გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტებს, ყოველწლიურად, 50 მილიარდ ევრომდე შემოსავალი მოაქვს ეკონომიკაში
ივნისის დასაწყისში თუშეთს გაერო-სსურსათისადასოფლისმეურნეობისორგანიზაციის (FAO) ექსპერტი, ემილი ვანდეკანდელერე ეწვია. გადაუღებელი წვიმის და უამინდობის მიუხედავად, მან სოფელ ომალოში ცხენით ასვლა მოახერხა და თუშური გუდის წარმოება დაათვალიერა. იტალიელი ექსპერტის ვიზიტი თუშეთში FAO-სა და EBRD-ის ერთობლივი პროექტის ნაწილია, რომელიცსაქართველოსმერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებასა და მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე EUGeorgia.info პროექტის კოორდინატორს, კატერინაპობერეჟნას ესაუბრა.
- ქ-ნო კატარინა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რა არის პროექტის მთავარი მიზანი?
პროექტი ხორციელდება ევროპისრეკონსტრუქციისადაგანვითარებისბანკისა (EBRD) დაგაერო-სსურსათისადასოფლისმეურნეობისორგანიზაციისა (FAO) მიერ. ჩვენი პროექტის პარტნიორები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქპატენტი არიან. პროექტის მიზანი საქართველოს მერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვთარებაა. საქართველოში 40-ზე მეტი ქართული პროდუქტი დარეგისტრირდა, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე - ჭაჭა, ჩურჩხელა, მესხური ჩეჩილი, მეგრული სულგუნი, მაჭახელას თაფლი, ახალქალაქის კარტოფილი და სხვა; მაგრამ ეს პროდუქტები ჯერ ვერ იყენებენ გეოგრაფიულ აღნიშვნას, როგორც მარკეტინგის საშუალებას და ვერ ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს.
უხეში დათვლებით, მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტებს ყოველწლიურად, 50 მილიარდ აშშ ევრომდე შემოსავალი მოაქვს ეკონომიკაში. ევროკავშირში ეს მიმართულება ძალიან კარგად არის განვითარებული. ამ ნიშის გაძლიერება და განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაშიც არის ჩადებული. ჩვენ ასევე გვაქვს მეორე პროექტი, რომელიც რძის სექტორს ეხება - „სურსათისუვნებლობისგაუმჯობესებასაქართველოსრძისსექტორშიცოდნისგადაცემისგზით“. (georgiandiary.org )
- რა არის FAO-ს რეკომენდაცია?
გეოგრაფიული აღნიშვნა ტრადიციული მეთოდით დამზადებული პროდუქციის წარმოების ადგილთან დაკავშირებას გულისხმობს. ამას არეგულირებს სპეციფიკაცია, რომელიც დამტკიცებულია და დარეგისტრირებული საქპატენტში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად, სულუგუნზე, იქ აღნიშნულია, რომ სულუგუნი უნდა იყოს წარმოებული საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნედლი რძისგან, ცხიმიანობა უნდა შეადგენდეს გარკვეულ მაჩვენებელს და ა.შ. ჯერჯერობით არსებობს ძალიან მიაეხლოებითი აღწერა, თუ როგორი უნდა იყოს, მაგალითად, სულუგუნი, მეგრული სულუგუნი, თუშური გუდა და ა.შ. შესაბამისად, ეს პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს შემუშავებულ მახასიათებლებს. რეკომენდაცია, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეხება კანონმდებლობას, რადგან კანონი არსებობს, მაგრამ გარკვეული მომენტები მკაფიო არ არის და დასაზუსტებელია: მაგალითად, სერტიფიკაცია: ვინ და რაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, მოვიდა „სანტე“-ს წარმომადგენელი საქპატენტში, შეიტანა აპლიკაცია, მოიპოვა გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება. მაგრამ ვინ და როგორ უნდა გააკონტროლეს ეს პროცესი? ეს მომენტი აღწერილი ჯერჯერობით არ არის. მეორე: სპეციფიკაცია, თუ როგორი უნდა იყოს გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტი, შემუშავდა ძალიან სწრაფად და არანაირი “ერთობლივი მიდგომა”, ანუ მწარმოებლებთან შეთანხმებული მიდგომა არ ყოფილა.
ჩვენ ვმუშაობთ რეკომენდაციაზე კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მოვამზადებთ დოკუმენტს, რომელიც ზუსტად აღწერს, თუ რა ცვლილებებია საჭირო კანონმდებლობაში და რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი.
პროექტის მეორე ნაწილი უშუალოდ, მწარმოებლებთან მუშაობას ითვალისწინებს: ეს იქნება, სავარაუდოდ, თუშური გუდისა და სულუგუნის წარმოება. ვიმუშავებთ საკითხებზე, თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ მწარმოებლებმა წარმოების მახასიათებლები, ასევე მოახდინონ პროდუქტის პოპულარიზაცია.
- როგორც ვიცით, თვის დასაწყისში პროექტის ფარგლებში თუშეთს იტალიელი ექსპერტი ეწვია, რომელმაც ადგილზე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ყველი დააგემოვნა...
FAO-ს ექსპერტი თუშური გუდით აღფრთოვანებული დარჩა. ეს წარმოების უნიკალური და ძალიან საინტერესო მეთოდია. პროექტის ფარგლებში ჩამოვიყვანეთ FAO-ს ექსპერტები, საერთაშორისო კონსულტანტები. მათ დაათვალიერეს არამხოლოდ თუშეთი, არამედ სულუგუნის წარმოება კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ასევე ტენილი ყველის წარმოება, რამაც მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან უნიკალური პროდუქტია. მართალია, ყველის ყველა სახეობას პროექტით ვერ მოვიცავთ, მაგრამ მიზანი არის, რომ შევქმნათ პრეცედენტი და შემდეგ, მოხდეს მისი რეპლიკაცია.
პროექტის ფარგლებში, თუშური გუდის, სულუგუნისა და ტენილი ყველის რამდენიმე მწარმოებელი მიგვყავს იტალიაში, ქალაქ ბრაში. არსებობს ასეთი მოძრაობა, სახელწოდებით „სლოუ ფუდ“-ი, ისინი ტრადიციული წარმოების პოპულარიზაციას ახდენენ და ჩვენი პროექტის პარტნიორები არიან. სექტემბერში ქართველ მწარმოებლებს წავიყვანთ „სლოუ ფუდ“-ის ღონისძიებაზე „ჩიზ“-ი (ყველი). 15-18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება საერთაშორისო მასშტაბისაა, ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ მეწარმეები, მიიღონ მონაწილეობა დეგუსტაციაში, გაცვალონ ინფორმაცია მწარმოებლებთან, გაიგონ, როგორ აწარმოებენ და იცავენ ისინი საკუთარი პროდუქციის იდენტობას ევროპაში და სხვა ქვეყნებში.
- თქვენი მოსაზრებით, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას პროექტი?
ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მოწესრიგდება გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაცია. გვინდა, ხელი შევუწყოთ სერტიფიკაციისა და კონტროლის მექანიზმებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და თეორიიდან პრაქტიკაში გადმოვიტანოთ.
ამ მწარმოებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის საკითხი. ევროკავშირში არსებობსცნება “flexibility measure”, ანუ სპეციფიკური სურსათის წარმოების გარკვეული წესები რაც, ერთის მხრივ, ტრადიციული მეთოდის დაცვას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, აძლევს გარანტიას მოხმარებელს, რომ პროდუქტი უვნებელია. სწორედ ამისთვის, აგვისტოში ჩამოვა სურსათის უვნებლობის სპეციალისტი და, NFA-ს ინსპექტორებთან ერთად, ადგილზე შევხვდებით მეწარმეებს და გავივლით საკითხებს, თუ როგორ შეიძლება ვუზრუნველყოთ ქართული ტრადიციული ყველის უვნებლობა. ჩემი მოსაზრებით, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ სურსათს ძალიან პოზიტიური მომავალი აქვს.