banner
19 აპრილი 2017 | 16:44 ეკონომიკა

სადაზღვევო ბაზარი ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება

სადაზღვევო ბაზარი ძირეული ცვლილებებისთვის ემზადება

რას გვავალდებულებს ასოცირების შეთანხმება

"მოქალაქეები რეალურად ვერ აფასებენ რისკებს, რის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ ან უბრალოდ არის აღქმა იმისა, რომ დაზღვევა ზედმეტი ხარჯია და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიები მაინც არ აუნაზღაურებენ ზარალს"

MTPL-ის (Motor Third Party Liability Insurance) - ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა წლის ბოლოსთვის სავალდებულო გახდება ყველა ტიპის სატრანზიტო ავტომობილებისათვის. ამ კანონპროექტის მიზანია, დააზღვიოს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება ზიანისგან, რომლიც შესაძლოა, მათ მიაყენოს სატრანზიტო ავტომობილის მძღოლმა.

 დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოში რეგისტრირებული ავტომფლობელებისთვისაც, რასაც ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. იმ ფონზე, რომ საქართველოში  დაზღვევა ზოგადად არ არის პოპულარული,  და ავტომფლობელთა მხოლოდ მცირე ნაწილს (5%-მდე) აქვს პასუხისმგებლობა დაზღვეული,  დაზღვევის “სავალდებულობა” ერთის მხრივ, სადაზღვევო ბაზარს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, ხოლო  მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეები უფრო დაცულები იქნებიან.

ასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC) დირექტივის შესრულებას. იგი  ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ კონცეფცია,  საქართველოში ადგილობრივი, შიდა ბაზრის განვითარების გათვალისწინებით  უნდა შემუშავდეს და  ასოცირების საბჭოს  წარედგინოს 2019 წელს. ასოცირების შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ  მეორე 2009/138/EC დირექტივის დებულებები, “სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ” ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში უნდა შესრულდეს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ eugeorgia.info-ს განუცხადა, რომ პირველ დირექტივაზე (2009/103/EC)  მუშაობა მიმდინარეობს ორი მიმართულებით. პირველ ეტაპზე MTPL (ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა) სავალდებულო გახდება სატრანზიტო ავტომფლობელებისთვის. პარალელურად   მუშავდება კანონპროექტი, რომლითაც MTPL სავალდებულო გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

 “ტრანზიტის მიმართულებით უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ეს ყველაფერი წარვადგინოთ კონსტიტუციის შესაბამისად და დავამტკიცოთ პარლამენტში” - ამბობს ჩვენთან საუბარში კოტე სულამანიძე. 

რაც შეეხება  ზემოთ ნახსენებ მეორე დირექტივას, რომელიც  Solvency II-ის სახელით არის ცნობილი, სულამანიძის განმარტებით Solvency I ( Solvency II-ის წინა დირექტივა, რომელიც ევროკავშირში მოქმედებდა 2016 წლის 1იანვრამდე)  უკვე დანერგილია და სადაზღვევო კომპანიები უკვე გადავიდნენ ახალ სტანდარტზე, ისინი ანგარიშსწორებასა და რეპორტინგს ახორციელებენ ამ დირექტივის შესაბამისად. 2016 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირი გადავიდა Solvency II-ზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში 2020 წელს უნდა აისახოს. მისი მთავარი მოთხოვნაა სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური რესურსები და მყარი გარანტიები. იგი ასევე ადგენს მართვისა და ზედამხედველობის წესებს. ამ დირექტივის მიხედვით სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვებათ ორი ტიპის კაპიტალი:

  • მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა (Minimum Capital Requirement): კაპიტალის ის მინიმალური ოდენობა, რომლის ქვემოთაც პოლისის მფლობელები დაუცველები იქნებიან  მაღალი რისკისგან.
  • გადახდისუნარიანობის კაპიტალის მოთხოვნები (Solvency Capital Requirement): კაპიტალის ის მოცულობა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს სჭირდებათ იმ შემთხვევებისთვის, როცა მნიშვნელოვან დანაკარგებს აქვს ადგილი.

 “სადაზღვევო კომპანიებმა უნდა შემოიტანონ ადეკვატური და გამჭირვალე მმართველობის სისტემა პასუხისმგებლობების ზუსტი განაწილებით. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული რესურსები იმისათვის, რომ უზრუნველყონ რისკების მართვა, კანონმდებლობასთან თავსებადობა და შიდა აუდიტი”- აღნიშნულია დირექტივაში.

ცხრილში მოცემულია მოთხოვნილი კაპიტალის მინიმალური ქვედა ზღვრები საქართველოსა და ევროკავშირში. როგორც ვხედავთ განსხვავება საკმაოდ დიდია.

მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა

საქართველო

ევროკავშირი

არასიცოცხლის დაზღვევა

2 000 000 ლარი

2 200 000 ევრო

სიცოცხლის დაზღვევა

2 200 000 ლარი

3 200 000 ევრო

გადაზღვევა

2 200 000 ლარი

3 200 00 ევრო


გასულ წელს მოხდა ცვლილება კანონში და ზღვრები 1,8 მლნ ლარიდან გაიზარდა 2,2 მლნ ლარამდე. კოტე სულამანიძის განმარტებით, მოთხოვნებიც გამკაცრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმალური კაპიტალის მოცულობა მთლიანად ნაღდი ფულით განისაზღვრა, მაშინ, როდესაც გასულ წელს ამ თანხის მხოლოდ 80% მოითხოვებოდა ნაღდი ფულის სახით. მისივე თქმით, მოსალოდნელია კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების კიდევ უფრო გამკაცრება იმისათვის, რომ სადაზღვევო ბაზარი იყოს უფრო სტაბილური:

“სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან ერთად სამომავლოდაც გაიზრდება მინიმალური კაპიტალის ზღვრები. როცა სავალდებულო დაზღვევაა ქვეყანაში თავისთავად კაპიტალის უფრო მაღალი მოთხოვნები უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი რესურსები”- აღნიშნა კოტე სულამანიძემ.

სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა

ამჟამად ბაზარზე 14 სადაზღვევო კომპანია ფუნქციონირებს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 18,86 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო მოზიდულმა პრემიამ - 393,04 მლნ ლარი, რომელიც 9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. დაზღვევის სახეობებიდან მოზიდული პრემიების მიხედვით ყველაზე დიდი წილი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის (44,61%). სადაზღვევო სექტორის განვითარების კვალდაკვალ, სახეზე გვაქვს პენეტრაციის დაბალი დონე, რაც ერთი მხრივ შესაძლოა აიხსნას როგორც შემოსავლების სიმცირით, ისე დაბალი სადაზღვევო კულტურით. მოსახლეობის შემოსავლები ქვეყანაში საკმაოდ დაბალია და ხალხს არ აქვს შესაძლებლობა გაწიოს დამატებითი ხარჯი დაზღვევაზე. მოქალაქეები რეალურად ვერ აფასებენ რისკებს, რის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ ან უბრალოდ არის აღქმა იმისა, რომ დაზღვევა ზედმეტი ხარჯია და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიები მაინც არ აუნაზღაურებენ ზარალს.

საქართველოში სადაზღვევო სექტორის წილი (insurance penetration rate), რაც გამოიხატება მთლიანი სადაზღვევო პრემიის ფარდობით მთლიან შიდა პროდუქტთან, არის 1,16%, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 7-8%-ია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პენეტრაციის დონის ზრდა უკავშირდება სავალდებულო დაზღვევის შემოღებას, რომელიც წარმატებით განხორციელდა პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში. 2016 წლის მდგომარეობით სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის 14,6%, ხოლო ავტომფლობელთა მხოლოდ 4,3%-ს აქვს დაზღვეული საკუთარი ავტომობილი (51,551 ავტომობილი).

ევროპის დაზღვევისა და გადაზღვევის ფედერაციის (Insurance Europe) ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს დაზღვევის პენეტრაცია (მთლიანი პრემიის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან) საშუალოდ 7,4%-ია და ვარირებს 0,9%-სა (ლატვია) და11,4%-ს(ფინეთი) შორის. ამავე წელს ევროპაში დაზღვევაზე საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე 2010 ევრო დაიხარჯა (1993 ევრო - 2014 წელს), რომლიდანაც 1223 ევრო დაიხარჯა სიცოცხლის დაზღვევაზე, 574 ევრო არასიცოცხლის, ხოლო 207 ევრო ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 2016 წლის მონაცემებით დაზღვევაზე 105 ლარი დაიხარჯა, რომლის 45% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის (MTPL) დაზღვევაზე მოზიდული პრემია მთლიანი პრემიის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. და შესაბამისად MTPL-ის დაზღვევაზე დახარჯული თანხა ერთ სულ მოსახლეზე 2,5 ლარია მაშინ, როცა ევროკავშირში წელიწადში ამ ტიპის დაზღვევაში მოქალაქეები 221 ევროს იხდიან.

MTPL-ის დაზღვევის "სავალდებულობის" დასაბუთება

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა ე.წ. MTPL ავტოდაზღვევისგან (CASCO) თვისებრივად განსხვავდება.  MTPL აზღვევს იმ რისკებს, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ჯანმთელობის ან მისი ქონების დაზიანებით. ანუ მე თუ მყავს ავტომობილი და ჩემი ქმედებით ვაყენებ ზიანს სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას, პასუხისმგებელი ვარ ამ ზარალის ანაზღაურებაზე. დაზღვევის შემთხვევაში ჩემს მაგივრად ზარალს აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ლიმიტების შესაბამისად. (CASCO)კი სხვა ტიპის რისკებს აზღვევს: მაგალითად, თუ ჩემს ავტომობილს მიაყენეს დაზიანება, სადაზღვევო კომპანია ამინაზღაურებს ზარალს.

თუ ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკას დავაკვირდებით მივხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში. 2015 წელს 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7,3%-ით აღემატება, დაზარალებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო ამავე წელს - 9187 (7,6%-ით მეტი 2014 წლის მაჩვენებელზე). 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 602 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ასევე გაზრდილია 2014 წელთან შედარებით (511).

შსს-ს ინფორმაციით საქართველოს ავტოპარკი 2015 წელს 8,23%-ით გაიზარდა და 1,1 მილიონს გადააჭარბა. 2016 წელს კი საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1,2 მლნ-ზე მეტია, რომლის მხოლოდ 4,3%-ია დაზღვეული. MTPL-ის დაზღვევის "სავალდებულობა" იქნება ერთგვარი სოციალური ეფექტის მატარებელი, რადგან  მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ქონება იქნება დაცული. ამას გარდა, სავალდებულო დაზღვევის შემოღება ქმნის ახალ ბაზარს სადაზღვევო კომპანიებისთვის, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად  საქართველოში სადაზღვევო ბაზრის წილი არის ძალიან დაბალი (PENETRATION RATE) და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ წილებს, შესაბამისად, დაზღვევის სავალდებულობა გაზრდის ამ წილს, რაც გამოიწვევს უცხოური სადაზღვევო კომპანიების შემოსვლას ბაზარზე, რაც თავის მხრივ ინვესტიციების ზრდას გულისხმობს.

“თავისთავად ბაზარი უფრო სასურველი გახდება თუ სავალდებულოები შემოვა. პენეტრაცია ბაზარზე საკმაოდ დაბალია და ინტერესი თავისთავად სფეროს და ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზრდება. კრიტერიუმები ყველა დაინტერესებული სადაზღვევოსთვის სტანდარტულია, უბრალოდ OECD-ის ქვეყნებისთვის უფრო გამარტივებულია, იმისთვის, რომ საერთაშორისო ინვესტორები  თავისუფლად შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე” - აღნიშნა კოტე სულამანიძემ.

“ამ დაზღვევის სავალდებულობისას პოლისის ღირებულება რამდენი იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონი განვადების მექანიზმის ჩადება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუ ავიღებთ პირობითად 100 ლარს, 120 მლნ-ით გაიზრდება ბაზარი ანუ 2016 წელს მოზიდული პრემიის 30%-ზე მეტი ემატება ბაზარს. რა თქმა უნდა სადაზღვევო კომპანიები დიდი მოლოდინით არიან ჩასაფრებულები. შესაბამისად, ბაზარიც გაიზრდება და მოთამაშეთა რაოდენობაც”- აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.

მოზიდული პრემიების მიხედვით MTPL-ის დაზღვევით “ალდაგი” და “ჯიპიაი ჰოლდინგი” ლიდერობენ. “ჯიპიაი ჰოლდინგის” მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის თინათინ სტამბოლიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად ამ პროდუქტის ხელმისაწვდომობისა ავტომფლობელთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს შეძენილი MTPL-ის დაზღვევა:

“პროდუქტი ძირითადად გვაქვს დასტანდარტებული და მიბმულია ანაზღაურების ლიმიტზე, მაგალითად 5 ათას ლარიანი ლიმიტი წელიწადში ღირს 60 ლარი. მოთხოვნა ამ პროდუქტზე ამ მომენტში ძალიან დაბალია. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში რეგისტრირებული მანქანებიდან მხოლოდ 5%-მდეა დაზღვეული დღეს და პასუხისმგებლობის დაზღვევა, ანუ MTPL ძირითადად იმას აქვს ვინც თავის მანქანას აზღვევს”- განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა

MTPL-ის თემა აქტუალურია გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ან სავალდებულოა ამ ტიპის დაზღვევა ან მოსახლეობის მოცვა იმდენად მაღალია, რომ არ საჭიროებს სავალდებულობას. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სადაც სადაზღვევო კულტურა მაღალია შესაძლოა MTPL სულ არ იყოს კანონით სავალდებულო. მაგალითად ავსტრალიაში არ არის კანონით სავალდებულო თუმცა, ავტომფლობელთა 90%-ზე მეტს აქვს MTPL-ის დაზღვევა შეძენილი. “საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი მიიჩნევს, რომ MTPL-ის დაზღვევას გარკვეულწილად სოციალური დატვირთვა აქვს და მნიშვნელოვანია რომ ის სავალდებულო გახდეს.

“ვთქვათ ავტომობილი შეეჯახა პირველ სართულზე მდებარე რაღაც დაწესებულებას, ან ზიანი მიაყენა  ადამიანის ჯანმრთელობას ან მის სიცოცხლეს. რა ხდება იმ შემთხვევაში როდესაც მძღოლი არის გადახდის უუნარო ან არის გადახდისუნარიანი თუმცა არ აქვს წინასწარ გათვლილი ხარჯები. ამ დროს ერთვება სადაზღვევო კომპანია და მის ნაცვლად ანაზღაურებს ამ ზარალს, ხოლო თუკი დაზღვევა არ არსებობს მძღოლი იძულებულია გაყიდოს ქონება, აიღოს ვალი, იყოს სხვების დახმარების იმედზე და იძულებულია ეძებოს გამოსავალი მძიმე ფინანსური პრობლმებიდან . იმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებელი მძღოლი გარდაიცვალა, ვინ უნდა აუნაზღაუროს ზარალი? ოჯახზე და მეზობლებზე ხომ არ გადავა. მოკლედ, MTPL უნდა იყოს სავალდებულო ჩვენისთანა დაბალი სადაზღვევო კულტურის ქვეყანაში. სავალდებულობა სწორედ ამ პრობლემებს მოხსნის.”- აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა.

“კანონში უნდა ჩაიწეროს სადაზღვევო ლიმიტები ცალ-ცალკე სხვადასხვა ზიანის დადგომის შემთხვევაში. ასეთია სხვა ქვეყნების გამოცდილება. ლიმიტები უნდა იყოს მაღალი, რომ აზრი ჰქონდეს დაზღვევის ყიდვას. ახლა ჩვენი MTPL-ის პორტფელი პატარაა ძალიან, თუმცა საცალოზე წელიწადში 60 ლარი არ არის ძვირი, საყოველთაო როდესაც გახდება პორტფელიც გაიზრდება და ფასიც შესაბამისად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება”- განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.

ამგვარად, MTPL-ის სავალდებულო დაზღვევის შემოღება მნიშვნელოვანია როგორც სოციალური მიზნებისთვის, ისე სადაზღვევო ბაზრის განვითარებისათვის. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან უფრო დაცულები და აღმოიფხვრება მთელი რიგი პრობლემები, რაც ზარალის ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული. აქ მნიშვნელოვანია, რომ ანაზღაურების ლიმიტები იყოს სწორად შერჩეული და განსაზღვრული თითოეული რისკის (ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ქონების დაზიანება)შემთხვევაში. გარდა ამისა, გაიზრდება სადაზღვევო მოცვა და გაზრდილი ბაზრით უცხოური სადაზღვევო კომპანიები მეტად დაინტერესდებიან. ბუნებრივია, სადაზღვევო ბაზრის განვითარების კვალდაკვალ გაიზრდება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები, რისი შესრულებაც აგრეთვე ასოცირების შეთანხმების ნაწილია და შესაბამისად გულისხმობს სადაზღვევო სექტორის მეტ სტაბილურობასა და მყარ გარანტიებს.

ქეთი მელქაძე

წაკითხულია
1365
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

დეპოზიტების დაზღვევის შესახებ რეფორმის შეფასება და მსოფლიო გამოცდილება

დეპოზიტების დაზღვევის შესახებ რეფორმის შეფასება და მსოფლიო გამოცდილება

საქართველოს მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე დაიწყო მუშაობა. ამისთვის დღეს მართალია, კარგი ინსტიტუციური გარემოა, თუმცა მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაზღვევის სისტემას თან ახლავს ე.წ. “მორალური საფრთხეები”, რომელთა გაუვნებელყოფა მხოლოდ სწორი საზ

24 მარტი 2017 | 19:09 ეკონომიკა ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის “შავი ხვრელები”

საყოველთაო ჯანდაცვის “შავი ხვრელები”

eugeorgia.info-ს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, 2013 წელს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება - 109 787 ადამიანმა მიიღო, (54 349 974 ლარი), 2014 წელს - 386 964 ადამიანმა

02 თებერვალი 2016 | 15:03 ჯანდაცვა ვრცლად
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ

დაზღვევის შესახებ ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტის მაგივრად სადაზღვევო ინდუსტრია დააფინანსებს. გარდა ამისა, პარლამენტისთვის შეთავაზებული ახალი

02 ოქტომბერი 2014 | 16:51 ეკონომიკა ვრცლად
ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მომავალი წლიდან სავალდებულო იქნება

ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მომავალი წლიდან სავალდებულო იქნება

ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხვისთვის მიყენებული ზიანის დაზღვევას ითვალისწინებს. თუ ასეთი დაზღვევის მქონე ადამიანი სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას ზიანს მიაყენებს, დაზარალებული ადამიანის

05 აგვისტო 2014 | 17:17 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner
banner