსთვის სავალდებულო გახდება ყველა ტიპის სატრანზიტო ავტომობილებისათვის. ამ კანონპროექტის მიზანია, დააზღვიოს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრ

19 აპრილი 2017 | 16:44 ეკონომიკა ვრცლად
შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის გავლენის მომოხილვა

შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის გავლენის მომოხილვა

ე.წ. „ფედერალური თავისუფალი ბაზრის კომიტეტის“ (Federal Open Market Committee) მორიგი შეკრების შემდეგ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა ფედერალური ფონდების განაკვთის (federal-funds rate) ზრდის შესახებ განცხადება გააკეთა.

15 დეკემბერი 2016 | 20:19 ეკონომიკა ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის “შავი ხვრელები”

საყოველთაო ჯანდაცვის “შავი ხვრელები”

eugeorgia.info-ს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, 2013 წელს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება - 109 787 ადამიანმა მიიღო, (54 349 974 ლარი), 2014 წელს - 386 964 ადამიანმა

02 თებერვალი 2016 | 15:03 ჯანდაცვა ვრცლად
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ

დაზღვევის შესახებ ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტის მაგივრად სადაზღვევო ინდუსტრია დააფინანსებს. გარდა ამისა, პარლამენტისთვის შეთავაზებული ახალი

02 ოქტომბერი 2014 | 16:51 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner