Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 19 Aпрель
14 Июль 2019 | 22:45 Сельское хозяйство

კენკრის სექტორი მუშახელის დეფიციტს განიცდის

კენკრის სექტორი მუშახელის დეფიციტს განიცდის

 

კენკრის წარმოებას საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმერისთვის ამჟამად მოსავლის მათთვის მისაღებ ფასად რეალიზაციაა. ამ სექტორს სირთულეებს უქმნის ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობა, როგორც კენკრის მოყვანის, ისე შენახვის, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით. ფერმერებს ხელს გაუმართავი ირიგაციის სისტემაც უშლის. კიდევ ერთი პრობლემა ამ სექტორში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობის სიმცირეა. კენკრის შესანახად ქვეყანაში სულ რამდენიმე შოკური მაცივარი არსებობს, რაც მწარმოებლებს არანაკლებ სირთულეებს უქმნის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კენკრის მწარმოებლებისთვის ბოლო წლებში მუშახელის დეფიციტი გახდა.

კენკრის მოვლა-მოყვანა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. კენკრის წარმოების სხვადასხვა ეტაპი სამუშაო ძალის დიდ რაოდენობას მოითხოვს. განსაკუთრებით შრომატევადია მისი კრეფა. შესაბამისად, ფერმერებს უჭირთ კვალიფიციური მუშახელის მოძიება, რომელსაც ნარგავების სწორად მოვლა და ნაყოფის ხარისხიანად მოკრეფა შეუძლია. კენკრის მცირე ბაღიც კი ხშირად რამდენიმე ადამიანის სეზონურად დასაქმებას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ მუშახელი მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა. სამუშაო ძალის დეფიციტს კენკრის სექტორი სხვა ქვეყნებშიც უჩივის. სამუშაო ძალის დეფიციტი უკრაინასაც აქვს. ბევრი უკრაინელი კენკრის მოსაკრეფად სეზონურად მიდის მეზობელ პოლონეთში, სადაც მათ უფრო მეტს უხდიან. ამიტომ უკრაინელი ფერმერები იძულებულები გახდნენ, შრომის ანაზღაურება გაეზარდათ. მათ ასევე დაიწყეს ზრუნვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც შრომის ეფექტიანობას ზრდის. კენკრის კრეფა განვითარებულ ქვეყნებში ავტომატიზებული ხდება, თუმცა, ცოცხალი ხილის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი მოკრეფა მაინც ხელით ხდება, ხარისხის შესანარჩუნებლად. შეიძლება ითქვას, რომ ახალ ტექნოლოგიებს კონკურენტულ ბრძოლაში მაინც კენკრის ხელით მოკრეფა უგებს. 

დეფიციტის გამო მუშახელი საქართველოშიც გაძვირდა. ბოლო ორი წელია დაქირავებული მუშის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. მეწარმეთა ინფორმაციით, შრომის ანაზღაურების ხარჯების ხვედრითი წილი საერთო ხარჯებში 10- 15%-ის ფარგლებშია. მიმდინარე სეზონზე კილოგრამი კენკრის მოკრეფის საფასური 1 -1,10 ლარის ფარგლებში მერყეობს. ზოგიერთ რეგიონში კი 2 ლარსაც აღემატება. დაქირავებული მუშის დღიური ანაზღაურება კი 25-დან 30 ლარს შეადგენს.

„წელს გამეზარდა მუშახელის ხარჯი. სოფელში ხალხი აღარ დარჩა. ვინც არის, იმას მუშაობა არ უნდა. სოფელში მუშებს გორიდან ჩამომყავს. ვისაც მუშაობას ვთავაზობ, დამცინიან. დღიურად 25-30 ლარს ვიხდი, რაც კილოგრამზე 2 ლარი გამოდის”, - ამბობს გიგა მოგელაშვილი, რომელსაც კენკრის ბაღი გორში, სოფელ ვარიანში აქვს. 

„ამხანაგობა ქართული კენკრას” მაყვლისა და ჟოლო მარნეულში მოჰყავს. ბაღის მოსავლელად და საკრეფად ადგილობრივი მოსახლეობისგან შექმნილ ბრიგადას ქირაობენ. კომპანიის თანადამფუძნებელი ია თოფურია ამბობს, რომ კილოგრამი მაყვლის კრეფაში 1,1 ლარს იხდიან. ხოლო ჟოლოს მოკრეფა უფრო ძვირი 2,5 ლარამდე უჯდებათ. მკრეფავის კვალიფიკაცია და შრომის ნაყოფიერება დაბალია, ამიტომ კენკრის თვითღირებულება მაღალი გამოდის. „კენკრა სათუთი დასაკრეფია. მხოლოდ კარგად შემოსული, საღი, ხარისხიანი ნაყოფი უნდა მოიკრიფოს. ზოგი იჭყლიტება და უნდა გადააგდო. ამას ვუხსნით მკრეფავებს, მაგრამ მაინც ყველა ასე არ აკეთებს”,- ამბობს ია თოფურია.

„მუშახელის დეფიციტია ჩვენ რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ეს ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს,- ამბობს დავით დაბრუნდაშვილი, რომელსაც ჟოლოს ბაღი კასპში აქვს,- ერთი კილოგრამი ჟოლოს კრეფაში ადგილობრივებს ლარს ვუხდით. ცუდი ის არის, რომ ჟოლოს ისე ვერ კრეფენ, როგორც საჭიროა. საჭიროა სწრაფი ხელი, ნებისყოფა და სურვილი, რომ კარგი მოიკრიფოს. დაზიანებული და დაჭყლეტილი კარგ ნაყოფთან არ უნდა მოხვდეს. ამის გაკეთება რთულია, ამიტომ არის, რომ ზოგი 33 კილოგრამს კრეფს და ზოგი მხოლოდ 5-ს”. 

„ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ადამიანური რესურსი. ხალხის რაოდენობა, ვისაც ექნება მოტივაცია, რომ კენკრა ხარისხიანად მოკრიფოს. გაუაზრებელი კამპანიის ფარგლებში კენკრის ბაღები ნახევარ საქართველოში რომ გაშენდა, ეს დიდი სისულელე იყო. ჩვენ ჟოლო სულ რაღაც 1,5 ჰექტარზე გვაქვს და საქმეს ვერ ავუდივართ. სხვები, ვისაც დიდი ბაღები აქვთ, მოვლას როგორ ახერხებენ, არ ვიცი. ბალახი ისე გვიტევს, მიწა კარგად რომ არ დაამუშაო, არაფერი გამოვა. ხან წვიმაა, ხან ქარია და სამუშაოები დროულად უნდა მოასწრო, რომ არ უნდა დაგვიანდეს. ჟოლოს საკრეფად 15-20 ქალი გვჭირდება 3 თვის განმავლობაში. სოფელში ზოგს ძროხა ჰყავს, ზოგს სხვა საქმე აქვს, 30 კილოგრამი რომ მოკრიფოს და 30 ლარი აიღოს, ამისთვის ზოგს ბაღში დილის 5 საათზე წასვლა არ უღირს. თან თუ იცის, რომ ბევრს ვერ მოკრეფს, მით უმეტეს არ წამოვა.იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ ბაღში დროულად მოვიდნენ. 

კილოგრამში 1 ლარს ვუხდით მკრეფავებს. სხვა სამუშაოები, როგორიც არის მარგვლა, მავთულზე აკვრა და მიმაგრება, 1 საათი 3 ლარი ღირს. დღიური ანაზღაურება 25 ლარი გამოდის. როცა ღამე უწევთ მუშაობა, მეტს ვუხდით. მაგალითად, ნარგავების შეწამვლა ქარიან ამინდში არ შეიძლება. ფუტკარი ამ დროს სკიდან არის გამოსული და მის დაბინავებას უნდა დაველოდოთ. მცენარეთა დაცვის საშუალებების შესასხურებლად, ხელის აპარატებს იყენებენ და ეს სამუშაო უფრო ძვირი ღირს. 

პრაქტიკულად მოგება აღარაფერი რჩება. ჩვენ ფართობზე, ყველა ხარჯი, ელექტროენერგიის გადასახადიდან დაწყებული, მოსავლის დაკრეფით დამთავრებული, 8 ათასი ლარი გვიჯდება. მეზობლად ფერმერმა მაყვალი გააშენა 4 ჰექტარზე. იმ ფერმერს ფინანსურად არ უჭირს, ტრაქტორებიც ჰყავს, მაგრამ ნახევარი გაუფუჭდა, რადგან მუშახელის სიმცირის გამო ბაღს თავის დროზე ვერ მიხედა. 

იმ მოთხოვნების შესრულებაც რთულია, რასაც სურსათის უვნებლობა ითხოვს. ჟოლო ხელით იკრიფება, ამიტომ ხელთათმანის გამოყენებაა რეკომენდირებული. მკრეფავებს ხელთათმანები რომ მისცეს, ფერმერი ფიზიკურად ვერ შეძლებს. ისედაც ძვირი გვიჯდება მოკრეფა და დამატებით ამ ხარჯს ვერ აუვალთ. 

სხვა ფერმერებიც ამ დღეში არიან. ვცადეთ რეგიონის მასშტაბით პროფესიონალი მკრეფავთა ჯგუფები შეგვექმნა, მაგრამ არ გამოვიდა”- ამბობს დათო გორგაძე, კოოპერატივი „თელათგორის” წევრი, რომელსაც ჟოლოს ბაღები კასპში, სოფელ თელათგორში აქვს. 

სპეციალისტები კენკრის მწარმოებლებს ურჩევენ, სამუშაო ძალის პრობლემასთან და გაზრდილ დანახარჯებთან გასამკლავებლად, პლანტაციების მოსავლიანობის და ხარისხის გაზრდაზე იზრუნონ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ერთადერთი გამოსავალია მწარმოებლებისთვის. მათ უნდა აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი, რასაც ძვირად გაყიდიან. 


სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 

 

 

Прочитано
6581
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner