Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

banner
18 მაისი 2017 | 15:12 ანტიპროპაგანდა

მდგრადი თავდაცვა - პრაქტიკული ნაბიჯი რუსული პროპაგანდის საპასუხოდ

მდგრადი თავდაცვა - პრაქტიკული ნაბიჯი რუსული პროპაგანდის საპასუხოდ

ნატო-ს გაფართოების ნებისმიერ ტალღას ტრადიციულად, წინ უსწრებდა და შემდეგ თან სდევდა მკვეთრი რუსული საპასუხო ნაბიჯების (პირველ რიგში, სამხედრო) გადადგმის მუქარა. როგორც აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბლოკის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართ და, განსაკუთრებით, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში, აქტიურად გაისმოდა ნეიტრალიტეტის, ანუ იგივე ნატო-სთან არმიერთების აღიარების აუცილებლობა სამომავლო მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის სტაბილურობის შენარჩუნების სანაცვლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი ჯგუფის ქვეყნებისთვის რუსული მუქარა ფუჭი აღმოჩნდა, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, რუსულ პროპაგანდას აქტიური სამხედრო მოქმედებებიც დაემატა და შეიქმნა ერთგვარი პატური სიტუაცია, სადაც დასავლეთი ბოლომდე გაბედულად და ერთიანი ფრონტით ვერ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთი, ჯერჯერობით, ვერ ბედავს უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას დასავლური სანქციების დამატებით გამკაცრებისა და ურთიერთობების გაწყვეტის შიშით.

ასეთ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზემოქმედების უფრო რბილ ფორმებს და საინფორმაციო ზემოქმედებას როგორც პოტენციურ მსხვერპლ-სახელმწიფოებსა და მათ შიგნით სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ასევე, რასაკვირველია, საერთაშორისო საზოგადოების სხვადასხვა წრეებსა და ე.წ. ‘opinion maker’-ებზე.

2008 წლის ომის შემდეგ რუსული საინფორმაციო პოლიტიკა განსაკუთრებით დაიხვეწა და მრავალწახნაგოვანი გახდა. ერთის მხრივ, ის მკაფიო მესიჯებს უგზავნის ქართულ საზოგადოებას, რომ სწორედ ნატო-ში გაწევრიანების კურსის გაგრძელება (და არა გაწევრიანება საკუთრივ) გამოიწვევს ვითარების რადიკალურად დაძაბვას საომარი ვითარების განახლების დიდი ალბათობით, სადაც ნათელი იქნებოდა ქართული მხარის დამარცხების პერსპექტივა. სწორედ ამ ჩარჩოებში ჯდებოდა რუსეთის გენშტაბის სამხედრო ე.წ. "გერასიმოვის დოქტრინით" გათვალისწინებული პრევენტიული ზომების (მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების) განხორციელების შესაძლებლობა და აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული ბაზების საგრძნობი გაძლიერება პირადი შემადგენლობით და საბრძოლო ტექნიკით.

მეორეს მხრივ, საერთაშორისო დონეზე, გავლენიან საინფორმაციო საშუალებებში, არაერთი მასალა დაიბეჭდა, სადაც ხაზი გაესვა რუსეთთან დათმობებზე წასვლის აუცილებლობას. აკადემიური წრეებიდან ამ პოზიციის ყველაზე სახელოვანი წარმომადგენლები არიან ნეორეალიზმის თეორიის გურუები Stephen Walt (Foreign Policy, Feb. 2015) და John Mearsheimer (Foreign Affairs, Sept/Oct 2014), რომლებიც ნატო-ს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებაში ხედავენ კრიზისის საფუძვლებს. ხოლო think-tank-ების ბანაკიდან საკმაო გამოხმაურება მოიპოვა ამ მხრივ Michael O’Hanlon-ის სტატიამ (Wall Street Journal, Feb.26, 2017), სადაც ის პირდაპირ მოითხოვდა რუსეთის გარშემო პერმანენტული ნეიტრალური, იგივე ბუფერული ზონის შექმნას, რომლის შემადგენლობაში როგორც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ასევე ფინეთი და შვედეთიც კი განიხილებოდა.

რუსული არგუმენტების გამართლების პოლიტიკურ-თეორიულ განზომილებას აკლია როგორც პოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი, ასევე ღირებულებრივი საფუძვლები და, რეალობაში, სხვა არაფერია, თუ არა ცალმხრივ უკანდახევა და „დაშოშმინების“ მცდელობა.

ამ პოზიციის სისუსტეების მხილება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს: სამხედრო არგუმენტებისგან განსხვავებით, რომელთა მიხედვით, საქართველო ისედაც ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს რუსულ სამხედრო მანქანას, ხოლო ნატო-ს დახმარება დაგვიანებული იქნება და ამ გადმოსახედიდან ბირთვულ რუსეთთან ვითარების რადიკალურ დაძაბვას აზრი ეკარგება.

საკითხის ამგვარად დასმას, მართლაც, აქვს თავისი გამართლება. ერთი შეხედვით, რა აზრი აქვს ნატო-სთვის ისეთი ქვეყნის გაწევრიანების გზაზე დაყენებას, რომლის უსაფრთხოებას ალიანსი ვერ ახერხებს, საკუთრივ ქვეყნის შიგნით თავდაცვის რესურსები კი იმდენად შეზღუდულია, რომ ეფექტური თავდაცვის ორგანიზება მხოლოდ შორეულ მომავალში თუ იქნება შესაძლებელი? ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია 2008 წლიდან რუსეთში განხორციელებული სამხედრო რეფორმების და გადაიარაღების პროცესი, რომელმაც ხარისხობრივად აამაღლა რუსული ჯარის საბრძოლო შესაძლებლობები და, საქართველოსთან მიმართებაში, კიდევ უფრო გაზარდა სამხედრო უპირატესობის ხარისხი. მე-4 და მე-7 ბაზებზე (ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში) განლაგებული ქვედანაყოფები საქართველოს წინააღმდეგ მომართული შუბის მხოლოდ წვეთს წარმოადგენენ და ქართულ ბრიგადებთან შედარებით გაცილებით მეტ საცეცხლე ძალასა და მხარდაჭერის ელემენტებს ფლობენ.

ვითარების ესკალაციისა და საომარ ვითარებაში გადაზრდის შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მათთვის მეტად არასახარბიელო პირობებში მოუწევთ ბრძოლა არა მხოლოდ უფრო მრავალრიცხოვან მტერთან, არამედ გაცილებით ძლიერ ქვედანაყოფებთან, რომელთაც, თითქმის, ყველა საბრძოლო  მხარდაჭერის კომპონენტში უპირატესობა გააჩნიათ, მათ შორის, საჰაერო კონტროლის, რადიოელექტრონული ბრძოლისა და სადესანტო ოპერაციების თვალსაზრისით.

მსგავსი დილემა გააჩნია ასევე ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგზე მდებარე წევრ-სახელმწიფოებს და, განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებს. ანალიტიკურ ცენტრ RAND-ის მიერ ჩატარებულმა მრავალმა სიმულაციამ და საბრძოლო „გეიმინგმა“ პირდაპირ აჩვენა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში საბრძოლო ქვედანაყოფების რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზრდის სასწრაფო აუცილებლობა  პოტენციური რუსული შეტევის მოსაგერიებლად. ამის საფუძველზე ალიანსმა შეიმუშავა აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად გარკვეული რაოდენობის და შესაძლებლობების მქონე ქვედანაყოფების გადასროლის ვარიანტი (გადაისროლა 4 საბრძოლო დაჯგუფება-გაძლიერებული ბატალიონები). 

მიუხედავად ამისა, რუსულ ძალებს მაინც გააჩნიათ ოპერატიული უპირატესობა -  ისინი რეგიონში განლაგებული ნატო-ს ძალების განადგურებას მანამდე შეძლებენ, სანამ ალიანსის ძირითადი საბრძოლო მასა მოახერხებს ჩამოსვლასა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას. სწორედ ამიტომ ჩნდება, გარკვეულწილად, მიამიტური, მაგრამ ამავდროულად ლოგიკური კითხვა: რა დრო სჭირდება ნატო-ს, რომ დაეხმაროს და გადაარჩინოს რუსეთის თავდასხმის მსხვერპლი ქვეყანა? ეს კითხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებისთვის, არამედ, და განსაკუთრებით, მათთვისაც, ვინც, მიუხედავად რუსეთის მკვახე ოპოზიციისა, ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის. 

ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული რაოდენობის საბრძოლო დაჯგუფებები განლაგდა,საქართველოს ამგვარი მხარდაჭერის ფუფუნება, სამწუხაროდ, არ გააჩნია.შესაბამისად, გაცილებით მეტი სიმწვავით ჩნდება კითხვა, თუ როგორ და რითი აპირებს საქართველო მოსალოდნელი რუსული შემოტევის პირობებში იმდენი დროის მოგებას, რომ საშუალება მისცეს ალიანსს და საერთაშორისო საზოგადოებას,ჩაერთონ კონფლიქტში და შეაჩერონ რუსეთი.

რუსეთი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ფაქტების შექმნისა და დასავლეთისთვის შეცვლილი სურათის თავის სასარგებლოდ სწრაფად წარდგენის დიდოსტატია. საქართველოს შემთხვევაში, ეს გულისხმობს ქართული შეიარაღებული ძალების სწრაფ განადგურებასადა ამის წარდგენას დასავლეთისთვის, როგორც fait accompli, რაც, რასაკვირველია, საგრძნობლად შეზღუდავდა დასავლეთის რეაგირების მასშტაბსა და ალტერნატივებს.

პრაქტიკული თვალსაზრისით კი, თუ ნატო დარწმუნებულია, რომ მიუხედავად დახმარების აღმოსაჩენადმისი მზადყოფნისა, საქართველოს შემთხვევაში ეს იქნება დაგვიანებული ნაბიჯი, ამ დახმარების შანსი თავიდანვე ნულის ტოლია.შესაბამისად, საქართველოს მხრიდან იქნებოდა მეტად სწორი და წინდახედული გადაწყვეტილება, თუ ის შეეცდებოდაყველა ხერხით საპირისპიროს დამტკიცებას და დაარწმუნებდანატო-ს თავის საბრძოლო შესაძლებლობებში, პირველ რიგში, საჭირო დროის, ანუ ერთგვარი „შესაძლებლობის ფანჯრის“ უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„შესაძლებლობის ფანჯარა“ კი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ საქართველოს მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები დაამტკიცებენ მდგრადობის მაღალ დონეს  და მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობას იმდენ ხანს გაუწევენ, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ნატო-სა და მეგობარი ქვეყნებისათვის გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური და სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე.   

საქართველოს რეალობაში მდგრადი წინააღმდეგობის გაწევის შანსი უკავშირდება ორ ცნებას: ასიმეტრიულ მიდგომასა და ტოტალურ თავდაცვას. პირველი ითვალისწინებს დიდი სამხედრო უპირატესობის მქონე მტერთან სიმეტრიულ დაპირისპირებაში ქვედანაყოფების სწრაფი განადგურების საშიშროებას და აქცენტს აკეთებს, პირიქით, ასიმეტრიულ მოქმედებებზე, რაც პირდაპირი კონვენციური შეტაკებისგან არიდებას და მოწინააღმდეგის სუსტ წერტილებში მცირე ჯგუფების სახით მტკივნეული დარტყმების განხორციელებას გულისხმობს.ხოლო მეორე პრინციპი გულისხმობს წინააღმდეგობის პროცესში მთელი ეროვნული რესურსის ჩართვას და როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ-მატერიალური და სოციალური კომპონენტების სრულ მობილიზებას მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად.

თავდაცვის მდგრადობის ორივე პრინციპისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ მაქსიმალურად დიდ ხანს წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობა. ამასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხედრო სარეზერვო ქვედანაყოფების და განსაკუთრებით, ტერიტორიული რეზერვის სწრაფი შექმნა და გაწვრთნა. მათი მნიშვნელობა მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო მეტად მოხდება შესუსტებული რეგულარული ქვედანაყოფების გადასვლა სიმეტრიულიდან ასიმეტრიულ მოქმედებაზე და სულ უფრო მეტი ტერიტორია მოექცევა შეტევაზე გადმოსული რუსული ქვედანაყოფების კონტროლქვეშ.

დაკარგულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის გაგრძელებისა და განსაკუთრებით რუსულ ქვედანაყოფებზე და მათ მომარაგებაზე დარტყმების ფუნქცია სწორედ რომ ტერიტორიული რეზერვის ამოცანას წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში, მიზანს წარმოადგენს საბრძოლო წინააღმდეგობის მაქსიმალური გაჭიანურება, რუსეთის სამხედრო მიზნის სწრაფად მიღწევის ჩაშლა და მაღალი დანაკარგების მიღების საფრთხის ჩვენება, რამაც, საბოლოო ჯამში, მიუღებელი უნდა გახადოს საქართველოს ოკუპაციის სამხედრო-პოლიტიკური ფასი და ხელი ააღებინოს მოსკოვს სამხედრო აგრესიის განხორციელებაზე.

ეს გარემოება პირდაპირ მიუთითებს იმ აუცილებლობაზე, რომ საქართველომ გაცილებით მეტი რესურსი უნდა ჩადოს საკუთარ სამხედრო სფეროში და საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, რათა მოხერხდესგაზრდილი სამხედრო პოტენციალის საფუძველზე მეტი დროის  მოგებანატო-ს ჩარევის უზრუნველსაყოფად.

ჩარევის მექანიზმის ამოქმედებას  კი თავისი წინაპირობები სჭირდება. ამ წინაპირობებიდან ერთ-ერთი უმთავრესია დარწმუნება, რომ ალიანსის გადაწყვეტილება დახმარების აღმოჩენის შესახებ არ იქნება დაგვიანებული და წინასწარვე განწირული. სწორედ ამიტომ,ბალტიის ქვეყნები ისევე, როგორც ფინეთი და შვედეთი, აქტიურად ავითარებენ საკუთარ საბრძოლო შესაძლებლობებს.

სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები უფრო შეკვეცილი დაფინანსების ოპტიმალურ გამოყენებაზე არიან გადასულები, ვიდრე სტრატეგიულ განვითარებაზე. აშკარაა, რომ თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი დაფინანსება არაადეკვატურია როგორც კონკრეტულად გაცხადებული მიზნების მიღწევისთვის (ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და აშ.), ასევე, ზოგადად,  ტოტალური თავდაცვის სისტემის, ანუ მთავარი შემაკავებელი ფაქტორის ჩამოყალიბებისთვის.

სწორედ საქართველოს მზადყოფნა და რეალური ნაბიჯები, რომ გადაიხადოს შესაბამისი ფასი ქვეყნის თავდაცვის  ეფექტური ორგანიზებისთვის, იქნება ის მთავარი ინდიკატორი, რაც რუსეთს დააფიქრებს იმ გაზრდილ ფასზე, რაც მას აგრესიის განახლება დაუჯდება.

როგორც სამხედრო სარეზერვო სისტემა, ასევე საბრძოლო შესაძლებლობები, რომელიც შეიარაღებულ ძალებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ქვეყნის დასაცავად, მკაფიოდ აყენებს საქართველოს მთავრობის წინაშე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ საგრძნობლად გაზარდოს თავდაცვის სფეროს დაფინანსება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათლად გაიზიაროს უსაფრთხოების ის რისკები, რაც თავდაცვისუუნარობას მოჰყვება.

მეორეს მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მდგრადობის გაზრდისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები დაარწმუნებს საკუთრივ საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების განწყობის სერიოზულობაში, ისევე როგორც მოსახლეობის ჩართულობისა და პატრიოტიზმის დონეს ერთი-ორად გაზრდის.

ნათელია, რომ საქართველოს რეგულარული ჯარიუსასრულოდ ვერ შეძლებს რუსული ძალების ბრძოლებში შეკავებას. მაგრამ ასევე უდავოა, რომ ტოტალური თავდაცვის მექანიზმების გამოყენებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმაუნდა შეძლონსაკმარისი წინააღმდეგობის გაწევა და რუსული აგრესიის იმ პერიოდით შეჩერება, რაც საჭირო იქნება საერთაშორისო დახმარების მისაღებად. პრინციპი საკმაოდ მარტივია და ორმხრივი - რაც უფრო დარწმუნებულია ნატო საქართველოს შესაძლებლობებში, მარტო დაიცვას საკუთარი თავი, მით უფრო გაუჩნდებაჩარევისა და დახმარების აღმოჩენის სურვილიც და შესაძლებლობაც. თუ ეს, მართლაც, რეალობად იქცა, ვერანაირი რუსული პროპაგანდა თავის მიზანს ვერ მიაღწევს.







* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს 

წაკითხულია
1479
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

რუსეთში ექიმს და “მაკდონალდსის” რიგით თანამშრომელს ერთი ხელფასი აქვთ

რუსეთში ექიმს და “მაკდონალდსის” რიგით თანამშრომელს ერთი ხელფასი აქვთ

“ბლუმბერგის” ჯანდაცვის რეიტინგებით, რუსეთი 55 განვითარებული ქვეყნების სიაში ბოლო, 55-ე ადგილზეა საავადმყოფოების მასობრივი დახურვა 17 წლის წინ რუსეთში 10 700 სახელმწიფო საავადმყოფო ფუნქციონირებდა, 2015-ში მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ – 5 400-მდე

23 ივნისი 2017 | 16:56 ანტიპროპაგანდა ვრცლად
რუსეთი სსრკ-ში ბრუნდება – მოსახლეობას სასურსათო ტალონებს დაურიგებენ

რუსეთი სსრკ-ში ბრუნდება – მოსახლეობას სასურსათო ტალონებს დაურიგებენ

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ღარიბ რუსებს სასურსათო ტალონებს დაურიგებენ. თანხა, რომელსაც სოციალურად დაუცველი ყოველთვიურად მიიღებს, 63 ლარს შეადგენს და მხოლოდ 1 კგ ხორცის, 1 კგ ყველისა და 15 კგ კარტოფილის შესაძენად არის საკმარისი

05 ივნისი 2017 | 12:45 ანტიპროპაგანდა ვრცლად
რუსულ ავიაციას “ფინანსური საწვავი” ეწურება

რუსულ ავიაციას “ფინანსური საწვავი” ეწურება

სახელმწიფო ხარჯების შეკვეცის პოლიტიკა, რომელიც კრემლმა რუბლის გაუფასურებისა და გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის შემდეგ დაიწყო, რუსეთის საავიაციო მრეწველობასაც შეეხო.

04 მაისი 2017 | 17:33 ანტიპროპაგანდა ვრცლად

ბლოგი

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

ის blackhat hacker-ი იყო, ე. წ. შავი ქუდი - ის, ვინც კომპიუტერებს და ვებგვერდებს ტეხავს. სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრშიც სწორედ თავისი ნიჭის წყალობით მოხვდა. 16 წლის ასაკში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაღალჩინოსანი იყო. მიხვდით ალ

banner
banner
banner
banner