Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 19 Aпрель
21 Декабрь 2017 | 11:54 Сельское хозяйство

მომდევნო ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს, აკვაკულტურა იქნება

მომდევნო ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს, აკვაკულტურა იქნება

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ცხოველური წარმოშობის რიგით მეხუთე პროდუქტი, რომლის ევროკავშირის ბაზარზე შეტანის უფლებას საქართველო მოიპოვებს, აკვაკულტურა იქნება. აკვაკულტურა კონტროლირებად პირობებში წყლის ორგანიზმების (თევზების, მოლუსკების, წყალმცენარეების) მოშენებას გულისხმობს.  ამ დრომდე საქართველოდან ცხოველური წარმოშობის ორი არასასურსათო (ტყავი, მატყლი) და ორი სასურსათო (თაფლი, ქაფშია) პროდუქტის ევროკავშირში შეტანაა ნებადართული.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტის ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ქვეყნის დამატება მესამე ქვეყნების სიაში, საიდანაც ასეთი პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელია. 

ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტის ექსპორტის მოთხოვნები ვრცელდება აკვაკულტურებზე და ამასთანავე დადგენილია გარკვეული სპეციფიური მოთხოვნებიც.  კერძოდ, ცოცხალი თევზი, ქვირითი და ორსაგდულიანი მოლუსკები ჯანმრთელების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგებით უნდა დადასტურდეს. სურსათის ეროვნული სააგენტო უნდა იძლეოდეს გარანტიას, რომ პროდუქტი და  მისი წარმოება ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნებს შეესაბამება.  

ევროკავშირში ექსპორტის უფლების მოსაპოვებელი პროცედურები ასეთია: 

  • სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორატში (DG SANTE) ;

      ● DG SANTE  სეს-ს უგზავნის კითხვარს, რომელიც კანონმდებლობას, სეს-ის შესაძლებლობებს, ჰიგიენას და სხვა ელემენტებს ეხება;

  • სეს-ი ავსებს კითხვარს და  DG SANTE-ს უგზავნის;
  • აღიარებისთვის, ამავე ეტაპზე, სეს-მა ევროკომისიას უნდა წარუდგინოს ნარჩენების მონიტორინგის გეგმა;
  • წარდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდეგ ევროკომისიას შეუძლია ადგილზე შემოწმების განხორციელება. ადგილზე შემოწმება სავალდებულოა მაღალი რისკის პროდუქტების - კიბოსნაირების მიმართ;
  • ამ პროცედურების შემდეგ DG SANTE წარადგენს რეკომენდაციას, რომ ქვეყანა დაემატოს მესამე ქვეყნების პოზიტიურ სიას, ასევე წარადგენს სეს-ის მიერ გადაგზავნილ აღიარებული საწარმოების ნუსხას.
  • ბოლო ეტაპზე კი გადაწყვეტილებას ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იღებს.

FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ბოლო კვლევების მიხედვით, თევზის წარმოება მსოფლიოში ბოლო 50 წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება.  თუ 60-იან წლებში საშუალო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 9,9 კგ იყო, 2012 წელს ის 19,2 კგ-მდე გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, თევზეულზე მოთხოვნა-მიწოდება 2022 წლამდე,  დაახლოებით, ორჯერ მოიმატებს.  მისი  ყველაზე დიდი მომხმარებლები და იმპორტიორები  ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ და იაპონიაა. ბოლო წლებში ევროკავშირში თევზპროდუქტების  იმპორტმა 47 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტი პოპულარობით ზღვებისა და ოკეანის თევზეული სარგებლობს, განვითარების პოტენციალი აკვაკულტურასაც აქვს, ღია წყლებში თევზეულის შეზღუდული რესურსების გამო. აკვაკულტურის წილი საერთო რეწვაში სულ უფრო იზრდება და 42%-ს შეადგენს.  აქედან ნახევარი 54%-ი მოდის აზიაზე და მხოლოდ 18%-ის წარმოება - ევროპაზე. 

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში   ქართულ პროდუქციას უზარმაზარ ბაზართან წვდომის საშუალება მიეცა. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ თევზეულის ექსპორტში განვითარებადი ქვეყნების წილი შესამჩნევად იზრდება და უკვე ნახევარს აჭარბებს. მათი დაწინაურება პროდუქციაზე დაბალმა ფასებმა და განვითარებულ სახელმწიფოებში საბაჟო ტარიფების შემცირებამ განაპირობა. ძვირმა სამუშაო ძალამ და გარემოს დაცვაზე არსებულმა მკაცრმა რეგულაციებმა  ევროკავშირში თევზის წარმოება არაკონკურენტუნარიანი გახადა და დარგის სტაგნაცია გამოიწვია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროპაში ექსპორტირების  შანსი უჩნდება იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში აკვაკულტურების დარგი სათანადოდ განვითრდება. 

ევროკავშირის მიერ საქართველოს აკვაკულტურების აღიარების შემდეგ, მეწარმეებს ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაეხსნებათ 500 მილიონიანი ბაზრის სახით, თუმცა ქართველ მეწარმეებს ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტს არჩილ ფარცვანიას აზრით, წყლის რესურსების გამო აკვაკულტურას განვითარებას პერსპექტივა აქვს, ამას გარდა,  ადგილობრივი ბაზარი იმპორტზეა დამოკიდებული და აკვაკულტურების წარმოების ზრდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხითაც აუცილებელია: „თუ გავითვალისწინებთ იმ წყლის რესურსებს, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში,  ეს აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 19 კილოგრამი თევზი. საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით კი სასურსათო კალათაში 14,4 კგ თევზი არის განსაზღვრული. ბოლო აღწერის მიხედვით, ჩვენი მოსახლეობა  3 700 000 ადამიანს შეადგენს და რომ გავამრავლოთ ეს 14,4 კილოზე, გამოდის, რომ  წელიწადში გვჭირდება 53 ათასი ტონა თევზი. ჩვენ კი მოხმარება გვაქვს სულ 30 ათასი ტონა, საიდანაც მაქსიმუმ 5 ტონამდე ჩვენ ვაწარმოებთ. იმპორტირებული თევზის რაოდენობა ძალიან მაღალია. ეს ფაქტი პრობლემაა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით. მინიმუმ 50%-ს მაინც უნდა ვაწარმოებდეთ“, - აცხადებს არჩილ ფარცვანია. 

„ნიკორა“-ს შვილობილი კომპანია „აგია“ ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში საკალმახე მეურნეობას ფლობს, რომელიც 1 ჰექტარზეა განლაგებული. კომპანიის იხტიოლოგი რეზო ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ შიდა ბაზარზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ ჯერ ექსპორტზე არ ფიქრობენ, თუმცა მომავალში არც ევროკავშირის ბაზარზე იტყვიან უარს: „ამჟამად ყველაზე დიდი საკალმახე გვაქვს, წელიწადში 300 ტონას ვაწარმოებთ, და კიდევ 50 ტონით მეტ წარმოებას ვგეგმავთ. ჩვენი პროდუქცია „ნიკორა“-ს ქსელში „კარფურში“ და სხვა ადგილებში იყიდება. რა თქმა უნდა, მომავალში ვიმუშავებთ ექსპორტზე თუ გარე ბაზარზე უფრო მეტი მოგების მარჟა გვექნება, მაგრამ ჯერ საქართველოს ბაზარი ბოლომდე არ არის ათვისებული. რეალურად არ გვაქვს ინფორმაცია ევროკავშირის ბაზარზე, რთული წარმოსადგენია, რომ ტოვებ ქართულ ბაზარს, სადაც არის მოთხოვნა და მიდიხარ ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი“. 

ფერმერ ზურაბ მაისურაძეს თევზის წარმოება15 ჰექტარზე აქვს. გასულ წელს ისრაელში ექსპორტირების შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ექსპორტი ვერ განახორციელა.  მაისურაძე ლოქოს ლიფსიტს  აზერბაიჯანში ყიდის, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და ევროკავშირში არსებულ მოთხოვნაზე ინფორმაციაც არ აქვს : „მე წელიწადში 40 ტონამდე ტბის თევზს, კერძოდ კი კობრს, ამურს, სქელშუბლას და ლოქოს ვაწარმოებ. შარშან მქონდა მცდელობა ისრაელში კობრის გატანის. ხელი შეგვეშალა, სერტიფიკატი ვერ ავიღეთ. აზერბაიჯანიდან არის ლოქოს ლიფსიტზე ძალიან დიდი მოთხოვნა. ერთ 100 გრამიან ლიფსიტში ​5 ლარს იხდიან. წელიწადში ერთ პარტიას ვყიდი აზერბაიჯანში. თელავში 2 მაღაზია გვაქვს და ასევე ადგილიდან გადამყიდველებს მიაქვთ მთელი თბილისის მასშტაბით. კილოგრამს 8 ლარად ვყიდით. არ ვიცი კობრი და სქელშუბლა სარგებლობს თუ არა პოპულარობით ევროკავშირში. ევროპაში კალმახი უფრო პოპულარულია, თუმცა მე თვითონ კალმახი ცოტა რაოდენობით მყავს“, - ამბობს მაისურაძე.  

თევზის საერთაშორისო ვაჭრობაში დიდი წილი, როგორც მაღალფასიან სახეობებს, მაგალითად, ორაგულს, სიბასს, კრევეტებსა და სხვა მოლუსკებს, ასევე შედარებით იაფფასიანს, ტილაპიას, სომს, პანგასიუსსა და კობრს უკავია. ამ უკანასკნელზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მისი ძირითადი მწარმოებლები აზია და სამხრეთ ამერიკაა. ასევე აღსანიშნავია, რომ კალმახი „ცისარტყელას“ საცალო ფასი, ევროპაში, მაგ. საფრანგეთში  „კარფურის“ ქსელში 16 ევროს აღემატება (გასუფთავებულის და დაფასოებულის).

როგორც ირკვევა, ტბის თევზი და კალმახი ევროპაში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია, მაგრამ ქართული აკვაკულტურის პროდუქტები აღიარების გარეშე ევროკავშირის ბაზარზე ვერ მოხვდება. იმისთვის, რომ აღიარების გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს, პირველ რიგში დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაა საჭირო.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოდან ევროკავშირში აკვაკულტურების პროდუქტების ექსპორტის უფლების მოპოვებისთვის სამოქმედო გეგმა აქვს, სადაც რეგულაციების დაახლოების ბოლო ვადად 2022 წელია განსაზღვრული.

 

ზურაბ მოდებაძე

 

 

Прочитано
7118
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner