Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 01 Ноябрь
12 Aпрель 2019 | 15:54 Сельское хозяйство

ფერმერებს წელს კენკრის გაყიდვის პრობლემა ექნებათ

ფერმერებს წელს კენკრის გაყიდვის პრობლემა ექნებათ

 

რაფაელ მაღალაშვილი: „წელს კენკრაში ნაკლებს გადავიხდი”

ვინ იყიდის ქართულ კენკრას?

 

ბოლო წლებში კენკრის მოყვანა ბევრი ფერმერისთვის მომგებიან საქმედ იქცა. შეიძლება ითქვას, რომ გასულ წლამდე ჟოლო, მაყვალი, მოცვი ბაზარზე დეფიციტური იყო, რაც მასზე დიდ მოთხოვნას განაპირობებდა და ფასიც, შესაბამისად მაღალი ჰქონდა.

კენკრა კარგ შემოსავალს იძლეოდა, რამაც ახალი ბაღების გაშენებას მისცა სტიმული. დასავლეთ საქართველოში აქტიურად დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება, ქვეყნის აღმოსავლეთში კი მარწყვის, მაყვლისა და ჟოლოს ბაღები გაჩნდა. კენკრის ბაღების გაშენებას ხელი სახელმწიფო პროგრამამ შეუწყო. „დანერგე მომავალის” ფარგლებში სახელმწიფომ ამ კულტურების დარგვა ბევრ მწარმოებელს ბიუჯეტიდან დაუფინანსა. კენკრის გაშენების პროცესი აქტიურად გრძელდება და მთლიანი ფართობი მალე 1000 ჰექტარსაც გადააჭარბებს.

 

მაყვლისა და ჟოლოს მოსავლის რეალიზაციის პრობლემამ ჯერ კიდევ შარშან იჩინა თავი. ფერმერთა ნაწილს მაყვლისა და ჟოლოს გაყიდვა გაუჭირდა, უმეტესად სეზონის პიკზე, როცა ბაზარზე ჭარბ მიწოდებას ჰქონდა ადგილი. წელს ჟოლოს და მაყვლის მოსავალი კიდევ უფრო მეტი იქნება, რაც კენკრის დროულად გაყიდვის პრობლემას შექმნის. ფერმერთა ერთმა ნაწილმა მოახლოებული საფრთხე უკვე იგრძნო. მათ კენკრის რეალიზაციის ალტერნატიული გზებზე დაიწყეს ფიქრი. ისინი ხილის ექსპორტზე გატანას, ასევე, გაყინვას და შემდეგ, მისი არასეზონზე გაყიდვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ.

ჭარბი მოსავალი ბუნებრივია, ფასის კლებას გამოიწვევს. მსხვილი შემსყიდველები უკვე ამბობენ, რომ კენკრაში შარშანდელ ფასზე ნაკლებს გადაიხდიან.

ვინ არიან ფერმერების პოტენციური კლიენტები? პირველ რიგში, ყველაზე მეტ პროდუქტს ტრადიციული მყიდველები - დისტრიბუტორები, შუამავლები შეიძენენ, რომლებსაც ცოცხალი კენკრა პირდაპირ ბაღიდან მიაქვთ და მის რეალიზაციას საკოლმეურნეო ბაზრებში ახდენენ. თუმცა, მოსავლის სიდიდიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის ეს საკმარისი არ იქნება. დისტრიბუტორების გარდა წლევანდელ სეზონზე ფერმერებისგან კენკრას რამდენიმე დიდი კომპანიაც შეისყიდის. ის კომპანიები, რომლებიც ე.წ. შოკური მაცივრებს ფლობენ. ზოგიერთი მათგანი აპირებს სეზონის პიკზე იყიდოს კენკრა, გაყინოს და შემდეგ ექსპორტზე, მათ შორის ევროპაში გაიტანოს. ზოგიერთი კი გაყინული ხილის ადგილობრივ სავაჭრო ქსელში რეალიზაციას გეგმავს. გადამამუშავებელ კომპანიებს მწარმოებლებთან მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყიათ. ისინი ხილის შემოსვლას ელოდებიან, როცა მოსავლის სავარაუდო მოცულობა გაირკვევა და შესყიდვის საორიენტაციო ფასიც ამის შემდეგ გამოჩნდება.

რამდენს გადაიხდიან „გლენბერი” და „აგროლეინი”?

ფერმერებისგან ჟოლოს და მაყვალს წელსაც შეისყიდის კომპანია „გლენბერი”, რომელსაც სამაცივრე მეურნეობა ქარელის მუნიციპალიტეტში აქვს. კომპანიამ კენკრა შარშანაც იყიდა და ექსპორტზე უმეტესად თურქეთსა და ისრაელში გაიტანა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი რაფაელ მაღალაშვილი ამბობს, ქარელში გაყინული კენკრა ევროპასა და აშშ-შიც გაყიდა(„გლენბერის” სამაცივრე დანადგარს 1 საათში 1500 კილოგრამი კენკრის შოკურად გაყინვა შეუძლია, რის შემდეგ კენკრის შენახვა მაცივრებში 3 წლის განმავლობაში შეიძლება, -18-22 გრადუს ტემპერატურაზე). „გლენბერ”-ის მფლობელი ფერმერებისგან კენკრას წელსაც შეისყიდის, მაგრამ ძველი ფასის გადახდას აღარ აპირებს.

„კენკრა შარშან თითქმის ყველა მწარმოებლისგან შევიძინე. მაგრამ ვიზარალე. რადგან კენკრის მსოფლიო ფასი თითქმის განახევრდა. სერბეთმა დააკლო ფასი და კილოგრამ გაყინულ მაყვალს 50 ცენტად ყიდის. როგორ შევეჯიბრო სერბეთს ან პოლონეთს? შარშან 80 ტონა მაყვალი ვიყიდე. ჟოლო არ მიყიდია, იმიტომ, რომ ფასი იყო მაღალი. კილოგრამი მაყვალი 2-2,5 ლარად ვიყიდე, რაც ძალიან ძვირია. პრაქტიკულად წაგებით გავყიდე. ფაბრიკა ახალი გახსნილი მქონდა და პროდუქცია ბრმად ვიყიდე. წელს ეს ფასი აღარ იქნება. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ წელს შაშანდელ ფასს ვერ გადავუხდი. ვისაც საცხობი აქვს, მან შეიძლება ახალ მაყვალში გადაიხადოს 5 ლარი, მაგრამ მე ვერ გადავიხდი. მე ვყიდულობ 2 ათას ტონას და მისი ფასი სხვა უნდა იყოს. ამხელა საწარმო ავაშენე, დიდი ინვესტიცია გავაკეთე და საქონელი მჭირდება. ფერმერებთან ფასზე თუ მოვრიგდები, მთელი მოსავლის მყიდველი ვარ. თუ წესიერად მოკრიფეს, ყველას ვიყიდი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კენკრის სწორად მოკრეფა არ იციან. არც ის იციან, როდის უნდა მოიკრიფოს. ბაღის გარშემო ტერიტორიას არ უვლიან. ნაკვეთების გარშემო არის ბუსუსებიანი ბალახები, ის კენკრას ეწებება და მერე ძალიან ძნელია მისი მოშორება. ისრაელში მიკრობიოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ საქართველოდან შეტანილი კენკრა სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ექსპერტმა ნაყოფიდან ამოიყვანა მატლები, რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა.


გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კენკრა მხოლოდ გაყინული სახით შეიძლება გავიტანო. მაყვლის ცოცხალი სახით ექსპორტი ძალიან ძნელია. სერთიფიკატები სჭირდება, ისრაელში, ევროპაში. რუსეთში გატანა შეიძლება, მაგრამ 2 დღე უნდა გზას და გაფუჭდება. მაყვალი შარშან კახეთიდან მაცივრებით ჩამომქონდა, მაგრამ მაინც გასული ჰქონდა წვენი. ცოცხალი კენკრის ექსპორტი ძალიან ძნელია. ევროპაში ჩასასვლელად 4-5 დღე სჭირდება და თვითმფრინავით რომ გავგზავნო, ეს პროდუქტს ძალიან გააძვირებს. თუმცა, ცოცხალი კენკრის კლიენტები მყავს და თუ გზა მოვნახე, შეიძლება გავრისკო და ექსპორტზე მაინც გავიტანო. როცა საერთაშორისო ბაზრის ფასები მეცოდინება, ჩემ ფასს ფერმერებს ამის მერე ვეტყვი. თუ მსოფლიო ბაზარზე აიწევს ფასი, მეც მეტს გადავუხდი. თუ ფასი დაბალი იქნება, ვერ გადავიხდი”,-  ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.


წელს კენკრას ჩაიბარებს კომპანია „აგრელეინიც”, რომელსაც შეუძლია ხილი ე.წ. შოკური მაცივარში გაყინოს.

კომპანიას ბაღდათში საკუთარი ლურჯი მოცვის ბაღები აქვს და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. წელს პირველად აპირებს ადგილობრივი ფერმერებისგან მაყვალი და ჟოლო შეისყიდოს და შოკური მეთოდით გაყინოს. კომპანია მომავალში ბაღების გაფართოვებას აღარ აპირებს და უფრო მეტად გადამამუშავებელ წარმოებაზე გააკეთებს აქცენტს. კომპანიის დირექტორი გიორგი ღვინიაშვილიც ამბობს, რომ ადგილობრივ ფერმერებს მაყვალსა და ჟოლოში შარშანდელ ფასზე ნაკლებს გადაუხდის.  

„გაყინული მაყვალი და ჟოლო საქართველოში მთლიანად უცხოეთიდან შემოდის. გვინდა იმპორტი ჩავანაცვლოთ. გაყინულ ხილს სუპერმარკეტების ქსელში შევიტანთ. მოლაპარაკებები რითეილერებთან ჯერ არ დაგვიწყია. ჯერ პროდუქტი უნდა შევქმნათ, შევფუთოთ და შემდეგ დაველაპარაკებით. მზად ვართ მაყვალი და ჟოლო შევიძინოთ ფერმერებისგან და გავყინოთ. ვაპირებთ გაყინული კენკრა სავაჭრო ქსელში ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად შევიტანოთ, ერთიანი დისტრიბუციით და ერთიანი მერჩენდაიზინგით. ჩვენი და მათი პროდუქტი ერთმანეთის კონკურენტი არ არის და ერთმანეთს ავსებს. გვინდა, რომ ჩვენი გაყინული პროდუქტი მთელი 12 თვე იყოს დახლზე.

წელს ნედლეული არის უფრო მეტი, ვიდრე მის გაყიდვას შეძლებენ ფერმერები. ბევრია გაშენებული, კიდევ შენდება და რას უპირებენ, არავინ იცის. როცა მოკრეფას დაიწყებენ, ფასზე მერე ვისაუბრებთ. ახლა ყველას მაღალი ფასის მოლოდინი აქვს და რეალური ღირებულება კრეფის დაწყების შემდეგ გამოჩნდება. ჩვენ ძვირს ვერ გადავიხდით, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები დაეცა. გაყინული ჟოლო ერთი ევროც ღირს პოლონეთში. მე რომ ვიყიდო და გავყინო, უნდა მიღირდეს. ფერმერებისგან კენკრას მხოლოდ იმ დროს შევისყიდით, როცა ჭარბი მოსავალი აქვთ. მათ შეუძლიათ სეზონის დასაწყისში ან ბოლოს კენკრა ცოცხლად, ფრეშად გაყიდონ და ამ დროს მეტ ფულს მიიღებენ. მაგრამ როცა პროდუქტი აქვთ ჭარბი რაოდენობით და არ იცინ რა მოუხერხონ, ეცოდინებათ, რომ ჩვენთან შეუძლიათ მოიტანონ”,-ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.  

გლენბერი”-სა და „აგროლეინ”-ის გარდა ქვეყანაში რამდენიმე შედარებით მცირე მასშტაბის სამაცივრე მეურნეობა არსებობს. რამდენიმე მშენებლობის პროცესშია. შესაბამისად, გაჩნდებიან კომპანიები, რომლებიც კენკრას ფერმერებისგან ჩაიბარებენ, თუმცა, თუ ბაღების გაშენების ინტენსივობას გავითვალისწინებთ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება. გადამამუშავებელი წარმოების განვითარებამდე ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლოა, მძიმე დრო დაუდგეთ, როცა მათ პროდუქციის იაფად გაყიდვა მოუწევთ, რაც მათ ფინანსურად დააზარალებს.

ავტორი: ნონა ქვლივიძე.


სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 




Прочитано
17431
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner