Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 01 Ноябрь
13 Cентябрь 2017 | 14:31

RIA-ს კეთების გამოცდილება საქართველოში და საზღვრებს გარეთ

RIA-ს კეთების გამოცდილება საქართველოში და საზღვრებს გარეთ

RIA-ს კეთების გამოცდილება საქართველოში და საზღვრებს გარეთ

 

რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA-ს) რაობის და აუცილებლობის შესახებ გაეცანით სტატიაში "RIA-ს შესახებ". რადგან საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში RIA  საქართველოში უნდა დანერგოს, RIA-ს პრაქტიკაში განხორციელებისას სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევებს გთავაზობთ.  

მსოფლიო მასშტაბით უფრო მეტი ქვეყანა იყენებს RIA-ს, რათაპოლიტიკური გადაწვეტილებები დასაბუთებული იყოს და მათი უარყოფითი ზეგავლენა საზოგადოებაზე შემცრდეს. RIA-ს დანერგვა განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირის და ეკნომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრქვეყნებს შორის. მისი გავრცელების არეალი განსაკუთრებით გაიზარდა 2000-იან წლებში,2014 წლისათვის კი OECD ყველა წევრ ქვეყანაში არსებობს RIA-ს გამოყენების პრაქტიკა.

RIA-ს დანერგვის ტრენდი OECD წევრქვეყნებს შორის


OECD-ს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით ძირითად ქვეყნებში RIA-ს შემოტანის მოტივაცია იყო:

  • ეფექტიანობა – ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ალტერნატივებს შორის ყველაზე ეფექტიანის არჩევა;
  • გამჭვირვალობა –RIA საჯარო მოხელეებს ავალდებულებს საკუთარი გადაწყვეტილებები დაასაბუთონ;
  • ანგარიშვალდებულება – ხელისუფლების პასუხისმგებლობა განხორციელებული პოლიტიკის შედეგებზე იზრდება;
  • ეფექტურობა და პოლიტიკის თანამიმდევრულობა – RIA ხელისუფლების გრძელვადიანი მიზნების განხორციელების საშუალებას წარმოადგენს.

ხშირ შემთხვევაში, ქვეყანას შეიძლება RIA-ს შემოღების რამდენიმე მოტივი ჰქონდეს. მაგალითად, აშშ-ში RIA-ს აუცილებლობა განპირობებული იყო: 1) ფედერალური სააგენტოებისთვის ცვლილების განხორციელებამდე რეგულაციის დასაბუთების აუცილებლობით; 2) ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცვლილებების გამტარებელი ორგანოების კონტროლის საჭიროებით; 3)გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის გატარების ეფექტიანობის ზრდის აუცილებლობით.

საერთაშორიოს პრაქტიკამ აჩვენა, რომ რიგ ქვეყნებში RIA შესაძლოა დაინერგოს მხოლოდ ნომინალურად, ფურცელზე შესრულებული ანგარიშის სახით. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში  ქმედითი იყოს. RIA-ს ზედაპირულად დანერგვის პრობლემას OECD-ის მიერ 2015 წელს ჩატარებულიკვლევაც ეხმიანება. OECD კვლევამ აჩვენა, რომ წევრქვეყნებს შორის RIA-ს ჩატარებამხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნად არ რჩება.  OECD 33 ქვეყანაში RIA-ს ჩატარება კანონმდებლობითაა სავალდებულო და მათგან 31 ქვეყანა მას პრაქტიკულად ახორციელებს. (არსებობს გამონაკლისი შემთხვევები როდესაც RIA-ს ჩატარება სავალდებულო არაა მაგალითად, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ცვლილება სასწრაფოდაა გასატარებელი.) 

საქართველოში RIA-ს სავალდებულოდ დანერგვის შემთხვევაში ფორმალობის პრობლემაზე საუბრობენ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებიც მაკა ჭითანავა და ლევან ფავლენიშვილი.(ISET საქართველოში RIA-ს კეთების ყველაზე მდიდარი გამოცდილება აქვს) მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ საქართველოს შემთხვევაში, RIA-ს კანონმდებლობით მოთხოვნა შესაძლოა იყოს ნომინალური და ის განხორციელდეს მხოლოდ ქაღალდზე ანგარიშის სახით, რომელსაც რეალური ღირებულება შესაძლოა არ ჰქონდეს.

უფროსი მკვლევარი ლევან ფავლენიშვილი აღნიშნავს: "ნომინალურად დოკუმენტი შეიძლება მომზადდეს, მაგრამ იგი უნდა უძლებდეს კრიტიკას, ის უნდა იყოს აკადემიური, მიუკერძოებელი და ობიექტური."   მაკა ჭითანავა კი დასძენს, რომ:

"თუ ჯგუფი, რომელიც ანგარიშს ახორციელებს, არ არის პროფესიონალი, მარტივია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ადვილად შეაცვლევინოს შეხედულებები რადგან გადაწყვეტილების მიმღებს, როგორც წესი, იმ კონკრეტულ დარგში დიდი ხნის გამოცდილება აქვს და მარტივად შეიძლება RIA-ს სპეციალისტზე გავლენა იქონიოს, რომელიც შეიძლება დარგს კარგად არ იცნობდეს. შეაბამისად, ექსპერტმა თუ კარგად არ იცის რას აკეთებს და ექსპერტული სიძლიერე არ გაქვს, უნებურად შეიძლება შეცდომა მოუვიდეს."

ქვეყნების მიხედვით დარგებში RIA-ს გავრცელების არეალი განსხვავებულია. გამომდინარე იქიდან, რომ RIA საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, (მოითხოვს დროს და რესურსებს, მაღალი დონის პროფესიონალებს და ა.შ.) ქვეყნები აწესებენ სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს, რომლის დროსაც RIA არ ჩატარდება. ამისათვის გამოყოფენ რაოდენობრივ ან ხარისხობრივ მაჩვენებლებს. მაგალითად, პოლონეთის, სლოვაკეთის დაესტონეთის შემთხვევაში RIA საკანონმდებლო ცვლილებისას ხორციელდება, თუმცა როდესაც RIA მხოლოდ კანონებს ეხება ხელისუფლების მხრიდან დიდია ცდუნება, რომ უფრო მეტი წნეხი კანონებიდან კანონქვემდებარე აქტებზე გადავიდეს. ე.ი. როდესაც RIA-ს ჩატარება მხოლოდ კანონებს ეხება, მთავრობამ შესაძლოა მიზნის მისაღწევად ცვლილება კანონქვემდებარე აქტების საშუალებით განახორციელოს, რათა თავიდან აიცილოს ცვლილების დასაბუთების პროცესი. ამის თავიდან ასაცილებლად, ზოგმა ქვეყანამ (მაგალითად ავსტრალია, მექსიკა, კანადა) RIA-ს განხორციელების ვალდებულება კანონქვემდებარე აქტებზეც გაავრცელეს.

რიგ ქვეყნებში არსებობს რაოდენობრივი ზღვარი. კერძოდ, თუ ნორმატიული აქტის გავლენა(ხარჯი ჯამურად) ადამიანებსა და ბიზნესზე ამ ზღვარს სცდება, საჭირო ხდება რეგულირების გავლენის შეფასება. მაგ. თურქეთში ეს არის - 10 მილიონი ლირა, კორეაში - 10 მილიარდი ვონა, აშშ-ში - 100 მილიონი დოლარი, კანადაში -50 მილიონი დოლარი. ეს მიდგომა ჩვეულებრივ მაშინ გამოიყენება, როცა რაოდენობრივი და დეტალური შეფასება მოითხოვება.

აშშ-ში კი შერეული მოდელი გამოიყენება: კანონქვემდებარე აქტზე RIA ჩატარდება თუ მას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა, რომელიც შეფასებულია 100 მილიონი დოლარი წლიური ზარალით. ეს ზარალი შეიძლება გამოიხატოს მატერიალურად, აისახოს ეკონომიკის რომელიმე სექტორზე, მწარმოებლურობაზე, კონკურენტუნარიანობაზე, დასაქმებაზე, გარემოზე, ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, რომელიც საქართველოში RIA-ს დანერგვის მიმართულებით მუშაობს, თავის მაგალითებია მოყვანილი:

"ლიტვაში, საბაზისოშეფასება (ე.წ. მსუბუქი RIA) ხორციელდებოდათითქმისყველაშემოთავაზებულპროექტზე, გარდაიმდოკუმენტებისა, რომლებიცრედაქტირებასადატექნიკურცვლილებებსმოიაზრებდა. 2004–2010 წლებში, ქვეყანაშისაშუალოდ 1428 საბაზისოდა 10 სრულიშეფასებაგახორციელდა, თუმცა, RIA -სბოლოპერიოდისშეფასებებმააჩვენა, რომსაბაზისოკვლევებისუმეტესობადაბალიხარისხის, ცუდადშედგენილი, მოკლედაარასაკმარისიმტკიცებულებებისშემცველიიყო.

მოლდოვაში, 2008-2014 წლებშისაშუალოდ, წელიწადშიდაახლოებით 90 გავლენისშეფასებისკვლევაკეთდებოდაიმნორმატიულაქტებზე, რომელთაცმნიშვნელოვანიგავლენისმოხდენაშეეძლოთბიზნესებზე.

ირლანდიაში, რეგულაციისავტორებითავადწყვეტენრომელიკანონქვემდებარეაქტიამნიშვნელოვანი, თუმცა, მთავრობამთელამპროცესსუწევსზედამხედველობასდააქვსჩარევისუფლება."

საკანონმდებლო დონეზე RIA-ს წარმატებით დანერგვის შემთხვევაში გამოწვევად რჩება მისი მაღალ დონეზე განხორციელება. ე.ი. რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს RIA, ვის მიერ და რა მოთხოვნების დაცვით, რა პროცედურებია გასავლელი ცვლილების ინიცირებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე: ყველა ეს დეტალი კანონმდებლობაში შესაძლოა იდეალურად (საერთაშორისო გამოცდილების და რეკომენდაციების დაცვით) იყოს გაწერილი. თუმცა პრაქტიკულად როგორ ჩატარდება RIA, ექნება მას რეალური ღირებულება, გაუძებს კრიტიკას, იქნება მიუკერძოებელი და საზოგადოების ინტერესები დაცული?  ამისათვის კი მნიშვნელოვანია მაღალი ექსპერტული უნარების მქონე კადრების არსებობა ქვეყანაში და მათი სწორად გამოყენება. ქვეყნების უმრავლესობაში შექმნილია სპეციალური ორგანოები, რომლებიც ამოწმებენ  RIA-ს ხარისხს, მის სანდოობას და მიუკერძოებლობას. ეს ფუნქცია შეიძლება მიენიჭოს სამინისტროებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეჭვი ჩნდება, რომ საზოგადოების ინტერესი ბოლომდე იქნება დაცული და RIA იქნება მიუკერძოებული. გარდა ამისა, ყველა სამინისტროს არ ექნება რესურსი, რომ კომპეტენტური RIA განახორციელოს.

ჭითანავა ვარაუდობს, რომ საქართველოს საჯარო სამსახურებში საკმარისი კომპეტენცია არ იარსებებს ყველა ტიპის RIA-ს განხორციელებსათვის: "ამ ეტაპზე ყველა სამინისტრომ RIA-ს კეთება, რომ დაიწყოს ამისი რესურსი არ გვაქვს. გარდამავალ ეტაპზე შეიძლება ექსპერტის სახით დაიქირაონ სხვა ორგანიზაციიდან ექსპერტები ან ცოდნის გადაცემა მოხდეს."

მაგალითდ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთსა და მოლდოვაში დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შექმნილი ჯგუფები არსებობს. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის კვლევაში ვკითხულობთ:

"ჯგუფში შეიძლება შევიდნენ აკადემიური ან სხვა პროფესიული განათლების მქონე სრულ განაკვეთზე მომუშავე ექსპერტები; მოლდოვაში, მაგალითად, ასეთია ‘’RIA-ს სამდივნო’’, სადაც 6 წევრია გაერთიანებული. თითოეული მათგანი კონკრეტულ სექტორზეა პასუხისმგებელი. მათ მუდმივი კავშირი აქვთ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ინსტიტუტებთან და უწევენ დახმარებას და კონსულტაციებს, თუ როგორ გააკეთონ RIA; აკონტროლებენ მათ მიერ შემუშავებული ანგარიშების მიმართებას RIA-ს მეთოდოლოგიასთან; ამოწმებენ თუ რა დონეზეა გაანალიზებული და შეფასებული შესაძლო ალტერნატივები და შემოთავაზებული რეგულირების გზა და რამდენად შეესაბამება ეს დონე ‘’უკეთესი რეგულირების’’ პრინციპებს."

ლევან ფავლენიშვილი კი აღნიშნავს, რომ თითეული შემთხვევიდან გამომდინარე RIA-ს განხორციელება შეიძლება სხვადასხვა უწყებებს დაევალოს. რიგ შემთხვევებში შესაძლოა თავად სამინისტროს მიერ განხორციელებული ანგარიში უფრო მიზანშეწონილი იყოს. რიგ საკითხებში შესაძლოა ერთ სამინისტროში საკმარისი ექსპერტიზა არ იყოს და RIA-ს გარკვეული თავები (ნაწილი) სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთონ. RIA-ს განხორციელებას აუცილებლად სჭირდება ერთი ძლიერი ეკონომისტი, დარგის იურისტი და დარგის სპეციალისტი. ამ ჯგუფის მოძიება კი მხოლოდ ერთ სტრუქტურაში შეიძლება ვერ  მოხერხდეს.

ჭითანავას თქმით: "კარგი RIA რომ გაკეთდეს მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტი იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი." ხოლო ორგანიზაციული სტრუქტურა სხვადასხვა ფორმით შეიძლება ჩამოყალიბდეს.

OECD-სშეფასებით RIA-ს კეთების პროცესი შესაძლებელია გაძლიერდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაზრდით. ამას კი საგრძნობლად ამარტივებს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები. 34 წევრი ქვეყნიდან კანონქვემდებარე აქტების შემთხვევაში 14 ქვეყანა აქვეყნებს ანგარიშს საჯარო კონსულტაციებისათვის, 24 ქვეყანაში კი RIA-ს ანგარიში საჯაროა, კანონების შემთხვევაში 12 ქვეყანაში ქვეყნდება დოკუმენტი კომენტირებისათვის, 29 ქვეყანაში კი საბოლოო დოკუმენტი საჯაროა (ქვეყნდება ონ-ლაინ). მკვლევარიანდრეა რენდა გვთავაზობს თუ რა უნდა მიიღოს მხედველობაში ხელისუფლებამ:

  • ხელისუფლებამ კონსულტაციები უნდა გაიაროს დაინტერესებულ მხარეებთან ინიცირების საწყის ეტაპზევე, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, რათა წარმოდგენა ჰქონეთ გავლენის ქვეშ მყოფი მხარეების შეხედულებების და შესაძლო რისკების შესახებ.
  • კონსულტაცია კანონპროექტის შინაარსის შესახებ და კონსულტაცია RIA-ს შინაარსის შესახებ განსხვავდება. RIA-ს დოკუმენტზე კონსულტაცია მნიშვნელოვანია საჭირო მონაცემების მისაღებად - საზოგადოებრივი ხარჯ-სარგებლის დასათვლელად, მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
  • საკონსულტაციო დოკუმენტში უნდა განისაზღვროს ინფორმაციის მისაღებად კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდება ხელისუფლებას  კონსულტაცია/ დახმარება.
  • მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო, რათა კონსულტაციის პროცესში ჩართვა შეძლონ. მაგალითად, ევროკავშირში დოკუმენტზე საჯარო კომენტირებისათვის მინიმუმ 12 კვირიანი პერიოდი გამოიყოფა, აშშ-ში ძირითადად 30 დღიანი პერიოდი გამოიყოფა (რთული რეგულაციების შემთხვევაში უფრო მეტიც).
  • ხელისუფლებამ თითოეულ მხარეს ვინც მონაწილეობა მიიღო კონსულტაციაში უნდა წარუდგინოს დასაბუთება თუ რატომ მიიღეს ან არ მიიღეს მისი შემოთავაზება.

 

საქართველოში ISET-ს კვლევითი ინსტიტუტის (ამ მიმართულებით ყველაზე მეტად გამოცდილი ინსტიტუტი) აქამდე განხორციელებულ RIA-ს კეთების არსებულ პრაქტიკას გვაცნობს მაკა ჭითანავა:

"როდესაც RIA-ს აკეთებ მჭიდრო კავშირი გაქვს ხელისუფლებასთან. გვაქვს კონსულტაციები და მუდმივი თანამშრომლობა, რომ დეტალურად ვიცოდეთ რა არის ცვლილების განხორციელების მიზანი, მათგან ვიღებთ საჭირო მონაცემებს, დაშვებებს ვაკეთებთ, ვათანხმებთ ცვლილებს ინიციატორებთან, ასევე გვაინტერესებს დაგეგმილი ცვლილება რომ არ განხორციელდეს, როგორ განვითარდება მოვლენები, ვაცნობთ წინასწარ შედეგებს და ა.შ. მაგალითად, ვმუშაობდით წყლის მენეჯმენტის ახალ კანონზე და გვაინტერესებდა ეს კანონი თუ არ იქნება მიღებული როგორ გააგრძელებს სამინისტრო და სხვადასხვა დეპარტამენტები ფუნქციონირებას და მათ ვეკითხებოდით როგორ აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას: რა იქნება მათი ბიუჯეტი სტატუს ქვოს შემთხვევაში და რა ცვლილების შემთხვევაში.“

" RIA-ს კეთების მთავარი ღირებულება გადაწყვეტილების მიმღებთან უშუალო კონტაქტია, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები იცვლის პოზიციას კონსულტაციის საფუძველზე. ამასთანავე, RIA-ს მკეთებელს აქვს მუდმივი კონსულტაცია სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. შესაბამისად, RIA-პროცესი იძლევა საშუალებას გადაწყვეტილების მიმღებს გააცნო ხალხის პოზიცია. თან ლიტერატურის მიმოხილვას აკეთებ, თან ეკონომკურად აფასებ, ამსთანავე საკითხს უყურებ არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ მთლიანად საზოგადოების თვალთახედვით.

თავდაპირველად, როდესაც ISET-მა დაიწყო RIA-ს კეთება, საწყის ეტაპზე გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა, რადგან ეგონათ რომ RIA იყო სახელმწიფო ხარჯების შეფასება და ის ფაქტი რომ ეს არის საზოგადოებრივი კეთილდღეობის შეფასება უცხო იყო.

ბოლოს საპენსიო რეფორმის  შესახებ გავაკეთეთ RIA  და ჯერ არ ვიცით გაითვალისწინეს თუ არა ჩვენი შედეგები. როდესაც გადაწყვეტილება საჯარო გახდება მერე ვნახავთ რა გაითვალისწინეს და რა არა.

ISET-ის მიერ აქამდე განხორციელებული ყველა RIA იყო ex-ante, რაც ნიშნავს რომ RIA ჩატარდა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ხშირად, RIA-ს კეთების პროცესში რეალობის ახლიდან დანახვა ხდება. გადაწყვეტილების მიმღებები ხშირად იცვლიან შეხედულებას და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ჩვენ მიერ ჩატარებული ანგარიშის საფუძველზე.

იყო შემთხვევა როდესაც მელიორაციის ტარიფების შესახებ RIA გავაკეთეთ, ვფიქრობდით, რომ შედეგებს ნაკლებად გაითვალისწინებდნენ, მაგრამ გადაწყვეტილების გაგების შემდეგ ვნახეთ, რომ ასე არ იყო.

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

OECD, Regulatory Policy Outlook 2015, 2015

OECD, Introductory Handbook for Undertaking Regulatory Impact Analysis (RIA), 2008.

USAID G4G, Recommendations on RIA National Framework of Georgia, 2015.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC), რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში და ინტერესთა ჯგუფების პოზიციები, 2016.

Прочитано
11436
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner