Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Sunday, 10 Ноябрь
25 Октябрь 2017 | 14:34 Сельское хозяйство

ქართული თაფლის “სუსტი რგოლები” და წარმატების მაგალითები

ქართული თაფლის “სუსტი რგოლები” და წარმატების მაგალითები

გასულ წელს საქართველო შევიდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირში თაფლის იმპორტი დაშვებულია. თუმცა, ამ ეტაპზე, ქართველი მეფუტკრეები ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გატანას ვერ ახერხებენ.

ევროკავშირის ბაზარზე წარმატებისთვის საქართველოს მეფუტკრეობის დარგმა უნდა უზრუნველყოს თაფლის გარკვეული მოცულობის სტაბილური მიწოდება, შეამციროს ფასები და ხარჯები მიწოდების ჯაჭვში, რომ უზრუნველყოს კონკურენტული ფასები ახალ ბაზარზე, მოახდინოს კლიენტების ბაზის დივერსიფიკაცია, რომ არ იყოს დამოკიდებული მცირე რაოდენობის მყიდველებზე ან მხოლოდ ერთ ბაზარზე, და მზად იყოს მძაფრი კონკურენციისთვის არაოფიციალური ბაზრების და უკრაინიდან თაფლის მიმწოდებლების მხრიდან.

ქართველი მეფუტკრეების მიერ მათი საქმიანობის გაფართოება სერიოზულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. გაფართოების ხელის შემშლელი ორი ძირითადი ფაქტორი არსებობს: ერთი მათგანია კრედიტზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, რადგან ფინანსური ინსტიტუტები ფუტკრებს არ მიიჩნევენ ლიკვიდურ ქონებად სესხის უზრუნველყოფისთვის. მეორე ფაქტორი კი,  კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა.

გარდა ამისა, საქართველოში ფუტკრის კვების პრაქტიკა არ არის სათანადო დონეზე, რაც განპირობებულია თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის ციკლის შესახებ ცოდნის სიმცირით და სკების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის დიდი ხარჯებით.

EUGeorgia.info-სთან საუბარში ქართველი მეფუტკრეები დადებითად აფასებენ ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობას და აღნიშნავენ, რომ უმსხვილესი ევროპული ბაზრის გახსნა ქვეყანას დიდ შესაძლებლობებს აძლევს. თუმცა, აქვე საუბრობენ გამოწვევებზე, რომლებსაც ქართველი ფერმერები აწყდებიან. ერთ-ერთია თაფლის რეალიზაციის პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე.

ENPARD-ის მხარდაჭერილი კოოპერატივის, „საჩვენებელი საფუტკრის“ თავმჯდომარე, რომანოზ ოქრომელიძე EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ პროდუქციის გასაღების პრობლემა ბევრ კოოპერატივს აქვს.

„გასაღების ბაზარი ჩვენთვის დიდი პრობლემაა. მეფუტკრეების რაოდენობა ბევრია, მომხმარებელი კი ცოტაა. გარდა ამისა, მომხმარებელს არა აქვს საშუალება, რომ თაფლი შეიძინოს“, - ამბობს მეფუტკრე, რომლის კოოპერატივი, წლიურად, 2 ტონამდე თაფლს აწარმოებს.

რომანოზ ოქრომელიძის ინფორმაციით, ახალციხეში მდებარე „საჩვენებელი საფუტკრის“ თაფლმა რიგაში, ლაბორატორიული შემოწმება რამდენიმეჯერ გაიარა და დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა, სახელმწიფოსგან დახმარების არარსებობის გამო, მეფუტკრეებმა არ იციან, ევროპულ ბაზარზე თაფლი როგორ გაიტანონ.

„მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე დაშვების შესახებ. ჩემი თაფლი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, რომ  გატანაში დაგვეხმაროს. კერძო პირები, რომლებსაც თაფლის გატანა უნდათ, ძალიან დაბალ ფასს გვიხდიან და არ გვაწყობს, რომ თუნდაც ერთი ტონა თაფლი, 8-10 ლარად გავატანოთ. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუ პირადად ჩვენს კოოპერატივს ექნება გატანის შესაძლებლობა“, - ამბობს რომან ოქრომელიძე.

მეფუტკრე ზაზა მჟავანაძე, რომლის კოოპერატივს, „ძლიერ ფერმერს“, 380-ზე მეტი სკა აქვს და წლიურად, 2 ტონამდე შერეულ თაფლს აწარმოებს, მიიჩნევს, რომ ქართულ თაფლს ევროპულ ბაზარზე კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

„ჩვენ ყველა პოტენციურ ბაზარს განვიხილავთ. მაგრამ, ჩემი მოსაზრებით, ევროპაში არსებული თაფლის ფასი, 3 ევრო, ჩვენი თაფლისთვის შეუფერებელია. დღეს, ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული ფასი  25 ლარია, არა მგონია, რომ მისი ალტერნატივა სადმე ევროპაში იყოს. თუმცა ჩვენი დონის თაფლი აქვს ავსტრიას, რუმინეთს და გამოირჩევა მაღალი ფასით - 14 ევრომდე. ამ ძვირადღირებული თაფლის ძირითადი შემსყიდველი ფარმაცევტული კომპანიებია. ჩვენ ამ კომპანიებთან წვდომა ჯერჯერობით არ გვაქვს„ - ამბობს მეფუტკრე.

ზაზა მჟავანაძე, რომლის კოოპერატივი ქობულეთის სოფელ ლეღვაში მდებარეობს და  ENPARD-ის მიერ არის მხარდაჭერილი, თაფლს, ბითუმად, თურქეთში ყიდის.  ამბობს, რომ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებას ხელს შეუწყობდა ადგილობრივი აგროტურიზმის განვითარება.

„ყველაზე მთავარია, ჯერ ქართული ბაზარი ავითვისოთ იმისთვის, რომ აქ ხარისხიანი პროდუქცია იყიდებოდეს და ეს ევროპელ ტურისტებს დავანახოთ. ვინაიდან ქობულეთი ტურისტული ზონაა, გვინდა, თაფლის სახლი გავხსნათ, სადაც ჩვენი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ტურისტები აქ ხშირად ჩამოდიან და ვფიქრობ, რომ ლეღვაში ასეთი სახლის გახსნა აუცილებელია. ჯერჯერობით ფინანსების უქონლობა გვაფერხებს. ბანკთან ურთიერთობა არ გვინდა, რადგან ძალიან მაღალ საპროცენტო  განაკვეთში გვთავაზობენ სესხს. ENPARD-ის დამსახურებაა, რომ ჩვენი კოოპერატივი დღეს ასეთი სახით მუშობს, მაგრამ სხვა საერთაშორისო გრანტებზე წვდომა არ გვაქვს, რადგან არ ვიცით, ინფორმაცია სად და როგორ მოვიძიოთ“, - ამბობს მეფუტკრე.

კოოპერატივ „ალიონის“ თავმჯდომარე ავთანდილ ცინცქილაძე მეფუტკრეების მთავარ პრობლემად განათლების დაბალ დონეს და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეზღუდულ წვდომას ასახელებს. ხელვაჩაურში მდებარე კოოპერატივში 6 მეფუტკრეა გაერთიანებული და საშუალოდ, წლიურად, 2 ტონამდე თაფლს აწარმოებს.

„ადგილობრივ ბაზარზე თაფლის გაყიდვა ძალიან პრობლემატურია, მოთხოვნა დაბალია, რადგან თაფლის მოხმარების კულტურა არ გაგვაჩნია. ევროპაში თაფლზე გაცილებით უფრო მაღალი ფასია და, რა თქმა უნდა, ევროპაში გატანა გვირჩევნია. ქართულ თაფლს განსაკუთრებული თვისებები აქვს და ევროპაში ეს კარგად იციან. მაგრამ მეფუტკრეობის განვითარებას  კომპლექსური მიდგომა სჭირდება. XXI საუკუნეში გლეხური მეთოდებით პროდუქციის წარმოება შეუძლებელია. კონკურენციის გაწევა თუ გვინდა, დარგში ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს. უპირველეს ყოვლისა კი, სახელმწიფომ გლეხებს ცოდნა უნდა მისცეს. უნდა მოეწყოს განათლების ცენტრები, სადაც მეფუტკრეებს მოამზადებენ“,  - ამბობს ავთანდილ ცინცქლაძე.

EUGeorgia.info-სთან საუბარში ქართველი მეფუტკრეები აღნიშნავენ, რომ ევროპულ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, საჭიროა სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია წარმოების მცირე მოცულობის გამო. თუმცა, სკეპტიკურად უყურებენ იდეას, რომ რამდენიმე კოოპერატივთან ერთად გაერთიანდნენ და ერთობლივად, მოახერხონ ექსპორტი.

„ქართველები ბუნებით ინდივიდუალისტები არიან და ძალიან უჭირთ კოოპერაციაში მუშაობა. ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ მცირე კოოპერატივებს დიდი მოცულობის წარმოება ჰქონდეთ. საქართველოში ფინური სკები რომ შემოვიტანე გასაყიდად, ბიზნესმენი, რომლისგანაც საქონელი შევიძინე, პარალელურად თაფლს აწარმოებდა. ის არავითარ კოოპერატივში გაერთიანებული არ იყო, მაგრამ, საკუთარი ძალებით, წელიწადში 2 000 ტონა თაფლს აწარმოებდა“, - აღნიშნავს მეფუტკრე ავთანდილ ცინცქლაძე.

„ევროკავშირის ბაზარზე გატანის შემთხვევაში, თუ ერთობლივად გავიტანეთ, შეიძლება ერთი კოოპერატივის მიერ მიწოდებულ თაფლში ანტიბიოტიკი ან აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინონ და მთელი პარტია ფალსიფიცირებულად ცნონ. ჩემი მოსაზრებით, უკეთესი იქნება, ცალკეული კოოპერატივები გამსხვილდეს და ერთგვაროვანი თაფლი თავად გაიტანონ“, - ამბობს მეფუტკრე რომანოზ ოქრომელიზე.

საქართველოში თაფლის შეგროვება იწყება მაის-ივნისში და გრძელდება აგვისტო-სექტემბრამდე. თაფლის გამოსავლიანობა სხვადასხვაგვარია და საქართველოში ის დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მცირე, საშუალო და მსხვილი მეფუტკრეების თაფლის გამოსავლიანობა განსხვავებულია და შეადგენს შესაბამისად 7-8კგ/სკაზე, 12-13კგ/სკაზე და 20-22 კგ/სკაზე.

2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში აღრიცხულია 269.5 ათასი ფუტკრის ოჯახი. მათი 53% კონცენტრირებულია სამ რეგიონში: იმერეთში (22%), კახეთში (16%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (14%). ქვეყანაში დაახლოებით 3,688 მეფუტკრეს ჰყავს ფუტკრის მინიმუმ 10 ოჯახი. მეფუტკრეების დაახლოებით 58% სამ რეგიონშია: იმერეთში (24%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (20%) და კახეთში (14%).

2006-2015 წლებში თაფლის წარმოება საქართველოში გაიზარდა 11%-ით და 4.1 ათასი ტონა შეადგინა. 2014 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში სულ დაფუძნდა და დარეგისტრირდა 174 მეფუტკრეობის კოოპერატივი. ამ კოოპერატივების ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარაშია (რეგისტრირებული კოოპერატივების მთლიანი რაოდენობის 18%). მეფუტკრეობის კოოპერატივების წევრთა რაოდენობა 3-9 წევრს შეადგენს. სკების საშუალო რაოდენობა ერთ კოოპერატივზე და კოოპერატივის ერთ წევრზე ყველაზე მაღალია სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (243/26) და ყველაზე დაბალი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (34/7). ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობა ყველაზე მაღალია კახეთში (32კგ/ოჯახზე) და ყველაზე დაბალი - მცხეთა- მთიანეთში (13კგ/ოჯახზე).

2010-2015 წლებში საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის უდიდესი წილი (როგორც ღირებულების, ასევე მოცულობის თვალსაზრისით) გატანილ იქნა საუდის არაბეთში. ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქართული თაფლი ექსპორტზე გადის, ამ ეტაპზე ესტონეთია.

 

ევროპა თაფლის უმსხვილესი მომხმარებელია და მასზე გლობალური თაფლის მოხმარების 20% მოდის. ევროკავშირი, ასევე, თაფლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ის მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სხვა ქვეყნებიდან თაფლის იმპორტზე. იმპორტირებული თაფლი ევროკავშირის თაფლზე მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. 2015 წელს, ევროპულ ბაზარზე იმპორტირებული თაფლის მოცულობამ 339 000 ტონაზე მეტი შეადგინა.

ევროპის ბაზარზე თაფლის უმსხვილესი მიმწოდებელი არის ჩინეთი. ჩინეთიდან იმპორტირებული თაფლის მოცულობა 98 000 ტონას შეადგენს, რაც ევროპაში თაფლის მთლიანი იმპორტის 29%-ს წარმოადგენს. ჩინეთიდან თაფლის მიწოდება სტაბილურად და საკმარისი მოცულობით ხორციელდება. ამასთან ერთად, ჩინური თაფლის ფასები დაბალია, ვინაიდან მცირეა დანახარჯები მუშახელზე. ჩინური თაფლის ხარისხთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის (ეს ძირითადად ეხება ნარჩენებს თაფლში) მიუხედავად, ჩინეთი ევროპაში თაფლის უმსხვილეს მიმწოდებლად რჩება.

ევროპაში თაფლის იმპორტის მთლიანი მოცულობის 50% გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის ბაზრებზე მოდის. წამყვანი ადგილი გერმანიას უკავია, რომელზედაც თაფლის მთლიანი იმპორტის 26% მოდის. სულ უფრო იზრდება იმპორტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს ტენდენცია ძირითადად აიხსნება უკრაინიდან თაფლის ექსპორტის რუსეთიდან ევროკავშირში გადანაცვლებით. ფაქტობრივად, რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, 2011-2015 წლებში ევროკავშირმა გააოთხმაგა უკრაინული თაფლის იმპორტი.

ქართული თაფლის ე.წ. „მესამე ქვეყნების ჩამონათვალში“ შეტანა, ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის მზარდ მოთხოვნასთან ერთად, კარგ პერსპექტივებს ქმნის საქართველოში თაფლის წარმოებისათვის. ამისთვის, აუცილებელია ინსტიტუციონალური გაუმჯობესება ამ შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებითვის. თაფლის წარმოებაში და მარკეტინგში არსებული გამოწვევების დასაძლევად და ამ დარგის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად აუცილებელია მეფუტკრეების ცოდნის ამაღლება დაავადებების და პარაზიტების, თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის ციკლის, საკვების დამუშავების მოთხოვნების შესახებ, ასევე მათი ბიზნესის და ფინანსური უნარების გაუმჯობესება; სათანადო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საშუალებას მისცემს ამ დარგს, მიაღწიოს მასშტაბის ეკონომიას წარმოებასა და მარკეტინგში; საქართველოში არსებული ლაბორატორიების და სურსათის უვნებლობის მომსახურების საიმედოობის და ეფექტურობის გაძლიერება დ ა  კერძო სექტორის დახმარება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის პოპულარიზაციაში სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის საშუალებით.

 

 

* სტატიაში გამოყენებულია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში მომზადებული კვლევა „თაფლის ღირებულების ჯაჭვი“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. არსებული კვლევა განხორციელდა „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა განვითარების ინსტიტუტის ექსპერტის ირაკლი ჯავახიშვილის მიერ.






* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს 

 

 

Прочитано
13827
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner