Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 22 Ноябрь
16 Ноябрь 2017 | 15:32 Сельское хозяйство

„ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“-მ ფერმერების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო

„ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“-მ ფერმერების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო

 

მიმიდინარე წელს პირველად საქართველოში ფერმერების პროდუქციის რეალიზება და გასაღების ახალი და მუდმივი ბაზრის მოპოვება „ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“-მ დაიწყო. კომპანიის მიზანია ფერმერებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნას მომარაგების დახვეწილი, მარტივი და უწყვეტი ჯაჭვი. ადგილობრივი ფერმერული ორგანიზაციების გაძლიერების გზით სადისტრიბუციო კომპანია იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი ნაწარმით ჩანასვლებასაც გეგმავს.

მსოფლიოში ფერმერთა პროდუქტების ეფექტიანი დისტრიბუციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ესპანეთში არსებული კომპანია „მერკანზა“-ს მუშაობა.  „მერკანზა“ არის ორგანიზაცია, რომელიც ფერმერებისგან შესყიდული პროდუქციით საცალო ქსელებს ამარაგებს. პროდუქტების უვნებლობის შემოწმება კი მუდმივ ხდება საკუთარი მაღალი დონის სანდოობის ლაბორატორიების საშუალებით. ფერმერებთან მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგად „მერკანზა“-ს მიერ მარკეტებისთვის მიწოდებული პროდუქტების ფასი კონკურენტუნარიანია ცალკეულ ფერმერებთან შედარებით. წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად დანახარჯების შემცირება „მერკანზა“-ს საშუალებას აძლევს მარკეტებს პროდუქტები  ცალკეულ ფერმრებზე იაფად მიაწოდოს.

„ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის“ ესპანური „მერკანზა“-ს ტიპის კომპანიაა, თუმცა ამ ეტაპზე  ქართული კომპანიის  მასშტაბები გაცილებით მცირეა, ამის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების და  მნიშვნელოვანი წილის დაკავების შანსი აქვს.

„ გვინდა ხელი შევუწყოთ  ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. ამჟამად ვთანამშრომლობთ „აჭარა ჯგუთან“ და მასში გაერთიანებულ სასტუმროებთან და რესტორნებთან.  ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ პროდუქციას, ვასაწყობებთ თუ დასასაწყობებელია და ვამარაგებთ ამ ქსელს მთლიანად. დაკონტრაქტებული გვყავს 50-მდე ფერმერი. თავიდან მხოლოდ 10 დასახელების პროდუქტის დისტრიბუციას ვაკეთებდით. დღეს კი  ხილით, ბოსტნეულით, მწვანილით, კვერცხით, თაფლით და სხვა პროდუქტებით ვამარაგებთ. დგას სეზონურობის პრობლემა, თუმცა  ვცდილობთ სათბურებთან თანამშრომლობის შემდეგ ეს პრობლემა გადავჭრათ და ნედლი პროდუქტები არასეზონზეც გვქონდეს. ვამოწმებთ ლაბორატორიულად პროდუქციას, შემდეგ ვუშვებთ „აჭარა ჯგუფის“  შეფმზარეულთან დასაგემოვნებლად და თუ მოეწონათ, მიწოდებას ვიწყებთ. პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მზად ვართ, რომ ფერმერებს ჩვენი აგრონომები დავახმაროთ“, - ამბობს „ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის“ დირექტორის მოადგილე შაკო ჯაფარიძე.

სადისტრიბუციო კომპანია საუკეთესო აგრომწარმოებლებს ფერმერთა ასოციაციის დახმარებით პოულობს. ამას გარდა, კარგი ფერმერების აღმოჩენა აპლიკაცია „აგრონავტი“-ს საშუალებითაც შესაძლებელია. „აგრონავტი“ უფასო აპლიკაციაა, სადაც რეგისტრაციის შემდეგ, ფერმერს წარმოების სახეობის და რაოდენობების შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსებაც შეუძლია.  აპლიკაციაში ხელმისაწვდომია აგროსტატისტიკა, აგრარული პროდუქტის ფასები, ბაზრის კვლევები, აგროდაიჯესტი, სასწავლო ბროშურები, ამინდის პროგნოზი; ასევე  სერტიფირების, მიწის აუქციონის, აგროდაზღვევისა და სასარგებლო ბმულების შესახებ ინფორმაცია.

„გვინდა რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა გამოიყენოს აპლიკაციის შესაძლებლობები და ასევე ხმა მოგვაწვდინოს თავიანთი პროდუქტების შესახებ, რაც შესაძლოა საფუძველი გახდეს ჩვენთან თანამშრომლობის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყებთ მათი ნაწარმის სტაბილურ დისტრიბუციას მათთვის მისაღებ ფასებში“, - ამბობს  შაკო ჯაფარიძე.

ფერმერ დავით აქირთავას ქსანში 500 კ/მ სათბური აქვს და ესპანური „სან ანდრეასი“-ს ჯიშის მარწყვი მოჰქავს. როგორც  ამბობს, წარმოების პირველ ეტაპზე გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა ამჟამად ეს ხარვეზეები გამოსწორებულია და სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობის შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობას გეგმავს. ფერმერი ამბობს, რომ სადისტრიბუციოს მიერ შეთავაზებული ფიქსირებული ე. წ. წლის ან სეზონის ფასები საშუალებას აძლევს პროდუქციის რეალიზაციის ჩავარდნის შიში დაძლიოს და მხოლოდ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე იფიქროს: „ძალიან მოხერხებულია სადისტრიბუციოსთან თანამშრომლობა. რეალიზაციის კუთხით პრობლემა არ არის, ანაზღაურებაზე ძალიან კარგი პირობები აქვთ, თვეში ორჯერ გვირიცხავენ თანხას თვის დასაწყისსა და  თვის ბოლოს. სადისტრიბუციო გვთავაზობს წლის ან სეზონის ფიქსირებულ ფასებს, სადაც თვითღირებულებას დამატებული აქვს ჩვენთვის მისაღები მოგება, ეს კი სტაბილურობის შეგრძნებას გვიჩენს. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ხარისხში არ მოვიკოჭლოთ და ჩვენი პარტნიორი არ დავაღალატოთ. ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია ისეთ სასტუმროებთან არის დაკავშირებული, რომლებისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენც ვცდილობთ ხარისხი ავწიოთ“, - ამბობს დავით აქირთავა.

კახა თუთბერიძე არამომგებიანი ფერმერული საქმიანობისთვის თავის დანებებას აპირებდა, თუმცა ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან ურთიერთობის აწყობის შემდეგ ახლა უკვე ბიზნესის გაფართოებას აპირებს: „ქართულ ბაზარზე ეხლა არის ქაოსი. არ ხდება გეგმიური დათესვა, მაგალითად როგორც ევროპაშია წინასწარ გარკვეული, ვინ რამდენი უნდა მოიყვანოს. ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია კარგია ორი ასპექტის გამო. პირველი - გთავაზობენ ინოვაციას ანუ გვეხმარებიან მოვიყვანოთ ახალი კულტურები, რაც დაუბრკოლებლად იყიდება;  მეორე ასპექტი - დაგეგმილი რაოდენობის პროდუქციის წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ფაქტობრივად დანაკარგი ნოლია ამ შემთხვევაში. რამდენსაც მოიყვან, იმდენივეს მყისიერად გაყიდი. თანხებზე გაუგებრობა გამორიცხურლია, ყველაფერი საბუთებით და მოწესრიგებულად ხდება. მათთან რომ არ დამეწყო ურთიერთობა, ამ საქმიანობისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, ახლა მაქვს 1500 კ/მ-ზე სათბური და 1000 კ/მ -ს კიდევ ვამატებ. ვაწარმოებთ სალათის ფურცლებს, რუკოლას, კეილს, კეილი რა არის? ფოთლოვან კომბოსტოს და ვიზუნას  - იაპონურ კომბოსტოს. ამ ყველაფერს კი სადისტრიბუციოს დახმარებით უპრობლემოდ ვყიდით“, -ამბობს კახა თუთბერიძე.

„აჭარა ჯგუფი“-ს  პროექტების მენეჯერი ნინო კვერნაძე აცხადებს, რომ ტურისტების მოსაზიდად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგლობრივი მაღალხარისხიანი პროდუქტების გამოყენებას სასტუმროებისა და რესტორნების მიერ. ადგილობრივი მეწარმეების გარვითარების ხელშეწყობა, მათგან პროდუქციის შესყიდვის გზით პირდაპირ კავშირშია სერვისის სფეროს გაუმჯობესებასთანაც, რადგან გემრიელი და უვნებელი საკვებით ტურისტის კეთილგანწყობის მოპოვების შანსი მაღალია:  „ძალიან გვეამაყება ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანისთან თანამშრომლობა, ძალიან ხარისხიანი პროდუქტი მოაქვთ. ჩვენი სასტუმროები და რესტორნები სექტემბრიდან სრულიად გადავიყვანეთ ქართულ ხილ-ბოსტნეულზე. ტურიზმის მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები მოაქვს ქართული პროდუქტების განთავსებას ჩვენს რესტორნებში. გვიხარია, რომ ფერმერები ასე იზრდებიან. როცა  ვეუბნებით, რომ რასაც მოიყვანთ, ყველაფერს ვიყიდით, ფერმერებს ფერმერობა უნდებათ და თავს აღარ ანებებენ თავიანთ საქმიანობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი გავაძლიეროთ. ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიის შეიქმნის შემდეგ მომარაგების კუთხით საქმე გაგვიოლდა, რადგან ერთ მენეჯერთან გვიწევს ურთიერთობა. ახალი პროდუქტების სიას ვაძლევთ და წარმოებაზე მყისიერად მუშაობენ.  ჩვენ მენიუებში ფერმერთა გვარების შეტანა დავიწყეთ, გვსურს, ყველამ იცოდეს, რომ ეს კარგი პროდუქტი ქართულია და მისი წარმოება კონკრეტულ ფერმერს უკავშირდება“, - აცხადებს ნინო კვერნაძე.

შაკო ჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე მსხვილ ფერმერებთან ნაკლებად თანამშრომლობენ: „ ვთანამშრომლობთ ძირითადად წვრილ ფერმერებთან და ოჯახური ტიპის მწარმოებლებთან. გვინდა, რომ სწორედ ასეთი მეწარმეები გავაძლიეროთ. მომავალი 2 წლის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ყველა მსხვილი სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი ჩვენ მოვამარაგოთ, ძირითად მომწოდებლებად კი მცირე ფერმერებსა და საოჯახო მეურნეობებს განვიხილავთ“, - ამბობს ჯაფარიძე.

სატატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო აღწერის (2014 წლი) მიხედვით საქართველოში 640 ათასამდე ფერმერული მეურნეობაა. „ქართველ ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“-ს ჯერჯერობით 50 მუდმივი და 150 არამუდმივი  მომწოდებელი ფერმერი ჰყავს. გამოდის, რომ სადისტრიბუციო ამჟამად ფერმერთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,03%-თან თანამშრომლობს. თუმცა ფაქტია, რომ საქმე დაძრა და კონკრეტულ შედეგებზეც გავიდა.

ეს სადისტრუბუციო კომპანია მზად არის, რაც შეიძლება მეტი ისეთი ფერმერი დაიკონტრაქტოს, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტების შექმნას შეძლებს. სადისტრიბუციოს ჯერ ადგილობრივი ბაზარზე პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების ამბიცია აქვს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი DCFTA-ს შესაძლებლობების გამოყენებასაც აპირებს და არ გამორიცხავს, რომ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტებით გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.



ზურაბ მოდებაძე

 

Прочитано
5847
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

banner
banner
banner
banner
banner