Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Вторник, 19 Март
14 Июнь 2019 | 14:39 Сельское хозяйство

კომპანია „გლენბერს" კენკრის ექსპორტზე გატანის პრობლემა შეექმნა

კომპანია „გლენბერს" კენკრის ექსპორტზე გატანის პრობლემა შეექმნა


კომპანია საქართველოში სრულყოფილი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას ვერ ახერხებს

კომპანია „გლენბერს”, რომელსაც სამაცივრე მეურნეობა ქარელში აქვს, გაყინული ხილის ექსპორტის პრობლემა შეექმნა. კომპანიის მფლობელის რაფაელ მაღალაშვილის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ხილის სრულყოფილი ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება შეუძლებელია, გაყინული კენკრის ევროკავშირსა და აშშ-ში გატანა შესაძლოა შეფერხდეს. „გლენბერს”  შეკვეთები შვეიცარიიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან აქვს. დამკვეთები საქართველოდან გაყინული მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის მიწოდებას ელოდებიან, მაგრამ უვნებლობაზე შემოწმების გარეშე ხილს ამ ქვეყნებში ვერ შევა. კომპანიის მფლობელის თქმით, მან დახმარების თხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

„ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა. ის ანალიზები, რასაც ევროკავშირი მთხოვს, საქართველოში ვერ გავაკეთე. ვეძებ, ვინ შეიძლება დამეხმაროს, მივმართე მთელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

100 ტონა მოცვის და 100 ტონა გაყინული ჟოლოს შეკვეთა მაქვს აშშ-დან, მარწყვის მიწოდებას ელოდება ისრაელი, ხელშეკრულებები მაქვს შვეიცარიასთან და რუმინეთთან, მაგრამ როგორ მივაწოდო, როცა ანალიზებს ვერ ვიღებ. მთელი კვირა თავბედს ვიწყევლიდი, ანალიზის გამკეთებელი ლაბორატორია აქ რომ ვერ ვნახე. მივმართე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას. მიპასუხეს, რომ  იმ ანალიზებს, რაც ევროპას, ისრაელს და აშშ-ს სჭირდება, არ აკეთებენ. გაყინულ ხილში მელამინის(ტესტი კეთდება ყველა სახის პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა იყოს შეღებილი) და ალფატოქსინების შემოწმებაა საჭირო. ამის გარეშე კენკრას ამ ქვეყნებში არ შეუშვებენ.

სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დირექტორმა მითხრა, მაგას ცალკე  ლაბორატორია სჭირდება, დაგვაფინანსე, ახალს ავაშენებთ და ანალიზებს გაგიკეთებთო. დაფინანსება რამდენი უნდა მეთქი, ვკითხე და 500 ათასი დოლარიო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებსაც დავუკავშირდი, დახმარება ვთხოვე, მაგრამ უშედეგოდ. მერე იძულებული გავხდი და ნიმუშები ისრაელში გავგზავნე. 40 კილო რომ გამეგზავნა ანალიზისთვის, ათასი დოლარი დავხარჯე. ყოველთვის უცხოეთის ლაბორატორიებში ხომ ვერ ვივლი. უნდა გაიგონ, რომ თუ ეს არ გაკეთდა, ისე საქართველოში კენკრის გაშენებას აზრი არ აქვს. შარშან 500 ტონაზე მეტი პროდუქცია ვიყიდე. და მაცივარში დევს. ჯერ არ გამიტანია გასაყიდად. 500 ტონა ცოტა ხომ არ არის?!”, - ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.

როგორც ირკვევა, ისევე როგორც თაფლის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია სრულყოფილ ანალიზს ვერც ხილზე აკეთებს. ყველა პარამეტრი, რასაც ევროკავშირის და აშშ კანონმდებლობა ითხოვს, ლაბორატორიაში დანერგილი არ არის. როგორც „გლენბერიში” ამბობენ, იმპორტიორმა ქვეყანამ ქართული ხილის კომპანიისგან ანალიზის პასუხები შემდეგ პარამეტრებზე მოითხოვა:

1. Aflatoxins:

      B1+B2 + G1 + G2  < 15 ppb

          B1 < 5 ppb

2. Pesticides residues level stands in Codex Alimentarius

3.  Melamin < 2.5 ppm

4.  Heavy metals: Pb <0.1 ppm, Cd < 0.05 ppm, Hg < 0.03 ppm, As (inorganic)<0.06 ppm, As (total)< 1.0 ppm

ამ პარამეტრებიდან საქართველოში ვერ შემოწმდა ალფატოქსინები და მელამინი.

„ანალიზის გარეშე დოკუმენტაციას ვერ ვავსებთ, რომელიც ისრაელში უნდა გავგზავნოთ.  

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ლისტერიაზე, სალმონელასა და მსგავსი ტიპის მავნებლებზე პროდუქტის შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის. ამიტომ ამ პარამეტრებზე  ლაბორატორიებს აკრედიტაცია არ აქვთ. ლაბორატორია „ეტალონში” ჩაგვიტარეს კვლევა და გვითხრეს შედეგი. მაჩვენებლები კი მივაწოდეთ ისრაელს, მაგრამ ხილში რამდენი პროცენტია დასაშვები, ან საერთოდ უნდა იყოს თუ არა, ასეთი რამეს ვერ ვეუბნებით, რადგან ნორმები ჩვენი კანონმდებლობით არ არის გაწერილი. სხვა გზა არ რჩება,ჩვენი შედეგები მთ ნორმებს  უნდა მიუსადაგონ. გამოდის, რომ შედეგები კი გვაქვს, მაგრამ ვერ ვიგებთ ჯდება თუ არა ნორმებში. მათთვის მისაღებია თუ არა.

მელამინისა და ალფატოქსინების შემცველობა ევროპას ჯერ არ უკითხავს. ევროპაში ხილის შემოწმებას უფრო ლისტერია, სალმონელა და ასეთ დაავადებებზე ითხოვენ. გაყინული პროდუქტის ანალიზებისთვის გაგზავნაც პრობლემას წარმოადგენს. ისრაელში გავგზავნეთ მარწყვი და ქლიავი და მელამინზე და ალფატოქსინებზე ანალიზები იქ თავად კლიენტმა გააკეთა. რთულია ასეთი კლიენტის მოძებნა, ვინც ანალიზს საკუთარი ხარჯით გააკეთებ. თუ ადგილზე ანალიზების სრულად გაკეთების საშუალება არ იქნება, ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა”,- ამბობს „გლენბერის” წარმომადგენელი დოდო ძლიერიშვილი.

სახელმწიფო ფულით დაფინანსებული კომპანია

გაყინული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო „გლენბერი”  შარშან ივნისში ამოქმედდა.  სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. კომპანიამ, საერთო ჯამში, 5 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. აქედან 600 ათასი ლარი გრანტი იყო, დანარჩენი -ბენეფიციარის ინვესტიცია.1880 კვ.მ.-ზე გაშენებული სამაცივრო კომპლექსს, შოკური გაყინვის მეთოდით 24 საათში 20 ტონა ხილსა და ბოსტნეულის გაყინვა შეუძლია. კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.

ამ ტექნიკური მონაცემების გარდა კომპანიამ სახელმწიფო ფულის მისაღებად მთავრობას 2-წლიანი გეგმა წარუდგინა, სადაც მითითებული იყო, სად რა მოცულობის ექსპორტს განახორციელებდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს,სამინისტროს  უცხოელ პარტნიორებთან დადებული ექსპორტის ხელშეკრულებებიც უჩვენეს, თუმცა, ლაბორატორიის პრობლემის შესახებ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

„ვიცოდით, რომ პროდუქცია მოწესრიგებული დოკუმენტებით უნდა გაგვეგზავნა, მაგრამ ალფატოქსინებზე და მელამინზე შემოწმებას თყ მოითხოვდნენ, ეს არ ვიცოდით. დიდი ხარჯი დაგვაწვა. მარტო 4 სახეობაზე მინიმალური ანალიზის გაკეთება 5 ათასი ლარი დაგვიჯდა. ამას სალმონელას და სხვა უფრო რთული ანალიზის ხარჯიც დაემატა. როცა ქარხანა ახალი გახსნილია, მისთვის ასეთი ხარჯი ძალიან დიდი პრობლემაა. თან ყველა კლიენტს თავისი მოთხოვნები აქვს და მისი მოწესრიგება დიდ ძალისხმევას მოითხოვს”,- ამბობს დოდო ძლიერიშვილი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პარტნიორებს ჯერ საცდელ პარტიებს გაუგზავნიან, უცხოელ მომხმარებელს  ქართული პროდუქცია რომ გააცნონ.

„შარშანდელი მაყვალი გვაქვს გაყინული. ჟოლო აღარ დაგვრჩა, საქართველოშივე გავყიდეთ. გვაქვს ბალი, ალუბალი მცირე  რაოდენობით, ვაშლი, ქლიავი და ატამი, ცოტა ნესვიც. ბოსტნეულიდან ვცადეთ ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის გაყინვა, რომ გვენახა როგორი გამოდის. წელს პირველად ვცადეთ მარწყვის გაყინვაც. ძალიან კარგი გამოვიდა. შოკურ გაყინვას რომ გაუძლოს და არ დაიშალოს, პროდუქტი გამძლე უნდა იყოს. ჩვენი მარწყვი რბილია, ამიტომ ახლად შემოსული ვიყიდეთ, ხელით გადავარჩიეთ და ისე გავყინეთ.

ჟოლოს გაყინვაც პრობლემურია. გაყინვისას იშლება, ამიტომ ჟოლოს გადამუშავებაზე თავს ვიკავებთ თუ კლიენტმა არ მოითხოვა და არ თქვა, რომ სულ ერთია მისთვის დაშლილი იქნება თუ მთელი. თუ სათითაოდ დახარისხებული მოითხოვეს, ვერ შევისყიდით. ყველაზე დიდია მოთხოვნა მარწყვზე, ჟოლოზე და მაყვალზე. განსაკუთრებით კი მარწყვზე. ფასის პრობლემაც მნიშვნელოვანია. ჩვენთან ცოცხალი ხილი ძვირია, გაყიდვის შემდეგ გასაყიდი ფასი უკვე მაღალი გამოდის, ამიტომ ევროპულ პროდუქტს კონკურენციას ვეღარ ვუწევთ, რომლის ფასი ბოლო რამდენიმე წელია დაეცა. თანაც, ჩვენთან ნედლეული სათანადო ხარისხის არ არის”,- ამბობს დოდო ძლიერიშვილი.

გლენბერის” ხელმძღვანელი რაფაელ მაღალაშვილის თქმით, გაყინული ხილი ისრაელსა და აშშ-ში აუცილებლად უნდა გაგზავნოს, ამიტომ ნედლეული სჭირდება. თუმცა, წელს ფულს მხოლოდ ხარისხიან პროდუქტში გადაიხდის.

„შარშან ვედროებში მოკრეფილი ჟოლო და მაყვალი მომიტანეს. როცა გადმოვიღეთ, ყველა თითქმის დაწურული იყო. ერთმანეთში იყო შერეული მკვახე, დამპალი და გადარჩევა გვიწევდა. კენკრა 125 გრამიან კონტეინერებში უნდა მოიკრიფოს და ყველა საღი უნდა იყოს. საქართველოში მოკრეფილი მაყვალი პატარა ლოკოკინებით არის სავსე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მკრეფავები იყვნენ პროფესიონალები”, -ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.    

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ  სამაცივრე მუშაობს. „კომპანიას პრობლემა არ აქვს და არც ექსპორტში ჰქონია შეფერხება”. მინისტრის მოადგილემ. თენგიზ კალანდაძემ გვითხრა, რომ კომპანიას დაუკავშირდებოდა. მოგვიანებით კომპანიის მფლობელმა გვითხრა, რომ მას სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ქვეყანაში არსებული ლაბორატორიების კონტაქტები მიაწოდეს(აღნიშნული ლაბორატორიების არსებობს შესახებ კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯერმა მანამდე იცოდა და ტესტების არსებობის შესახებ ინფორმაცია გადამოწმებული ჰქონდა).

„რაფაელ მაღალაშვილს ვესაუბრეთ, ვადასტურებ რომ ის, აღნიშნული ლაბორატორიული კვლევების არ ქონის გამო, ცოტა ხნით შეფერხდა. თუმცა, თვითონ ამბობს, რომ შემდეგ საზღვარგარეთ გაგზავნა და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გეთანხმებით, სრულყოფილი კვლევა ადგილზე რომ იყოს, ბევრად უკეთესია. ეტაპობრივად ვამატებთ მხარდამჭერ მექანიზმებს. ამ წუთისთვის ვერ გეტყვით, ლაბორატორია დაფარავს თუ არა აღნიშნულ კვლევებს, თუმცა, მათ ინფორმაციას მივაწოდებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ამ საქმეში თქვენნაირი ორგანიზაციების და ხალხის ჩართულობა”,- განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ავალიანმა.

კომპანიასა და სამინისტროს წარმომადგენლების კომუნიკაციის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც გაყინულ ხილს ალფატოქსინებსა და მელამინზე შეამოწმებს.

„ფაქტია, რომ პრობლემა არის და ის არ მოგვარებულა. რადგან ჩვენ ერთი პარტია ისრაელში გავგზავნეთ, არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის. ამჯერად ხილის ტესტირება საკუთარ თავზე კლიენტმა აიღო, მაგრამ სხვა დროს რას ვიზამთ, არ ვიცით. თანაც, არ ვიცით, ისრაელში შემოწმებას რა დრო დასჭირდება. იქაც ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი. საქართველოში რომ იყოს, ანალიზი სწარაფად მოხდებოდა და ვიმუშავებდით მშვიდად. ასეთ პირობებში ექსპორტის დიდ მასშტაბებზე საუბარი ვერ იქნება”,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას დოდო ძლიერიშვილმა.  

გლენბერის” პრობლემამ აჩვენა, რომ მთავრობა კენკრის ბაღების გაშენებას აფინანსებს ბიუჯეტიდან, ხოლო მოწეული ხილის რეალიზაციის, საექსპორტო ბაზრის მოძიების თუ სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევის ჩატარების პრობლემა მთლიანად მწარმოებლის გადასაჭრელია. კენკრის მოყვანა- რეალიზაციის საკმაოდ გრძელ და რთულ ჯაჭვში, სახელმწიფო მხოლოდ საწყის რგოლში მონაწილეობს და ფერმერს წარმოების სხვა ეტაპებზე თითქმის ვერაფრით ეხმარება.  

ავტორი: ნონა ქვლივიძე


სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 


Прочитано
1117
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner